planetanews Posted June 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/06/kublashvili.jpgსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ოპოზიციური “რვიანთან” ინდივიდუალური მოლაპარაკებები და შეხვედრები გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს კუბლაშვილმა განუცხადა, თუ რომელიმე პარტიას აქვს სურვილი, რომ თავისი პოზიცია დააფიქსიროს ამა თუ იმ ნორმასთან დაკავშირებით, უმრავლესობა მზად არის ეს საკითხიც განიხილოს. “აქამდე მოლაპარაკებების პროცესს ხელს ის უშლიდა, რომ მეორე მხრიდან ინდივიდუალური მოლაპარაკებების სურვილი არ იყო, ახლა კი შეხვედრები, აუცილებლად გაიმართება”, – განაცხადა კუბლაშვილმა. “ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკება “რვიანის” ფორმატზე უარის თქმას ნიშნავს. მისი თქმით, ინდივიდუალური მოლაპარაკების ფორმატში მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის ყველა პარტია თავისუფალ სივრცეს დაიტოვებს. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts