planetanews Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif შონ ვოლკერი რუსეთი ყველა ჯურის ვარსკვლავისთვის დამატებითი ნაღდი ფულის საშოვნელად ნაყოფიერი ადგილია, იქნება ეს ოლიგარქი, რომელიც თავის საყვარელ მომღერალს გამოიწერს, თუ ჰოლივუდის ვარსკვლავების დესანტი, რომელმაც წვეულება უნდა გამოაცოცხლოს მაგრამ ერთი ადამიანი ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად ჩნდება და ეს ადამიანი შერონ სტოუნია. ნებისმიერ სიტუაციაში რომელიც რუსეთს უკავშირდება, მისი მომღიმარი სახე ისე ჩნდება, როგორც მრავალჯერ ნანახი კოშმარი – მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რის გამო გაიმართა ესა თუ ის წვეულება – ის ყველაფერში მონაწილეობს. ერთმა სარწმუნო წყარომ რუსეთში უცხოელი „წამყვანების“ ჩამოყვანის ფასები გამანდო – სტოუნი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია, ამბობენ რომ ის ყველა ჩამოსვლაზე $250 000 იღებს. გადაუხადე ამდენი და თუ განრიგიც ხელს უწყობს დიდი შანსია რომ გეწვიოს. ერთი კვირის წინ სტოუნი მოსკოვში მუსიკალური პრიზების გადაცემას დაესწრო. „მე მიყვარს რუსეთი, მე მიყვარს ეს ქვეყანა. რუსეთთან დაკავშირებული ყველაფერი მიყვარს“ – იკრიჭებოდა ის გიჟური აპლოდისმენტების ფონზე. ორი დღის შემდეგ კი თბილისში ჩავიდა, საქართველოს დედაქალაქში, 2008 წლის რუსულ-ქართულ ომზე პროპაგანდისტული ფილმის პრემიერაზე, არადა ამ ფილმში მისი საყვარელი რუსების არც თუ ისე სასიამოვნო (და ხანდახან არც თუ ისე სარწმუნო) პორტრეტია დახატული. მან მოსკოვის N1 პირველ მტერთან, მიხეილ სააკაშვილთან წახუმრების დროც გამონახა. იმედი მაქვს იმას არ მოუყვებოდა, როგორ უყვარს ყველაფერი რუსული. ეს ბოლო ამბებია იმ ქეიფების გრძელ ნუსხაში, რომელთაც სტოუნი დასწრებია. ის იმ ყბადაღებულ „საქველმოქმედო“ აუქციონზეც იყო გასულ დეკემბერს პეტერბურგში, რომელზეც ვლადიმერ პუტინმა „ბლუბერი ჰილის” საძაგელი ინტერპრეტაცია წარმოადგინა, ხოლო როდესაც კამერები გამოირთო, რუს პრემიერ-მინისტრთან ერთად იმღერა კიდეც. როდესაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ გაარკვია, რომ კიბოთი დაავადებულმა იმ ბავშვებმა, ვის გამოც მოეწყო კონცერტი ერთი კაპიკიც კი არ მიიღეს, ორგანიზატორმა (პუტინის ძველმა მეგობარმა) განაცხადა, რომ რეალურად მთელი ამბავი პრობლემის გარშემო „ინფორმირეაბა“ იყო და არა თანხების მოზიდვა. მარტში სტოუნმა უცნაური წინადადება მიიღო – როიალ ალბერტ ჰოლში კევინ სფეისისთან ერთად მიხეილ გორბაჩოვის 80 წლისთავისადმი მიძღვინილი საღამოს წაყვანა შესთავაზეს. იქ თავისუფლებაზე რამდენიმე ბანალური გამონათქვამი და მერე რამდენიმე საზარელი კალამბური წარმოსთქვა და მერე კევინ კეისისთან უცნაური, ცუდად ინსცენირებული და ყალბი ფლირტი გააბა. დარწმუნებული ვარ სულ ოდნავ მეტი ფანტაზია რომ ჰქონოდათ, ორგანიზატორები გორბაჩოვის დიდ დღეზე წამყვანად ვინმე უფრო გულწრფელის მოძიებას შესძლებდნენ, ვინმეს ისეთისას რომელსაც 1980-იანი წლების რუსეთთან მართლა რაღაც აკავშირებს. შესაძლოა ამისთვის ფულიც კი არ გადაეხადათ. ნაძლევის ჩამოსვლას რომ ვაპირებდე, სტოუნის შემდგომი დანიშნულების პუნქტად გროზნოს დავასახელებდი. იქაურმა დიქტატორმა რამზან კადიროვმა ერთხელ უკვე გამოიწერა რობერტო კავალი იმისთვის, რაც ფეშენ შოუს არ ჰგავდა და აგრეთვე ფეხბურთის ჩამქრალი მსოფლიო ვარსკვლავების მთელი გუნდიც ჩამოიყვანა, რათა მათთან ამაოების მატჩი ეთამაშა (რობი ფოულერო და სტივ მაკმანამან, ჩაქინდრეთ თავები სირცხვილის ნიშნად). დარწმუნებული ვარ შესაბამის ფასად სტოუნი სიხარულით შესცინებს კამერებს და ილაპარაკებს მშვიდობასა და სტაბილობაზე, რომელზეც ჩეჩნეთი დგას. რამდენიმე რჩევა კადიროვს – სანამ სტოუნის ხელში ჩაგდებას გადაწყვეტთ, ჯერ მას რუქა აჩვენეთ, რადგან აშკარად ვერაა ძალიან მაგარი კავკასიის გეოგრაფიაში. „აზერბაიჯანი? ეს რაღას ნიშნავს?“ – იკითხა მან ორი წლის წინ, აშკარად დაბნეულმა, როდესაც სუფლიორზე მისი მასპინძლის, თურქეთში ახლად გახსნილი სასტუმროს მფლობელი მილაიარდერის გვარი დაიწერა. „ამას ვერ წარმოვთქვამ! ჩაკა ხანი, ჩაკა ხანი!“ არყის კოქტეილს სხვა ამაზე ლამაზ ადგილას ვერ მოწრუპავთ არის რაღაც ძალიან რუსული პეტერბურგის ჩრდილოურ კლიმატში – ან ყველაფერი, ან არაფერი. ზამთარში ძირითადად ბნელა, ყველაფერი მოყინულია და საშინელი, ხმაურიანი ქარებითაა გაუკაცრიელებული. ზაფხულში მზიანი ცხელი დღეები გრძელ, ნათელ საღამოებში გადადის და ორიოდე საათის ბინდის შემდეგ ისევ ამოდის მზე, თუმცა ღამის ცხოვრება ჯერ კიდევ დუღს. მოქეიფე პუბლიკა არხებში ნავებით მოგზაურობს, მერე კი ნავები მდინარე ნევას სანაპიროზე ჩერდებიან. თვალდაბინდული ადგილობრივები, ტურისტებთან ერთად სვამენ და ყველაფერი ეს ერთი დღიდან მეორეში უცვლელად გადადის. რუსეთი არაა ცნობილი თავისი სასიამოვნო ურბანული სივრცეებით. თითქმის მთელი რუსეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირი მაქვს მოვლილი, ჰოდა ასეთი ჩვევა გამომიმუშავდა, საუკეთესო ქალაქებს ასე აღვწერ: „არც ისე ცუდი რეგიონისთვის“, ან „საკმაოდ სასიამოვნოა“, მაგრამ ამ კვირას სახურავზე წამომჯდარი არყის კოქტეილს ვსვამდი, გადმოვყურებდი ტაძრებსა და სასახლეებს, რომლებიც ღამეში მოვარდისფროთ ანათებდნენ და მივხვდი რომ პეტერბურგზე ივნისში ვერ იტყვი ასე - რეგიონისთვის არა უშავს რა. ამ დროს ის მსოფლიოს ულამაზეს ქალაქებს უტოლდება. ნუ ასწავლით სასტუმროების რუს თანამშრომლებს ამერიკელების მიბაძვას ბედმა გამიღიმა, რომ უიქენდი პეტერბურგში ახლად გახსნილ W-ში გავატარე, კომფორტული სასტუმროების ქსელის ბოლოდროინდელ ნაგებობაში, რომელიც სულ უფრო გლობალურ სახეს იძენს. ყველაფერი ძალიან კარგი იყო, ფუფუნების სათანადო ხარისხი და დეკადენტური წვეულებები. მაგრამ ერთმა რამემ შემაწუხა. ერთხელ ნომერში სადილს ვუკვეთავდი და ხალისიანმა ხმამ ყურმილში ასეთი კითხვა დამისვა – ხომ არ ინებებდით „ვეტია უიზლის“. (უიზლის ისე ჟღერს, როგორც სინდიოფალა). უკაცრავად – ვუპასუხე – მე არა ვარ დარწმუნებული, რომ მესმის ის რასაც მეკითხებით, მაგრამ სინდიოფალასთვის ალბათ დამაჯარიმებდნენ, გმადლობთ. „ვეტია უიზლი“ – იმეორებდა ის. ბოლოს მორცხვად მკითხა, წყალი ხომ არ გინდათო. აღმოჩნდა, რომ წყალს W-ს ოტელებში ასე გთავაზობენ – ყელს ხომ არ გაისველებდით და საწყალ რუსებსაც, როგორც სჩანს უთხრეს, რომ ასევე უნდა მოქცეულიყვნენ. სასტუმრო სავსე იყო ასეთი პატარა ფრაზებით. როგორც სჩანს ისინი ნიუ-იორკის ოფისში ამერიკელმა ბრენდ-დირექტორმა გამოიგონა – მომსახურე პერსონალი, რომელიც მუდმივად წარმოსთქვამს „როცა გნებავთ, რაც გნებავთ“. მომღიმარი სახეები და მანიაკალურად შემსრულებლური განწყობა, რაღა თქმა უნდა ნამდვილად განსხვავდება ჩვეულებრივი საბრალო რუსული მომსახურებისგან, მაგრამ მე იმის განცდა არ მტოვებდა, რომ როდესაც სასტუმროთა ქსელს უნიფიცირებას უკეთებდნენ, W-მ სასურველის საპირისპიროს მიაღწია – დამახასიათებელი და უცნაური იძულებით და შაბლონურ მოვლენად აქცია. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts