Jump to content
Planeta.Ge

ადეიშვილის ინიციატივა


Recommended Posts

ბიომეტრიულ პასპორტებში გრძელ სახელსა და გვარს შეამოკლებენ

13:17 13-06-2011

ბიომეტრიულ პასპორტებში გრძელ სახელსა და გვარს შეამოკლებენ.

ამასთან დაკავშირებით, "საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ფორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შედის ცვლილება.

განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ პასპორტში შეუძლებელია სახელი და გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვები იქნება მათი შემოკლებით დატანება.

შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის და გვარის, კერძოდ ორმაგი სახელი და გვარის შემთხვევაში, დასაშვები იქნება მათი ორივე კომპონენტის შემოკლება.

კერძოდ, ორი სახელი და გვარის შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ორივე მათგანის გარკვეული ნაწილი მაინც დარჩეს. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის და გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემოკლების დროს შესაძლებელია, გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებული იყოს პასპორტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელსა და გვარში რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ ქართული ჩანაწერი უნდა შემოკლდეს.

მინისტრის ეს ბრძანება უკვე ძალაშია.

 

 

 

იქნებ ვინმემ გასაგებად ახსნათ რა ხდება.

 

მაგალითად ვინმე თარხან მოურავს ან თარხანს დაუტოვებენ ან მოურავს

 

ორი სახელი და კიდევ მეტი არაბეთშია გავრცელებული და არა მგონია არაბები იყვნენ მიშისტანის მოქალაქენი

 

ხომ არ გვაქვს ადგილი ქართული გვარ სახელების მოსპობის მცდელობასთან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგალითად ვინმე თარხან მოურავს ან თარხანს დაუტოვებენ ან მოურავს

 

ეგ უფრო ალბათ, აზერბაიჯანულ დასახლებებისთვის კეთდება. საარჩევნო გარემოს იუმჯობესებენ ნაცები.

სიებში 100-დან 90 მამედ მამედოვი იქნება და გაიგე მერე ვინ ვის მისცა ხმა და ვინ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nostradamusi

ხომ არ გვაქვს ადგილი ქართული გვარ სახელების მოსპობის მცდელობასთან?

არ შეიძლება მაგათი დემონიზირება, კი არიან ურჯულოები მაგრამ მათი მიზანი ფული და ძალაუფლებაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრძელ სახელსა და გვარს შეამოკლებენ

 

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ არ ვიცი და ძეებს და შვილებს სულ თუ მართლა მოაცილებენ კარგი იქნება :)

 

ბლატნოი ბასკურ გვარს დავირტყავ ეგრევე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიომეტრიულ პასპორტებში გრძელ სახელსა და გვარს შეამოკლებენ

 

 

მიშა იქნება - ბტ.მიხსაკ :givi:

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გამიგია მე ასეთი გვარები...

ამერიკელები, ევროპელებიც ენას იტეხავენ...

შევამოკლოთ...

დაბოლოებები უნდა მოვაშოროთ საერთოდ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ასოანი სახელი მქვია და გვარში სულ 6 ასოა

მეც შემიმოკლებენ?

არა :givi:

მე მაწყობს,ბაჟუნაი გავხვდები,ხომ ჟღერს უნგრულად? :givi:

თორემ ჩემ გვარზე არა მარტო უცხოელები,არამედ ქართველებიც კი ენას იტეხავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...