babuagiorgi Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 ოპოზიციურ პარტიების ილუზიები, რომ დასავლეთი სააკაშვილის რეჟიმს მხარს არ უჭერს, უფრო ოცნებაა ვიდრე რეალობა. უნდა შევიგნოთ და ვაღიაროთ ის, რომ სააკაშვილის რეჟიმს როგოც ევროპა ასევე აშშ 100%-ი უჭერს მხარს და აქ არაფერი შეიცვლება უახლოეს პერიოდში, თუ არ იქნება მიღებული სათანადო ზომები.ის რომ დღეს მსოფლიოში დემოკრატიის აღქმის ორმაგი სტანდარეტები არსებობს ამის გასაგებად საკამრისია შევადაროთ დასავლეთის მიდგომა ბელორუსიისა და საქართველოში არსებულ რეჟიმების მიმართ, სადაც ლუკაშენკო დიქტატორია და სააკაშვილი დემოკრატი. ბოლო–ბოლო უნდა შეიგნოთ ის, რომ უცხოური საელჩობის მიმართულებით მრავალჯერ გატკეპნილ ბილიკებს შედეგი არ მოავქს. ზოგიერთი “გაბრაზებული” პოლიტიკოსის უაზრო განცხადებებს კი უფრო ზიანი მოაქვს ვიდრე პოზიტიური შედეგი. მხედველობაში მაქვს ასეთი ტიპის მარაზმი, როგორიცაა ჯონ ბაასის “გადგომის” მოთხოვნა და ა.შ. და არა ქვს მნიშვნელობა რომელმა პარტია აკეთებს ასეთ ტიპის განცხადებებს, დასავლეთი ამას აღიქვამს ისე როგორც ეს დღეს ამ რეჟიმს აწყობს. არა და არავინ დაფიქრებულა იამზე თუ რატომ ვერ “ამჩნევენ” უცხოური პოლიტიკოსები, ან საქართველოში აკრედიტიტებული ჟურნალისტები საქართველოში დიქტატურას, როდესაც იგივე პოსტკომუნისტურ ბელორუსიის დიქტატურაზე დასავლეთიში ოზდაოთხი საათია საუბარი. იბადება შეკითხვა, რა შესაძლებლობები არსებობს იმისათვის, რომ მოხდეს ამ საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა და დასავლეთმა სამრთლიანად შეაფასოს საქართველოსი მიმდიარე პროცესები და აქედან გამომდინარე არსებული რეჟიმი? 1. დასავლეთში დემოკრატიულობის შეფასების ბარომეტრი არის მედია, რომელიც საზოგადოებრივი აზრზე დიდ ზეგავლენას ახდენს. თუ დასავლეთის მედიაში მაქსიმალურად შესაძლებელი იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესების გატანა, ეს აიძულებს ევროპისა და აშშ პოლიტიკოსებს შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება რეჟიმის მიმართ. მაგალითისთვის ავიღოთ 26 მაის საქართველოში მიტინიგის სასტიკი დარბევა და ამის თაობაზე მწირი ინფორმაცია რომელიც დასავლეთის მედიაში გაშუქდა. ოპოზიციამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამით ხელიდან გაუშვა დიდი შანსი იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმის შეფასება სათანადო ყოფილიყო. 2. ოპოზიცია ცდილობს ევროპისა და აშშ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსების ხელშეწყობით სააკასვილის რეჟიმზე ზეწოლა მოახდინოს, რაც დიდი შეცდომაა. ფაქტიურად ეს ის ხალხია, რომელიც ამ რეჟიმს უჭერს მხარს და არ წავლენ იმის წინააღმდეგ რასაც თვითონ მფარველობენ.ამის გამო აუცილებელია ამ ქვეყნების ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსებთან კონტაკტის გაღრმავება და მათი მეშვეობით დასავლეთის მთავრობებზე ზეწოლის განხორციელება. დასავლეთში ოპოზიცია ხელიდან არ გაუშვებს შანს გააკრიტიკოს ხელისუფლება, თუ ექნებათ სათანადო ინფორმაცია იამზე, რომ მათი ოფიციალური წარმომდგენლობა არასწორ შეფასებებს იძლევა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. რა საშუალებებით არის შესალებელი ამ საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა და სააკაშვილის რეჟიმის მიმართ დასავლეთის ობიეექტური შეფასების მიღწევა? ამისათვის არის აუცილებელი “ალტერნატიული საინფორმაციო ცენტრის” შექმნა და საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტების პოტენციალის გამოყენება.დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: http://soclberal.georgian-style.net/?p=124 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 მახსოვს, ამასწინებზე ერთმა ჭკვიანმა იუზერმა დაწერა, "მგონი გავდონკარედოვდი" სანამ ყველანი არ გადონკარედოვდებით, არაფერი გამოვა როცა გადონკარედოვდებით, 1 კვირაში დედას მოვუხნავთ ამათ. მარა არ გინდათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2011 მახსოვს, ამასწინებზე ერთმა ჭკვიანმა იუზერმა დაწერა, "მგონი გავდონკარედოვდი" სანამ ყველანი არ გადონკარედოვდებით, არაფერი გამოვა როცა გადონკარედოვდებით, 1 კვირაში დედას მოვუხნავთ ამათ. მარა არ გინდათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.