babuagiorgi Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 თქვენი "საყვარელი" ბაბუაგიორგის ინტერვიუ "ჩქიმი პაკაზუხა" ვინ წააგო და ვინ რა მოიგო მომხდარით? “ალია” დაინტერესდა რას ფიქრობენ საქართველოდან საზღვარგარეთ პოლიტიკური სტატუსით დევნილი ქართველები. “ალიას” ესაუბრება ჩეხეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი გიორგი ალანია: _ საზღვარგარეთ მყოფ იმ ქართველებისთვის, ვისაც პოლიტიკასთან გვაქვს შეხება, საქართველოში მიმდინარე პროცესებმა დაგვარწმუნა რომ საზოგადოება ორადაა გახლეჩილი ერთ მხარეს დგას პოლიტიკოსები, მეორე მხარეს ხალხი. ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი იყო ხალხის დარბევა და არა ის რაც ბურჯანაძის საწინააღმდეგოდ გააკეთა ხელისუფლებამ. საქართველოში ხალხის პროტესტი არის და ვინ როგორ იყენებს ამ პროტესტს ეს უკვე სხვა საკითხია. აქ მთავარი მომენტია ის, რომ ოპოზიციას არაკოორდინირებული მომენტები აქვს. ცალ-ცალკე დგანან, ეს რვიანიო, ეს სახალხო კრებაო, ეს ისაო… არიან ისეთი პარტიებიც რომლებიც არც ქუჩაში არიან და არც მოლაპარაკებებზე მიდიან ფაქტიურად მათი ცალ-ცალკე აღებული არც ერთი ქმედება არ ვარგა. არც რვიანისგან ველოდებით შედეგს. საარჩევნო გარემოზე საუბარი არის საჭირო მაგრამ შედეგის მოლოდინი არაა. არა იმიტომ რომ ხელისუფლება არ დათმობს ამას, უფრო იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის ძალიან ხელსაყრელია როცა ოპოზიცია არაკოორდინირებულია. პარტია რომელიც არ მონაწილეობს რვიანის მოლაპარაკებებში, თავის გამოსვლებში უნდა დეკლარილებდეს რომ ამ მოლაპარაკებებს მხარს უჭერს. იგივეს უნდა აკეთებდეს რვიანის პარტიები იმ პარტიების მიმართ რომლებიც დემონსტრაციებს და აქციების მომხრეები არიან. უნდა იყოს ერთობლივი ქმედება. _ ეს გახლეჩვა სააკაშვილის წისქვილზე ასხამს სამწუხაროდ წყალს. _ დღევანდელ რეჟიმს არ სჭირდება დიდი ქმედებები. ოპოზიცია იმდენად არაკოორდინირებულად და ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოქმედებს სააკაშვილს მათ საწინააღმდეგოდ თითის განძრევაც არ ჭირდება. დღეს საქართველოში ოპოზიცია თვითგანადგურებთაა დაკავებული. ხელისუფლება უმნიშვნელოდ ერევა ამ საქმეში. _ ოპოზიცია საერთოდ არსებობს საქართველოში? _ ეს მეორე მხარეა. ერთის მხრივ საქართველოში ხალხის პროტესტი რომ არსებობს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ხალხის პროტესტი ოპოზიციის სასარგებლოდაა. ყველაზე დიდი შეცდომა ოპოზიციისა იცით რა არის? ისინი ფიქრობენ, რომ ხალხს რაკი სააკაშვილის რეჟიმი არ მოწონს და არის დიდი პროტესტი, ეს ავტომატურად ოპოზიციის პლუსია. ხალხის პროტესტი ოპოზიციისთვის იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს პლუსი, თუ ოპოზიცია ხალხს ალტერნატივას შესთავაზებს. ხალხს პროტესტი აქვს და ამავე დროს ვერ ხედავს ოპოზიციურ პარტიებში ისეთ ძალას რომელსაც შეუძლია ხალხს სააკაშვილის რეჟიმის ალტერნატივა შესთავაზოს. ოპოზიციური პარტიის არარსებობის გამო ხალხი იჩაგრება. საინტერესოა ერთი ფაქტიც, ამ რვიანს რომ კითხოთ რა გაერთიანებთ, გეტყვიან პროგრამული შეხება ვიპოვეთ და ამიტომ ვართ ერთადო. არადა საქართველოში არც ერთ პარტიას არა აქვს საარჩევნო პროგრამა, არც ერთს! არც იმათ აქვთ რომელსაც გონია რომ აქვს, მათი “პროგრამა” ხელისუფელბის ლანძღვაა და მეტი არაფერი. კოალიციებს ქმნიან პირადული შეხედულებებით და ამიტომაა ოპოზიცია ასე დაქსაქსული. _ როგორი გამოხმაურება მოყვა ევროპაში 26 მაისის აქციის დარბევას. _ ოპოზიციურ პარტიებს პრობლემა აქვს ინფორმაციის გავრცელებასთან. ყველას გონია რომ რაკი ამერიკის ელჩი არის საქართველოში, ელჩი ყველა მოვლენას აუცილებლად აქცევს ყურადღებას. რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი თუ ჩამოვა, ოპოზიციას გონია რომ ერთი სიუჟეტი გავა და მთელი მსოფლიო გაიგებს რა ხდება სინამდვილეში საქართველოში. ეს ასე არაა. საინფორმაციო სააგენტოების ან მედიის წარმომადგენლები რომლებიც იმ დროს იყვნენ საქართველოში და ინფორმაცია გადასცეს, მათ თქვეს რომ ოდნავი გადამეტება მოხდა. აქ ჟურნალისტები მანამ არ აშუქებენ სრულად მომხდარს ვიდრე არ გაიგებენ როგოც ოპოზიციის ისე ხელისუფლების პოზიციას. სააკაშვილის ხელისუფლება ამ მხრივაც მობილიზებულია. დარბევის შემდეგ ქართულმა ოპოზიციამ ემოციური განცხადებები – ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ, გაუმარჯოს საქართველოს დონეზე გააკეთეს. ასეთი მიმართვა გაუგებარია ევროპელებისთვის. სააკაშვილმა და მისმა პარტიამ კარგად იცის როგორ უნდა გადასცეს ინფორმაცია ევროპას, სპონტანურად ისინი არაფერს აკეთებენ და არაჩვეულებრივად აქვთ დამუშავებული უცხოურ მედიასთან როგორი კომენტარი გააკეთონ. ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებასთან შედარებით ნაკლები საშუალებები აქვთ, მაგრამ ინფორმაცია კონკრეტულად მიაწოდონ და არა ემოციებით და ლოზუნგებით. _ ამერიკის საელჩომ პირდაპირ დაუჭირა მხარი დარბევას. _ ამ განცხადებამდე ოპოზიციურ პატრიებს სათანადოდ უნდა ემუშავა. აქციის ჩატარება ხალხის გამოყვანა კი არ არის, აქციას თავისი პროპაგანდა ჭირდება, ყოველგვარი ლოზუნგების გარეშე. დასავლეთში არავისთვის სიახლე არ არის ის რომ სააკაშვილის რეჟიმი არადემოკრატიულია, მაგრამ ამავე დროს დასავლეთი ოპოზიციურ პარტიებში ვერ ხედავს სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის პირობებში ვინ იქნება უკეთესი. დასავლეთი რომ იყოს დარწმუნებული იმაში რომ რომელიმე კოალიციას შეუძლია რეჟიმის შეცვლა მაშინ ისინი სააკაშვილს მხარს არ დაუჭერენ და არც ბასის განცხადება ამ სტილის. ამათ ქაოსი არ უნდათ. 26 მაისს რაც მოხდა აქ მარტო ბურჯანაძემ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, როგორ გეკადრება პასუხისმგებლომა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა აიღოს. ყველას ბრალია რაც მოხდა. _ რატომ? _ ის ოპოზიციური პარტიები რომლებიც არ ღებულობდნენ ამ აქციაში მონაწილეობას, 25 მაისს აქციაზე უნდა მისულიყვნენ. თუ მე ჩეხეთში ვიცოდი აქციას ხელისუფლება რომ დაარბევდა მაგათ არ იცოდნენ ეს? ისინი ბურჯანაძესთან კი არ უნდა მისულიყვნენ, ხალხთან უნდა მისულიყვნენ. პოლიტიკური პარტია თავისი მხარდამჭერებით თუ არ მივიდოდა აქციაზე, ლიდერები მაინც უნდა დამდგარიყვნენ ხალხთან. _ მეორე დღეს აკეთებდნენ განცხადებებს. _ ყველა პარტიის ლიდერი რომლებმაც იცოდნენ რომ დარბევა გარდაუვალი იყო ხალხთან რომ მისულიყო შეიძლება ასეთი დარბევა არ მომხდარიყო. მათ არმისვლით ხელი შეუწყვეს დარბევას და თუ დაარბევდნენ ხალხის გვერდით იქნებოდნენ. მთელი ოპოზიციური პარტიების ცემა მიშას ნამდვილად არ აწყობდა. ახლა რა გააკეთა მიშამ? ერთი პარტია დაარბია, ამას რუსული კვალი მიაყოლა და ხალხი “შემთხვევით” შემოელახათ. _ ოქრუაშვილი რომ ჩამოსულიყო ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდაო ახლა ამას ამბობენ. _ ოქრუაშვილის ჩამოსვლის საკითხს მგონი სერიოზულად არც არავინ აღიქვამდა. ოქრუაშვილი ლენინი არ იყო ჩამოსულიყო და ბრონირებულ მატარებელზე დამდგარიყო, რომელიც არც ყავდა. _ მაშინ რა საჭირო იყო ეს ბლეფი? _ საპირისპირო კითხვას დაგისვამთ, რაში წირდებოდა სააკაშვილს აქციის დარბევა, ამით ხომ მან ბურჯანაძე პილიტიკურ სიკვდილს გადაარჩინა. სააკაშვილს ეს კარგად ესმის და იცის. წარმოვიდგინოთ ორი ვარიანტი, პირველი: დარბევა არ მომხდარიყო. მეორე დღეს აღლუმი ჩატარდებოდა. დიდი-დიდი აქციაზე ერთი ორი ლოზუნგი წამოეყვირა ვინმეს. მეორე, დარბევა ამ მეთოდით რომ არ მომხდარიყო და დაეტოვებინათ გასასვლელი გზა. ესენი ყველანი გაიქცეოდნენ, ასეთი დაშლა დარბევა არ იქნებოდა, ეს იქნებოდა დაშლა. საერთაშორისო მაშტაბით არც არავინ ამოიღებდა ხმას. ამის შემდეგ ბურჯანაძე პოლიტიკური სპექტრიდან გამქრალი იქნებოდა, მიშამ ამ დარბევით ბურჯანაძე გადაარჩინა. იგივე ითქმის ოქრუაშვილის მიმართაც. ოქრუაშვილმა მიშას წისქვილზე დაასხა წყალი, ისევე როგოეც მიშამ ბურჯანაძის წისქვილზე. _ არ დაგავიწყდეთ, რომ ბურჯანაძე ოქრუაშვილის ჩამოსვლას არეულობას და სახელმწიფო გადატრიალებად აფასებდა. ასეთ კომენტარებს აკეთებდა. _ ახლა ოქრუაშვილის ჩამოსვლა შეუძლებელი რომ იყო ეს არ უნდა სცოდნოდა ოქრუაშვილს? ხალხი ახლა ამბობს დაუჯერე ახლა ამას და არც არავინ დაუჯერებს. _ რა მიიღო ამით სააკაშვილმა, ბურჯანაძის გადარჩენით? _ ბურჯანაძე ითამაშებს დესტრუქციულ ძალას, სააკაშვილი კი იტყვის რომ ოპოზიცია ყავს. ბურჯანაძის გაქრობა სააკაშვილს ხელს არ აძლევს. ევროპელის თვალსაზრისით თუ შევხედავთ საქართველოში დიდი არაფერი მომხდარა, აქციაზე იყვნენ ხელკეტიანი ახალგაზრდები და ისინი საშიშროებას ქმნიდნენ. ყველაფერი იქამდე მიდის რომ ოპოზიცია ჩამოსაყალიბებელია, არაა კარგი როცა ხალხს ასე არბევენ, არის მსხვერპლი, არის დაკარგულები. ამ ინფორმაციას ზუსტი გატანა უნდა და ევროპელისთვის გასაგებად და არა ემოციურად დატვირთული. ყველა აქციის პროპაგანდა სწორადაა გასაკეთებელი. ოპოზიციური პარტიები ახლა მაინც უნდა დაფიქრდნენ… რე. დარეჯან მეფარიშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 ნამეტანი ზრდილობიან ფორმებშია რატომ არ უყვართ ამ გაზეტჩიკებს გინებებით, ადამიანურ ენაზე წერონ სტატიები? გრეხია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 babuagiorgi მართალს ამბობ მეთქი,მაგრამ მიყიდულები არიან მიშაზე ეს ოპოზიცია და შეეკითხე თუ გინდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 babuagiorgi მართალს ამბობ მეთქი,მაგრამ მიყიდულები არიან მიშაზე ეს ოპოზიცია და შეეკითხე თუ გინდა? ფაქტიურად დასაკიდებელია ეს ამბე დიტო მიყიდულები არიან თუ არა. ამის გარჩევა არაფერს არ მოგვცემს. უბრალოდ ამ ხელისუფლების ნაღდი ალტერანტივა სანამ არ გამოჩნდება, ასე იქნება ეს უცვლელეი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 (edited) babuagiorgiფაქტიურად დასაკიდებელია ეს ამბე დიტო მიყიდულები არიან თუ არა. ამის გარჩევა არაფერს არ მოგვცემს. უბრალოდ ამ ხელისუფლების ნაღდი ალტერანტივა სანამ არ გამოჩნდება, ასე იქნება ეს უცვლელეი. შენ მე ალაის კორესპონდენტი ხომ არ გგონივარ და ცოტა გარკვევით წერე. ეს დიდი ხანია ვიცი და ახალი სთქვი რამე კაცო. Edited June 9, 2011 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 babuagiorgi შენ მე ალაის კორესპონდენტი ხომ არ გგონივარ და ცოტა გარკვევით წერე. ეს დიდი ხანია ვიცი და ახალი სთქვი რამე კაცო. ახალი?ახალი არის ის, რომ საინტერესოა ერთი რამ.აქ ფორუმზე და განასაკუტრებით F-წიგნში ერთი ამბეა ატეხელი. ამ ხელისუფლებას დეიდას ვუტირებთ იძახიან ერთნი, ზურაბიშვილმა დღესო ოპოზიცია მხოლოდ რვიანი არისო და ა.შ. მოკლედ ერთი და იგივე გვესმის უკვე მერამდენედ. ეს არის იმ ძველის ახალი, რომ მეთქი კაცო შეიძლება ეს ყველაფერი მთლად ამ ოპოს ბრალი არაა და სადღაც იმ საზოგადოების ბრალიცაა, რომელსაც არ მოსწონს ამათი ქმედება და ამავე დროს არ ითხოვს ამათგან სხვა ქმედებას. პარადოქს............ ხო და თქვე დალოცვილებო მეთქი აგერ............აგერ ახალი და შეადარეთ.რას ლაპარაკობენ ესენი და რა აქვთ საერთოდ? არაფერია არ აქვთ ხომ აზრზე ხარ და პირდებიან. ეს როგორ?ხო და F-წიგნის მეშვეობით ასეთი ფანკლუბი თუ ჩამოყალიბდა, მერე შესაძებელია სერიოზულ ნაბიჯებზე ფიქრი.აი ესაა ახალი მინიმუმ თუ სოციალ-ლიბერალებიარ მოსწონთ, იმას მაინც ისწავლიან ამ ძველ დინოზავრებს მოსთხოვონ ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 babuagiorgi ეხლა ნანი უნდა წავიყვანო და მერე ვიბაზროთ თუ არ დაიძინებ.ფეისბუკით შენ პარტიას ვერ ჩამოაყალიბებ,რადგან მან უმეტესწილად მხოლოდ უსაქმურები პოსტავენ და ორთქლს უვებენ მთელი დღის განმავლობაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 babuagiorgi ეხლა ნანი უნდა წავიყვანო და მერე ვიბაზროთ თუ არ დაიძინებ.ფეისბუკით შენ პარტიას ვერ ჩამოაყალიბებ,რადგან მან უმეტესწილად მხოლოდ უსაქმურები პოსტავენ და ორთქლს უვებენ მთელი დღის განმავლობაში. ბევრი ორთქლის გამომშვები არის პოტენციალური ამომრჩეველი მეორე და მთავარი. მაქვს ერტი გეგმა როგორ და ამ გეგმიდან გამომდინარე, არ არის აუცლებელი ის რომ ჩამოვაყალიბებ თუ არა, არამედ გარკვეული ქმედების დამისამართებას შეიძლება შევძლებ.რა თქმა უნდა თუ იქნება ამ პარტიების სურვილი.ეს სურვილი კი შეიძლება არა მარტო იდეამ, არამედ პარტიის ფანკლუბის რაოდენობამ წარმოშოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 (edited) ბევრი ორთქლის გამომშვები არის პოტენციალური ამომრჩეველი ხო რავი აბა გიორგი და მიდი მიაწექი.ეგება ისინი გეხვეწებოდნენ საქართველოში ჩამოგვიშვიო? Edited June 9, 2011 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2011 ხო რავი აბა გიორგი და მიდი მიაწექი.ეგება ისინი გეხვეწებოდნენ საქართველოში ჩამოგვიშვიო? ვისაც სისხლის სამართლის დანასაული აქვს ჩადენილი ციხე არ უნდა აცდეს, თუ აცდება და ისრაელის ვარიანტით უნდა მოვათრიოთ ყურებით. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს პოლიტემგრაციის არსებობა.ასე რომ ღმერთმა ნუ ქნას ისევ ვინმე პოლიტემიგრანტობდეს. თუ ეს დარჩება, მაშინ გამოვა "ორი ნაბიჯი წინ და ერთი ნაბიჯი უკან." Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 10, 2011 ვისაც სისხლის სამართლის დანასაული აქვს ჩადენილი ციხე არ უნდა აცდეს, თუ აცდება და ისრაელის ვარიანტით უნდა მოვათრიოთ ყურებით. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს პოლიტემგრაციის არსებობა. მაგაში სტა პრაცენტი მართალი ხარ და მეც ეგრე ვფიქრობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.