planetanews Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg სტივ ლევაინი დაახლოებით სამი წლის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაუაზრებლად იმოქმედა და რუსეთთან ომი წამოიწყო, მაგრამ სააკაშვილი არ ფიქრობდა, რომ გაუზარებლად მოქმედებდა – დარწმუნებული იყო, რომ შეერთებული შტატები ზურგს უმაგრებდა ის შეცდა – აშშ მხარს უჭერდა საქართველოს, როგორც დიდი ნავთობსადენის სტრატეგიულ ბასტიონს, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ვაშინგტონი მზად იყო ყოფილ ბირთვულ სახელმწიფოსთან საბრძოლველად. შედეგად რუსეთმა დაიპყრო ორი რეგიონი, რაც საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედია და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მას შემდეგ სააკაშვილი მეტ-ნაკლები წარმატებით ცდილობდა ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას, წერს Carnegie Endowment-ის თანამშრომელი თომას დე ვაალი თავის ყოველმხრივ ანალიზში სააკაშვილის საქართველოს შესახებ. დღეს ვიეტნამი ნამდვილ სახანძრო წვრთნებს ატარებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში, ახდენს რა იმის დემონსტრირებას, რომ ის არ შეშინდება ჩინეთის წ####ბთან დაკავშირებული დავით, სადაც სავარაუდოდ ნავთობის უზარმაზარი მარაგებია. ამ შაბათ-კვირას ჰანოი მის ყოფილ მტერს – შეერთებულ შტატებს – არწმუნებდა დახმარებოდა მას კონფლიქტის ესკალაციის პრევენციაში – იუწყება Financial Times-ის ბენ ბლენდი. ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატებს გარკვეული ვალდებულება ეკისრება. გასულ პარასკევს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ “შეწუხებულია” დაძაბულობის ზრდით. შარშან აშშ-მ შეასრულა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების თხოვნა და შეეწინაღმდეგა მათი დაცვის ინსტინქტს, თუმცა გასულ ზაფხულს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამბობდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად იყო. შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ, როგორი ხისტი იქნებოდა აშშ-ს პასუხი ვიეტნამის მსგავს სიტუაციაში. ვერ ვიტყვით, რომ პრეზიდენტი ბარაქ ობამა ავიამზიდს გააგზავნის სადავო ზონაში – აშშ იარაღის ჟღარუნისგან თავს შეიკავებს, მაგრამ სხვა ნაბიჯებთან ერთად კლინტონმა შეიძლება ახალი მკაცრი გაფრთხილებები წამოაყენოს იმ ვარაუდით, რომ პეკინიც შესაბამისად ალაგმავს საკუთარ ქცევას. საბოლოო ჯამში, ორივე რეგიონი მოწყვლადია (კავკასია მოსკოვისთვის და სამხრეთ-ჩინეთის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიური სახელმწიფოები პეკინისთვის) და მეტ-ნაკლებად თავად უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე. ეს მხოლოდ ერთი ფაქტორია, რომელიც 1990-იანებს დღევანდელი დღისგან მიჯნავს. სამხრეთ-ჩინეთის ზღვის მოვლენები ცხაყოფს, რომ პოტენციური კონფრონტაციიდან უმტკივნეულოდ გამოსასვლელად ჩინეთი ბრძოლაში ვერ დაეყრდნობა ახალ ეპოქაში მისი ადგილის აღქმას. კავკასიაში აშშ პრაგმატულად მზადაა იმისთვის, რომ საკუთარი ლიმიტი მთელ მსოფლიოს აჩვენოს, მაგრამ ეს ასე არ არის სამხრეთ- ჩინეთის ზღვასთან, სადაც სასწორზე ბევრად უფრო მეტი რამ დევს, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით ჩინეთი უკან დახევაზე უფრო მეტს გააკეთებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts