Jump to content
Planeta.Ge

გაუპატიურების ფაქტები


Recommended Posts

კახეთის საინფორმაციო ცენტრს იზოლატორში მყოფი ერთ-ერთი პატიმრის წერილი მიაწოდეს. პატიმარი წერილში აღნიშნავს, რომ შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, 26 მაისს, აქციის დარბევის შემდეგ რამდენიმე დაკავებული თბილისის იზოლატორში დუბინკებით გააუპატიურეს. მისივე განმარტებით, წერილის მოწერის მიზანია, საზოგადოებამ შეიტყოს იმ ვანდალიზმის შესახებ, რაც აქციის დარბევის შემდეგ სამართალდამცავებმა ჩაიდინეს.

 

„26 მაისს, პარლამენტის შენობას სპეცრაზმი რომ მოუახლოვდა, უკვე გავრბოდით. დაგვიჭირეს და ხელებზე პლასტმასის ხელბორკილები დაგვადეს. მერე მიწაზე დაგვყარეს და ასე ვიყავით დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. იზოლატორში რომ გადაგვიყვანეს, სპეცრაზმელები შემოგვყვნენ. ვერ აგიღწერთ იქ რა ხდებოდა. დაკავებულებს ცემდნენ და აგინებდნენ. რამდენიმე ჩვენგანი დუბინკებით გაგვაუპატიურეს“ - აღნიშნავს პატიმარი.

 

ძალადობის ფაქტზე რეაგირებისათვის მას პროკურატურისთვის არ მიუმართავს და არც იზოლატორის ადმინისტრაციისთვის შეუტყობინებია. „აზრი არ აქვს. ხალხი დახოცეს, იმას არ იძიებენ და ამას არავინ გამოიძიებს. წერილის მოწერის მიზანია, საზოგადოებამ შეიტყოს იმ ვანდალიზმის შესახებ, რაც აქციის დარბევის შემდეგ სამართალდამცავებმა ჩაიდინეს. ჩვენთან ერთად საკანში რამდენიმე არასრულწლოვანი იმყოფებოდა. სპეცრაზმელებმა არც ისინი დაინდეს. გაუპატიურების შემდეგ სახეში გვაფურთხებდნენ, კარგად დაგამახსოვრდებათ და მეორედ აქციაზე აღარ გახვალთო“, - აღნიშნავს პატიმარი.

 

დარბევის ღამეს მოქალაქეების გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატმა მანანა კობახიძემაც გაავრცელა. მისი თქმით, კინოთეატრ „რუსთაველში“ სპეცრაზმელებმა ქალები გააუპატიურეს.

 

„აქციის დაშლის პროცესში კინო „რუსთაველში“, სადაც დაახლოებით სამასამდე ადამიანმა შეაფარა თავი, დაფიქსირდა ამორალური საქციელი. იქ შესულმა სპეცრაზმმა დააფიქსირა, რომ კინოთეატრი ქალებს დაეტოვებინათ და მამაკაცები დარჩენილიყვნენ. მიუხედავად ამისა, არიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რამდენიმე სპეცრაზმელმა კინოთეატრის შენობაში ქალები გააუპატიურეს“, - აცხადებს „პრესაგე.ტვ“-სთან ინტერვიუში კობახიძე. მისივე თქმით, გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრისგან“ შეიტყო.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „კინოთეატრ „რუსთაველში“ სპეცრაზმის მხრიდან მოხდა რამდენიმე გოგოს გაუპატიურება. თუმცა არ ვიცი, ეს იყო გაუპატიურება, თუ იყო მცდელობა. ყოველ შემთხვევაში მცდელობას რომ ჰქონდა ადგილი, ეს ცხადია“, - ამბობს ნანუაშვილი.

 

26 მაისს აქციის მონაწილეების და კინოთეატრ „რუსთაველში“ მყოფი მაყურებლების გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

 

http://ick.ge/ka/articles/6429-26-.html

 

პ.ს. სამწუხაროა... რომ ამ წუმპეში მოგვიწია ცხოვრებამ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და კიდევ ვიტყვით რომ საზიზღარი სააკაშვილის ბრალია ყველაფერი, ხალხია ნაგავი და მორალური ავადმყოფი, საზოგადოებაა დაავადებული, ცხადია ხელისუფალნიც.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

ა კიდევ ვიტყვით რომ საზიზღარი სააკაშვილის ბრალია ყველაფერი, ხალხია ნაგავი და მორალური ავადმყოფი, საზოგადოებაა დაავადებული, ცხადია ხელისუფალნიც

ვერ გავიგე?

 

ხალხი რა შუაშია?!??!!?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ გავიგე?

 

ხალხი რა შუაშია?!??!!?

 

ანუ მასობრივი მორალური გახრწნა მიდის, არა მხოლოდ მიშა და მისი ვიწრო გარემოცვა, არამედ ყველა ვისაც ოდნავი ძალაუფლება აქვს, ვიგულისხმე ის ადამიანები ვინც ამ აქციის დარბევაში მონაწილეობდა და ციხეებში მუშაობს. კი, ხალხი ზედმეტად კეთილშობილური შესატყვისია მათთვის, უკაცრავად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არანაირად არ მიკვირს რომ ამის გამკეთებლები არიან, თუმცა როგორ გინდა რომ ეს დაადასტურო,

არ არის ისეთი რამ რასაც მაკაკები არ იკადრებენ,

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ მასობრივი მორალური გახრწნა მიდის, არა მხოლოდ მიშა და მისი ვიწრო გარემოცვა, არამედ ყველა ვისაც ოდნავი ძალაუფლება აქვს, ვიგულისხმე ის ადამიანები ვინც ამ აქციის დარბევაში მონაწილეობდა და ციხეებში მუშაობს. კი, ხალხი ზედმეტად კეთილშობილური შესატყვისია მათთვის, უკაცრავად

 

მთელ მსოფლიოში პოლიციელები და ასეთი ტიპის სპეცრაზმების ერთი იმით არიან გაკეთებული.

ყველაგან ერთი და იგივე ამორალური გრძნობები და სისასტიკე ამოძრავებთ.

განსხვავება კანონის ქმედითუნარიანობაში და სასამართლოს მოქმედებაშია. სხვაგან ასეთ პოლიციელებს კანონის ეშინიათ. ეშინიათ რომ დაისჯებიან,ჩვენთან კი ასეთებს აჯილდოვებენ და ამიტომაც გვაქვს ასეთი შედეგი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და კიდევ ვიტყვით რომ საზიზღარი სააკაშვილის ბრალია ყველაფერი, ხალხია ნაგავი და მორალური ავადმყოფი, საზოგადოებაა დაავადებული, ცხადია ხელისუფალნიც.

შენ გააუპატიურებ ვინმეს ან 5 კაცთან ერთად ხელკეტით სცეემ მოხუცს?

წაიკითხე ფორუმ ჯიში მიშმაკაკების შეხედულებები და მიხვდები რომ ეს ხალხი ძალიან განსხვავდება ჩვენგან, ძალიან

 

სააკაშვილის თვითოეული მომხრე უკვე ანომალიაა და დგას მიღმა ყოველგვარი ზნეობის და ადამიანობის

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

,ჩვენთან კი ასეთებს აჯილდოვებენ და ამიტომაც გვაქვს ასეთი შედეგი.

 

 

გიორგი გეგეჭკორი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა

14:19 03.06.2011

 

[ინტერპრესნიუსი]

 

 

საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა დაუდასტურა.

 

მანამდე გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე ვასილ სანოძე მუშაობდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა და მძიმე მდგომარეობაში ისრაელის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

http://www.presage.tv/?m=news&NID=10271

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა ეს თუ ფაშიზმი არაა მა რა ჩემი ფეხებია,

მეტი რაღა უნდა გაგვიკეთონ,

 

გვძარცვავენ, გვცემენ, გვხოცავენ და ერთი ეგ იყო დარჩენლილ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...