Nukriko Posted June 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2011 ახალი დიქტატორული ტიპია, რომელსაც ძველი მეთოდებით ვერასდროს ვერ დაამარცხებ.. რაც შეეხება ამ ფაქტს, მგონია რომ რეკლამირებას უკეთებს საკუთარ ვითომ ოპოზიციონურ მედია საშუალებებს, რომ კონტროლიდან არავინ არ გამოვიდეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted June 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2011 Nukrikoდა როდისაა პალიტრა ოპოზიციური? ან რატომ უნდა იყოს ოპოზიციური?? ოპოზიციური არის მაგალIტად ალია. და ასავალ დასავალი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2011 PEPE.და როდისაა პალიტრა ოპოზიციური? ან რატომ უნდა იყოს ოპოზიციური?? ოპოზიციური არის მაგალIტად ალია. და ასავალ დასავალი. ოპოზიციონური პრესა საქართველოში არ არსებობს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 7, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2011 მედია კორპორაცია "ასავალ დასავალი" სოლიდარობას უცხადებს "მედია პალიტრას" და აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია . "ასავალ დასავალი" უკიდურეს შეშფოთებასა და პროტესტს გამოთქვამს "მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახურის მიერ არაგეგმიური შემოწმების დაწყების გამო. "მედიაპალიტრის" 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურის ერთდროულად შესვლა სერიოზულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური მოტივებით და მიზნად ისახავდეს საქართველოში თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ კიდევ ერთი და გადამწყვეტი იერიშის განხორციელებას",-ნათქვამია განცხადებაში. მედია კორპორაცია "ასავალ დასავალი" სოლიდარობას უცხადებს "მედიაპალიტრას" და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ იმოქმედოს პოლიტიკური მოტივებით. "ასევე, მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფალი პრესის წარმომადგენლებს, ვიყოთ სოლიდარულნი, რათა ძირშივე ავღკვეთოთ ხელისუფლების შესაძლო განზრახვა – დაატეროროს და საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს დამოუკიდებელი და ობიექტური მედიასაშულებები",-აღნიშნულია განცხადებაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted June 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2011 შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" სტრუქტურებში დღეს არაგეგმური შემოწმება დაიწყო . ამ დროისთვის მიმდინარეობს პრესის გავრცელების სამსახურის, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის, ქაღალდის საწყობის, სტამბის, წიგნების მაღაზიათა ქსელის და სხვა სტრუქტურების საწყობების დალუქვა."თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია შემოსავლების სამსახურის მიერ "მედიაპალიტრაში" არაგეგმური შემოწმების დაწყებას გამოეხმაურა და ამ ფაქტს შემაშფოთებელი უწოდა."არ მინდა იმის დაჯერება, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს დამოუკიდებელ მედია-საშუალება "პალიტრაზე", თუმცა, ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხული არაფერია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ რადიო "პალიტრის" ეთერით, გადაცემაში "რეზიუმე".მისივე თქმით, მისთვის ეს არის ახალი ინფორმაცია და დაელოდება შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისა და მედია სახლის ხელმძღვანელობის განცხადებებს. სამსახურის მიერ "მედიაპალიტრაში" არაგეგმური შემოწმების დაწყება მოულოდნელი არ ყოფილა , - ამის შესახებ ჟურნალისტმა რადიო "პალიტრის" ეთერით, გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.მისი განმარტებით, მსგავსი დარტყმის ქვეშ არის ყველა მედია საშუალება, რომელიც ისეთ ალტერნატიულ ინფორმაციას ავრცელებს, რაც ხელისუფლებისთვის მოსაწონი არ არის.როგორც ანთაძემ აღნიშნა, პრობლემა ის კი არ არის, რომ შემოსავლების სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს, პრობლემაა, რამდენად ობიექტურად ამოწმებს. "ამგვარი ნაბიჯები ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რაც ხშირ შემთხვევაში კითხვის ნიშნებს აჩენს", - დასძინა მან. "ქართული პარტია" პროტესტს გამოთქვამს შემოსავლების სამსახურის მიერ "მედიაპალიტრის" სტრუქტურებში არაგეგმიური შემოწმების გამო ."სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან მიდის სრულიად გააზრებული შეტევა თავისუფალი და გავლენიანი მედიის ერთ-ერთ უკანასკნელ წარმომადგენელზე, რომლის მიზანი ცალსახაა - დაიქვემდებარონ ან გაანადგურონ", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს არის რეჟიმის რეაქცია მაისის აქციების დროს მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებაზე."პირობას გაძლევთ, რომ "პალიტრას" უკვე აღარ დაგითმობთ", - ამ სიტყვებით მიმართა ხელისუფლებას რადიო "პალიტრის" ეთერით საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ინგა გრიგოლიამ . მან მოუწოდა ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეეშვას "მედია პალიტრას" და თავი დაანებოს თავისუფალ მედიაზე ზეწოლას. "მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას: გეყოთ ტელევიზიებში შეჭრა! გეყოთ "იბერიაში", ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა! პირობას გაძლევთ, რომ "პალიტრას" უკვე აღარ დაგითმობთ!", _ დასძინა გრიგოლიამ. "როდესაც ნაც-ისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი;როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი;როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი;კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ…შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…" -მარტინ ნიმოელერი- Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 8, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2011 7 ივნისს "მედიაპალიტრის" 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურმა შემოწმება ერთდროულად დაიწყო; მათ შორის 4 კომპანიის საწყობები დაილუქა ინვენტარიზაციისთვის. "მედიაპალიტრა" არ არის საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი ზოგადად, თუმცა ერთდროულად 6 სხვადასხვა შპს-ში მოულოდნელი შემოწმების დაწყება ლოგიკურად ბადებს ეჭვს და იწვევს შეშფოთებას, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა, მოხდეს მედიასახლზე გარკვეული ზეწოლა. "მედიაპალიტრის" ჰოლდინგში შემავალი საინფორმაციო საშუალებები ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა დღეს დილით მაკონტროლებლების მუშაობის გამო იყო გარკვეული შეფერხებები გაზეთების (აღსანიშნავია, რომ ამ სტამბაში "მედიაპალიტრის" გამოცემების გარდა, სხვა ჟურნალ-გაზეთებიც იბეჭდება) დისტრიბუციასთან დაკავშირებით."მედიაპალიტრა" წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს, როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებებს (ბეჭდვური, ინტერნეტი, რადიო), ასევე, მათი მუშაობისთვის და განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამსახურებს (პრესის გავრცელების სამსახური, სტამბა, წიგნების გამომცემლობა, წიგნების მაღაზიათა ქსელი, ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორი კომპანია და სხვა). "მედიაპლიტრის" სხვადასხვა სტრუქტურებში დღეისთვის დასაქმებულია ათასზე მეტი ადამიანი. "მედიაპალიტრა" მადლობას უხდის ყველა ორგანიზაციასა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2011 ყველგან შევლენ,სადაც მიშასნაირად არ ფიქრობენ.მოემზადეთ დიქტატურისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted June 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2011 ყველგან შევლენ,სადაც მიშასნაირად არ ფიქრობენ.მოემზადეთ დიქტატურისთვის.მე უკვე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted June 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2011 (edited) ყველგან შევლენ,სადაც მიშასნაირად არ ფიქრობენ.მოემზადეთ დიქტატურისთვის. როდესაც ზვიად გამსახურდიამ, გაზეთები აკრძალა და მხოლოდ ერთი გაზეთი დატოვა, მაშინ დაკარგა ძალიან ბევრი მომხრე. ხალხს თუ ორთქლსაც არ გამოაშვებინებენ, მაშინ კი იფეთქებს აუცილებლად და გინდა რუსეთს დააბრალონ და გინდაც ამერიკას. Edited June 8, 2011 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 8, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2011 ვეფხვი"როდესაც ნაც-ისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი; როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი; როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი; კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…" -მარტინ ნიმოელერი-ამჯერად ყველამ და ყველაფერმა მხარი დაუჭირა მედია პალიტრას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2011 გადაიხადონ, იქონიონ ბუღალტერია წესრიგში და არავნი არ შეაწუხებთ :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 8, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2011 მედიასახლ “პალიტრასთან” მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. აქციას, რომელიც მედიასახლისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით იმართება, ოპოზიციონერი ლიდერებიც ესწრებიან. “ეს არის გაგრძელება იმისა, რაზეც ვსაუბრობდით – 26 მაისს სააკაშვილმა მოახდინა დიქტატორული რეჟიმის გაფორმება და ყველანაირად ცდილობს ხალხის დაშინებას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მედიაპალიტრას, რომელიც შესაძლოა უკანონობის მსხვერპლი გახდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს აქციაზე მისულმა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაემ. ამასთან, მისივე თქმით, პირადად მისთვის ცნობილია ის სცენარი, რითაც შემოსავლების სამსახური ამა თუ იმ ორგანიზაციაში შედის. “ჩემთვის ცნობილია როგორ შედის შემოსავლების სამსახური ამა თუ იმ ორგანიზაციაში და აფორმებს უკანონობას. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზაცია ამბობს სიმართლეს და არ ეთანხმება ხელისუფების პოზიციას. თუ ხმას არ ამოვიღებთ მედიაზე ეს ზეწოლები გაგრძელდება”, – განმარტა ბურჯანაძემ. აქციას ასევე ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა, ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ინგა გრიგოლია და რესპუბლიკელების ლიდერები ესწრებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 8, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2011 http://a.pix.ge/i/xyuy7.jpg დღევანდელი აქცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 8, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2011 ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით, "მედიაპალიტრის" ეზოში სოლიდარობის აქცია გაიმართა. სოლიდარობის აქცია საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები "მედიაპალიტრის" კუთვნილ საწარმოებში შემოსავლების სამსახურის შესვლას მედიასახლის მიერ 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გაშუქებას უკავშირებენ. აქციაზე პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ.შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება გუშინ ერთდროულად დაიწყო, დაილუქა რამდენიმე ობიექტი, ზოგიერთ მათგანზე ამ დროისთვის ლუქი დროებით მოხსნილია. ვიდეო http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/5416-qmediapalitrisq-ezoshi-solidarobis-aqcia-gaimartha.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted June 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2011 რა მხოდა მერე?? ჩვეულებრივი პროცედურააა ნამდვილად, ითვლიან რამდენი შემოსავალი აქვთ რომ თვის ბოლოს ფული ხომ უნდა იცოდნენ რამდენი მოთხოვონ, აბა ბიუჯეტში გარღვევაა და შევსება ხო უნდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.