Jump to content
Planeta.Ge

პატიმართა გარდაცვალების რაოდენობა ძალიან დიდია!


Recommended Posts

nika3012

თუ 200 000 პატიმარი გყავს 140 ადამიანის სიკვდილი ცოტაა და თუ 1000 გყავს მაშინ ბევრია. რა მნიშვნელობა აქვს პროცენტებს, 140 ადამიანი 140 ადამიანია და ვსო.

პროცენტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერი ქვეყანაში კვდება ადამიანი ციხეში, ნებისმიერ ქვეყანაში კვდება ახალშობილი, იღუპება ადამიანი ოპერაციის დროს ან მშობიარობისას და ა.შ. თუ არ გეცოდინება პროცენტული მნიშვნელობები, ვერასდროს ვერ მიხვდები როგორი მდგომარეობა გაქვს. ეგ "ვსო" ჰუმანიტარული ტვინის ნააზრევია. მაგალითად მათემატიკოსს არასდროს არ მოუვა თავში მსგავსი სისულელე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროცენტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

აი მაგ 140 ადამიანში შენი შვილი, შენი მამა ან უახლოესი მეგობარი რომ მოხვდება მერე ვილაპარაკოთ პროცენტებით, მერეც იგივეს იტყვი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

აი მაგ 140 ადამიანში შენი შვილი, შენი მამა ან უახლოესი მეგობარი რომ მოხვდება მერე ვილაპარაკოთ პროცენტებით, მერეც იგივეს იტყვი?

კი იგივეს ვიტყვი. მამაჩემი ციხეში არ იჯდა, არც არაფერი არ აწუხებდა სერიოზულად. ერთ დღეს სამუშაოზე წავიდა და გარდაიცვალა. ადამიანები კვდებიან - ამას ვერსად წაუვალთ. ამიტომ გვჭირდება სტატისტიკა, რომ ვიცოდეთ ნორმაში ვჯდებით თუ ვერა.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

 

კი იგივეს ვიტყვი. მამაჩემი ციხეში არ იჯდა, არც არაფერი არ აწუხებდა სერიოზულად. ერთ დღეს სამუშაოზე წავიდა და გარდაიცვალა. ადამიანები კვდებიან - ამას ვერსად წაუვალთ. ამიტომ გვჭირდება სტატისტიკა, რომ ვიცოდეთ ნორმაში ვჯდებით თუ ვერა.

 

მამაზე გამახსენდა, აცხონოს უფალმა ჩვენი გარდაცვლილი მამების სული.

ახალი სიძევ ვარ და სამაჩაბლოში ჩავიყვანე ცოლოურში მამა. ხო და სუფრაზე სადღეგრძელო შესვა. "ერთ კამერაში 9 თვე ვიჯექიო ერთ ადამიანთან და მისის სადღეგრძელო მიდნა შევსვაო".

მეთქი, არ მახსოვს ციხეში რომ მჯდარიყო, ან თუ იჯდა რაზე ლაპარკობს მეთქი :)

თურე ეს დედმამიშვილების სადღეგრძლეო ყოფილა :)

 

პ.ს. ხალხი კვდება და ზოგჯერ გაუგებარი მიზეზებით, მაგრამ ციხეში ეს სულ სხვა რამ არის და როდესც ეს რამ დიდირ რაოდენობითაა, ოდნავ აღშფოთებას მაინც უნდა იწვევედეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

როდესც ეს რამ დიდირ რაოდენობითაა, ოდნავ აღშფოთებას მაინც უნდა იწვევედეს

დიახ.

ამიტომ საჭიროა დადგენა დიდი რაოდენობით ხდება ეს თუ არა. დადგენა კი სტატისტიკის დახმარებით ხდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

140 ადამიანი რამდენ წელიწადში გარდაიცვალა?

თუ არ ვცდება პატიმართა რაოდენობა 20 000-ია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი პატიმარია საქართველოში?

 

 

დღეს პარლმენტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურისდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელის, გია ცაგარეიშვილის კითხვას, თუ რამდენი პატიმარია საქართველოში, უპასუხა,– 23 ათას 300.

„ეს მონაცემი ღიაა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებ–გვერდზეც დევს“, –განაცხადა მინისტრმა.

 

ცაგარეიშვილმა მინისტრს წამების საწინააღმდეგო კომისიის დასკვნის შესახებაც კითხა, რომლის მიხედვით, პატიმრების მდგომარეობა მძიმეა.

 

„ნუ აპელირებთ ძველი მონაცემებით. ეს მონაცემი 2009 წლისაა. ამის შემდეგ ბევრი გაკეთდა. ქსანში აშენდა ახალი ევროპული სტანდარტის სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო პროგამები, ტარდება ლექციები, აშენდა პურის ქარხანა“, –განაცხადა კალმახელიძემ.

 

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ერთ წელიწადში აშენდება ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისათვის ახალი კორპუსი.

 

„იქამდე კი ერთი წელია და შეგიძლიათ ამ თემითაც აპელირება“,–იხუმრა მინისტრმა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

დიახ.

ამიტომ საჭიროა დადგენა დიდი რაოდენობით ხდება ეს თუ არა. დადგენა კი სტატისტიკის დახმარებით ხდება.

 

ხო მაგრამ როგორ, როდესაც დეპუტატებს უფლებას არ აძლევენ ციხეში შესვლისა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენი პატიმარია საქართველოში?

23 ათას 300

თუ გარდაიცვალა 140 ადამიანი, პროცენტულად ეს რიცხვი შეადგენს საერთო რაოდენობის 0.6 % -ს. ახლა გვჭირდება იგივე მონაცემი პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის. ამის შემდეგ შეგვექმნება წარმოდგენა ჩვენთან არსებული მდგომარეობის შესახებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ გარდაიცვალა 140 ადამიანი, პროცენტულად ეს რიცხვი შეადგენს საერთო რაოდენობის 0.6 % -ს. ახლა გვჭირდება იგივე მონაცემი პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის. ამის შემდეგ შეგვექმნება წარმოდგენა ჩვენთან არსებული მდგომარეობის შესახებ.

დაითვალონ მერე მაგას რა უნდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩეთს აქვს ეხლა პრობლემები ციხეების გადტვირტულობის გამო. 15 000 პატიმარია 10 მილონ მოახლეობაზე.

ახლო მომავალსი კანოსნ ელოდებიან "სახლის პატიმრობა". დიდი კრიტიკა ამის გმაო ეხლა ჩეხეტსი, რომ დიდირ აოდენობაო პატიმრების.

 

სტატისტიკური მონაცემებით 2009 წელს სულ 16 შემთხვევა იყო ტუბეკულოზის.

2009 წელს სულ გარდაიცვალა 29 პატიმარი

 

სტატისტიკური მონაცემები ღია : http://www.vscr.cz/client_data/1/user_files/19/file/spr%C3%A1vn%C3%AD/statistiky/Statistick%C3%A9%20ro%C4%8Denky/Ro%C4%8Denka%202009_1.pdf

 

 

საქართველოში არის ასეთი სტატისტიკური მონაცმები?

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რაოდენობის მიხედვით მოხდა დათვლა თუ პროცენტულად?

 

განვმარტავ რას ვგულისხმობ. მაგალითად წელს თქვენ გყავთ 1000 პატიმარი და მათგან 1 გარდაიცვალა. გამოდის რომ სიკვდილიანობა 0.1 % -ია. შემდეგ წელს გყავთ 3000 პატიმარი და მათგან 2 გარდაიცვალა. გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობის მიხედვით მატებაა - 2 -ჯერ მეტი გარდაცვლილია, მაშინ როცა პროცენტულად ეს რიცხვი შემცირებულია.

ორივე შემთვხვევაში ტრაგედიაა... თუ პატიმრების რაოდენობა გაიზარდა ესეც

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩეთს აქვს ეხლა პრობლემები ციხეების გადტვირტულობის გამო. 15 000 პატიმარია 10 მილონ მოახლეობაზე.

ახლო მომავალსი კანოსნ ელოდებიან "სახლის პატიმრობა". დიდი კრიტიკა ამის გმაო ეხლა ჩეხეტსი, რომ დიდირ აოდენობაო პატიმრების.

 

სტატისტიკური მონაცემებით 2009 წელს სულ 16 შემთხვევა იყო ტუბეკულოზის.

2009 წელს სულ გარდაიცვალა 29 პატიმარი

 

სტატისტიკური მონაცემები ღია :

საქართველოში არის ასეთი სტატისტიკური მონაცმები?

რათ უნდა ჩეხეთზე ან სხვა მხარეს ყურება?

არის კატეგორია პატიმრების, რომელთა გამოშვება გარეთ შეიძლება, თუნდაც მიმაგრებით საზოგადოებრივ სამუშაოებზე დატვირთვით.

საიდანაც მიღებული ანაზღაურებით ნაწილობრივ ან მთლიანად აუნაზღაურებენ ზარალს მათ, ვისაც ზიანი მიაყენეს და დაფარავენ ასევე სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებს. სასამართლო, ძიება, პოლიციელების ხელფასი და ა.შ...

ეს ხელს შეუწყობს ასევე მათი რეაბილიტაციის საკითხს საზოგადოებაში, როცა სასარგებლო შრომით იქნებიან დაკავებულები.

იქნებიან მერიებზე მიმაგრებული, მუნიციპალიტეტებზე, სადაც მათ მოუძებნიან დანიშნულებას, მეეზოვედ იქნება თუ მომვლელად მარტოხელა უპატრონო მოხუცების ან ინვალიდების.

ეს მხოლოდ მათთვის, ვისაც არა აქვთ მძიმე დანაშაულები ჩადენილი. მკვლელობა, განმეორებითი დანაშაული, ნარკობარიგები, გაუპატიურებისთვის და მცირეწლოვანთა გარყვნისთვის და ა.შ..

თავისთავად მათზე იქნებოდა გარკვეული კონტროლიც და ზედამხედველობა, გარკვეული შეზღუდვებით თავისუფლად გადაადგილების საზღვარგარეთ, ან საქართველოს ტერიტორიაზე.

ასეთი პრაქტიკა იყო, დაიწუნეს ადრე, მაგრამ იმიტომ რომ რეალურად ის აღებ მიცემობის, კორუფციის წყარო გახდა და იმ სისტემის მიერ იყო გასვრილი და არა იმიტომ რომ ცუდი იდეა იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...