Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო რუსეთს აფეთქებებში ადანაშაულებს და მოლაპარაკებების შესახებ აფრთხილებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/reuters_new.jpg

 

სტეფანი ნებეჰეი

 

ჟენევა – სამშაბათს თბილისმა მოსკოვი საქართველოში და გამოყოფილ რეგიონებში ტერორისტული აქტების დაფინანსებაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ მოლაპარაკებები რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო მედიატორების შუამავლობით მიმდინარეობს, კრახით დასრულდება თუკი „აფეთქებების კამპანია არ შეწყდება“

 

გრიგორი კარასინმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რომელიც ერთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ თავის ცალკე დაგეგმილ ბრიფინგზე არც კი გამოჩნდა, განაცხადა რომ რუსეთმა ბრალდებები ყურადღებით უნდა შეისწავლოს, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა.

 

მან გააკრიტიკა ის, რასაც ქართული დელეგაციის „აგრესიული მოქმედება“ უწოდა და განაცხადა, რომ სწორედ საქართველო მოქმედებდა უკანონოდ – იუწყება „ინტერფაქსი“.

 

კარასინმა განაცხადა, რომ ბოკერიამ მას გადასცა საქაღალდე ქართული ბრალდებებით. „ეს ბრალდებები დეტალურ პროფესიონალურ ანალიზს მოითხოვს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“ – განაცხადა მან.

 

გაერო-ს და ევროკავშირის მედიატორებმა განაცხადეს, რომ ბოლო თვეებში ინციდენტების ტალღა აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში, მათ შორის აფეთქებები და სროლები, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო და ასახავდა „სახიფათო ესკალაციის პოტენციალს“.

 

ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ ეს იყო ჟენევაში მიმდინარე  მოლაპარაკებების მეთექვსმეტე რაუნდი. შემდეგი რაუნდი 4 ოქტომბერს იგეგმება – ნათქვამია პროცესის თანათავმჯდომარეთა განცხადებაში.

 

„რთულია იმის პროგნოზირება, რომ ქართული მთავრობა შესძლებს რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხოებაზე დისკუსიის გაგრძელებას, მათ შორის  ჟენევის ამ ფორმატსაც, თუკი ბომბების აფეთქებების ეს კამპანია არ შეწყდება“ – განაცხადა  ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი ბოკერიამ.

 

„შეუძლებელია დიალოგში რაიმე ღირებული მცდელობის განხორციელება, თუკი მეორე მხარე აფეთქებს ადამიანებს და უდანაშაულო მოქალაქეებს კლავს, ან ცდილობს ამის გაკეთებას“ – განაცხადა მან.

 

საქართველოს დედაქალაქ თბილისში და „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ აფეთქებები და თავდასხმები გასული წლის ბოლოდან დაიწყო, რასაც პოლიციის ოფიცერის და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა – განაცხადა ბოკერიამ.

 

საქართველომ რუსეთის ხელმძღვანელობას წარუდგინა მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები და ელექტრონული მტკიცებულებები – სთქვა მან. „და ეს დასტურება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დაზვერვის სამსახურების მონაცემებითაც“ – განაცხადა მან, გულისხმობდა რა მათ შორის შეერთებულ შტატებსაც.

 

რუსეთმა ვერ შესძლო ადეკვატური პასუხის წარმოდგენა – სთქვა ბოკერიამ. „თუკი ეს გაგრძელდება, მე ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღოს შემდეგ შეხვედრაში“ – განაცხადა მან.

 

8 აპრილს რუსეთმა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი ოფიცერი და ორი ქართველი, რომლებიც როგორც მას მიაჩნია, სპეცსამსახურების აგენტები იყვნენ, მოკლეს საქართველოს და აფხაზეთს შორის ფაქტობრივ ადმინისტრაციულ საზღვართან. მაშინ საქართველომ განაცხადა, რომ ორი მოკლული ქართველი კრიმინალი იყო.

 

მოლაპარაკებათა პროცესის თანათავმჯდომარეებმა დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა.

 

„დღევანდელი დისკუსიები დიდწილად უსაფრთხოების სფეროში არსებულ სიტუაციაზეა კონცენტრირებული, განსაკუთრებით პოტენციურად ტერორისტული ბუნების ინციდენტებზე რეგიონში“ – განაცხადა ანტი ტურუნენმა, საქართველოს საკითხზე გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

 

„ბოლო რამდენიმე დღე და კვირაა ქართული მხარის ტერიტორიაზე აფეთქებები განხორციელდა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავებაც, რაც პოტენციურად სხვა შესაძლო აფეთქებებს უკავშირდება. აპრილში აფხაზურ მხარეს ოფიცრები და სხვა პერსონალი დაიღუპა. სროლებს ადგილი ჰქონდა მაისის შუა რიცხვებშიც“ – განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელმა.

 

„ასე რომ ეს საგანგაშოა. ორი წლის ინტენსიური მუშაობის შემდეგ დაშავებულთა ასეთი დონე – ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალია“ – განაცხადა ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა.

 

ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სამუშაოები, მათ შორის გაზთან და წყალთან ხელმისაწვდომობა, უნდა გაგრძელდეს – განაცხადა მორელმა. „აი რისთვის გვჭირდება ეს მოლაპარაკებები ჟენევაში, რათა ყველა მხარეს ერთად მუშაობის შესაძლებლობა მივცეთ“ – სთქვა მან.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...