Jump to content
Planeta.Ge

პოლიტიკური ტრერორი გრძელდება


Recommended Posts

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული პარტიის" ორი წევრი, პარტიისა და ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლები და ეროსი კიწმარიშვილის პირადი მძღოლი დააკავა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან გოჩა ლიჩელი, თეიმურაზ ელყანიშვილი, ბესიკ ბერიტაშვილი, ლერი ბერიტაშვილი და გოჩა ჩიხლაძე.

მისივე განცხადებით, დაკავებულებიდან ორი "ქართული პარტიის" წევრია, თეიმურაზ ელყანიშვილი პარტიის პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარიშვილის პირადი მძღოლია და "ქართულ პარტიაში" ორი კვირაა მუშაობს. პარტიის მძღოლია ბესიკ ბერიტაშვილიც, გოჩა ჩიხლაძე კი ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლია.

სოფო ხორგუანმა ასევე აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა გორის რაიონის სოფელ ტყვიავშიც, სადაც ასევე დაკავებულია ორი პირი გიგა გიგუაშვილი და თამაზ ოდიაშვილი.

ხორგუანის თქმით, მათი დაკავების მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ "ქართული პარტიის" წევრები არიან, ან ნაცნობობა აკავშირებთ ირაკლი ოქრუაშვილთან.

დღევანდელ პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ დაკავებული თემურ ელყანიშვილის მამიდა ნორა ელყანიშვილი და ასევე ბესიკ ბერიტაშვილის მეუღლე თამარ ბერიტაშვილი, რომელთაც სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენეს.

ნორა ელყანაშვილის თქმით, სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა ის გარეთ გაიყვანეს, სახლის კარი ჩაუკეტეს. როდესაც ელყანაშვილმა სახლში დაბრუნება მოახერხა, სამარათალდამცველებმა ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები აჩვენეს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/173317-sofio-sorguanis-informaciith-shss-m-qqarthuli-partiisq-tsevrebi-da-kitsmarishvilis-piradi-mdzgholi-daakava.html

 

პ.ს. შსს–ს რო უსმინო, ქართული პარტიის წევრები ავტომატებით დარბიან სულ...ადამიანებს რომ არ ეხებოდეს, ერთი დიდი კომედიაა... :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მძღოლები ზოგადად ერთერთი ყველაზე ინფორმირებული ადამიანები არიან. სამსახური, ოჯახი , მანქანაში საუბრები . მოკლედ , პრიმიტიული გათვლაა .
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მძღოლები ზოგადად ერთერთი ყველაზე ინფორმირებული ადამიანები არიან.

 

ახლა თუ მაგ მძღოლებს ბე კატეგორიის მართვის მოწმობები აღმოაჩნდათ, იმ ზილის შოფროფას შეტენიან, ოქრუაშვილს გალავარეზები რომ მოჰყავდა საქართველოს ასაოხრებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა თუ მაგ მძღოლებს ბე კატეგორიის მართვის მოწმობები აღმოაჩნდათ, იმ ზილის შოფროფას შეტენიან, ოქრუაშვილს გალავარეზები რომ მოჰყავდა საქართველოს ასაოხრებლად.

ახალი ფილმი აშკარად იქნება. პირველი სერიას ჩაუვარდათ და :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გინდათკაცო თქვენ ვერ ვგებულობ?

ჩხუბი თქვენარ გინდათ, რევოლუცია არ გინდათ, არჩევნებზე ფულია მისაცემი ამომრჩეველზეთქო ეს არ გინდათ, აბა რაშუშუკოლა გინდებლარიანვერ გაიგე.

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=54556

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გინდათკაცო თქვენ ვერ ვგებულობ?

 

ხალხს უნდა, რომ მიშა აზრზე მოვიდეს, ბოდიში მოუხადოს მოსახლეობას, გადადგეს და უკანმოუხედავად გაიქცეს მთავრობასთან ერთად. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რატომ არ უნდა გაგრძელდეს..??

ამათ უკვირთ ის თუ რატომ არ გადაისვა მიშამ ამდენი ხანი ბრიტვა ყვერებზე :) არადა ამდენი ხანია ამას აფიქსირებენ რომ უნდა გადაისვას, ის კიდევ ჯიუტობს რა...............

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რატომ არ უნდა გაგრძელდეს..??

იმიტომ რომ დროა ყოველგვარი წინააღმდეგობის მცდელობა შეწყდეს :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაია ვნახავთ ვითომ ექსტრადირებულ ოქრუაშვილს?

სასამართლოს მიუსჯია უკვე მისთვის პატიმრობა დაუსწრებლად. )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გინდათკაცო თქვენ ვერ ვგებულობ?

ჩხუბი თქვენარ გინდათ, რევოლუცია არ გინდათ, არჩევნებზე ფულია მისაცემი ამომრჩეველზეთქო ეს არ გინდათ, აბა რაშუშუკოლა გინდებლარიანვერ გაიგე.

აჰა, ეგეც მე ვარ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასამართლოს მიუსჯია უკვე მისთვის პატიმრობა დაუსწრებლად.

 

ეგრე თემურ ბასილიასაც მიუსაჯეს, მაგრამ კაცი თავისუფლად გრიალებს ამერიკაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...