Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საიტის აღწერა და მიზნები: Freelancers.Ge - საიტზე მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ განათავსონ თავიანთი ნამუშევრები.

საიტის ძრავა: Freelancers.Ge CMS

ჰოსტინგი: Serv.Ge

დიზაინის ავტორი: Chaganava Studio

საიტის ბმული: Freelancers.Ge

 

საიტის შესახებ:

 

რა არის Freelancers.Ge?

 

Freelancers.Ge არის საიტი, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ნამუშევრები.

 

საიტი საშუალებას გაძლევთ წარმოაჩინოთ თქვენი შემოქმედებები, მიიღოთ შეფასებები სხვა წევრებისგან და შეიძინოთ ახალი მეგობრები.

 

თქვენი ნამუშევრები დამატებისთანავე თვალშისაცემი იქნება სხვა წევრებისთვის. ისინი დააკომენტარებენ თქვენს ნამუშევრებს, რის შესახებაც მიიღებთ შეტყობინებებს.

 

ასევე თქვენც შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი აზრები და შენიშვნები სხვა წევრებს.

 

ნამუშევრები შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებს, დამკვეთებს, პარტნიორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

 

საიტზე მოქმედებს რეიტინგი ხშირად ნანახ პროფილებზე და ნამუშევრებზე. ეცადეთ მოხვდეთ რეიტინგის ათეულში, რათა უფრო ბევრმა გაიგოს თქვენს შესახებ.

 

საიტით სარგებლობა უფასოა!

 

რას გთავაზობთ?

 

http://freelancers.ge/images/ok.png მარტივი მომხმარებლის პანელი

http://freelancers.ge/images/ok.png ნამუშევრების დამატება

http://freelancers.ge/images/ok.png პირადი ინფორმაციის შევსება

http://freelancers.ge/images/ok.png კომენტარების სისტემა

http://freelancers.ge/images/ok.png პირადი გზავნილების სისტემა

http://freelancers.ge/images/ok.png რეიტინგის სისტემა

http://freelancers.ge/images/ok.png პირადი სტატისტიკა

http://freelancers.ge/images/ok.png ნამუშევრების გაზიარება

http://freelancers.ge/images/ok.png ეს ყველაფერი - უფასოდ!

 

რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ პროფილის ბმულს Freelancers.Ge/ნიკი, მაგ.:

 

Freelancers.Ge/dato

Freelancers.Ge/janela

და ა.შ.

 

იხ. ბმულები:

წევრის პროფილის ნიმუში 1

წევრის პროფილის ნიმუში 2

ნამუშევრის გვერდი

 

გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები, რათა პროექტი უფრო დაიხვეწოს.

 

დიდი მადლობა წინასწარ!

 

----------------------------------------------

 

რამდენიმე თვის წინ საიტზე მხოლოდ სადისკუსიო ფორუმი იყო. ჩვენი სურვილია საიტი დაეხმაროს ბევრ ხელოვან ადამიანს, რასაც ფორუმი ვერ მოახერხებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს სისტემა. ვიფიქრეთ, რომ ქართველ მომხმარებელს ეს სერვისი გამოადგება.

 

ფორუმთან დაკავშირებით ამ განყოფილებაში იყო თემა გახსნილი, თუმცა მოდერატორებთან შეთანხმებით ძველი თემა გაუქმდა და ახალ საიტს ახალი თემა დაეთმო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
  • 3 weeks later...

ფორუმელებო, კატეგორიების ამბავში რის დამატებას მირჩევდით?

 

ამჟამად საიტზე შემდეგი კატეგორიებია:

 

* ვებ-დიზაინი

* ბეჭდვითი დიზაინი

* ბრენდინგი

* ილუსტრაცია

* ხატწერა

* ფოტოგრაფია

* ტიპოგრაფია

* Icon დიზაინი

* არქიტექტურა

* ინტერიერი

* 3D გრაფიკა

* ინდუსტრიული დიზაინი

* ხელნაკეთი ნივთები

* სხვა

 

თუ ფიქრობთ რომ რომელიმე კატეგორია დასამატებელია, გთხოვთ შენიშვნები გამიზიაროთ.

 

დიდი მადლობა

Edited by Gainsborough
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

სიახლე საიტზე:

 

საიტზე დაემატა ახალი კატეგორია: TOP ნამუშევრები

 

ამ გვერდზე იხილავთ საიტზე დამატებულ TOP ნამუშევრებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...
კარგია ქართული ფრილანსერ საიტი,მაგრამ დამსაქმებლები არამგონია ბევრი იყოს :user:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...