Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ძალიან ცუდია 1937-56წლებსა და დღევანდელობას შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავ, ძნელი იქნება რამე დაგაჯერო. ცალმხრივი აზროვნებაა ჩემ პოსტებში პროპაგანდას ხედავ და ტელეკომპანია კავკასია და მაესტროში ვერა, ჟურნალისტიდან დაწყებული წამყვანით დამთავრებული მარტო ამ მთავრობის ნაკლზე ლაპარაკობენ, ნუთუ კარგს ვერაფერს ხედავთ.

:)

თუ ძმა ხარ, შადრევნები არ ახსენო ახლა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 66
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

temo.ge

ძნელი იქნება რამე დაგაჯერო.

რა უნდა დამაჯერო?

გინახავს კომუნიაკების ტელევიზია?

სწორედაც გუშინ იყო მსგავსი რამ ყველა რხზე - ესე მიშასავით იყო ყველა არხზე ბრეჟნები "გაჭედილი"

რაც არ გინახავს - რა იცი რა ხდებოდა, მადლობა ღმერთს ჯერ ამნეზია არ დამმართლნია და ბევრსაც ახსოვს იმ დროინდელი ამბები

 

ცალმხრივი აზროვნებაა ჩემ პოსტებში პროპაგანდას ხედავ

დიახ, ვხდედავ და პარალელებსაც მშვენივრად ვავლებ, სხვა თუ არაფერი ადამიანების აზროვნება მაინც ვიცი

 

ტელეკომპანია კავკასია და მაესტროში ვერა

კაი მაგალითი მოიყვანე - ამაზე გიპასუხებ

1. საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს

2.რამდენადაც ვიცი "მაესტრო" და "კავკასია" არ ფარავს მთელ საქართველოს, ასე რომ სახელისუფლებო ტელევიზიები, რომლებიც ტვინს ურეცხავენ დანარჩენ საქართველოს დიდ უპოირატესობაში არიან.

 

ეს მაგალითი არ ვარგა, სხვა რამ მოიფიქრე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტო ამ მთავრობის ნაკლზე ლაპარაკობენ, ნუთუ კარგს ვერაფერს ხედავთ.

მთავრობის კარგზე (თუკი ასეთი რამ ბუნებაში არსებობს), საუბრობენ მხოლოდ ვაზელინები და თავად მთავრობები (ნებისმიერ ქვეყანაში სხვათაშორის). მთავრობის დანიშნულება არის მოქალაქის დარეკეტება. მოქალაქის მოვალეობაა აგინოს მთავრობას და მთავრობის მეხოტბეებს :)

აი ამიხსენი ერთი, რანაირად უნდა თქვა, რომ აი რა კარგია რომ გვაქვს დენი 17 თეთრად? რა, 10 თეთრი რომ გახადონ, გააპროტესტებ, რომ არა გინდა თუ არა მე 17 თეთრად მომწონდაო?

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

temo.ge

ნუთუ კარგს ვერაფერს ხედავთ.

დიახ, კარგსაც ვხედავ :yes:

შენ ახალი ხარ ამ ფორუმზე და არ იცი - თემა გვაქ კარგზე

იქ მიწერია - კარგია და მოსაწონიც საჯარო და სამოქალაქო რეესტრის რეფორმა და მუშაობა ( თუმცა ძვირიც)

 

ეხლახანც გავატარე რეესტრში უძრავი ქონება, დამიჯდა იმაზე ძვირი რაც ოფიციალურადაა გაცხადებული. 50 ლარი დაგიჯდებათო და ამ დროს 100 ცნობა მომთხოვეს რომელიც კიდე 100 ლარი დამიჯინეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

temo.ge

 

ერთი აქცია, 4 გარდაცვლილი და დაკარგულთა და დაშავებულთა 4 სია - ასეთია 26 მაისის შედეგები.

ტელე-რადიო "პალიტრასა" და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" 26 მაისის აქციაში მონაწილეთა ახლობლები და მშობლები აქციის დაშლიდან რამდენიმე წუთში დაუკავშირდნენ.

დაკარგულთა და დაშავებულთა შესახებ მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატიც ატარებს.

 

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/5247-dakargultha-4-sia.html

შენგან ძალიან ცუდი პროპაგანდა მოდის, ეტყობა შენივე სიუჯეტი არ გაქვს ბოლომდე ნანახი, სადაც მკაფიოდ ამბობენ რომ ეს სიები დაუდასტურებელია და დაკარგულთა რიცხვი არის 4 ადამიანი, რომლებიც ალბათ ბათიაშვილივით მოგვიანებით გამოჩნდებიან. იმ 4 გარდაცვლილს რაც შეეხება, 2-ს ესკორტმა გადაუარა და ორის მიზეზს კი გამოძიება იკვლევს, მოვლენებს ნუ გაუსწრებ.ხალხი შეცდომაში შეგყავს, დაბრალება უარესი ცოდვაა.

http://www.apsny.ge/2011/pol/1308111725.php

Edited by temo.ge
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაკარგულთა რიცხვი არის 4 ადამიანი, რომლებიც ალბათ ბათიაშვილივით მოგვიანებით გამოჩნდებიან.

 

ნანა კაკაბაძემ განაცხადა, 19 ადამიანი ნამდვილად ვიცი რომ გარდაიცვალაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავრობის კარგზე (თუკი ასეთი რამ ბუნებაში არსებობს), საუბრობენ მხოლოდ ვაზელინები და თავად მთავრობები (ნებისმიერ ქვეყანაში სხვათაშორის). მთავრობის დანიშნულება არის მოქალაქის დარეკეტება. მოქალაქის მოვალეობაა აგინოს მთავრობას და მთავრობის მეხოტბეებს :)

აი ამიხსენი ერთი, რანაირად უნდა თქვა, რომ აი რა კარგია რომ გვაქვს დენი 17 თეთრად? რა, 10 თეთრი რომ გახადონ, გააპროტესტებ, რომ არა გინდა თუ არა მე 17 თეთრად მომწონდაო?

შენ ქრონიკული ოპოზიციონერი ყოფილხარ, ძალიან ვიწროდ აზროვნებ. თვალები რისთვისა გაქვს, ალბათ გარეთ არ გადიხარ და მარტო "აქუს" უსმენ კავკასიაზე. შენნაირ კაცს 10 თეთრად რომ მისცე დენი მერე იტყვი 3 თეთრად რატომ არა გვაქვსო,მე არ ვამბობ ყველაფერი კარგად არისო, მაგრამ მიკვირს რაც გაკეთდა იმას თუ მთელი მსოფლიო ხედავს და აფასებს, რატომ შენ და შენნაირები ვერ ხედავენ? შეგიძლია თქვა, როგორი უნდა იყოს მთავრობა შენ რომ გაწყობდეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ქრონიკული ოპოზიციონერი ყოფილხარ, ძალიან ვიწროდ აზროვნებ. თვალები რისთვისა გაქვს

 

ეხლა შენ რომ გაქვს თვალები ხედავ რო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნანა კაკაბაძემ განაცხადა, 19 ადამიანი ნამდვილად ვიცი რომ გარდაიცვალაო.

ეგ ხომ მაგარი ობიექტური მოწმე მომიყვანე რა, სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმინე? აი ნახე:http://w

ww.apsny.ge/2011/pol/1308111725.php

http://www.apsny.ge/2011/pol/1308111725.php

Edited by temo.ge
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

temo.ge

ტემო, ერთ ჩემ სტუდენტს მაგონებ :givi:

ის ხომ არ ხარ?

აუდიტორიაში ჩავატარეთ "არჩევნების მოდელი" - წააგო, გაბრაზდა და გავარდა დერეფანში. იცინეს ბავშვებმა , 5 წუთში კარი გამოაღო იმან და შემოგვძახა - მე მაინც არჩეული ვარო

 

მეცადინეობა ჩამეშალა - ხოხავდა მთელი აუდიტორია ლექციის დამთავრებამდე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ქრონიკული ოპოზიციონერი ყოფილხარ

ეგ ეხლა კომპლიმენტია შენის აზრით თუ სალანძღავია? :)

შეგიძლია თქვა, როგორი უნდა იყოს მთავრობა შენ რომ გაწყობდეს?

სწორად იკითხე, "გაწყობდესო". იმენა მთავრობა შეიძლება გაწყობდეს, კი არ მოგწონდეს. მიშისტების ნაწილს აწყობს ეს მთAვრობა, კი არ მოწონთ, მაგრამ რადგან აწყობთ, ამიტომ ამბობენ მოგვწონსო. მეორე ნაწილი კი უბრალოდ გამოღლევებულია. ყველა მთავრობის დროს ეგრეა. ედიკა ზოგს აწყობდა, ზოგ გამოღლევებულს მოწონდა. ზვიადაც ასე იყო. კომუნისტებიც. ბუშიც. ობამაც. აჰმადინეჯადიც. ფიდელ კასტროც, პუტინიც, მედვედევიც, მუბარაქიც, გადაფიც, ყველა, ყველა დროში ყველა მთავრობა. ვისაც მთავრობა კი არ აწყობს, მაგრამ მოწონს, ის ვენერა ბებოა

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

temo.ge

გამოხმაურების ნახვაmtidan, on 14 June 2011 - 10:23 PM, said:

ნანა კაკაბაძემ განაცხადა, 19 ადამიანი ნამდვილად ვიცი რომ გარდაიცვალაო.

 

ეგ ხომ მაგარი ობიექტური მოწმე მომიყვანე

ნანაკა კაკაბაძეზე იცი რამე?

იცნობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

temo.ge

 

რა უნდა დამაჯერო?

გინახავს კომუნიაკების ტელევიზია?

სწორედაც გუშინ იყო მსგავსი რამ ყველა რხზე - ესე მიშასავით იყო ყველა არხზე ბრეჟნები "გაჭედილი"

რაც არ გინახავს - რა იცი რა ხდებოდა, მადლობა ღმერთს ჯერ ამნეზია არ დამმართლნია და ბევრსაც ახსოვს იმ დროინდელი ამბები

 

ეხ იმ დროში ჩააჯინა ეხლა ჩვენი თინეიჯერები...

მერე ალბათ ფსიქიატრიულის კარებს არ მოსცილდებოდნენ)))

ორი ტელევიზია იყო სულ. მოსკოვის 1 და თბილისის1

მოსკოვზე "ვრემია" და თბილისზე "მოამბე"

მაშინდელი "მოამბე" სხვათაშორის და გაზეთი "კომუნისტი" ამ დღევანდელი ნაციკების რუსთავი2 და ქრონიკაზე მეტი თავისუფალი იყო და ამათ ტაბულაზე მგონი, და რაც მთავარია, ვაი იმის პატრონს, მაშინ რომ მათი კრიტიკის ცეცხლში მოყვებოდნენ.

ჟურნალისტების ისე ეშინოდათ ბევრს, როგორც ჯოჯოხეთიდან მოფრენილი ეშმაკების.

ერთი რომელიმე თანამდებობის პირზე, საწარმოს დირექტორზე რამე თქულიყო...

თანამდებობას ვინ ამბობდა, ციმბირი უკან დარჩებოდა...

ისე კი.. მთელი კვირა ხუთშაბათის ლოდინი, ვ გოსტიახ უ სკაზკის ლოდინში. მულტფილმის გამოჩენაზე სახლიდან ბებიაჩემის ზახილი ეზოში, მულტფილმი დაიწყოო და სირბილი აბა სახლში, არ დამაგვიანდესთქო.))) შაბათობით კი "ილუზიონი" იყო...

სპორტულ მაღაზიებში მარტო 46 ზომა კედები, თხილამურები იყიდებოდა და ხოკეის მძიმე რკინის შაიბები მახსოვს))

პროდუქტზე რიგები,ზედახორა, გამიშვი დამაკავე,.. მით უმეტეს ხორცი თუ გამოვიდოდა გასაყიდად მაღაზიაში. თუ მოგიწევდა ისიც, თუ არა და ორმაგად მერე ბაზარში უნდა გეყიდა იგივე ხორცი))

შაქარი, კარაქი ტალონებზე, უჭირდა ბატონო სოციალიზმს, კუბელი, აფრიკელი და რავი კიდო რამდენი ჯურის ლენინელი ძმები გვყავდა შესანახი))

ისე რაიმე ახალი ისეთი ამბავი რომ გაგეგო, რასაც ვერ ამბობდენ ტელევიზიები, ვერ წერდენ გაზეთები, საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ნახავდი კარებზე შიდა მხრიდან დაწერილს.

თუ გაგიმართლებდა ახალ დაცერილს ნახავდი და არ იყო ჯერ მძღნერით გადამაზული, შეიძლება კგბში ამოგეყო თავი, შენ ხომ არ დაწერეო დაკითხვაზე და ვაი თუ დაგიმტკიცებდენ)))

 

ჰო და მაშინდელ ტელევიზიასაც რომ არ ჯობიხარ დღეს და მართვაც უკეთესი არ გაქვს და ყველაზე უარესი, ის სახელმწიფო ენატრება კიდო ბევრს ამით გამწარებულს, წარმოიდგინე ეხლა რა ხარ))))

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

temo.ge

რაც შეეხება, 2-ს ესკორტმა გადაუარა და ორის მიზეზს კი გამოძიება იკვლევს,

არ არის მართალი რომ ესკორტმა ორს გადაუარა.ერთზე(პოლიციელზე) მართლაც მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი და დამნაშავეები თუ დამნაშავა უნდა დაისაჯოს.რაც შეეხება მეორეს მიტინგზე მყოფ ლეიბორისტების წევრს,მასზე ლეიბორისტებთან გააკეთა განცხადება იმ ადამიანმა რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა მიტინგზე:როდესაც იმას სცემდნენ,იხვეწებოდა ნუ მირტყამთ სუსტი გული მაქვსო.ამის შემდეგ განმცხადებელმა ის თვალთახედვიდან დაკარგა.ბოლოს მკვდარი იპოვეს.ესეც რომ არ იყოს გამორიცხულია მას ესკორტი დატაკებოდა,რადგან ესკორტი სპეცნაზელების რიგში შევარდა და ერთი ამიხსენით მომიტინგეს იქ რა უნდოდა.

რაც შეეხება ბოლო ორის სიკვდილის მიზეზებს,უკვე მოგვახსენა სახელოვანმა სამედიცინო ექსპერტმა რომ დენის დარტყმით გარდაიცვალენო.დავუშვათ ასეა,როგორ მოხდა რომ ისინი ორი დღე იმ შენობის სახურავზე ეყარნენ და პარადის დროს როცა პრეზიდენტის დაცვა ყველა კუთხე კუნჭულს ამოწმებს,ისინი ვერ აღმოჩინეს.ისე ისინი ნებისმიერ ადამიანს შეეძლო დაენახა,მეტრო თავისუფლებასთან რომ კიბეები ადის იქიდან.

ამიტომ ცოტა არგუმენტები გაამყარეთ.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...