Nukriko Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 (edited) პოლიტიკოს მოპარული ფულები მაინც შერჩებათღარიბი კვლავ იშიმშილებს ან სხვაზე იქნება დამოკიდებული და ეს გარდაუვალი პროცესია, რომელიც აი უკვე 20 წელია საქართველოში მიმდინარეობს კვლავ ერთი და იგივე პოლიტიკოსები, კვლავ ერთი და იგივე იმედები და კვლავ ერთი და იგივე მოლოდინებიკვლავ მხსნელი, კვლავ საზიზღარი მმართველი და რა თქმა უნდა კვლავ რუსეთი და მოღალატეები კვლავ რწმენა იმისა რომ როდესღაც ესე თავისით, ჩვენს გარეშე მაინც "გაბრწყინდება ივერია"მაინც დავიბრუნებთ ტერიტორიებს, იმის მიუხედავად რომ ყველა ომი წავაგეთ და მაინც ვერ მივხვდებით, რომ ომის გარდა სხვა გზებიც არსებობს ჩვენთან პოლიტიკა, პოლიტიკა აღარ არის. ეს არის რელიგია, მითოლოგია რომელიც სავსეა გმირებით და ანტიგმირებით, მხსნელებით და გამყიდვლებით, ერთი სიტყვით ერთ დიდ ძველ ბერძნულ მითოლოგიის მსგავს რეალობაში ვცხოვრობთ. კვლავ ვიღაცის იმედი გვაქვს, აბა რომელიმე პოლიტიკოს რომ არ ვენდოთ ესეგი ნიჰილისტები ვყოფილვართ და ეს არის ნიჰილიზმი, ხოლო ნიჰილისტობას სიშტერე გვირჩევნია და იგივე შეცდომების დაშვება გვირჩევნია. არ ვიყავი თბილისში 15 დღის განმავლობაში და ტელევიზორი არ ჩამირთია პრინციპში, სულ სხვაგან ვიღავი და ე.წ ქართულ ტრადიციულ სუფრებზე მიწევდა ყოფნა, არც იმათ იცოდნენ თუ რა ხდებოდა თბილიში და არც აინტერესებდათ, ერთადერთი რაც უნდოდათ ეს იყო რომ არეულობა და რეპრესიები მათთან არ მისულიყო. არც ნაციონალური და არც სხვა პარტიის რომელიმე შენობა იყო. რაღაც სამოთხეს ჰგავდა, მთლად უდარდელი ცხოვრება არა, მაგრამ ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ნაკლებად ინტერესდებოდნენ პოლიტიკით. აი სწორედ ამ ხალხში დავინახე ის, რისი დანახვაც თბილისში თუ სხვაგან მინდა რომ დავინახო. ისინი არ ეძებდნენ მხსნელებს, არ ეძებდნენ მათ შორის მოღალატეებს, ისინი უბრალოდ მყუდროდ ცხოვრობდნენ, პატარა შემოსავლით და მშვიდი ნერვებით. არც სნობიზმი იყო, არც ქედმაღლობა და არავის არ ჰქონდა იმის სურვილიც კი, რომ ვინმეს ტვინი შეეცვალა და ახალ ადამიანად ექცია. ჩემი სამსახურიდან ბევრ რეგიონში მომიწია წასვლა მაგრამ აი ქვემო ქართლის ზუგადად ეს დაბა რომელსაც არ დავასახელებ, იყო ყველაზე თავისუფალი. არავინ არ უფიქრდებოდა იმას, რომ თუ კი საკუთარ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ხელისუფლებისადმი, ვინმე სამსახურიდან გააგდებდა, როგორც ეს ხდება საქართველოში. აი ამ მომენტში მივხვდი, თუ რამდენად ცუდად არიან იქ სადაც ნაც.მოძრაობის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისია. არ ვიცოდი საერთოდ რა ხდებოდა თბილისში, ყურის მოკვრით თუ გავიგებდი. ვხვდებოდი რომ ეს უმნიშვნელო იყო, ვერ შეცვლიან ისინი ვერაფერს, უფრო სწორედ დადებითისკენ. მივხვდი იმას, რომ სტაბილურობა არ აწყობთ მათ, სტაბილურობის დროს ხალხი ფიქრს იწყებს, ამიტომ მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაცია სჭირდებათ, ამიტომ სჭირდებად მუდმივად რუსეთი, მოღალატეები და გმირები, რომ ამ ვიწრო წრის იქით არ ვიფიქროთ. რაც გვჭირდება ეხლა ჩვენ, ისაა რომ ვაღიაროთ რომ ჩვენ არა რაღაც განსაკუთრებული, არამედ ელემენტარული გვჭირდება. რომ დღეს დღის წესრიგში არა "იბერიის გაბრწყინებაა" არამედ დასაქმებაა და შემოსავალი, არამედ შვილებისთვის სწავლის მიცმის საშუალებაა საჭირო. აღარ გვინდა ეს რელიგიური პოლიტიკა, რომლის ამოცანებია დიადი მიზნების მიღწევა. სწორედ ამ დიადი მიზნებისკენ რომ მივისწრაფით, რომლის მიხედვითაც ბოროტებას ვებრძვით და ამ ბოროტებაში რუსეთია ნაგულისმები, ხოლო ამ ბრძოლაში ყველას ავიწყდება, რომ რეგიონებში ელემენტარული კანალიზაციის პრობლემებია და ამ პრობლემებს, რა თქმა უნდა არ დაადგა საშუელი. თუმცაღა რასაც აშენებენ, ესეც კი არა საზოგადოების მოთხოვნების კონტექსტში აშენებენ, არამედ ამ მითოლოგიურ ბრძოლის კონტექსტში აშენებენ (რუსების ჯიბრზე). ერთი სიტყვით, რომ არ დაგღალოთ დასკვნას მოკლედ დავწერ. რა თქმა უნდა სხვაზე მაღლა არ ვაყენებ ჩემ თავს, მაგრამ ვხედავ რომ უმრავლესობა თქვენგანი ამ პოლიტიკურ მითოლოგიაში ჩართულნი ხართ და ახალის მისაღებად მზად არ ხართ. ეს ჩანს თქვენი იმედებიდან, რადგან კვლავ ძველი იმედები გაქვთ.. რა თქმა უნდა ყველაფერს დასაწყისი და დასასრული აქვს, მაგრამ მე მგონი ეს პროცესი ძალიან დიდი ხანი განმეორდება საქართველოში. კვლავ პოლიტიკურ მითოლოგიის მონაწილეები იქნებით (თქვენი მონაწილეობა კი იმაში გამოიხატება, რომ მაყურებელი ხართ და ამ სპეკტაკლმა ისე მოგხიბლათ, რომ მუდმივად შეგიძლიათ უყუროთ, ხოლო ახალი პოლიტიკური აზროვნება კი წარმოუდგენლად და ზღაპარად მიგაჩნიათ, ანუ შეცვლაც არ გინდათ და იცით, რატომ არ იცვლება პოლიტიკა, იმიტომ რომ სხვა პოლიტიკა თქვენი ყურადღების მიღმა რჩება) Edited June 4, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 დაერხა შარიკს, ცხოვრება არ ღირს, ჩავწვეთ კუბოში და თბილი საბანი დავიფაროთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 5 მილიონიდან 20 წელიწადში 3 მილონამდე დაეცა საქართველოს მოსახლეობა ტერიტორები დაიკარგაეკონომიკა განადგურდა და კიდევ იგივე იმედები, იგივე მოლოდინები რას ჰქვია სხვანაირად შევხედოთ, სხვანაირად ვიაზროვნოთ, სხვანაირად გავაანალიზოთ არ ჯობია გლეხურად აზროვნებას და სულ მოტყუებულნი დავრჩეთ წამოვიდა ახალი თაობა - მომხმარებლური თაობა. მათ "დიადი იდეები" არ იტაცებთ, არამედ ბჭყვიალა ნივთები უფრო მოწონთ.. ბევრს ეს კარგი ჰგონია, ამბობენ ისე ვეღარ დააბრიყვებენ ადამიანეებს, როგორც აქამდე აბრიყვებდნენ დიადი იდეებით. დიადი იდეებით მართალია აღარ ჭრის ახალგაზრდა თაობაში, მაგრამ მომხმარებლური მონობისკენ მიდრეკილება კი ჩანს. ბრჭყვიალა საგნებისთვის თავისუფლების და პრინციპების გაცვლა, ბევრს უღირს. ამიტომ არ მაქვს არც ახალი თაობის იმედი. სამოქალაქო საზოგადება ცუდია - ძველი ბიჭობა კარგია. თან ყველაზე კაიფი ის არის, რომ 40 წლის კაცები ძველ ბიჭობენ ეს ძველგაზრდების პრობლემა.. ერთი სიტყვით, არც ერთი თაობას არ აქვს იმის თავი, რომ რამე რეალურად შეცვალოს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 სამოქალაქო საზოგადება ცუდია - ძველი ბიჭობა კარგია. თან ყველაზე კაიფი ის არის, რომ 40 წლის კაცები ძველ ბიჭობენ ეს ძველგაზრდების პრობლემა.. ერთი სიტყვით, არც ერთი თაობას არ აქვს იმის თავი, რომ რამე რეალურად შეცვალოს.. ძველს რომ არ შეაგინო, ისე ახლას ვერ ააშენებ ხო? პ.ს. სტერეოტიპებში ხარ ჩამჯდარი. ფანჯარა გააღე და შემოუშვი სუფთა ჰაერი. ისე ღვინოც შველის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 ძველს რომ არ შეაგინო, ისე ახლას ვერ ააშენებ ხო?არა, რა თქმა უნდა ააშენებ. და აქ ძველს რას ეძახი? ძველ ბიჭობას? პ.ს. სტერეოტიპებში ხარ ჩამჯდარი.რომელი სტერეოტიპი, დააკონკრეტე.. . ფანჯარა გააღე და შემოუშვი სუფთა ჰაერისარეკლამო აბრებზე წარწერები რომ არის იმას მაგონებს ეს სიტყვები. სარეკლამო მენეჯერი ხარ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 (edited) Nukrikoჩემს თაობას არასწორი, არაჯანსაღი წარმოდგენები ჰქონდა როგორც ეროვნულ ინტერესბზე ასევე ადამიანის ღირსებაზე,თუმცა ერთსა და მეორეზეც საუბარი ძალიან უყვარდა და ეხლაც უყვარს,ამასთან ერთად ჩემი თაობა იყო უკიდურესად აგრესიული და არარაციონალური, თუმცა ფულისა და დროსტარების მოყვარულიდა როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცა რომ ფული ჩაეგდო ხელში ძალიან ბევრმა საკუთარი ძმაკაცი გადააყირავა,ხოლო სამშობლო კი გაყიდა როგორც შეეეძლო ისე, ზოგმა ჯართის, ხოლო ზოგმა თავინი თანამემამულეების ქონების განიავების ხარჯზე აიწყო ცხოვრება,ხოლო ვინც ეს ვერ შეძლო ის დაიბოღმა და ასეთებს დღEს ლუზერები ეწოდებათ, რაც შეეხება თქვენს თაობას მას მაგრად კიდია როგორც ჯანსაღი ისევე არაჯანსაღი ეროვნული ინტერესები თუ ადამიანის ღირსება (თუნდაც ყალბად გაგებული)თქვენ ჩვენსავით გიყვართ ფული და დროსტარება, თქვენც ასევე აგრესიულები ხართ, ოღონდ ჩვენგან განსახვავებით ენერგია არ გყოფნით რომ თავად ჩაიდინოთ რაღაც აგრესიული ამიტომაც ეს სახელმწიფო ორგანოებს და სახელმწიფო იდეოლოგიას მიანდეთ ან კომპიუტერულ თამაშებში მოიკალით აგრესიის ჟინიმოკლედ, თქვენი თაობა გაცილებით უფრო მშიშარაა ვიდრე ჩვენი და სუსტი, უინიციატოვო და უენერგიო Edited June 4, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 არა, რა თქმა უნდა ააშენებ. და აქ ძველს რას ეძახი? ძველ ბიჭობას? რომელი სტერეოტიპი, დააკონკრეტე.. სარეკლამო აბრებზე წარწერები რომ არის იმას მაგონებს ეს სიტყვები. სარეკლამო მენეჯერი ხარ?კარგი შევეშვათ. უბრალოდ, შენი ენთუზმიაზმით რომ მეცხოვრა ამდენი ხანი 9-ჯერ დამარხული უნდა ვიყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 Siknadmoთაობა გაცილებით უფრო მშიშარაა ვიდრე ჩვენი მშიშარა რ მხრივ? ესეგი თუ სამეგრელოში არ წავედი და არ დავიწყე იქ ძარცვა-გლეჯა, ესეგი მშიშარა ყოფილა? ჩემი თაობა კომფორმისტია და ეს კომფორმიზმი მამენტ წინა თაობებისგან მემკვიდრეობით მიიღო.. ოღონდ ჩვენგან განსახვავებით ენერგია არ გყოფნით რომ თავად ჩაიდინოთ რაღაც აგრესიულიდა თქვენ სამოქალაქო ომის გარდა რა ჩაიდინეთ "აგრესიული" და "გმირული"? თუ ამას ეძახით ვაჟკაცობას, მაშინ ეს ჩემი აზრით არის უტვინობა და მეტიც, გამოდის რომ ჩემი თაობა უფრო ჭკვიანია, რადგან სამოქალაქო ომში ჩემი თაობის უმრავლეობა არ ჩერთვება, განსხვავებით თქვენსგან.. თუმცაღა აქ თაობებს შორის დაპირისპირება არაფერ შუაში იყო, არ ვაპირისპირებ და გეუბნებით, რომ ყველა თაობა საქართველოში უკაცრავად და მძღნერში არის და გინდ აწიეთ ცხივრი და გინდ არა, მაინც მძღნერში ვიქნებით სანამ, ერთად არ შევძლებთ რამე ახლის შექმნას (ახალი არ ნიშნავს ძველის დავიწყებას, პირიქით ახალი ნიშნავს ძველის გათვალისწინებას და ძველი შეცდომების აღარ დაშვებას) რაც შეეხება თავზეხელაღებულ ნაძირლებით რომ ამაყობთ, ისინი ადრე საზოგადოებაში იყვნენ და პოლიტიკა მეტ-წილად ემიჯნებოდა, ეხლა ისინი ჩადგნენ რეჟიმის სამსახურში და არაფრით ნაკლები "ბეზპრიდელნიკები" არ არიან, კუდია თუ სოდი ვიდრე მარადიორი მხედრიონელები თუ ზვიადისტები, მეტიც გაცილებით საშიშინი არიან.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 babuagiorgi კარგი შევეშვათ.მე არც დამიწყია, შენ დაიწყე: თაობების დაპირისპირება და სტერეოტიპებზე ლაპარაკი.. უბრალოდ, შენი ენთუზმიაზმით რომ მეცხოვრა ამდენი ხანი 9-ჯერ დამარხული უნდა ვიყო. მე არ მაინტერესებს შენ რა ენთუზიაზმით იცხოვრე.. უბრალოდ რითი იყო შენი ენთუზიაზმი უკეთესი და რა უკეთესი შედეგი მიიღე ამ ენთუზიაზმით, რითია ეს ჩემ არჩევანზე უკეთესი ამას ვერ ასაბუთებ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 Nukrikoმშიშარა რ მხრივ? ესეგი თუ სამეგრელოში არ წავედი და არ დავიწყე იქ ძარცვა-გლეჯა, ესეგი მშიშარა ყოფილა? ჩემი თაობა კომფორმისტია და ეს კომფორმიზმი მამენტ წინა თაობებისგან მემკვიდრეობით მიიღო.. ჩემი თაობა უფრო მოჩხუბარი იყო, აგერ ჩემი სახლის უკან სკვერია, კვირაში მინიმუმ ერთხელ მუშტი კრივი იმართებოდა,ეხლა კი სიწყნარეა, არადა ტინეიჯერულ ასაკში თუკი არ ჩხუბობს ბიჭი ის ალბათ სრულყოფილ მამაკაცად ვერ ჩამოყალიბდება,რაც შეეხეაბ სამეგრელოს, არ გვინდა დაკნინება აფხაზეთის ომში მიიღო ჩემმა თაობამ მონაწილეობა, აბსოლუტურად გაუწვრთნელმა, არაორგანიზებულმა და სხვათა შორი არ იომა ურიგოდ,საბჭოთა არმიაში ქართველების ეშინოდათ, ასევე რუსეთში და ყოფილ საბჭოთა კავშირში საკმაოდ რიდით გვიყურედნენ, ქართველი კაცი მოჩხუბარ საშიშ ტიპად ითვლებოდა,რაც შეეხება კონფორმისტობას გეთანხმები, მაგრამ რასაც მე დღეს ვხედავ, ქალაჩუნებითაა გატენილი ახალგაზრდობა, ტესტოსტერონი, მამაკაცურობა აკლიათ, ჩაცმულობა თუ მოხვრა მოხვრაა აქვთ დედლური, ლაპარაკის მანერაც Nukrikoრაც შეეხება თავზეხელაღებულ ნაძირლებით რომ ამაყობთ, ისინი ადრე საზოგადოებაში იყვნენ და პოლიტიკა მეტ-წილად ემიჯნებოდა, ეხლა ისინი ჩადგნენ რეჟიმის სამსახურში და არაფრით ნაკლები "ბეზპრიდელნიკები" არ არიან, კუდია თუ სოდი ვიდრე მარადიორი მხედრიონელები თუ ზვიადისტები, მეტიც გაცილებით საშიშინი ათავზეხელაღებული ტიპები ხელისუფლებაში არიან კონცენტრირებული და არა დაჩაგრულ საზოგადოებაში,ეს ტრაგედიაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 მაგრამ რასაც მე დღეს ვხედავ, ქალაჩუნებითაა გატენილი ახალგაზრდობა, ტესტოსტერონი, მამაკაცურობა აკლიათ, ჩაცმულობა თუ მოხვრა მოხვრაა აქვთ დედლური, ლაპარაკის მანერაცდა რომ უთხრა, 10 ლარად მინეტი დაურტყიო, იუკადრისებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 Siknadmoჩემი თაობა უფრო მოჩხუბარი იყოიმიტომ რომ ნაკლები გასართობი იყო (რეგიონებში სადაც ნაკლები გასართობია, იქაც ხშირად ჩხუბობენ) აგრამ სულელური სტერეოტიპებით მსჯელობ, აი ძალიან ისეთ სტერეოტიპებით, ვიღაცის მაგარი ჩაბანძება რომ გინდა.. მაგრამ რასაც მე დღეს ვხედავ, ქალაჩუნებითაა გატენილი ახალგაზრდობა, ტესტოსტერონი, მამაკაცურობა აკლიათ, ჩაცმულობა თუ მოხვრა მოხვრაა აქვთ დედლური, ლაპარაკის მანერაც ჯერ ესერთი ჩემ დროს და ეხლა საბედნიეროდ შემცირდა, ყოველ დღე თუ ვინმეს არ კლავდნენ, ჭრიდნენ მაინც.. ეს სხვათაშორის აგრესიაზე. და ძალიან კარგი, რომ ეს აღარ არის. მოდი შედეგებზე ვილაპარაკოთ, ხო ჰგონიათ რომ უკეთესი თაობა ხართ, რა დადებით მემკვიდრეობას ტოვებთ? მე იმის მეშინია, რომ ჩემმა თაობამაც უარყოფითი მემკვიდრეობა არ დაუტოვოს მომავალს. ხო ფაქტია რომ სახელმწიფო არ შემდგარი იყო, ამ "ვაჟკაც" თაობის "ომობანის" შედეგად... ხო ფაქტია, რომ ამ ომობანებმა და ა.შ ბევრ ჩემ თაობის წარმომადგენელს, ბავშვობა რბილად რომ ვთქვათ უსიამოვნოდ გაატარებინა.. ფაქტი კი ერთია, მემკვიდრეობით ბევრი რამე მივიღეთ ისეთი, რისი მიღებაც ჩემი და ჩემზე ახალგაზრდა თაობას, კარგი საქმეების კეთებაში ვერ გამოადგება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 Nukrikoიმიტომ რომ ნაკლები გასართობი იყო (რეგიონებში სადაც ნაკლები გასართობია, იქაც ხშირად ჩხუბობენ) აგრამ სულელური სტერეოტიპებით მსჯელობ, აი ძალიან ისეთ სტერეოტიპებით, ვიღაცის მაგარი ჩაბანძება რომ გინდა..არანაირად, ჩხუბით ყველა ჩXუბობს ამერიკელიც და იაპონელიც, ეს ნორმალურია, გარკვეულ ასაკში, ტესტოსტერნოის მოძალებისას აუცილებელია მამაკაცში მებრძოლი სულის ჩამოყალიბება,ასე რომ თუკი დანისა და უაზრო, ერთსაათიანი საქმის გარჩევების გარეშე ახალგაზრდები დაალეწავენ ერთმანეთს თავყბას ეს თავად მათი ფორმირებისთვისაა კარგი[quote name=Nukriko' date='Today, 03:49 PM' timestamp='1307188182' post='412972]მოდი შედეგებზე ვილაპარაკოთ, ხო ჰგონიათ რომ უკეთესი თაობა ხართ, რა დადებით მემკვიდრეობას ტოვებთ? არ ვთვლი რომ უკეთესი თაობა ვართ, კრიმინალური მენტალიბით დაბინძურებეული ცნობიერება გვქნოდა,, რამაც უდიდდეის გავლენა მოახდინა საქართველოს ტრაგიკულ მდგომარეობაზე ის რომ ეხლა ქალაჩუნა თაობა მოდის ესეც ჩვენი თაობის ბრალია, მოხდა გენეტიკური ცვლილებები ქართულ ეთნოსში, საჭირო იყო აგრესიული, ტესტოსტერ მომატებული თაობა ჩანაცვლებულიყო ქალოიე ტიპებით, ფაქტი კი ერთია, მემკვიდრეობით ბევრი რამე მივიღეთ ისეთი, რისი მიღებაც ჩემი და ჩემზე ახალგაზრდა თაობას, კარგი საქმეების კეთებაში ვერ გამოადგება.. ჩვენ ვერაფერი გასწავლეთ პირიქით ანტიმაგალითები ვართ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 Nukrikoერთი სიტყვით, არც ერთი თაობას არ აქვს იმის თავი, რომ რამე რეალურად შეცვალოს.. ჩავწვეთ კუბოში და თბილი საბანი დავიფაროთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.