Jump to content
Planeta.Ge

ხორცი ევროპელებს გაუძვირებიათ


Recommended Posts

მე ოპოზიცია მაფიქრებს ამ ხორცის ფასების ზრდის მაგალითზე.

 

ესენი ის ხალხია ვინც ამ ხელისუფლების შეცვლას აპირებს?

აი ეს ამბე ოპოზიციამ რომ არ გამოიყენა ამ რეჟიმის წინააღმდეგ სხვა რა უნდა გააკეთოს, ან რომელი შუსუკოლათი აპირებენ ნაციონალების წინაარმდეგ ბრძოლას, ბიომეტრიული პასპორტებით ხო?

 

როგოც კი ბარამიძემ ეს განცხადება გააკეთა, ეგრევე მივწერე ევროპარლამენტის დეპუტატს, ამ განცხადების თაობაზე.

გაუჭირდა ხო რვიანს ან სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოს მიეწერა შეკითხვა ევროპარლამენტში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პასუხიც იყო, ხომ წაიკითხე? :)

http://pirweli.com.g...=73224&Itemid=1

 

ხუან ეჩანოვე: "ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!"

17:40 - 24.06.2011

საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წევრმა, სოფლის მეურნეობის, რეგიონული მეურნეობის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხების კურატორმა ხუან ეჩანოვემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა სახელწოდებით "ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!".

 

"ზოგიერთი ქართული მედიასაშუალების, ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ხორცზე ფასის ზრდა ევროკავშირის მოთხოვნით, საქონლის მხოლოდ სასაკლაოებზე დაკვლის რეგულაციის შემოღებამ გამოიწვია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვიცე-პრემიერ ბარამიძის განცახდება იმის თაობაზე, რომ ევროკომისიის ექსპერტების მოთხოვნა იყო, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე ეს პროცესი საქართველოში დაწყებულიყო. ამ განცხადებების საპასუხოდ ცალსახად უნდა განვაცხადო, რომ ქართული მხარის ბრალდებები უსაფუძვლოა. ევროკომისია ექსპერტების შეფასებებს საქართველოში ხორცის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ეთანხმება და თვლის, რომ ეს მიზეზებია ქვეყანაში არსებული ინფლაცია, მცირე ფერმერების მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნაკლებობა, სასაკლაოების შეზღუდული რაოდენობა, სადაც შეიძლება, ცხოველების სახორცედ დაკვლა და დამუშავება, მათი სიშორე იმ ადგილებიდან, სადაც ჰყავთ დასაკლავი საქონელი, საქართველოში სასაკლაოების ბაზრის მონოპოლისტური ხასიათი", - აღნიშნულია მიმართვაში.

 

ამასთან, ეჩანოვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ევროკომისიას არასოდეს უთხოვია ქართული მხარისთვის, დაუყოვნებლივ შემოეღო რეგულაცია, რომელიც ბაზარზე მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული ხორცის შეღწევას უზრუნველყოფდა და მით უფრო არ ყოფილა მოთხოვნა, ეს რეგულაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაწყებისთვის აუცილებელი წინაპირობა ყოფილიყო".

 

საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ მაკაკები :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...