Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები გმობენ პოლიციის ძალადობას საქართველოში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/06/HRHN.jpg

 

უფლებადაცვითი ორგანიზაციები: ფონდი ”ადამიანთა უფლებების სახლი” (HRHF), ”ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაცია” (FIDH), ”მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ” (OMCT), ”ჰელსინკის ნორვეგიის კომიტეტი” (NHC) გმობენ თბილისში, 2011 წლის 26 მაისის ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით გამოყენებას. ქვევით იხილეთ ამ ორგანიზაციების ერთობლივი წერილი

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს

ასლი: შინაგან საქმეთა მინისტრს, ივანე მერაბიშვილს

 

უფლებადაცვითი ორგანიზაციები: ფონდი ”ადამიანთა უფლებების დაცვის სახლი” (HRHF), ”ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაცია” (FIDH), ”მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ” (OMCT), ”ჰელსინკის ნორვეგიის კომიტეტი” (NHC) გმობენ თბილისში, 2011 წლის 26 მაისის ღამეს მშვიდობიანი, ანტი-სამთავრობო გამოსვლის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით გამოყენებას.

 

ჩვენი ორგანიზაციები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ეს შემთხვევა წარმოადგენს კიდევ ერთ მაგალითს იმისას, თუ როგორ არ სცემენ საკმარისად პატივს ქართველი ხელისუფალნი მშვიდობიანი შეკრებების უფლებას. მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც 2011 წლის 3 იანვარსა და 25 მარტს ჩატარდა, ასევე ძალადობრივად დაშალა პოლიციამ.

 

ხელმომწერმა ორგანიზაციებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღეს დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ დაშლას. ეს დოკუმენტები იმის ილუსტრაციაა, რომ საქართველო პატივს არ სცემს არც თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, არც კონსტიტუციის მოთხოვნას მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

 

2009 წლის ივლისში საქართველოს კანონში შეკრბებისა და მანიფესტაციების შესახებ შეტანილი იქნა ცვილებები, რომლებიც ზღუდავს ოფიციალური შენობების წინ შეკრებების გამართვის უფლებას და აწესებს უფრო რთულ პროცედურებს ნებართვის მისაღებად. მას შემდეგ რამდენიმე შემთხვევამ დაადასტურა ამ ჩასწორებათა ნეგატიური ზემოქმედება შეკრებების თავისუფლებაზე.

 

სულ ახლახანს, 2011 წლის 25 და 26 მაისს,  თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციის ასობით მხარდამჭერი ძალადობრივად დაშალეს, მას შემდეგ რაც მათთვის მიცემული ნებართვის ვადა ამოიწურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 8 პოლიციელი, ერთი ჟურნალისტი და 27 მოქალაქე, ხოლო დაპატიმრებულია 105 ადამიანი.

 

მაგრამ თანახმად უფლებადაცვითი ორგანიზაციისა, ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ახორციელებს ”ღია საზოგადოება საქართველოს” პროექტს „შეკრებათა თავისუფლების მონიტორინგი“, დაშავებულია 17 ჟურნალისტი და რამდენიმე დაპატიმრებულია. ომბუდსმენის ქართულმა ოფისმა განაცხადა, რომ 152 ადამიანია დაპატიმრებული და  ”პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა (…), სამართალდამცავი სამსახურების თანამშრომლებმა ჟურნალისტებს დაუზიანეს აღჭურვილობა და მათ სიტყვიერად და ფიზიკურად ესხმოდნენ თავს.” უფრო მეტიც, დაპატიმრებულთაგან ზოგიერთს სცემეს ციხეებში და მათ არ აძლევდნენ ნათესავებთან და ადვოკატებთან დაკავშირების საშუალებას. ბევრი მათგანი რამდენჯერმე გადაიყვანეს სხვადასხვა საპატიმროში ისე, რომ არ აცნობეს ოჯახებსა და ადვოკატებს, რაც იწვევდა შეშფოთებას მათი უსაფთხოების გამო. ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ცნობით, ათობით დემონსტრანტი ჯერ კიდევ დაკარგულია.

 

ჩვენი ორგანიზაციები ღრმად არიან შეშფოთებულები ზემოთ ნახსენები მოვლენების გამო და საქართველოს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გაამხილოს იმ დაკავებულთა ადგილსამყოფელი, რომლებიც დღემდე დაკარგულები არიან და სრულად შეასრულოს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) მიერ, 2010 წლის თებერვლის  ვიზიტის შემდეგ,  ფორმულირებული რეკომენდაცია. CPT-მ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ის, რომ ადვოკატთან დაკავშირების უფლება ნამდვილად მიეცემა ყველა დაკავებულს და ყველა მათგანს გარანტირებულად ექნება დამოუკიდებელი  ექიმის კონსულტაციის მიღების უფლება.

 

ეს ინციდენტები ცხადყოფს იმას, რომ საქართველო როგორც ევროპის საბჭოს წევრი, არ ასრულებს  საერთაშორისო საზოგადოებისა და ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ მოვალეობებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. მას აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას და გაავრცელოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანებების უფლება, რაც დადგენილია ადამიანის  უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (ECHR) მე-10 და მე-11 მუხლებით. იგივე უფლებებს იცავს  საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი.

 

საქართველომ 2011 წლის ივნისში უნდა გაიზიაროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაცია 106.52, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკამ წარმოადგინა   („გადახედოს 2009 წლის ივლისის შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონს, რომელიც შეზღუდვებს აწესებს შეკრებებისა და დემონსტრაციების უფლებაზე რათა უზრუნველყოს ამ უფლებით თავისუფალი და დაუბრკოლებელი სარგებლობა“).  ბოლოდროინდელი მოვლენების შუქზე განსაკუთრებით სასწრაფოა ამ კონკრეტული რეკომენდაციის მიღება, რათა წინ აღუდგნენ დემონსტრანტთა რეპრესიებს პოლიციის მხრიდან.

 

შეშფოთებულები ვართ რა სიტუაციით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

 

• უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია ECHR და საქართველოს კონსტიტუციით;

• უშიშროების ძალებისთვის გამოსცეს ცხადი ინსტრუქციები, რათა შეიზღუდოს დემონსტრანტთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მათ შორის ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საბაზისო პრინციპებისა და სამართალდამცავი ძალების თანამშრომელთა ქცევის კოდექსის შესაბამისად;

• დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული და დაპატიმრებული მშვიდობიანი დემონსტრანტები და 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიან შეკრებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ გააუქმოს ყველა სახის ადმინისტრაციული ბრალდება და ჯარიმა;

• დაუყოვნებლივ დაიწყოს ამომწურავი და მიუკერძოებელი გამოძიება ძალის გადამეტებით გამოყენების, საპატიმროებში დემონსტრანტთა მიმართ ცუდი მოპყრობის გამო და ამ ძალადობაში დამნაშავეები გადასცეს სასამართლოს;

• ყველა დაზარალებული უზრუნველყოს კომპენსაციით, რეპარაციითა და რეაბილიტაციით. ECHR-ის მე-5 პარაგრაფის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია გადაუხადოს კომპენსაცია ყველა უსაფძვლოდ დაპატიმრებულს და დაკავებულს;

• გაატაროს ეფექტური ზომები, რათა უზრუნველყოს რეპრესიების აღკვეთა: ყველა დაპატიმრებული სწრაფად წარსდგეს სასამართლოს წინაშე, დაპატიმრებისთანავე შეეძლოს დაკავშირება მის მიერ შერჩეულ ადვოკატთან, დამოუკიდებელ ექიმთან და ჰქონდეს ოჯახის წევრებთან შეხვედრის უფლება. ნებისმიერ დაკავებულს უფლება უნდა ჰქონდეს მესამე მხარეს მიაწოდოს დაკავების შესახებ ინფორმაცია;

• კანონში შეიტანოს შესწორებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ  ისე, რომ კანონი შესაბამისობაში მოვიდეს ქვეყნის  საერთაშორისო უფლებადაცვით ვალდებულებებთან.

 

წერილის ასლები გადაეგზავნა:

 

• UN Special Rapporteur on the rights to freedom of peaceful assembly and association, Geneva;

• UN Special Rapporteur on the promotion and protection of the right to freedom of opinion and expression, Geneva;

• UN Special Rapporteur on torture and other forms of cruel, inhuman or degrading treatment or punishment;

• UN Working Group on Enforced or Involuntary Disappearances;

• Directorate General of Human Rights and Legal Affairs of the Council of Europe, Strasbourg;

• Office of the Commissioner for Human Rights of the Council of Europe, Strasbourg;

• The Office for Democratic Institutions and Human Rights of the Organisation for Security and Cooperation in Europe, Warsaw;

• Mission of the Czech Republic to the United Nations at Geneva;

• Mission of the United Kingdom to the United Nations at Geneva;

• Members of the Parliamentary Assembly of the Council of Europe;

• Delegation of the European Union in Georgia;

• The Subcommittee on Human Rights of the European Parliament;

• The Norwegian Ministry of Foreign Affairs;

• The Standing Committee for Foreign Affairs of the Norwegian Parliament;

• The Public Defender´s Office in Georgia;

• Members of the Parliamentary Assembly of the Council of Europe, Strasbourg.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...