Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ძლიერი წვიმის და მოვარდნილი ღვარცოფის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა, რიკოთის უღელტეხილზე ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

როგორც “ექსპრენიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისათვის რიკოთის უღელტეხილზე მოძრობა შეწყვეტილია.

 

ადიდებული მდინარეებიდან გადმოსულმა წყალმა და წამოსულმა მეწყერმა მიმდინარე ავტომანქანები ერთმანეთს შეაჯახა და რამდენიმე მეტრიანი ჯებირი აღმართა.

 

უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა რესტორანი ადიდებულმა წყალმა და მეწყერმა წაიღო.

 

მიმდებარე სოფლები საშინლად დააზარალა, სოფლებს და მთლიანად ამ ტერიტორიას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ხალხი პანიკაშია და დახმარებას ითხოვს.

 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და იმ ადამიანების გამოყვანა, ვინც ავტომანქანებში და რესტორნებში ცოცხლები გადარჩნენ.

 

http://www.epn.ge/?p=68525

:(

ამის დადასტურება ან უარყოფა ვინმეს შეუძლია?

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქრონიკამ თქვა 4 ადამიანი დაიღუპაო, სურამსა და ხაშურში წყალი შევარდა, დუშეთი ნათესები განადგურდა.

დასავლეთ საქართველოსთან მიმოსვლა შეჩერებულია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხაშურსა და სურამში მსხვერპლის რაოდენობა დიდია

ხაშურსა და სურამის სოფლებში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება.

 

როგორც “ექსპრენიუსის” კორესპონდენტი, სოფელ ჩუმათელეთიდან იუწყება, მსგავსი წყალდიდობა, რაც წუხელ მოხდა არავის ახსოვს.

 

მაცხოვრებლები ჰყვებიან რა საშინელება ხდებოდა, ერთი საათის განმავლობაში. თითქმის ყველა სახლი ქვა-ღორღითაა სავსე.

 

ერთერთი მაცხოვრებელის თქმით, მან საკუთარი თვალით ნახა ავტომანქანა, რომელშიც სამი გოგონა იჯდა და გზის გაკვალვას ცდილობდა, როგორ წაიღო წყალმა.

 

რამდენიმე საათის წინ ახლაგაზრდა გოგონას გვამი იპოვეს, რომელიც ადიდებულმა წყალმა 4 კილომეტრზე გაიტაცა.

 

სოფელში საშინელი სიტუაციაა, ხალხი პანიკაშია, მათი თქმით, მხსვერპლი ადამიანების ძალიან დიდია.

 

მათივე განცხადებით, ერთ საათში სტიქიამ თითქმის ყველაფერი მიწასთან გაასწორა.

 

გზები დაკეტილია და მოსახლეობა ადგილების დატოვებას ვერ ახერხებს.

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რიკოთის უღელტეხილზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ორი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება .

ადიდებულმა მდინარე ძირულამ რესტორანი "რიკოთი" დატბორა. გარდაცვლილები არიან რესტორნის თანამშრომლები თამაზ გაგნიძე, ნათელა სარიშვილი, მარინა ჩილინდრიშვილი და რუსლან ცერცვაძე. ორ დაკარგულ ქალბატონს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის დაზიანების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით ხორციელდება .

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, კოკისპირული წვიმების შედეგად გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა დიდი მოცულობის ღვარცოფული გადმონატანები და ჩამონაშალები, რის გამოც გზის ამ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გუშინდელი სტიქიის შედეგად დაზიანებულ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 130-152 კმ-ებში, ხაშური-ხევის მონაკვეთზე სპეცტექნიკით მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/172236-gzis-dazianebis-gamo-avtotransportis-modzraoba-gomi-sachkhere-tciathura-zestafonis-saavtomobilo-gzis-gavlith-khorcieldeba.html

 

პ.ს. მდაა.... :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კობი-გუდაურის მონაკვეთზე, სოფელ ჭართალთან მეწყერი ჩამოწვა .

როგორც ""ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა აცნობა, გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან, ტერიტორიაზე მეწყერსაშიში მდგომარეობა კვლავ რჩება.

მისივე ინფორმაციით, ჩახერგილი გზის გამო ასზე მეტი ავტომანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, რთული ვითარებაა გუდამაყარშიც, სადაც ადიდებული მდინარე საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე შევარდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მარა ეს დედამოდღნულები, რომ კითხო, ყველაფერს აკონტროლებენ, და თუ ზვავსაშიში და მეწყერ საშიში სიტუაცია იყო, ამინდის პროგნოზებში მაგრები ვართო რომ ამბობენ, ვერ გააფრთხილეს ხალხი? ვერ გადაკეტეს ეგ გზები მანამდე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც მთავარია, რის გამო ხდება მეწყერები?

კომუნისტების დროს არსებობდა საკმაოდ ძლიერი გეოლოგიის სამსახური სადაც უამრავი სპეციალისტი მუშAობა,

რომელთა უმთავრესი ფუნქცია სწორად მთიანი რეგიონების კონტროლი იყო,

ამ ბოლო დროს გაგიგიათ რომ ვინმეს გეოლოგიურზე ჩაებარებინოს? :givi:

ძველი კადრები ან გარეკეს ან დაბერდნენ,

დღეს დღეობით ნორჩ მიშმაკაკურ სახელმწიფოს გეოლოგები არ ჭირდება,

ვიღაცამ ხომ უნდა განსაზვროს ქვეყანაში თუ სადაა მოსალოდნელი მეწყერი, მთელი საქართველოს მთიანეთი მეწყერშაშიშია, ხან მდინერე მოდიდდება, საჭიროა ჯებირების გაკეთება, საჭიროა მთიან ზოლებში ხე ტყის არსებობას,

გეოლოგები იკვლევენ ქანის მდგომარეობას და ადგენენ იმ ტერიტორიაზე ცხოვრება საშიშია თუ არა,

ახდენენ პრევენციულ ღონისძიებებს

 

ბუნებრივი კატასტროფები ქვეყანას წელიწადში მინიმუმ 150-ით მლნ აზარალებს

უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ეკომიგრანტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს

ელზა წიკლაური

(31.08.2010)

რთული რელიეფის გამო საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მდინარეების დიდ ნაწილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა, რაც ჩატარდა, საკმაოდ მცირეა. შედეგად, ქვეყნის ყველა რეგიონი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა და თუ მთავრობამ ამ პრობლემის მოგვარებაზე არ იზრუნა, უახლოეს პერიოდში საქართველოში, შესაძლოა, ეკომიგრანტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, ამას არც არასამთავრობო ორგანიზაციაში - "კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი" (სუტტ) - გამორიცხავენ.

 

სტიქიური უბედურებები და ზარალი

 

ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა, 1987 წლიდან კი 400-ს მიაღწია. ამავე პერიოდში სტიქიის მაღალი საშიშროების ზონიდან ეკომიგრანტების სტატუსით 50-ათასამდე ოჯახი გაიყვანეს, რასაც ათეულობით ისტორიული სოფლის დაცარიელება მოჰყვა.

პროცესების ფონური განვითარების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.

1967-87 წლებში დასავლეთ საქართველოში წარმოიქმნა და გააქტიურდა 5 000-მდე მეწყრული ზონა, მათ არეალში მოექცა 560 ათასამდე ჰა ფართობი, სასარგებლო ფონიდან ამოვარდა 30 000 ჰა-მდე სავარგული, დაზიანდა 10 000-მდე საცხოვრებელი სახლი და ნაგებობა.

1975-76 წლებში მხოლოდ საქართველოს შავიზღვისპირეთში მეწყრებმა 900-მდე საცხოვრებელი სახლი და საზოგადობრივ-ადმინისტრაციული შენობა დაანგრია, 5 400 ჰა სავარგული კი სოფლის მეურნეობისთვის გამოუსედეგარი გახდა.

1987-89 წლების კატასტროფულმა მოვლენებმა ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მოიცვა. ზარალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 1991-92 წლების სტიქიებით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას კი 10 მილიარდი დოლარი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ სტიქიური პროცესების ახალი აფეთქება 2001-წლიდან დაიწყო. 2003-05 წლებში პროცესმა ექსტრემალური ხასიათი მიიღო და მეტ-ნაკლები ინტენსივობით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთის, აჭარის, კახეთის მთიან რეგიონებში და კატასტროფული ხასიათიც მიიღო. პროცესების გააქტიურებას ადგილი ჰქონდა მესხეთისა და გურიის რეგიონებში, სამეგრელოსა და იმერეთის მთისწინეთში. გეოლოგიის საშიშროების საშუალო რისკის არეალში მოექცა შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიებიც.

გეოლოგიური საშიშროების მაღალი რისკის არეში მოექცა 787 დასახლებული პუნქტი, შემოწმდა 11 000 მოსახლე, სხვადასხვა ხარისხით დაზიანებული აღმოჩნდა 6 432 საცხოვრებელი სახლი. ღვარცოფებით მოისილა, დაიმეწყრა, მდინარეებით გაირეცხა და დაიტბორა 12 515 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწები. საშიშროების ქვეშ აღმოჩნდა ტარსნკავკასიის გაზსადენი. მეწყრები განვითარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობმაგისტრალის ცალკეულ უბნებზე.

საქართველოს ტერიტორიაზე 2006 წლისათვის დაფიქსირებულია 53 000-მდე მეწყრული სხეული, რომელთა საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰა-ს აღემატება. მათი 70% ურბანიზებული ტერიტორიების, სასოფლო-სამეურნეო მიწების და საინჟინრო ობიექტების სივრცეშია. დაზიანებულია დიდი წყალსაცავების ნაპირების 25 და საავტომობილო გზების 30%. ამ პროცესების უშუალო საშიშროების არეალშია 3 000-მდე დასახლებული პუნქტი, დაახლოებით, 400 ათასი ოჯახით (2 მილიონამდე ადამიანი).

"ბოლო 10 წლის სტატისტიკით, სახელმწიფოს მიერ სტიქიების პრევენციაზე დახარჯული თანხა 40-ჯერ ჩამოუვარდება სტიქიისგან მიღებული ზარალის ოდენობას. რაც შეეხება რეაგირებას, ქვეყანა სტიქიების შედეგების 1%-ის აღმოფხვრას ახერხებს, 70 დაზარალებულიდან კი მხოლოდ ერთია უზრუნველყოფილი ნაწილობრივი დახმარებით.

აქვე საგულისხმოა ისიც, რომ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერი წინასწარაა პროგნოზირებული, მაგრამ რეაგირება ნულია. თითქმის ყველა უწყებას თაროებზე აქვს შემოლაგებული გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნები და საქმე არ კეთდება, რაც თავისთავად, ცუდი შედეგის მომტანია", - აცხადებენ სუტტ-ში.

 

საფრთხე ყველგანაა

აჭარა, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთი, მთიულეთი, კახეთი, ქართლი - საქართველოს ყველა რეგიონი მეწყერსაშიშ ზონაშია და თუ პროცესების პრევენცია არ მოხდა, ცხადია, რომ უახლოეს წლებში შედეგი კატასტროფული იქნება. "სენ"-ის კვლევებით კი ეს საფრთხე უკლებლივ ყველა რეგიონს ემუქრება.

სუტტ-ის ინფორმაციით, თუ აჭარაში 2010 წლის განმავლობაში მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიანი დონის ფარგლებში იქნება, მაშინ სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურების მასშტაბები საშუალო მრავალწლიანი ფონის დონეზე უნდა ვივარაუდოთ. პროცესების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიან რაოდენობას მკვეთრად გადააჭარბებს.

საშიში გეოლოგიური პროცესების აქტიურობის ციკლი, ატმოსფერული ნალექების სიჭარბესთან უშუალო კავშირშია. იგი ხასიათდება გარკვეული პერიოდულობით, როცა აღინიშნება მისი პიკური გამოვლინება, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 2008 წლის ბოლოს. ამავე ფაქტორის გათვალისწინებით 2010 წლისათვის საშიში გეოლოგიური პროცესების მაშსტაბების ზრდას არ უნდა ველოდოთ.

"სტიქიური მოვლენების შესარბილებლად და პრევენციისათვის პირველ რიგში უნდა ჩატარდეს დროებითი მართვითი ღონისძიებები. აუცილებელია დაზიანებული სახლებიდან მოსახლეობის გაყვანა, სახლების გადატანა გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე, ფერდობებზე ზედაპირული ნაკადების ჩამონადენის დარეგულირება, საინჟინრო ღონისძიებების ჩატარება - მდინარეების კალაპოტების გაწმენდა და გამაგრება, ზღვის ნაპირების გამაგრება და სხვა", - აცხადებენ სუტტ-ში.

სიტუაცია დამამშვიდებელი არც სამეგრელო-ზემო სვანეთშია. საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების პროგნოზს კი საფუძვლად უდევს რეგიონში 1998 წლიდან (არაუწყვეტად) წარმოებული მონიტორინგი - პროცესების განვითარების სტადია, დინამიკის ტემპი, არსებული გეოლოგიური საფონდო ინფორმაცია და საექსპერტო გამოცდილება. რეგიონის რამდენიმე ათეულ სოფელში.

სუტტ-ში პროცესების გააქტიურებას პროგნოზირებენ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2009 წელს რეგიონში გეოლოგიური პროცესების აქტივიზაცია ფონური ფარგლებში იყო, რაც აიხსნება ატმოსფერული ნალექების საშუალო მრავალწლიური დონით. თუმცა, აღნიშნული არ არის იმის გარანტია, რომ მომავალში არ მოხდება პროცესების გააქტიურება რის გამოც საჭიროა დროულად იქნეს მიღებული უსაფრთხოების ზომები მოსახლეობის დასაცავად.

იმ შემთხვევაში, თუ 2010 წლის განმავლობაში მოსული ატმოსფერული ნალაქების რაოდენობა საშულო მრავალწლიური დონის ფარგლებში იქნება, მაშინ სტიქიური გეოლოგიური პროცესების წამოშობა გააქტიურების მასშტაბები ნავარაუდევია საშუალო მრავალწლიური ფონის დონეზე.

ამასთან, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის პირობებში, სტიქიური გეოლოგიური პროცესების მნიშვნელოვანი გააქტიურებაა მოსალოდნელი კახეთშიც. საფრთხე რეგიონის 50-ზე მეტ სოფელს ემუქრება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სტიქიამ კახეთს 15 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა. როგორც სუტტ-ში განმარტავენ, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სერიოზული ღონისძიებები, რომელიც შემოდგომაზე მოსალოდნელი წყალდიდობის შემთხვევაში სტიქიის პრევენციას მოახდენდა, ფაქტობრივად, არ გატარებულა.

ამის მიზეზად მუნიციპალიტეტის გამგებლები ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი ფინანსური რესურსების უქონლობას ასახელებენ. მათივე თქმით, სტიქიური უბედურებების პრევენციისთვის საკმარის თანხებს არც ცენტრალური ბიუჯეტი გამოყოფს.

სუტტ-ში აცხადებენ, რომ აუცილებელია მთლიანად კახეთის რეგიონი იმყოფებოდეს მუდმივი გეომონიტორინგის ქვეშ. 2010 წლისათვის დაკვირვების ქვეშ იმყოფება 60 დასახლებული პუნქტი და 410 საცხოვრებელი სახლი. რეგიონში გეომონიტორინგის წარმოება აუცილებელია არა მარტო მაღალი საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულ ურბანიზებულ ტერიტორიებზე, არამედ იმ მდინარეთა ხეობების აუზების ზემო წელში, სადაც მიმდინარეობს ღვარცოფული კერების ფორმირება. ყვარელში, დურუჯის ხეობაში, ეკოლოგიური კატასტროფაა მოსალოდნელი.

ამასთან, რთული მდგომარეობა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც, რასაც ხელს მისი გეოგრაფიული მდგომარეობაც უწყობს. სუტტ-ში სტიქიური უბედურებების გააქტიურებას არც ამ რეგიონში გამორიცხავენ. პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია, როგორც თეთრი ასევე შავი არაგვის ხეობების პრაქტიკულად ყველა სოფელში, ფშავისა და ხევსურეთის არაგვის, მდ. გუდანისჭალის ხეობების სოფლებში. ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ღვარცოფული პროცესები, რომლებიც ფართო გავრცელებით სარგებლობენ მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

შესაბამისად, ღვარცოფული ნაკადები საშიშროებას უქმნიან, როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე სამხედრო გზას და შიდა სასოფლო გზებს, განსაკუთრებით კი მაგისტრალურ გაზსადენებს (ყურო, დევდორაკი-ამალი, ქაბარჯინა, ბიდარა და სხვა) მეწყრული პროცესები შეზღუდული გავრცელებით ხასიათდებიან.

მოკლედ, როგორც აქედან ჩანს, საქმე მთლად კარგად არ გვაქვს და თუ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა, გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანაში ეკომიგრანტების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირების საერთო რაოდენობას გაუტოლდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, როგორც აქედან ჩანს, საქმე მთლად კარგად არ გვაქვს და თუ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა, გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანაში ეკომიგრანტების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირების საერთო რაოდენობას გაუტოლდ

:user:

 

პატრონი არ ყავს ქვეყანას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკონტროლოდ რომ იჩეხება ტყეები და ტრაილერებით გადის მორები თურქეთში, მაგისი ბრალია ყველაფერი. ბენდუქიძე უნდა წაიღოის ღვარცოფმა, ეგ მძნ--ის ქარხანა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი კაცი დაიღუპაო? ამის დედა ვატირე,ამინდის პროგნოზი არ მუშაობს საქართველოში,რომ გააფრთხილონ ხოლმე ხალხი?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი კაცი დაიღუპაო? ამის დედა ვატირე,ამინდის პროგნოზი არ მუშაობს საქართველოში,რომ გააფრთხილონ ხოლმე ხალხი?

ამინდის პროჰნოზი მაგას ვერ უშველის.

ეს ერთ დღეში და ორ დღეში არ ხდება.

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ცვიმების დროს, გვალვების დროს, ხდება ქანების დაშლა, გრუნტის წ####ბის დაგროვება, დინება მიწის ქვეშ და დროთა განმავლობაში გამოცარიელება და ჩაშვავება, ან დაგროვილი წყლის მოვარდნა.

ამისთვის სამსახურები უნდა იყოს, რომლებიც აკვირდებიან, სწავლობენ და პრევენციულ ზომებს ღებულობენ გამაგრებითი სამუშაოებით მეწყერსაშიშ ადგილებში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამინდის პროჰნოზი მაგას ვერ უშველის.

ეს ერთ დღეში და ორ დღეში არ ხდება.

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ცვიმების დროს, გვალვების დროს, ხდება ქანების დაშლა, გრუნტის წ####ბის დაგროვება, დინება მიწის ქვეშ და დროთა განმავლობაში გამოცარიელება და ჩაშვავება, ან დაგროვილი წყლის მოვარდნა.

ამისთვის სამსახურები უნდა იყოს, რომლებიც აკვირდებიან, სწავლობენ და პრევენციულ ზომებს ღებულობენ გამაგრებითი სამუშაოებით მეწყერსაშიშ ადგილებში..

გეოლოგები, ვაკეში ჰქონდათ საკმაოდ დიდი შენობა, არ ვიცი ბენდუუუმ გაუყიდა თუ არა, ფაქტია რომ გეოლოგიური სამსახური აღარ ფუნქციონირებს

 

ამას ქვია ერის მტრობა, მეტს კი არაფერს, არადა რა ვქნათ, არაფრის შნო არ გვაქვს რომ რამე შევცვალოთ და პროსტა ვწუწუნებთ რა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...