Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს არჩევანი: მომავლის მონახაზი არასტაბილურ დროში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2011/06/carnegie-150x36.jpg

 

თომას დე ვაალი

 

საქართველო გარდამავალ პერიოდში შედის მისი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით 2012-2013 წლებში, რის შემდეგაც ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. დღევანდელმა მთავრობამ ფუნქციონირებადი სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რომელიც მოქალაქეებს მომსახურებას სთავაზობს, თუმცა საქართველოს ეკომომიკური სურათი კვლავ ძალიან არადამაჯერებელია

 

მმართველ ელიტას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არ ჰყავს სერიოზული შიდა პოლიტიკური ოპოზიცია, თუმცა ის ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, რომ  საკუთარი თავი ხელახლა უნდა გამოიგონოს. ის ანგარიშვალდებულების დეფიციტს განიცდის და საქართველოს ერთპარტიულ სახელმწიფოდ გადაქცევის საფრთხეს უქმნის.

 

წლების განმავლობაში არაფორმალური და იმპროვიზებული გზით მართვის შემდეგ, საქართველოს მთავრობას სჭირდება ინსტიტუტების აშენება და გრძელვადიანი განვითარების მოდელის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება. სამი იდეა საქართველოს განსხვავებული მიმართულებით ექაჩება. ერთი – კონსერვატიული ტრადიციული კონცეფციაა „ძველი საქართველოს“ შესახებ, რომელიც პატივსაცემია, თუმცა მას როგორც ეკონომიკურ ან პოლიტიკურ მოდელს მცირე პოტენციალი გააჩნია. მეორე იდეას, რომელიც საქართველოს მეორე „სინგაპურად“ მოიაზრებს, გახსნილს მსოფლიო ინვესტიციებისთვის, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, განსაკუთრებით ჯერ კიდევ გავლენიან ლიბერტარიანულ ჯგუფში, რომელსაც მიაჩნია რომ საქართველოს მაქსიმალური დერეგულაცია ესაჭიროება, თუმცა დღევანდელ დღეს საქართველოში უცხოური ინვესტიციების ვარდნაა და ეს მოდელი ვერ გადაწყვეტს ისეთ ღრმა პრობლემებს, როგორიცაა რეგიონებში სიღატაკე და უმუშევრობის მაღალი დონე.

 

ევროკავშირი მესამე გზას სთავაზობს, სავარაუდო ღრმა და ყოველმხრივი თავისუფალი ვაჭრობის სფეროს, რომელიც ინსტიტუციონალური რეფორმების სანაცვლოდ ქვეყნისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარს პრივილეგირებულად ხელმისაწვდომს გახდიდა. ეს გზა მმართველი ელიტისგან მოითხოვს უარის თქმას, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ ძალაუფლებაზე. ევროკავშირმა ეს იდეა არასაკმარისად „გაყიდა“ და ის მეტ უცხოურ ტექნიკურ დამხარებას მოითხოვს იმ მარეგულირებელი ტვირთის შესამსუბუქებლად, რომელსაც ის ქვეყანას დააკისრებს, მაგრამ ეს გზა საქართველოს გრძელვადიან განვითარებაზე იმედისმომცემ პერსპექტივას და ევროპაში დამკვიდრების შესაძლებლობას სთავაზობს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...