ძუკუ Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 მანიფესტაციებისას ადგილობრივი მოსახლეობისა და მოვაჭრეების უფლებების დაცვა სავალდებულო იქნება 16:59 14-06-2011 შეკრებისა და მანიფესტაციის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობისა და მოვაჭრეების უფლებების დაცვა სავალდებულო იქნება. მათი უფლებების დაცვა სავალდებულო, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით ხდება და მას შესაბამისი პრიმა მუხლი ემატება.კანონპროექტით დგინდება, რომ შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს და აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც შეკრება მიმდინარეობს.კანონში ცალსახად ჩაიწერება, რომ ამ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ამ მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება.კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან. მოკლედ დავივიწყოთ რუსთაველი და არა მარტო ის.ამას ნებისმიერ სიტუაციას მიუყენებენ.ხა ხა ერთი საათით მოგცენ უფლება.იურიუდული აზროვნების ეს სამი გიგანტი:ჩიორა,პალიკო და სიდედრიჩა ვიცი.მაგრამ ანჯაფარიზე ვინღაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 (edited) ძუკუარადა მზესუმზირის გამყიდველი ბებიები მიტინგოსნების მზეს ფიცულობენ მოკლედ გადავდივართ განვითარებული სოციალიზმის,ანუ დეგრადირებული მიშმაკაკიზმის მეორე ეტაპზე, შვილო ზურაბ სადამდის Edited June 14, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 ა კიდო:კანონმდებლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული ნორმა ბრუნდება 15:44 14-06-2011 საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს, შეკრებასა და მანიფესტაციებზე პასუხისმგებლობა, კვლავ აეკრძალებათ. "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის ძველი რედაქციაში ნათქვამი იყო, რომ მანიფესტაციის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება ყოფილიყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით შეზღუდვა გაუქმა.თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროქტის მიხედვით, კანონში შეზღუდვა და შესაბამისად, კანონის ძველი რედაქცია ბრუნდება.კანონპროექტში კვლავ ცალსახად წერია, რომ მანიფესტაციაზე პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან. და ეს:მანიფესტაციის გამართვის დროისა და ადგილის გადახედვის საფუძველი ფართოვდება 17:15 14-06-2011 მანიფესტაციის გამართვის დროისა და ადგილის გადახედვის საფუძველი ფართოვდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება შედის "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში.მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღების შემდეგ, სამი დღის განმავლობაში, გაფრთხილებაზე პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით, განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და აქციის ჩატარება დაგეგმილია აკრძალულ ადგილებში.კანონპროექტით კი, ამ ჩამონათვალს კიდევ ემატება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, მანიფესტაციის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გადაიხედოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იმავე ადგილზე სხვა ისეთი აქციის ჩატარებაა დაგეგმილი, რომელზეც თვითმმართველობა უფრო ადრე იყო გაფრთხილებული.აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქამდე შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის რეგულირებაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანო იყო ჩართული, რაც დედაქალაქის შემთხვევაში, მერიას გულისხმობს.კანონპროექტით კი ეს უფლებამოსილება თვითმმართველობაზე, კერძოდ კი საკრებულოზე გადადის.შესაბამსიად, მანიფესტაციის გამართვის შესახებ შეტყობინება და შემდეგ მისი რეგულაციას უკვე არა მერიის, არამედ საკრებულოს პრეროგატივა იქნება.კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან. ესეც: განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობას მანიფესტაციაში ჩარევის უფლება ეძლევა 16:39 14-06-2011 განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობას მანიფესტაციაში ჩარევის უფლება ეძლევა. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შედის.კანონის მოქმედ რედაქციაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია. ასევე, ტრანსპორტის სავალი ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად უნდა გადაიკეტოს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელსაც მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა.პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად კი, ზუსტდება, რომ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მხრიდან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივი ან სრული გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგავარად შესაძლებელია.ამ ნორმის ამოქმედება დაუშვებელი იქნება მაშინ, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა გათვალსწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვგავარად შეუძლებელია და კანონის ყველა ნორმა დაცულია.კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 ცალსახად წერია, რომ მანიფესტაციაზე პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელიღლაპების მიტინგიღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 Saturnღლაპების მიტინგიღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვისსწორად დაიჭირეთ ბატონო სატურნ,ეგ არის მთავარი ახალ შეზღუდვებში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 ძუკუკაცო, საკონსტიტუციომ თუ ბათილად ცნო, როგორღა დააბრუნეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...emuqrebath.html პოლიციელის ავტომანქანაზე თავდამსხმელებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ20:17 14-06-2011პოლიციელის ავტომანქანაზე თავდამსხმელებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარლამენტში მომზადებული კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც განსაზღვრავს სასჯელს პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმისთვის.კერძოდ, პოლიციელზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადოდ.აღნიშნული ინციატივის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა. ინიციატივის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, გიორგი ჩივიაშვილი, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. დუბინკის ჩარტყმა მანქანისთვის ხო თავდასხმაა ? ამ აქციების მერე ნახე რა კანონები გააძრეს... ფეოდალიზმის ეპოქაში თუ გლეხი ძალადობრივ ქმედებას განახორციელებდა ბატონზე, ამ მისი ოჯახის ან ამალის წევრზეიხდიდა 300 ვერცხლს, ხოლო თუკი ბატონი ან მისი ამალის წევრი დააზიანებდა გლეხს იხდიდა 1 ვერცხლს აქციის მონაწილეების მიერ ალკოჰოლის მასობრივი გამოყენება მისი დაშლის მიზეზი გახდება19:23 14-06-2011აქციის მონაწილეების მიერ ალკოჰოლის მასობრივი გამოყენება მისი დაშლის მიზეზი გახდება. "შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით დგინდება, რომ თუ აქციის მსვლელობისას მასობრივად აქვს ადგილი იმ გარემოებას, რომ მონაწილეებს აქვთ ისეთი საგნები ან ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეუძლია შეუქმნას შეკრების ან მანიფესტაციის სხვა მონაწილეებს ან სხვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; ასევე, თუ აქვთ ცრემლსადენი, ნერვულ–პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი ან ალკოჰოლიანი სასმელები, შეკრება და მანიფესტაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე. თუ მანიფესტაცია არ შეწყდა, კანონპროექტში ცალსახად წერია, რომ "სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს". აქციის დაშლა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ აქციის პასუხისმგებელმა პირებმა აქციის მონაწილეების მიერ დარღვევების აღმოფხვრა გაფრთხილებიდან 15 წუთში ვერ შეძლეს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...i-gakhdeba.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 ბარემ 25 მუხლიც ამოიღონ კონსტიტუციიდან, რაღას წვალობენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 Anima Liberaძუკუკაცო, საკონსტიტუციომ თუ ბათილად ცნო, როგორღა დააბრუნეს? ნაცების რას გაიგებ.ხვალ სამსახურში დავაზუსტებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 ჩემი აზრით, ყველაფერს სწორად შვებიან. რახან ამ ხალხმა თავისით ვერ გაიგო, რომ უაზროდ გამოფენა ქუჩებში და ყაყანი არაფრის მომტანი არაა, ნაცებმა გადაწყვიტეს რომ აუხსნან: თუ იმის თრაქი არ გაქვს, რომ მოხვიდე და მეომო, მაშინ ნუ აწუხებ შენი ყაყანით ხალხს. მორჩა კინო. მაგასაა რომ ვიძახი ამდენი ხანი, დაანებეთ თავი ამ პლაკატების ფრიალს. არ დაანებებთ, დაგანებებინებენ. თუ აპროტესტებ და ითხოვ რამეს, არ მოცემის შემთხვევაში წართმევა უნდა შეგეძლოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 (edited) ფასიანი გახადონ მიტინგები კაცზე ლარი ერთი საათით, ორი საათით 1.80და ას. შ. იყოს ფასდაკლებებიც აქციებზე Edited June 14, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს და აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც შეკრება მიმდინარეობს.კანონში ცალსახად ჩაიწერება, რომ ამ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. სადმე უდაბნოში წადითო რა უკვე თვითონ ნაცებს ეცოდებათ ხალხი ოპოლიდერებზე მეტად - მე ეს დასკვნა გამოვიტანე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 კაცზე ლარი ერთი საათით, ორი საათით 1.80 და ას. შ. იყოს ფასდაკლებებიც აქციებზე უმწეობი და შრომის უნარ შეზღუდულები უფასოდ დააყენონ, ხოლო სტუდენტებზე გაიცეს ერთჯერადი აბონემენტები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 უკვე თვითონ ნაცებს ეცოდებათ ხალხი ზრუნავენ ძალიან ხალხზე ნაცები. ახლახან ხალხი რომ დაზღვეული იყოს ჯილეხისგან და სხვადასხვა დაავადებებისგან ხორციც კი გააძვირეს. უშლა ზიმა, პრიშლო ლეტოსპასიბო პარტია ზა ეტო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted June 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 14, 2011 მანიფესტაციებისას ადგილობრივი მოსახლეობისა და მოვაჭრეების უფლებების დაცვა სავალდებულო იქნება 16:59 14-06-2011 კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან. იურიუდული აზროვნების ეს სამი გიგანტი:ჩიორა,პალიკო და სიდედრიჩა ვიცი.მაგრამ ანჯაფარიზე ვინღაა? ჩიორა კი არა კნავილი!მაგ კანონპროექტის ავტორია ... ვლადიმერ პუტინი! სიტყვა სიტყვით, ზუსტად ეგრე ტელეკამერების წინაშე (მილიონები იყვნენ მოწმეები) უპასუხა პუტინმა შევჩუკს კითხვაზე რატომ არა რთავენ ნებას მიტინგები ჩაატარონ 31 რიცხვებში 31-ე პუნქტის დასაცავად სიტყვის და შეკრების თავისუფლებაზე. ჩიორამ და დანარჩენებმა უბრალოთ მოჰპარეს პუტინს კანონპროექტი მაგიტომ ვამბობ, რომ რუსული და ქართული "დემოკრატია" ტყუპებივით არიან :ravic: მიშა ი ვოვა ბრატია ნავეკი ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.