Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

კოკო გამსახურდიას პოლიტიკური კარიერა და პრეზიდენტის ინიციატივები

 

13/06/2011 17:47

 

 

 

კოკო გამსახურდიას პოლიტიკური კარიერა დიპლომატიური საქმიანობით გაგრძელდება. პარლამენტი მალე იმსჯელებს მისი, როგორც დეპუტატის, უფლებამოსილების შეწყვეტაზე. ამის საფუძველი პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 13 ივნისს, შეტანილი განცხადებაა.

 

 

 

კოკო გამსახურდია 2008 წლის მოწვევის პარლამენტში 2009 წლის შემოდგომაზე შევიდა – პრეზიდენტის მიერ საგანგებოდ შემუშავებული კანონისა და მის მიერ წამოყენებული საგანგებო პირობის საფუძველზე.

 

 

 

მანდატების აღდგენის ინიციატივით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2009 წლის აპრილის ხანგრძლივი აქციების დასრულების შემდეგ გამოვიდა, რის საფუძველზეც შესაბამისი ცვლილება ქვეყნის კონსტიტუციაში შევიდა.

 

 

2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის ნაწილს, რომლებმაც პარლამენტის მანდატებზე უარი თქვეს და სახალხოდ, პარლამენტის წინ დაჭრეს, კანონის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტარის სტატუსის აღდგენის შანსი მიეცა.

 

 

 

პრეზიდენტის ინიცირებული კანონი 12 დეპუტატიდან მხოლოდ კოკო გამსახურდიამ გამოიყენა. მან საკანონმდებლო ორგანოში შესვლისთანავე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის შექმნა მოითხოვა.

 

 

კომისია, კოკო გამსახურდიას ხელმძღვანელობით, მალევე შეიქმნა და 2011 წლის 22 თებერვლამდე მუშაობდა. 22 თებერვალს 363–გვერდიანი დასკვნის პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

 

კომისიის მიერ შემუშავებული დასკვნის მოსმენის შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ, 75 დეპუტატის მონაწილეობით, ერთხმად მიიღო დადგენილება. დადგენილებით დეპუტატებმა მთავარ პროკურატურას მიმართეს და საპარლამენტო კომისიის მიერ გამოვლენილ ახალ ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოითხოვეს.

 

 

 

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელი კომისიის დასკვნის თანახმად, მოპოვებული მასალები და მათზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები, პრაქტიკულად, აბათილებს თვითმკვლელობის ვერსიას, რომელიც 1994-2004 წლებში პროკურატურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთ მსჯელობის საგნად იქცა.

 

 

 

კოკო გამსახურდიას პირობითი საკანონმდებლო მოღვაწეობა პარლამენტში, სწორედ, 22 თებერვალს დასრულდა. დასკვნის პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოკო გამსახურდია საპარლამენტო საქმიანობას დიპლომატიური საქმიანობის სანაცვლოდ შეწყვეტდა. კულუარული ინფორმაციით, ის შევეიცარიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო.

 

 

მას შემდეგ კოკო გამსახურდია საზოგადოების წინაშე, თვალსაჩინოდ, ერთხელ კიდევ გამოჩნდა, როცა მაისის აქციებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა.

 

 

 

25 მაისს კოკო გამსახურდიამ „მეორე არხის" ფორმატის აღდგენისა და პოლიტიკური პარტიებისთვის „თავისუფალი ტრიბუნის" დათმობის მოთხოვნით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მიმართა. დეპუტატის აზრით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქცია უნდა გაშუქებულიყო, მაგრამ არა 24-საათიან რეჟიმში და არა სხვა პოლიტიკურ პარტიებისთვის განკუთვნილი საეთერო დროის ხარჯზე.

 

 

 

„მუდმივ რეჟიმში აქციის ტრანსლირება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, რადგან კადრში მხოლოდ მოსიარულე ადამიანები ჩანან და ხმა არ ისმის“, - განაცხადა მაშინ გამსახურდიამ.

 

 

 

დღეს, 13 ივნისს, კი ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინე გამსახურდია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ITU მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO) მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნება. შესაბამისი განცხადებით პარლამენტს პრეზიდენტმა უკვე მიმართა.

 

 

რა განსხვავებაა კოწიასა და პადოშას შორის? ორივემ კარგად ისწავლა შეძრომა-გაძრომა.

 

http://www.tribuna.ge/images/stories/potoo/poto/koko_gamsaxurdia.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს, 13 ივნისს, კი ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინე გამსახურდია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ITU მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO) მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნება. შესაბამისი განცხადებით პარლამენტს პრეზიდენტმა უკვე მიმართა.

ვა, აწი ამინდის პროგნოზს კოწია გაგვაცნობს? :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ზვიადისტებმა ხმა არ ამოიღონ თორემ :viking:

ერთი ძმა მინისტრის მოადგლიე, მეორე აგერ 'შემძვრალა" და მესამე ციხეში - ესენი არიან "დიდი ზვიადის" შვილები?

 

FუF! :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ზვიადისტებმა ხმა არ ამოიღონ თორემ :viking:

ერთი ძმა მინისტრის მოადგლიე, მეორე აგერ 'შემძვრალა" და მესამე ციხეში - ესენი არიან "დიდი ზვიადის" შვილები?

 

FუF! :user:

მანანა დარჩა ეხლა სადმე მოსაწყობი, რომელიმე შერატონის ნომერში თურქ იობართან გიული ალასანიასავით და მერე მისი იობარის სახელის დარქმევა ბათუმის რომელიმე ქუჩაზე, გული რომ არ დაწყდეს იობარის გამო და შრომა ბებერი მახინჯის ჟიმვისთვის წყალში არ ჩაეყაროს.

აბა მარტო მიშიკოს დედის ჟიმვა ხო არაა ქართული საქმე, გამსახურდიას ცოლი რითია მასზე ნაკლები და მაგის გაჟიმვასაც გმირობა არ უნდა? ))

ნუ ტბილისში თუ უნახავენ იობარს, თბილისში დაარქვან ქუჩას მისი სახელი. თორემ ბათუმში მალე ქუჩებს რაღაცის სუნი აუვათ...

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გინდათ ამ კაცისგან,ასეთ თანამდებობებს სინეკურა ქვია.მიიღო და ბედნიერია. :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“კონსტანტინე გამასახურდია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ინიშნება.

 

პრეზიდენტმა გამსახურდიას კანდიდატურა ამ პოსტზე პარლამენტს უკვე შესთავაზა.”

 

“არის დრო ქვების სროლისა და არის დრო ქვების შეგროვებისა” – კოკოს Face-ს ეტყობა რომ ქვების შეგროვების დრო დაუდგა.

 

ერი მადლობეი უნდა იყოს შენი პოლიტიკური “მოღვაწეობისა” მხოლოდ იმიტომ, რომ ანადაზა “დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე” გააქარწ####.

http://soclberal.georgian-style.net/?p=263

post-4236-044867800 1308033175_thumb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა ისე იწყობს ცხოვრებას, როგორც შეუძლია...

 

კონფორტზე გადაცვლილი ფასეულობები დღეს ბანალური რამეა,

იმიტომ რომ ეს ფასეულობები არც ჰქონდა გაცნობიერებული ადამიანს და უბრალოდ რაც ასწავლეს მექანიკურად იმეორებდა

 

მე ვიცი ერთი შემტხვევა როდესაც შოუ ბიზნესში მოღვაწე ქალბატონმა უარი თქვა მიშას შოუკონცერტებში მონაწილეობაზე და ამის გამო მისი მეუღლის სტუდიას დაერხა, მიუხედავად ამისა ის ქალბატონი იგივე პრინციპებზე დგას, :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონფორტზე გადაცვლილი ფასეულობები დღეს ბანალური რამეა,

იმიტომ რომ ეს ფასეულობები არც ჰქონდა გაცნობიერებული ადამიანს და უბრალოდ რაც ასწავლეს მექანიკურად იმეორებდა

 

მე ვიცი ერთი შემტხვევა როდესაც შოუ ბიზნესში მოღვაწე ქალბატონმა უარი თქვა მიშას შოუკონცერტებში მონაწილეობაზე და ამის გამო მისი მეუღლის სტუდიას დაერხა, მიუხედავად ამისა ის ქალბატონი იგივე პრინციპებზე დგას, :)

არის მასეთი შემთხვევებიც რა თქმა უნდა...

მაგრამ დღეს საქართველოში უმრავლესობა კოლაბორაციონისტია რეჟიმისა...

ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმრავლესობა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტი ერთია და ამ შემთხვევაში მარტო კოკოკს არ ეხება, ე.წ. ზვიადისტები მიშას პოლიტიკური ტრამპლინი აღმოჩნდნენ და სამეგრელოში მიშას მხარდაჭერა დღესაც ერთ–ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს.

"ვიღაცამ" სამეგრელოში ხალი დაარწმუნა მიშას ზვიადობში.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ვიღაცამ" სამეგრელოში ხალი დაარწმუნა მიშას ზვიადობში.

 

ბევრი ზვიადისტის თვალში, მიშა არის ზვიადის მკვლელი შევარდნაძის მტერი და იმიტომ უჭერენ მხარს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრი ზვიადისტის თვალში, მიშა არის ზვიადის მკვლელი შევარდნაძის მტერი და იმიტომ უჭერენ მხარს.

მიშა არის ედიკას მტერიო?

აი, თუ გინდა სიბნელე... კაცი რომ იტყვის, მიშა ედიკას მტერიაო, რაღა უნდა ელაპარაკო...

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა არის ედიკას მტერიო?

აი, თუ გინდა სიბნელე... კაცი რომ იტყვის, მიშა ედიკას მტერიაო, რაღა უნდა ელაპარაკო...

 

წიკლაურ-ოჩიაურ-ხერხეულიძე მაგით აბოლებენ ხალხს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...