planetanews Posted June 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 16, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/06/preview.php_1.jpegბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს მორიგ შეხვედრაზე რომელიც ადამიანის უფლებებს მიეძღვნება 26 მაისს აქციის დარბევაზეც ისაუბრებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს 20 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი ადამიანის უფლებების სფეროში. „ევროკავშირი კვლავაც დიდ ინტერესს იჩენს საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართ და ყურადღებით აკვირდება ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი ორმხრივი პროცესია და საშუალებას აძლევს მხარეებს, აღიარონ მიღწეული წარმატება და დააყენონ პრობლემური საკითხები. ევროკავშირი კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგის მორიგი რაუნდის წინ ჩატარდა შეხვედრა ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.“-აღნიშნულია განცხადებაში. დისკუსიებისას განხილული იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, 26 მაისის მოვლენები და განცხადებები ქართული პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ, ასევე, საქართველოში მედიის მიმართ დამოკიდებულების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი დიდი ინტერესით მოელის ინფორმაციას საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts