planetanews Posted June 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/06/sshot-1810-300x2351.pngსაქართველოში ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ბრიუსელში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში დიალოგის ფარგლებში 26 მაისს განვითარებული მოვლენები განიხილება. მისი თქმით, ევროკავშირი კვლავაც დიდ ინტერესს იჩენს საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართ და ყურადღებით აკვირდება ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას. დიმიტროვის განცხადებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი ორმხრივი პროცესია და საშუალებას აძლევს მხარეებს, აღიარონ მიღწეული წარმატება და დააყენონ პრობლემური საკითხები. “ევროკავშირი კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგის მორიგი რაუნდის წინ ჩატარდა შეხვედრა ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ევროკავშირი დიდი ინტერესით მოელის ინფორმაციას საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით”, _ ნათქვამია განცხადებაში. დიალოგი 20 ივნისს ბრიუსელშია დაგეგმილი. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts