lasha_alo Posted June 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2011 (edited) აშშ-ს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, პოლიტოლოგ სერგეი მარკედონოვის აზრით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან დამშვიდობება ჯერ ნაადრევია. „მას არაერთი კოზირი გააჩნია: 1. პატრიოტული მობილიზაცია - ისტორიკოსებს ჯერ კიდევ მოუწევთ იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რა მოსაზრებებმა უბიძგა საქართველოს პარლამენტს (სადაც მმართველი პარტია უმრავლესობას წარმოადგენს და აღმასრულებლის კონტროლის ქვეშაა) „ჩერქეზების გენოციდის" რეზოლუციის მიღებისკენ. 2. ოპოზიციას არ ჰყავს ერთი, უდაო ლიდერი - ქართველ „უკმაყოფილოთა" რიგებში ძალიან ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი მოგროვდა, რომლებსაც არა რაღაც აბსტრაქტული ცოდვები, არამედ კონკრეტული ნეგატივი აქვთ „ძველ ოპოზიციონერებთან" ურთიერთობებში. ასეთ ტვირთთან განშორება ასეთ პატარა ქვეყანაში მარტივი არ არის. 3. არ შეიძლება დასავლეთის მხარდაჭერის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა - რა თქმა უნდა, საუბარი კონსპიროლოგიურ თეორიებზე არ არის, მაგრამ 2008-2011 წლებში სააკაშვილმა მრავალჯერ დაუმტკიცა აშშ-ს და ნატო-ს თავისი ერთგულება (ქართული მონაწილეობის გააქტიურება ავღანეთში ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეების პასიურობის ფონზე) და დასავლეთს ძალიან არ უნდა, რომ საქართველოში ხელისუფლება კვლავ ქუჩის აქციებით შეიცვალოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველა იმედი დაკავშირებული წარმატებულ დემოკრატიულ ტრანსფორმაციასთან, უბრალოდ გაქრება", - ასეთია საქართველოში 21-26 მაისის მოვლენების მიმოხილვისას პოლიტოლოგის აზრი. მისივე განმარტებით, 2011 წლის მაისის მოვლენებიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - ქართული სპეცრაზმელების უკიდურესი სისასტიკე და სააკაშვილის ემოციური რეაქცია, რომელიც შეთქმულების თეორიებზე ალაპარაკდა, ღიად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველა შესაძლო მეთოდს მიმართავს იმისთვის, რომ როგორმე შეინარჩუნოს (ან გაიხანგრძლივოს) ხელისუფლებაში ყოფნა. „პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ასეთი ძალის გამოყენება აშკარად წინასწარ განზრახული აქტი იყო, რომლის მიზანიც ნებისმიერი იმ ადამიანის დაშინება გახლდათ, ვინც რეჟიმის შეცვლას გაიფიქრებს. გარდა ამისა, არსებობს მეორე ფაქტორიც, დასავლური საელჩოების ძალიან ფრთხილი რეაქცია თბილისის მოვლენებზე დიდ პოტენციურ საფრთხეს მოიცავს. 2008 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მკაფიო სიგნალების არ არსებობას შეუძლია თბილისის რეჟიმის სრული მხარდაჭერის ილუზია შექმნას, მათ შორის მთავრობის ისეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზეც, როგორიც ეს უკანასკნელი იყო. აქედან ერთი უხერხული კითხვა იბადება: კიდევ რა უნდა გაუკეთოს ოფიციალურმა თბილისმა საკუთარ მოსახლეობას, რომ დასავლური ქვეყნების პოლიტიკური კლასების დამოკიდებულება ამ „დემოკრატიის შუქურის" მიმართ უფრო კრიტიკული გახდეს? მესამეც - 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, რუსეთის ინტერვენცია ძალიან ნაკლებსავარაუდოა. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს მომდევნო მმართველებს, იმ შემთხვევაშიც თუკი ისინი მოქმედი ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან, ფხიზლად გააცნობიერებენ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს. ყველა შემთხვევაში, ამ მიმართულებით ნებისმიერი რუსული ინიციატივა, მხოლოდ დაადასტურებდა დასავლეთის ეჭვებს 2008 წელს კრემლის „რეალურ განზრახვებზე", - მიიჩნევს მარკედონოვი. რაც შეეხება უშუალოდ „სახალხო კრებასა" და ქართული ოპოზიციის ე.წ. რადიკალურ ნაწილს, პოლიტოლოგის შეფასებით, 21-26 მაისის მოვლენებმა déjà vu-ს ეფექტი შექმნა. „ოპოზიცია აქციების დაწყების ყოველ ჯერზე სააკაშვილის რეჟიმს „უკიდურეს ვადას" უწესებს. ასე იყო გასულ წლებშიც, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ოპონენტები მნიშვნელოვანი ეროვნული ზეიმების წინ გამოსვლებს აწყობდნენ. ეროვნული დღესასწაული, რომლის წინაც ეს ბოლო აქციები დაიწყო, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 20 წლისთავია (რამაც 1918 წლის 26 მაისიდან - 1921 წლამდე იარსება). ეს დღე ოპოზიციისთვის მთავარ სამიზნედ (რამდენად წარმატებულად ეს სხვა საკითხია), ხელისუფლებისთვის კი სერიოზულ გამოცდად იქცა. ამავდროულად, ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა კონსოლიდაციით გამოწვეული აღფრთოვანება ჯერ ჩამცხრალი არ არის, რომ მათ რიგებში ახალი განხეთქილებაა. ოქრუაშვილი-ბურჯანაძის დაპირისპირება ძველი ტენდენციის მორიგი დადასტურებაა. ხოლო ხელისუფლება, როგორც კი საქმე ოპოზიციასთან აქვს, მას უმალ მოსკოვთან კავშირში ადანაშაულებს და მეთოდებისა და გზების არჩევას უწუნებს. იმას რომ ნინო ბურჯანაძე (ხელისუფლება-ოპოზიციის მიმდინარე დრამატული დაპირისპირების მთავარი გმირი) „ხუთდღიანი ომის" შემდეგ მოსკოვს ეწვია და რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოსთქვა, დღეს მის წინააღმდეგ იყენებს ყველა პროსამთავრობო მედიასაშუალება", - აცხადებს პოლიტოლოგი. ამასთან, მისივე შეფასებით, ბურჯანაძემ გარისკა და მართალია ვერ გაიმარჯვა, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ სრულად დამარცხდა. „ოპოზიციის რადიკალურმა ელემენტებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს. ბურჯანაძემ გარისკა და მართალია ვერ გაიმარჯვა, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ სრულად დამარცხდა. მან უმალ მიაღწია პირდაპირ ეთერს. მისი მიტინგები აჩვენეს ორი საერთო ნაციონალური არხის ეთერში. პარლამენტის ყოფილი სპიკერის უდაო წარმატებად იქცა მისი თანამშრომლობა საქართველოს დედაქალაქში მოქმედ დასავლურ დიპლომატიურ კორპუსთან (ბურჯანაძის შეხვედრა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან ერიკ ფურნიესთან). ამით მან ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი მთავარი საზრუნავი დასავლეთის პოზიციაა და პრინციპში სხვა მოლოდინი ვერც იარსებებდა მიხეილ სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლთან, „ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ ლიდერთან და გარკვეულ პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან მიმართებაში. საეჭვოა მეორე „არასისტემური" ოპოზიციონერის ირაკლი ოქრუაშვილის „პრორუსულობაც". თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყოფილი ხელმძღვანელი პირადადაა პასუხისმგებელი 2004 წლის ზაფხულში სამხრეთ-ოსეთის გაყინული კონფლიქტის „გალღობაზე". ეს არის ადამიანი, რომელმაც პირობა დადო, რომ ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდა და რუსეთის მცხოვრებლებს ფეკალიის მომხმარებლებს ადარებდა", - ამბობს ის. ამ კონტექსტში, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოში როგორც არ უნდა განვითარდეს მომავალში სიტუაცია, მიხეილ სააკაშვილის ჰიპოთეტური წასვლის შემდეგაც საეჭვოა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი პრორუსული გახდება. „ბურჯანაძის და ნოღაიდელის მოსკოვურმა ვიზიტებმა არავინ არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში - ოპოზიციის როლიც ხომ მთავრობის კრიტიკა და მის მოქმედებებში ხარვეზების ძებნაა. ტერიტორიული მთლიანობის და დასავლურ ქვეყნებზე და ინსტიტუტებზე ორიენტაციის მხრივ, ბურჯანაძეც და ოქრუაშვილიც მისი წინამორბედის კურსს განაგრძობენ. როგორც სჩანს (განსაკუთრებით ბურჯანაძის შემთხვევაში) ეს არ გაკეთდება ისე ხისტად და რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების ფასად (აქედან გამომდინარეობს მისი მხრიდან მოსკოვში ნიადაგის მოსინჯვის მცდელობები), თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ამ მხრივ ილუზიები არავის არ უნდა ჰქონდეს. შესაძლებლობათა მაქსიმუმი - „საკრალური თემების" პრაგმატულ სიბრტყეში გადატანა და რუსეთის ფედერაციის მიმართ დემონსტრაციულად მტრულ აქციებზე უარის თქმაა", - აცხადებს სერგეი მარკედონოვი.http://ghn.ge/news-43908.htmlდუგინი:http://www.youtube.com/watch?v=DNH9ptzLJ0Y Edited June 3, 2011 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted June 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2011 ან სულელია ან ატყუებს ხალხს, რათა ჩვენ გვეგონოს, რომ მას ესე ჰგონია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2011 lasha_aloეგ არ ვიცი და ბურჯანაძე რა გონორზეა ნახეთ "კატეგორიულად ვაცხადებ, არ ვაპირებ საქართველოდან წასვლას და რომელიმე ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას" , - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.პარლამენტის ექსსპიკერმა მადლობა გადაუხადა უმრავლესობის წარმომადგენელს აკაკი მინაშვილს მსგავის შინაარსის რჩევისთვის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოეთის ქვეყნებს მხოლოდ ერთი ან რამდენიმედღიანი ვიზიტით ეწვევა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის. ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ მათი დახმარებით საზღვარგარეთ პრესკონფერენციებიც გამართოს. ოპოზიციონერმა ლიდერმა სახალხო კრების მხარდამჭერების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და ტერორის შემთხვევებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი მტკიცებით, კრების მხარდამჭერებს, მძღოლებს, დაცვის თანამშრომლებს გაუფრთხილებლად, პირდაპირ ქუჩებში აკავებენ, როცა ისინი ერთი ზარის შემთხვევაშიც კი მზად არიან გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებებში და ახსნა-განმარტებები მისცენ. "ასეთი ჩასაფრებული დაკავებები იმიტომ ხდება, რომ მათ პოლიციისთვის წინაღმდეგობის გაწევაში დასდონ ბრალი და პატიმრობა მიუსაჯონ", - აღნიშნა ბურჯანაძე."დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა კრების მხარდამჭერების შანტაჟში დღეს ბორჯომის პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიძეც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხვედელიძე მათ იარაღის არსენალის "აღმოჩენით" ემუქრება."თუ მან იცის ასეთი არსენალის შესახებ, რატომ არ არის ის ამ დრომდე ამოღებული?! სამართალდამცველ ორგანოებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ მსგავსი ნივთმტკიცებები აღმოეჩინათ. თუ ამის შემდეგ "სახალხო კრების" რომელიმე მომხრის სახლში ან ოფისში იარაღი იქნება აღმოჩენილი, ეს იქნება პირდაპირი პროვოკაცია, რომელზეც პასუხისმგებლობა პირადად ბორჯომის პოლიციის უფროსს და ხელისუფლებას დაეკისრება", - აღნიშნა მან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2011 http://ghn.ge/news-43908.htmlდუგინი:http://www.youtube.com/watch?v=DNH9ptzLJ0Yაი ეს დუგინი ბოდავს.ამერიკელებს სააკაშვილის შეცვლა უნდოდეთ, ერთი ტელეფონის ზარით შეცვლიან.აი იმაში კი მართალია, შემცვლელი არ ყავთო ჯერ გამოკვეთილი ლიდერი. რო გამოჩნდება, შეცვლიან უპრობლემოდ. ამერიკელებს რისიც ეშინიათ ალბათ, ის რომ პრორუსული ძალები არ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამის საშიშროება გარკვეულად არის. მით უმეტეს არის რუსეთიც, რომელსაც შეუძლია ჩაერიოს ამ პროცესებში ფარულად თუ ღიად.რევოლუცია და ქაოსი როგორც დუგინი ამბობს, ეხლა მარტო რუსეთს სჭირდება აქ. ამერიკას კი არა. გარდა ამისა ამერიკას სჭირდება ერთი მყარი დასაყრდენი მთლიანად რეგიონის დაქვემდებარებისთვის თავის გავლენის ქვეშ და ამისთვის სჭირდება სტაბილური საქართველო. რუსეთს კი თავისი დასაყრდენი სომხეთში აქვს და არ სჭირდება იქ არეულობა ყარაბაღის გამო, საქართველოში კი სჭირდება, ამერიკული გავლენისგან რომ განთავისუფლდეს.ესაა სააკაშვილს ვერაფერი მოუხერხეს ჯერ, რადგან სხვა ისეთი პროამერიკელი სანდო ლიდერი არ ყავთ. ეს კი რადგან შეურაცხადია ხშირად, მთლიანად მათ ნდობას ვერ ამართლებს. მაგრამ ასეთი შეურაცხადიც მათ უფრო აწყობთ, ვიდრე შერაცხადი, მაგრამ თავისუფალი პროამერიკული შეპყრობილობისგან, რომელიც შეიძლება ერთ დღეს პოლიტიკური თუ ეკონომიური ვითარების გამო რუსულ სივრცეში აღმოჩნდეს.საქართველოს დაკარგვა კი ამერიკელებისთვის კავკასიის დაკარგვაა ჯერჯერობით, სანამ აზერბაიჯანი არ ყავთ ბოლომდე მორჯულებული კიდო და სომხეთი რუსების სრული გამგეობის ქვეშაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.