Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ამბავი 95 წელს დაიწყო. ედეპეს ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთი აქტივისტი საარჩევნო უბანში გაამწესეს . არ ეზარებოდა და რამდენჯერმე მთლიანად შემოიარა თავისი „საპატრულო“ ზონა . ხალხს ხელისუფალი არ უყვარდა ,მაგრამ ელექტორატის ნაწილს ერთი კითხვა აწუხებდა - „თუ არა ედუარდი , აბა ვინ?

 

ეუბნებოდნენ, რომ შევარდნაძე კი საძაგელი თეთრი მელაა, მაგრამ ოპოზიცია უარესი და იქნებ ისევ შეჩვეული ჭირი იყოს შეუჩვეული გაურკვევლობის თავიდან ასარიდებლად?! უმეტესობა ცივი გამომეტყველებით, თავსა და ღიპს ერთდროულად შესწევდა , მორიდებულად გამოართმევდა საარჩევნო ბარათს, ხოლო ნაწილი კი მის პარტიას თანადგომას დაპირდა.

 

არჩევნების დღეს მაინცდამაინც ნეგატიური აურა არ სუფევდა.კომისიის თავმჯდომარედ წესიერი ადამიანი იყო გამწესებული, ხელისუფლებამაც ორი ყმაწვილი გამოაგზავნეს, რომლებსაც დიდად თავი არ მოუკლავთ სიტუაციის არევისათვის.

 

იცოდა, კომისიის წევრთაგან 90 პროცენტი სმკს პასიური მხარდამჭერები იყვნენ ,მაგრამ მეტნაკლებად სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა,რადგანაც ოპოზიციონერი კომისიის წევრების წარმომადგენლობაც საკმარისად იყვნენ შენობაში.

 

ერთმა მომენტმა დისონანსი შემოიტანა- მასთან მმართველი პარტიის წარმომადგენლები მივიდნენ და გარიგება შესთავაზეს

-ხმები 50/50ზე, მაჟორიტარი ჩვენი. ვმოქმედებთ ერთად , „ვტეხავთ“ ზვიადისტებსა და კომუნისტებს. ეგენი ხომ მარგინალები არიან?!

 

მისმა შტაბმა კატეგორიულად უარყო ეს გარიგება, უბნელმა სმაკელებმაც ამოიოხრეს , ხოლო პროცენტების მიხედვით, ხუთმა პარტიამ მოაგროვა საარჩევნო ბარიერისათვის საკმარისი ხმები ,თუმცა ხათუნა დეიდას და თუ ცეესკოს სხვა ბრიგადნიკების წყალობით საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ სამი პარტიის ადგილი აღმოჩნდა...

 

ორიოდე წელი გავიდა. „პერსპექტიული“ სტუდენტი სხვადასხვა უბანზე არაერთხელ გააგზავნეს, ისწავლა ოპონენტების მეთოდები.ისიც გაიგო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება კომისიის ხელმღვანელად. მაშინ ნეიტრალური ადამიანებიც ინიშნებოდნენ, ზოგიერთი თავმჯდომარე თავიდანვე ურკვევდა კომისიის წევრებს სიტუაციას, ნაწილი კი აშკარად იყიდებოდა ხელისუფლებაზე.

 

მაგრამ მალე ძალიან უცნაური ამბები გაიგო- „პროდასავლელი რეფორმატორების „ სააკაშვილისა და ბურჯანაძის ხელით საარჩევნო კოდექსი საფუძვლიანად შეიცვალა.

 

პარტიების ბარიერი შვიდ პროცენტამდე ავიდა , კომისია თითქმის მთლიანად ხელისუფლების ხელში გადავიდა, ნინცომ კი ქალური გულუბყვილო გამომეტყველებით მარკირების წესი კატეგორიულად უარყო-„ ვის გაუგია ასეთი სახით ადამიანების შეურაცხყოფაო“.

 

მიხვდა, თამაში უკვე წაგებულია . ოპოზიციას წარმატების შანსი ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ ყოფილი პარტიული ნაცნობების ხათრით მაინც ძველ უბანში გაემგზავრა. იქაურობა კი უკვე ვეღარ იცნო. სადღაც გაქრა ახლობელი ციცო დეიდების ღიმილი. უბნელი „ბიჭებიც“ საკმაოდ აგრესიულად იცავდნენ ჯიბის ინტერესებს .“საქმეს ესაჭიროება და ხომ იცი ვინც ვარო“. სტუდენტმაც სერიოზულად შეუღრინა, აგრძნობინა, საქმეს აკეთებდა და ერთი ზედმეტი სიტყვა და ხურდას აუცილებლად დაუბრუნებდა .ასე დაიწყო 99 წლის დიდი ფარსის ციებცხელებები.

 

კომისიაში ძირითადში სახელმწიფო უწყებებში მომუშავე ქალბატონები დააბრძანეს. მის იქ შესვლამდე ყველას რაღაც „შპარგალკა“ ეჭირა, რომელიც ისე გადამალეს სიგარეტს რომ გადააგდებს ანცი მოზარდი ნაცნობი ნათესავის დანახვისთანავე . არავინ არ აჩვენა,თუმცა რა დიდი მიხვედრა ამას ესაჭიროებოდა..გეგმა, განლაგება, სიები......

 

არჩევნები ადგილობრივ პოლიკლინიკაში გაიმართა. გიორგი ბარამიძე 2 დღით ადრე იქაურობას ეწვია, მედიკოსებს უფასო გამოკვლევები დაავალა, ხოლო ხალხის ნაწილის აზრი .....კვლავ ცნობილი ფრაზები:“ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია“ „თუ არა ედუარდი, აბა ვინ“ ?

 

კომისიის თავმჯდომარედ მთავარი ექიმი იყო შერჩეული . ერთერთ შეხვედრაზე ერთი დაბნეული ექთანი შემოვარდა ,“შენი დავალება შევასრულეთო, ბარამიძის სურათებით აქაურობა ავაჭრელეთო“

 

-ეგონა მისი ძმაკაცი იჯდა, ბიჭი აენთო, საკუთარი ხელით სათითაოდ ჩამოხსნა სააგიტაციო მასალა, ხოლო დარღვევის შესახებ „სადაც ჯერ არს“, იქ მიაწოდა ინფორმაცია“ .... შეიცხადეს, შეშფოთდნენ, აღშფოთდნენ კიდევაც,მაგრამ უკვე ისე ქონდა ხელისუფლებას აწყვეტილი, ფაქტიურად დაიკიდეს.

 

რა დარჩენოდა ? დაელოდა არჩევნების დღეს, გაუცხრილა სიები, რამდენიმე კორპუსიანი „შეცდომები“სგან გაწმინდა ფურცლები,თუმცა კომისიის წევრთა ღიმილით ატყობდა-ყველაფერი უკვე მართლა გადაწყვეტილი იყო.სად ერთი კაცი და სად მთელი სახელმწიფო აპარატი?!

ეს კოშმარული დღე მეხსიერებას დიდხანს შერჩა. 2 წუთი გავიდოდა თუ არა ,ყუთთან ვიღაც მორიგი ახვარი ბიულეტენების დასტით იდგა. აშკარად დაამარცხეს, ფსიქოლოგიურად გაძლებაც ალბათ გაუჭირდა, როცა მისივე პედაგოგი, რომელიც წლების წინ წესიერებაზე ლექციას უკითხავდა,ამაზრზენ ტყუილს თავზე ახვევდა. შენიშვნის შემთხვევაში ცრემლებად იღვრებოდა,ახსენებდა გარდასულ წლებს. არადა აშკარად ყველაფერი დღესავით ნათელი იყო.არ იფიქროთ არ იბრძოლა,მაგრამ მეტი ფიზიკურად აღარ შეიძლებოდა.

 

„გიხაროდენ , გიხაროდენ მზემ ღრუბლები .....“

 

ეს სიმღერა მეორე დღეს ყველას დაავიწყდა ,რადგანაც დაპირებული ელექტროენერგია, რომელიც არჩევნებამდე 24საათიან რეჟიმში იყო, შეიცვალა ფუჯიქსის მყრალი სუნით. სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა, ხოლო პირველივე სხდომაზე შსს კარგი ქცევისათვის მადლობით დაჯილდოვდა.

 

მეორე დღეს სტუდენტი თანამოაზრეებთან ერთად შტაბში ავიდა, ჩაბნელებულ ოფისში ღვინო აიტანეს და დამარცხების სადღეგრძელო ითქვა. მას კი „ქრონიკული ოპოზიციონერი„ ეწოდა. აბა რა, რადგანაც არ უნდოდა შევარდნაძე ეი მარგინალი იყო, ხოლო ერთიანის შემომხაზავი ადამიანები კი გონიერი, პრაგმატული,პროდასავლური აუდიტორია.

 

საარჩევნო ცხოვრებაში რამდენჯერმე კიდევ ჩაერთო,თუმცა უკვე მეთვალყურის რანგში,რადგანაც წინასწარ ყველაფერი იცოდა. ციცო დეიდების ტაქტიკაც, შედეგიც. გაყალბების მცდელობებს კი მეტნაკლებად აფერხებდა,მაგრამ უსამართლობის ზეობა უკვე პიკშია.

 

ბიჭი გაიზარდა, დაღვინდა, პოლიტიკას თავი აარიდა. ხედავდა მისი თანატოლები, თუ როგორ აღწევდნენ კარიერულ წინსვლას,თვითონ კი შეირგო დროებით უმუშევრის მწარე დამღა. კითხულობდა წიგნებს, ზაფხულობით დასასვენებლად სოფელში უყვარდა ჩასვლა.

ერთხელაც რამდენიმე მეზობელი მასთან სახლში მივიდნენ და მაჟორიტარი კანდიდატის თანადგომა ითხოვეს.იუარა,არ უნდოდა იგივე წყალში კიდევ შეეტოპა,მაგრამ უბანს ესაჭიროებოდა ხიდი. უყვარს სოფელი, მისი მაცხოვრებლები. ფეხებზე უნდა დაეკიდა პირადი აზრი და გაემგზავრა სადღაც ლესიჭინეში,სადაც ერთერთი ყველაზე რთული უბანი იყო.

 

ლესიჭინე ძალიან დიდი და კარგი სოფელია.აქიდანაა ყოფილი მაჟორიტარი - კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელი. ის მას ყოველმხრივ დახმარებას შეპირდა.კითხვა დაებადა- თუ ასეთი მხარდაჭერა ჰქონდათ ,მაშინ თავისივე სოფელში რატომ მიავლინა?! რა გაეწყობოდა?! ჩაერთო კომისიის მუშაობაში. არანაირი პარტიული კონკურენცია არ მიდიოდა, მხოლოდ ბრძოლა მაჟორიტარის სავარძლის დასაკავებლად.პარტიებიც მათ გარშემო გაერთიანდნენ. ჟვანიას გუნდი მის მხარეზეა, მიშას შექმნილი ნაცმოძრობა კონკურენტისადმი ლოიალური გახლდათ.ერთმა ხიდი გააკეთა,მეორემ მეზობელი სოფლის სკოლის ფანჯრები. კონკურენტმა დიდი ანგარიშით დაჯაბნა მეტოქე. უბანშიც ძალები აშკარად არათანაბარი იყო. ექსმაჟორიტარმა სიტყვა გატეხა,არაკაცულად მოიქცა, ინტრიგებისაკენ უბიძგებდა,თვითონ კი დაითესა გაურკვეველი მიმართულებით. კიდევ დამარცხდა, ხმის ამოღების სურვილიც კი აღარ ქონდა.საბედნიეროდ, იქაურები უაღრესად თბილი ადამიანები არიან ,სახლში წაიყვანეს,დაასვენეს ,გაუმასპინძლდნენ. სულ სხვაა მეგრული სტუმართმოყვარეობა.პოლიტიკა გავიწყდება,როცა ადამიანურიდან მომავალ სიკეთეს გრძნობ. „კონკურენტების სოფლიდან“ დიდი სიყვარული წამოიღო. დღესაც იხსენებს იქაურობას. ჩხოროწყუელია და ამაყობს ამით.ცუდი რა გასახსენებელია,მითუმეტეს, როდესაც ამას ხელისუფლება აწყობს ,ხოლო რიგითი მოქალაქეები პაიკები ხდებიან.

 

თბილისში დიდი მღელვარება დაიწყო. სააკაშვილი მამობილს განუდგა,დამატებითი სავარძლები მოითხოვა,მაგრამ შემდეგ აპეტიტი გაეზარდა.

 

კაცი გაორებული იყო. სასტიკად არ მოსწონდა ტრიბუნაზე აბობღილი ტრიუმვირატი, მაგრამ ბოროტი ბაბუას წასვლა გაეხარდა, თუმცა იგრძნო-ის კვლავ ოპოზიციონერად დარჩა,მისთვის არაფერი შეიცვალა. გამარჯვების სადღეგრძელოზე უარი თქვა და გახარებულ სოფლელებს შეახსენა, რომ ერთის მაგივრად ერთდროულად სამი,თან ახალგაზრდა შევარდნაძე დასკუპდა ხელისუფლებაში.

 

პირველივე სხდომამ განაცვიფრა-მაჟორიტარები დატოვეს , პარტიული არჩევნები ხელახლა დაინიშნა. რა გამოვიდა? ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად და ლეიბორისტების კიდევ ერთხელ პარლამენტში არშესაშვებად მოხდა ეს ე.წ რევოლუცია ? :D.

 

პრეზიდენტის უფლებამოსილებაც გაიზარდა ,ხოლო არჩევნებზე უკვე ყველას უარს ეუბნებოდა. სწავლობდა რეალობას, რომელიც დიდად არ შეცვლილა ,თუმცა კარგად ახსოვდა ის რამდენიმე ნოკდაუნი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაყვება და ამიტომ მხოლოდ თეორიული, დილეტანტური ანალიზით შემოიფარგლა. არა, ბრძოლას არ ერიდებოდა, უბრალოდ მისი ადგილი საარჩევნო ორომტრიალში არ იყო.

 

მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში ჩაერთო . იმედი იყო გამარჯვების ,თუმცა იხ: http://forum.ge/?f=29&showtopic=34121919&st=0

მოვედით დღემდე და ამ ადამიანს ახლაც არ ასვენებს კითხვა-ნუთუ ეს ყველაფერი შეუძლებელია შეიცვალოს? ნუთუ შევარდნაძის მოსწავლეთა შექმნილი საარჩევნო ხაფანგი მარადიულია ?

 

მას გამარჯვება უნდა,დამარცხებული ვიგინდარების ხილვა, ვინც აქამდე მას ახალგაზრდობა წაართვა და დღეს ცდილობს საკუთარი ვადა კიდევ იქით გადაწიონ.

 

არანაირი ფრე . დასაკარგი არაფერია ან პოლიტიკური კლიმატის შეცვლა ან ყველაფერი ისევ წარსულში იტრიალებს მანქურთების ხელში.

 

არ ესმის იმათი, ვინც ნეიტრალურია. თქვენი თავი არ გეცოდებათ ? ცვლილებების დროა და სანამ არ გაიღვიძებთ პატიიოსანი ადამიანები, კვლავაც მასსავით ხელმოცარულის ეპითეტით დაჯილდოვდებით, როცა გამარჯვებული ხმების ქურდები vip პერსონის რანგში ავლენ.

 

დიახ, ის მზადაა ბოლომდე იბრძოლოს , ყველაფერი დათმოს , ოღონდ დამარცხდეს 90ნი წლებში დამკვიდრებული საარჩევნო კორუფციის მანქანა.

 

რისი რუსეთი, რისი ამერიკა. ეს სახელმწიფოებრივი არჩევანია -ან იმარჯვებ და აღწევ პოლიტიკური კლიმატის შეცვლას ან უკვე შენს შემდეგ თაობასაც უბიძგებ წარსულის ქვაბში მოიხარშოს.

 

არის ეს არჩევანი , თუმცა გასაგებია, რომ არავის არ უნდა მიეცეს უფლება პოსტამენტზე დეგრადირებული რეჟიმის ადგილი არჩევნების გარეშე დაიკავოს. მაგრამ თუ არ იბრძოლე და არ იქნა ამ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მასის პრინციპული პოზიცია, კვლავ იქნება კითხვა- თუ არა .....აბა ვინ.....და სკეპტიციზმი „ეს მაინც გადაწყვეტილია“.თქვენ კი დაბერდებით,წლები გავა .....იქნებით მუდმივად წაგებულები გამარჯვებული ელიტისა და მისი თანამდგომების ღლიცინის ფონზე.

ეს არაა გადაწყვეტილი.

თუა არა ეს რეჟიმი, აბა ?

რადიკალური, რევოლუციური სარჩევნო რეფორმა , რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტულ საარჩევნო კლიმატს.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ბრავო lasha_alo

მადლობა. ნამდვილად ერთი ასოც არაა კონიუნქტურული მიზნით ან რაიმე პოლიტიკური ინტერესებით დაწერილი. ზღვარზე ვართ . დალაგებულ ქვეყანას შეიძლება დიდი ხნით ავცდეთ და ჩემსავით ახალი თაობები მატყუარა ხელისუფლების ტყვე იყოს .

ეს არც რადიკალის ნაწერია და არც ზომიერის. მცდელობაა, გავიაზროთ ჰუ იზ ჰუ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ კიდე 50 წელი დაგჭირდებათ, რომ მიხვდეთ, როგორ ასულელებენ "არჩევნების" იდეით ბიდლოს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რისი რუსეთი, რისი ამერიკა. ეს სახელმწიფოებრივი არჩევანია -ან იმარჯვებ და აღწევ პოლიტიკური კლიმატის შეცვლას ან უკვე შენს შემდეგ თაობასაც უბიძგებ წარსულის ქვაბში მოიხარშოს.

 

არის ეს არჩევანი , თუმცა გასაგებია, რომ არავის არ უნდა მიეცეს უფლება პოსტამენტზე დეგრადირებული რეჟიმის ადგილი არჩევნების გარეშე დაიკავოს. მაგრამ თუ არ იბრძოლე და არ იქნა ამ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მასის პრინციპული პოზიცია, კვლავ იქნება კითხვა- თუ არა .....აბა ვინ.....და სკეპტიციზმი „ეს მაინც გადაწყვეტილია“.თქვენ კი დაბერდებით,წლები გავა .....იქნებით მუდმივად წაგებულები გამარჯვებული ელიტისა და მისი თანამდგომების ღლიცინის ფონზე.

ეს არაა გადაწყვეტილი.

თუა არა ეს რეჟიმი, აბა ?

რადიკალური, რევოლუციური სარჩევნო რეფორმა , რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტულ საარჩევნო კლიმატს

 

+++++++++++++++++

 

lasha_alo

მართლაც ბრავო....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ კიდე 50 წელი დაგჭირდებათ, რომ მიხვდეთ, როგორ ასულელებენ "არჩევნების" იდეით ბიდლოს

ნუუუ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...