mtidan Posted June 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2011 ბელორუსში პოლიციის შიშის დაძლევას ცდილობენ 26/06/2011 13:26 სოციალური ქსელების დახმარებით ბელორუსი ახალგაზრდები ყოველკვირეულ „მდუმარე საპროტესტო აქციებს“ მართავენ. აქცია ქვეყნის 30-ზე მეტ ქალაქში ერთდროულად იწყება. დემონსტრანტები პროტესტს უჩვეულო ფორმით - ტაშის დაკვრით გამოხატავენ. მათი თქმით, ამ ქმედებით საკუთარი თავის გამხნევებასა და პოლიციის შიშის დაძლევას ცდილობენ. ბელორუსში მსგავსი მასშტაბური აქციები გასული წლის დეკემბრის შემდეგ არ გამართულა. მაშინ მოქალაქეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ, როცა პოლიციამ აქცია დაარბია და მისი ათობით მონაწილე დააკავა. ბევრი მათგანი, მათ შორის, პრეზიდენტობის სამი კანდიდატი კვლავ პატიმრობაში რჩება. „ჩვენ არსებულ რეჟიმს ვაპროტესტებთ. დროა, ადამიანები მიხვდნენ, რომ ცვლილებები გვჭირდება“, - აცხადებდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე. დეკემბერში აქციის დაშლის შემდეგ, ბელორუსი მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია, რამაც ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა. გასულ თვესთან შედარებით, Facebook-ისა და Twitter-ის გამოყენებით დაწყებულ აქციებზე მონაწილეთა რიცხვა 10. 000 ადამიანს გადააჭარბა. შესაძლოა, აქციები ხელისუფლებას მნიშვნელოვან საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ლუკაშენკო აქციებზე დროულად რეაგირებს. რამდენიმე დღის წინ KGB-მ აქციის ორგანიზატორები - ბელორუსული სოციალური ქსელის V kontakte-ის ადმინისტრატორები დააკავა. სხვა სოციალური ქსელები დაიბლოკა, ხოლო პოლიციამ Twitter-ის საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომლითაც ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. 22 ივნისს გამართულ აქციაზე პოლიციამ 200-მდე ადამიანი დააკავა. მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. ლუკაშენკომ ყველაფერში ოპოზიცია დაადანაშაულა. მისი თქმით, ისინი მის წინააღმდეგ ახალაგზრდების გამოყენებას ცდილობენ. http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=3631&Itemid=1 ჩვენთან, კამერაში მაყურებელი რომ შეეკითხება ახალმიყვანილს, რაზე ზიხარო-ტაშის დაკვრაზეო უპასუხებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Augustus Posted June 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2011 :givi: აბა რა მასე უნდა მიშას ძმაკაცი ტყუილად კიარაა... ერთმანეთისგან იღებენ მაგალითს მარა ჩვენი მიშა მაინც სულ სხვა არი.. შეულია ცოტა მაინც შეინიღბოს ეს ლუკაშენკო კი აშკარად არაპროფესიონალია საჭიროა თავის ძმაკაც უფრო დიდ ხანს დააკვირდეს თორე ასე მთავრობას დაღუპავს და თავსაც წააგებს თან ლუკაშენკომ სააკაშვილს უკვე შუტკა გაუხსნა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted June 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2011 http://www.youtube.com/watch?v=IaeUsFhIlYA Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2011 ბელორუსში პოლიციის შიშის დაძლევას ცდილობენაბა მეზობელ თემაში ვიდეო რომ დადეს "რა კარგი პოლიცია ჰყავს ბელორუსიასო", ტყუილია ეგ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2011 აბა მეზობელ თემაში ვიდეო რომ დადეს "რა კარგი პოლიცია ჰყავს ბელორუსიასო", ტყუილია ეგ? სისატიკით ნაღდში ვერ შეედრებიან ქართულ პოლიციას, აქ ათი თავით მაღლა დგას ქართული "პოლიცია" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted June 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2011 mtidanბელორუსში პოლიციის შიშის დაძლევას ცდილობენმცდელობა მცდელობად დარჩება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 26, 2011 აბა მეზობელ თემაში ვიდეო რომ დადეს "რა კარგი პოლიცია ჰყავს ბელორუსიასო", ტყუილია ეგ? პოლიციამ დააკავა, თავ პირი კი არ დაამტვრია და დაანვილიდა არამედ დააკავა, ბელორუსიის პოლიცია ისევე როგორც მიშას პოლიცია ემსახურება რეჟიმს, აქ საუბარი სისასტიკის ხარისხშია და გარდა ამისა, იმ სიუჯეტით რაც დავდე ჩანს რომ ბელორუსიის პოლიციას რაღაც ტორმუზები გააჩნა მოქალაქესთან დაკავშირებიტ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.