Jump to content
Planeta.Ge

საქართველომ უუნარო ქვეყანათა რეიტინგში ნახტომი გააკეთა


Recommended Posts

http://www.ambebi.ge/politika/37785-saqarthvelom-uunaro-qveyanatha-reitingshi-nakhtomi-gaaketha.html#ixzz1PuaqKXI8

 

 

 

საქართველომ უუნარო ქვეყანათა რეიტინგში ნახტომი გააკეთა

2011 წლის 29 ივლისს ორგანიზაცია ,,მსოფლიო ფონდი" ვაშინგტონის ნაციონალურ პრეს-კლუბში ოფიციალურად წარადგენს კვლევის შედეგებს, რომელსაც 2005 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად აკეთებს ჟურნალ ”ფორეინ პოლისთან" ერთად. კვლევა მსოფლიოს 177 ქვეყანას მოიცავს და ამ ქვეყნებში სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის უუნარობის ინდექსს ადგენს. შესაბამისად, სიის სათავეში ყველაზე არეული და ,,ცხელი" ქვეყნები არიან მოქცეულნი, დალაგებული და ”გრილი" ქვეყნები კი სიის ბოლოში ”მიჩანჩალებენ."

 

სულ 12 მახასიათებლის მიხედვით ხდება შეფასება. მათ შორისაა დემოგრაფიული მდგომარეობა, მიგრაცია, დევნილები, სიღარიბისა და ქონებრივი უთანასწორობის დონე, ადამიანის უფლებები და სასამართლო, სახელმწიფოს ლეგიტიმურობა, საგარეო ინტერვენცია - ამ მაჩვენებლების მიხედვით დგება საბოლოო, ჯამური ინდექსი და გენიჭება შენი ადგილი და ,,ფერი" მსოფლიო ქვეყნების ფერხულში.

 

ფონდმა უკვე წარმოადგინა არაოფიციალური შედეგები. სიის სათავეში უკვე მეოთხე წელია სომალია მოქცეული. ქვეყანა, სადაც ფაქტობრივად, არ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები და სრული ქაოსია გამეფებული. ბოლო - ფინეთია, რომელმაც ეკომიკური და დემოგრაფიული მაჩვენებლების წყალობით, წელს ოდნავ გადაუსწრო ნორვეგიას.

 

საქართველო რეიტინგში 47-ე ადგილს იკავებს და ფორთოხლისფერად არის შეფერილი, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება ფორთოხალივით ტკბილია. მაგალითად, ჩვენზე ”უკან" და (შესაბამისად წინ) არიან ანგოლა, ზამბია, ნიკარაგუა, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და კიდევ უამრავი ისეთი ქვეყანა, რომელთა ხსენება ახლო წარსულში ჩვენში უბედურებისა და ტანჯვის ასოციაციას აღძრავდა.

 

ყველაზე კარგი პოზიცია საქართველოს 2006 წელს ჰქონდა. მაშინ მე-60 ვიყავით, აზერბაიჯანი 61-ე იყო, მოლდოვეთი 58-ე, რუსეთი კი 43-ე, თუმცა, იმ დროიდან მოყოლებული დღემდე ჩვენი უახლოესი მეზობლები ჩვენზე კომფორტულად გრძნობენ თავს: სომხეთი 101-ე ადგილამდე აღზევდა, აზერბაიჯანმა ოდნავ წაიწია (63), ხოლო რუსეთი 82-ზეა.

 

ისიც უნდა ითქვას, რომ 2008 წლის ომმა კატასტროფულად დაგვხია უკან. თუ 2008 წლის ივლისში 56-ე ადგილზე ვიყავით, 2009-ში - 23 პოზიციით ”ავიწიეთ" და 33-ე გავხდით. ეს არც არის გასაკვირი: ისეთ ძლიერ (სამხედრო თვალსაზრისით მაინც) ქვეყანასთან დაპირისპირება, როგორიც რუსეთია, უმძიმეს შედეგებს მოიტანდა. ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ ჩვენი უგუნურებისა თუ მავანთა ავგულობის წყალობით, მტერი არასდროს გველევა. ერთია მხოლოდ, სიცრუე და ხალხისათვის თვალში ნაცრის შეყრა ვერასოდეს დაგვეხმარება იმ ,,ცხელი" ზონიდან თავის დაღწევაში, რომელშიც აღმოვჩნდით. თუ არა სიცრუე, სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ ზოგიერთი მედიასაშუალების საინფორმაციო პოლიტიკას, რომლებმაც ხალხს ახარეს, მსოფლიო რეიტინგში საქართველო 47-ე ადგილზეაო. ის კი არ გაუმხილეს, რომ ათვლა ბოლოდან, 177-ე ადგილიდან ენდა დაეწყოთ.

 

ვფიქრობთ, ისიც საგულისხმო უნდა იყოს ჩვენთვის, რომ ჩვენი მეზობლები, რომელთაც რა დასამალია და, ზემოდან ვუყურებთ, უკლებლივ ყველა, უკვე მერამდენე წელია ამ რეიტინგში ჩვენზე უკან, ანუ წინ არიან.

 

 

 

 

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/37785-saqarthvelom-uunaro-qveyanatha-reitingshi-nakhtomi-gaaketha.html#ixzz1Pv1JlTwP

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ვფიქრობთ, ისიც საგულისხმო უნდა იყოს ჩვენთვის, რომ ჩვენი მეზობლები, რომელთაც რა დასამალია და, ზემოდან ვუყურებთ, უკლებლივ ყველა, უკვე მერამდენე წელია ამ რეიტინგში ჩვენზე უკან, ანუ წინ არიან.

 

სამაგიეროდ პრეზიდენტი და მთავრობა გვყავს უმდიდრესი და უგამაძღარესი და უკეთილ...........

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...