mtidan Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 სპეცრაზმელმა 2 წლის ბავშვიც სასტიკად სცემა - "ეს ხელისუფლება უკვე ჩამოშლილია და ეს არის სტადია, როდესაც არის საკუთარი თავის შიში" "გამწარებულმა დედამ მოგვმართა. რასაც მომიყვა, უბრალოდ ყურებს არ დავუჯერე. აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი მთელმა უბანმა იცის, მოსაყოლადაც ძალიან ძნელია. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახში სპეცრაზმელი შევიდა, სამართალდამცავებს შეჰყვა. ოთახში შესულებს 2 წლის ბავშვი შეეგებათ და ეს მაღალი, შავ ტანსაცმელში რომ ნახა, თითი გაიშვირა და "ცუდი ძია, ცუდი ძიას" ყვირილი დაიწყო. მოუქნია ამ სპეცრაზმელმა ხელი და ისე გაარტყა, ბავშვი მაცივარს მიეხეთქა და გონება დაკარგა", - აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაცია "ქალები საუნივერსიტეტო განათლებისთვის" თავმჯდომარე თამარ კიკნაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სპეცრაზმელმა 2 წლის ბავშვი სასტიკად სცემა!..." "ყველაზე შემზარავი ის არის, რომ ამ სპეცრაზმელისთვის მის მხლებელ პირებს არაფერი უთქვამთ. ბებიას მიუგდო ერთ-ერთმა, ბავშვს მიხედეთო და სახლის ჩხრეკა დაიწყეს. ის ბავშვი ტვინის შერყევით ეწვათ მერე სახლში, საავადმყოფოში არ წაიყვანეს, შეეშინდათ, რამე არ ექნათ. ნიღაბი არ ჰქონია იმ კაცს, სახე კარგად დაინახეს. როდესაც სცემენ მამაკაცებს, ეს "აღარ ითვლება". სცემენ ქალებსა და ბავშვებს. ჩვენ გვქონდა ერთი ფაქტი, როდესაც 12 წლის ბავშვი სცემეს და ამის ვიდეოკადრები არსებობს. მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ ამ 2 წლის ბავშვის მშობლები, რომლებიც ძალიან დაშინებულები არიან და შოკიდან ვერ გამოსულან. იმიტომ, რომ დარწმუნებულები არიან, რომ იქ, სადაც ორმეტრიანმა მამაკაცმა ბავშვს გაარტყა, მთელ ოჯახს ამოწყვეტენ, თუ სიტყვა დაასველეს. ისედაც ყველამ იცის იმ უბანში - დედა იმხელა ხმაზე კიოდა, ბავშვი გაითიშა, ეგონა მოკვდაო. მეზობლებიც ხომ შევარდნენ მერე...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თამარ კიკნაძე. "პოლიცია, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კანონის ფარგლებში იქცეოდაო და ის ძალიან კმაყოფილია პოლიციის ქმედებით, მან ისიც აღნიშნა, რომ პოლიცია გაცილებით პროფესიონალურად მოქმედებდა, ვიდრე 2007 წლის 7 ნოემბერს - აქ ჩვენ გვაქვს პრობლემა არა დარბევასთან, არამედ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების რღვევასთან. ყველამ იცის, რომ არ უნდა სცემო მოხუცი, ქალი, მაგრამ როცა მაცივარს ახეთქებ 2 წლის ბავშვს, ხომ ხელკეტსაც დაუშვებ და ტყვიასაც დაახლი? რა თქმა უნდა, ეს არ არის ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობა. მე არ ვიცი, შეიძლება რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მაგრამ ვხვდები, რომ აქ მიმდინარეობს ძალიან ძლიერი დამუშავება ამ ადამიანების. მე არ ვიცი ვინ არიან ისინი. საინტერესო იქნება ამ კონტინგენტის გამოკვლევა - რა კონტინგენტტითაა დაკომპლექტებული ეს სპეცრაზმი, იმიტომ რომ ასეთი სისასტიკით რომ იმეტებენ ადამიანებს, ესენი ხომ არ არიან მტრები და ვიღაც უცხო მომხვდურები - ეს ცალკე გამოძიების საგნად უნდა იქცეს", - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი. "ცუდი არ იქნება, არასამთავრობოებმაც მოკიდონ ამას ხელი. დასამალი არ არის. რომ მიმდინარეობს საყოველთაო ტერორი და ქვეყანა არის გაყოფილი ნაციონალების მომხრეებად და მოწინააღმდეგებად. ნაციონალების მომხრეები უმცირესობაში არიან, ეს შიშის შეგრძნებას იწვევს. ძალიან ხშირად გაიგონებთ მათი ლიდერებისგან, რომ ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ სახელმწიფო და ეს ხელისუფლება არ ჩამოიშალა. მაგრამ მე ვთვლი, რომ უკვე ჩამოშლილია და ეს არის ის სტადია, როდესაც არის საკუთარი თავის შიში. იმ სპეცრაზმელს 3 წლის ბავშვის შეეშინდა - მისი პირით ნათქვამი სიმართლის და იმიტომაც გაიმეტა ასე", - დასძენს თამარ კიკნაძე. http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/171274-09062011.html 2 წლის ბავშვს ვინც ასე მოექცევა, ცოცხლად არის დასაწვავი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 2 წლის ბავშვს ვინც ასე მოექცევა, ცოცხლად არის დასაწვავივინც ამ ისტორიებს იგონებს, იმას მინიმუმ წვეტიანი ინსპექტორებით უნდა ურტყა პანღურები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 ვინც ამ ისტორიებს იგონებს თუ მოგონილია --გეთანხმები. სისხლმა ამასხა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 ვინც ამ ისტორიებს იგონებს, იმას მინიმუმ წვეტიანი ინსპექტორებით უნდა ურტყა პანღურები.ღმერთმა ქნას რომ გამოგონილი იყოს...მაგრამ რაც მე ვნახე 26 მაისს, არ გამიკვირდება რომ მართალიც იყოს... 26 მაისს დაკავებულები პოლიციის სამმართველოში რეზინის ხელკეტებითა და ჯოხებით გააუპატიურეს პრესაგე.ტვ ეს დაწერა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 georgekh1326 მაისს დაკავებულები პოლიციის სამმართველოში რეზინის ხელკეტებითა და ჯოხებით გააუპატიურესშენი თვალით ნახე??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 იქნებ ის ბავშვი რუსეთუმეს შვილი იყო, ან ღრუსი იყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 (edited) ბოვშვისა და მშობლების სახელი და გვარი,მისამართი,განცხადება პოლიციის განყოფილებაში,ეპქსერტიზის დასკვნა,თვიტმხილვლებიწინააღდმეგ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია ჩაითვლება ჭორად Edited June 9, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 და თუ ტყუილია, ეს აკეთილშობილებს ქართულ პოლიციას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 სისულელეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 (edited) პრესაგე.ტვ ეს დაწერა... გაუჭირდებოდათ თქვენ უნდა ნახოთ ამ 2 წლის ბავშვის მშობლები, რომლებიც ძალიან დაშინებულები არიანდაშინებული კი არა ჩემ შვილს რომ ვინმემ დაარტყას თუ ხელში არაფერი მექნება, კბილებით გამოვღადრავ ყელს Edited June 9, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 Saturnრომ ვინმემ დაარტყას თუ ხელში არაფერი მექნება, კბილებით გამოვღადრავ ყელს იმედია ეხლა მაინც გაიგე რას გრძნობდა ირინა, სანდრო გირგვლიანის დედა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 (edited) შენი თვალით ნახე???წარმოუდგენელია არა? http://www.youtube.com/watch?v=pHheO-9QgnAამის შემდეგ . ისე პატრულზე გარანტიას გაძლევ მასეთ რამეს ნამდვილად არ იკადრებდნენ... სხვა არ ვიცი რუსეთში 2 დღის უკან მშობლებმა ბავშვი მოკლეს წამებით.. არ მაქვს ჩემი თვალით ნანახი... მერე? Edited June 9, 2011 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 (edited) mtidanმაგ სპეცრაზმელებს რომ იცნობდე. და სახინკლეში იჯდე მათთან ერთად და პოლიტიკაზე არ ისაუბრო. ნამდვილად ვერ იფიქრებ რომ რომელიმე მათგანი საერთოდ ძალოვანსტრუქტურაში მUშაობს. ისეთი თბილები და ბუნჩულები არიან ! ოღOნდ ამას სრული სერიოზულობით ვამბობ! ოღOნდ შინაგან აჯრზე და ყველა ნIღბიანზე არ ვამბობ. ყველას სპეცრაზმელს რომ ეძახიან ვისაც ფორმა ადა დუბინკა უჭირავს. Edited June 9, 2011 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 მაგრამ რაც მე ვნახე 26 მაისს, არ გამიკვირდება რომ მართალიც იყოს... 26 მაისს დაკავებულები პოლიციის სამმართველოში რეზინის ხელკეტებითა და ჯოხებით გააუპატიურეს პრესაგე.ტვ ეს დაწერა...პრესაგეტივიმ თუ დაწერა ეგ ეგ უკვა აღაა რაც შენ ნახე 26 მაისს... მაგას ქვია რაც შენ წაიკითხე 26 მაისის მოვლენების შესახებ რომელიღაც საიტზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 9, 2011 კართაგენი უნდა დაემხეს საინტერესოა როდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.