planetanews Posted June 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 11, 2011 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg გევინ ჰიუიტი თანამდებობიდან წასვლამდე თავისი მთავარი ფინალური სიტყვა რობერტ გეითსმა, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ბრიუსელში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე წარმოსთქვა. მან სთქვა, რომ პირდაპირ ილაპარაკებს და ილაპარაკა კიდეც: ევროპამ თავდაცვაზე მეტი ხარჯები უნდა გაიღოს მან განაცხადა, რომ ნატო-ს ოპერაციებმა ლიბიაში სერიოზული ნაკლოვანებები გამოავლინა. სულ რაღაც 11 კვირაში ოპერაციის დაწყების შემდეგ, იმ ოპერაციისა რომელშიც ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი ალიანსი მონაწილეობს, აღმოჩნდა რომ ნატო-ს წევრები შეიარაღების დეფიციტს განიცდიან. მომარაგება აშშ-დან უნდა წამოსულიყო. რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ 20 წელი გავიდა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ და ამერიკის წილი ნატო-ს დაფინანსებაში 75%-მდე გაიზარდა. მას დანამდვილებით არ მიაჩნია, რომ ასე შეიძლება გაგრძელდეს. მხოლოდ ოთხი ევროპული ქვეყანა ხარჯავს თავისი მშპ-ს 2%-ს თავდაცვაზე – საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი და ალბანეთი. ამერიკელები სასტიკად იბრძვიან დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ხარჯების შემცირების წინააღმდეგ. 11 სექტემბრის შემდეგაც კი ევროპის თავდაცვის ბიუჯეტი, გასული ათი წლის განმავლობაში, 15%-ზე მეტით შემცირდა. თავდცვის მდივანმა ევროპას აცნობა, რომ ვაშინგტონში ახალი რეალობაა. იქაც თავდაცვის ბიუჯეტი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. „ხისტი რეალობაა ის, რომ“ – განაცხადა მან – „აშშ-ს კონგრესში და ზოგადად ამერიკაშიც იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც აშკარად არ სურთ საკუთარი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი რესურსების გაღება, მოთმინება და ძვირფასი სახსრების გაზრდის მადა აშკარად იკლებს“. ახალი ნარატივი მან თაობათა ცვლაზე ილაპარაკა და სთქვა, რომ 20 წლით უფროსია ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტზე. ის გაიზარდა მეხსიერებით ომის შემდგომ პერიოდსა და ცივ ომზე. მაგრამ ამბობდა ის, აშშ-ს მომავალმა ლიდერებმა, რომელთაც ჩამოყალიბებისას სხვა გამოცდილება მიიღეს, შეიძლება „ჩათვალონ, რომ ნატო-ში ჩადებული ინვესტიციები ამად არ ღირს“. აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყველაზე მკაცრი გაფთხილება ასეთი იყო: მომავალში ამერიკა შეიძლება დაიღალოს ევროპის გადარჩენით მისსავე შემოგარენში. აშშ-სა და ევროპაშიც ხელისუფლებაში ახალი თაობა მოდის, ისეთი რომლისთვისაც მეორე მსოფლიო ომი განმსაზღვრელი ნარატივი არ არის. ისევე როგორც ევროპის შემდგომი გაერთიანება არ შეიძლება დაეფუძნოს ომს, ამერიკელ პოლიტიკოსებსაც აღარ ექნებათ ისეთივე ემოციური და ისტორიული მიჯაჭვულობა ევროპასთან, როგორიც მათ წინამორბედებს ჰქონდათ. თუ თქვენ ძლიერი ატლანტიკური თანამშრომლობა გსურთ „ბოლო 25 წლის ტენდენცია ვერ გაგრძელდება“. მაგრამ მიუხედავად ასეთი გაფრთხილებებისა, ნაკლებად სავარუდოა რომ ევროპელები გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს ეკონომიკური ძნელბედობის დროს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts