Jump to content
Planeta.Ge

მიშა სააკაშვილი უცხოელ ნარკოდამნაშავეებს იწყალებს


Recommended Posts

”ლეიბორისტული პარტიის” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით რობაქიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქართული ციხეებში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, მათ შორის, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები მიხეილ სააკაშვილმა რეჯებ ტაიპ ერდოღანს, თურქეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებამდე ”საჩუქრად გადასცა”.

 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ ”ობიექტივთან” საუბრისას დაადასტურა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქართულ ციხეებში მყოფი ნარკოდანაშაულისთვის, კერძოდ, ნარკოტიკების გადაზიდვისთვის გასამართლებული უცხოელები შეიწყალა; ოღონდ, თევდორაძეს არ ახსოვს ისინი თურქეთის მოქალაქეები იყვნენ თუ სხვა ქვეყნის.

 

იმაზე, თუ რა ფორმით და რა შემთხვევაში შეუძლიათ ქართული ციხეების დატოვება უცხოელ მსჯავრდებულებს, ”ობიექტივი” ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი დამცველის” აღმასრულებელ დირექტორს, მანანა კობახიძეს.

 

როგორც ”ლეიბორისტმა” დავით რობაქიძემ გვიამბო, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული თურქეთის მოქალაქეების გათავისუფლების ამბავი ასე შეიტყო:

 

დავით რობაქიძე: ”დაახლოებით ორი კვირის წინ, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, კერძოდ, სარფის საბაჟოზე, შემთხვევით შევხვდი თურქეთის მოქალაქეს, რომელსაც ბათუმელი ცოლი ჰყავს და რომელიც დაჭერილი იყო, როგორც ნარკომოვაჭრე. ეს ამბავი თავის დროზე ცენტრალურმა არხებმაც გადასცეს. ამ ადამიანს 25 წელი ჰქონდა მისჯილი და მისი დანახვა გამიკვირდა, მაგრამ ხომ იცით - ამ ქვეყანაში ყველაფერი ხდება და ვიფიქრე, რომ ფული გადაიხადა და გამოუშვეს.

 

მოგვიანებით ამ ფაქტით დავინტერესდი, ჩემი ვარაუდი გადავამოწმე და მივიღე ინფორმაცია, რომ 31 მაისს, სარფის საბაჟოს განახლებული შენობის გახსნის დღეს, სტუმრად ჩამოსულ ერდოღანს სააკაშვილმა ქართულ ციხეებში მყოფი თურქეთის მოქალაქეები, მათ შორის, ე.წ. ბარიგები საჩუქრად გადასცა. მანამდე ქართულ ციხეებში მყოფი თურქეთის მოქალაქეების გასათავისუფლებლად თურქეთში აქციები გაიმართა, რის შესახებაც თურქული პრესა წერდა. მოგეხსენებათ, 12 ივნისს თურქეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ერდოღანის პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება მისთვის ლანგარზე დადებული არ მიურთმევიათ, გარკვეულ რეგიონებში სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

 

მაგალითად, სარფში სტუმრობის დროს, ერდოღანის კორტეჟს პრობლემები შეექმნა და შეხლა-შემოხლის დროს ერდოღანის დაცვის წევრიც კი დაიღუპა - რიზეში ერდოღანის საწინააღმდეგო დიდი მიტინგი გაიმართა, რასაც ჩვენმა მართვადმა ტელევიზიებმა ერთწუთიანი სიუჟეტიც არ დაუთმეს. საპარლამენტო არჩევნების წინ, ერდოღანისთვის საჩუქრად გადაცემული თურქეთის მოქალაქეები პირდაპირ მისწრება იყო. საუბარია ათეულობით ადამიანზე, რომლებიც საქართველოს ციხეებში დიდ სასჯელებს იხდიდნენ. მათ შორის იყვნენ ნარკოტიკების გადმოტანისთვის, ”ბარიგობისთვის” და სხვა კრიმინალური დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ქართული ციხეები თურქი მოქალაქეებისგან დააცარიელეს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბათუმის ციხეში სასჯელმისჯილი თურქი პატიმარი აღარ არის”.

 

ა/ო. ”საზოგადოებრივი დამცველის” აღმასრულებელი დირექტორი, მანანა კობახიძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართული ციხეებიდან გამოსვლის შემდეგ გზებზე მიუთითებს:

 

მანანა კობახიძე: ”თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეეები სასჯელს იხდიან საქართველოში ჩადენილი დანაშაულისთვის და მათ მიმართ გამოტანილია საქართველოს სასამართლოს განაჩენი, სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდებიან, თუ არ მოხდა ამ ადამიანების გადაცემა, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებიც არიან. გადაცემის შემდეგ იქ გააგრძელებენ სასჯელის მოხდას, ან დასაშვებია, მათ ქვეყანაში პირობით ვადამდე გაათავისუფლონ.

 

გათავისუფლება იმ შემთხვევაშიცაა შესაძლებელი, თუ მსჯავრდებული მძიმედაა დაავადებული, მაგრამ ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში კარგა ხანია უცხოელზე კი არა ჩვენს მოქალაქეზეც არ მქონია. მომაკვდავის გარდა დღეს აქტირებით აღარავის ათავისუფლებენ. ამასთან, პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალების უფლებამოსილება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქის შეწყალებას არ უკრძალავს...”

 

”ობიექტივი” შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ელენე თევდორაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და ჰკითხა - მიმდინარე წლის გაზაფხულზე, შეიწყალა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის ათეულობით მოქალაქე?

 

ელენე თევდორაძე: ”ვიღაცეები იყვნენ, მაგრამ ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ დიდი რაოდენობით; ერთეულები იყვნენ. მაგალითად, შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ უცხოელები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის. უფრო იყვნენ იემენიდან, კიდევ ვიღაცეები და თურქები სიაში, არც ისე ხშირად ხვდებიან”.

 

”ობიექტივის” კითხვაზე - შეიწყალა თუ არა სააკაშვილმა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული თურქეთის მოქალაქეები? ელენე თევდორაძე ასეთ პასუხს სცემს:

 

”თუ ის გამყიდველი იყო, გამორიცხულია. იცით როგორაა - არის მომხმარებელი, გამყიდველი და გადამზიდველი. გადაზიდვა გაყიდვას არ ნიშნავს. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა, მაგრამ, ეს თურქთან იყო დაკავშირებული, თუ ვიღაცასთან, მე უბრალოდ, არ მახსოვს.

 

ზოგჯერ საქმეს, რომ ვკითხულობ, იქ წერია, რომ მას ჰქონდა ნარკოტიკები და გადაზიდა. რისთვის გადაზიდა, დაკონკრეტებული არ არის და თუ სასამართლომ გადაზიდვა-გაყიდვა არ ჩაწერა, ჩვენთვის ეს უკვე არ ნიშნავს, რომ ის ”ბარიგაა”.

 

ა/ო. ”საზოგადოებრივი დამცველის” აღმასრულებელი დირექტორის, მანანა კობახიძის განმარტებით, ქართულ ციხეებში მყოფი თურქეთის მოქალაქეების გადაცემის საკითხების იურიდიულ მოგვარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი.

 

”ობიექტივმა” საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელს, ხათუნა იოსავას 21 ივნისს, საღამოს ასეთი შინაარსის კითხვით მიმართა - გთხოვთ, გვაცნობოთ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის მთავრობას, საქართველოს ციხეებში მყოფი რამდენი მსჯავრდებული გადასცა. სატელეფონო საუბრისას დაგვპირდნენ, რომ ჩვენს კითხვაზე გვიპასუხებენ, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. როგორც კი ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე გვიპასუხებენ, დაუყოვნებლივ გაცნობებთ.----------

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ მაგ თურქების განთავისუფლებით მიშკამ ერდოღანს მადლობა გადაუხადა... დედაჩემს კარგად დღნაამო და... აჰა ესეც სამადლობელი მაგისთვისოოოო...

 

მაგ დედაბრების ყურებით დათა თუთაშხია - ფილმი გამახსენდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ლეიბორისტული პარტიის” აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით რობაქიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქართული ციხეებში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, მათ შორის, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები მიხეილ სააკაშვილმა რეჯებ ტაიპ ერდოღანს, თურქეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებამდე ”საჩუქრად გადასცა”.

სამაგიეროდ ქართველები ზიან 5 ლარის მპარვისთვის 12 და 18 წელი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამაგიეროდ ქართველები ზიან 5 ლარის მპარვისთვის 12 და 18 წელი!

 

 

 

კი ეგრეა და სულ ხომ იქ არ იჯდებიან,გამოვლენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...