planetanews Posted June 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2011 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif ელენ ბარი მოსკოვი – ხუთშაბათს საქართველომ განაცხადა, რომ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი სთქვას, როდესაც მისი თქმით საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ორგანიზებასთან დაკავშირებული რუსეთის გეგმები გამჟღავნდა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ჟენევაში, რომელიც 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ ქვეყნებს შორის კომუნიკაციის მთავარ მოედნად იქცა საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ დააკავა ადამიანები, რომლებსაც იმაში ედებათ ბრალი, რომ ისინი რუსმა სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისთვის დაიქირავეს. ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ თბილისი მოლაპარაკებებს აღარ განაგრძობს, თუკი მსგავსი ეპიზოდები არ შეწყდება. „ამაზე სერიოზული რა შეიძლება მოხდეს“ – სთქვა ბოკერიამ ხუთშაბათს თექვსმეტსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ჟენევაში ჩამოვალთ, რადგან ყოველთვის სჯობს არსებობდეს ადგილი სადაც დავილაპარაკებთ, ვიდრე ის რომ ასეთი ადგილი საერთოდ არ არსებობდეს“. რუსეთი ამ ბრალდებებს უნდობლობით მოეკიდა, თუმცა განაცხადა რომ შეისწავლის მონაცემებს, რომლებიც დაგეგმილ აფეთქებებზე მიუთითებს. ეს მონაცემები მათ ბოკერიამ წარუდგინა. გარდა ამისა, საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მოსკოვის განაცხადის ირგვლივ. როგორც ამ ორგანიზაციის წევრს, საქართველოს უფლება აქვს მასში რუსეთის გაწევრიანებას ხელი შეუშალოს. ბოკერიას თქმით, საქართველო მხარს დაუჭერს რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას, თუკი მოსკოვი „გამონახავს კომპრომისს საზღვრების გამჭვირვალობაზე“, მაგალითად დასთანხმდება დამოუკიდებელი დამკვირვებლების განთავსებას საზღვრებთან რუსეთს და სეპარატისტულ ქართულ რეგიონებს – აფხაზეთს და სამხრეთ-ოსეთს შორის, მაგრამ მსგავსმა ინციდენტებმა მომავალში შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ამ გადაწყვეტილებასაც – დასძინა მან. „თუკი სიტუაცია გაუარესდება, ეს ყველაფერზე აისახება“ – აღნიშნა მან – „თუკი რუსეთი განაგრძობს მოქმედებას როგორც სახელმწიფო, რომელიც ტერაქტებს აფინანსებს, ეს ყველაფერს შეცვლის“. დაგეგმილ აფეთქებებზე ანგარიშები იმ ადამიანების ჩვენებებს ეფუძნება, რომლებიც ქართულმა პოლიციამ ბომბების ამუშავებამდე დააკავა. ქართული მხარის თქმით, გასულ ხუთშაბათს ერთმა მამაკაცმა და ერთმა ქალბატონმა აღიარეს, რომ რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში ისინი ბაზარში აფეთქების ორგანიზებისთვის დაიქირავეს. ორშაბათს დაკავებულმა მამაკაცმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედრომ სამხრეთ-ოსეთში მას 2000 დოლარი შესთავაზა იმისთვის, რომ ამ უკანასკნელს ბომბი აეფეთქებინა თბილისში ნატო-სთან ურთიერთობის ოფისთან. დეკემბერში საქართველომ განაცხადა, რომ შესძლო მცირემასშტაბიან აფეთქებებს შორის კავშირის აღმოჩენა, რომლის კვალიც აფხაზეთში, რუსეთის არმიის ოფიცრამდე მიდის, მაგრამ მაშინ, რუსეთის მისამართით ბრალდებები მალევე მოიხსნა. ხუთშაბათს, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ბრალდებები უარყო და დარწმუნებით განაცხადა, რომ ქართული დელეგაცია ცდილობს „საქართველოს ხელისუფლების ყველა მარცხი საშინაო და საერთაშორისო საკითხებში, რუსეთის ინტრიგებს მიაწეროს“. მისი თქმით, საქართველოს „მზარდი აგრესიულობა“ ჟენევაში გამყარებული იყო აფხაზეთში ქართული სპეცდანიშნულების რაზმების რეიდების მთელ სერიასთან. „ეს ქმედებები ბუნებრივად უკავშირდება რუსი აგენტების მანიაკალურ აღმოჩენასთან დაკავშირებულ ანტი-რუსულ კამპანიას, იმის დამტკიცების მცდელობას, რომ საქართველოს შიდა ოპოზიციის ქმედებებს რუსეთის ხელი მართავს“ – განაცხადა ლუკაშევიჩმა და მოუწოდა ევროპელ დამკვირვებლებს „ქართული ძალების მოქმედებები უფრო დეტალურად გააკონტროლოს“. ამ გაზაფხულზე უკვე რამდენჯერმე იფეთქა ძალადობამ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის საზღვრებთან, თუმცა მანამდე ამ რეგიონებში შედარებითი სიმშვიდე სუფევდა სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ. აპრილში, აფხაზეთის საზღვართან სროლებში ორი ქართველი და ერთი რუსი მესაზღვრე დაიღუპა. გასულ თვეში სერიოზულად დაიჭრა საქართველოს ორი მოქალაქე, როდესაც მათი მისამართით ცეცხლი გახსნეს სამხრეთ-ოსეთის მესაზღვრეებმა. ჟენევის მოლაპარაკებებზე ევროკავშირის შუამავალმა პიერ მორელმა სიტუაცია აღწერა, როგორც „სტაბილური, მაგრამ არაპროგნოზირებადი და მოვლენათა სულ უფრო საგანგაშო განვითარების და ინციდენტების ფონზე მას აქვს საშიში ესკალაციის პოტენციალი“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts