Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დედაქალაქის დანაგვიანებაში მხილებული პირი, რომლის ვინაობის დადგენაც ვერ ხერხდება, პოლიციაში მოხვდება. შესაბამისი ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის.

კანონპროექტით, დედაქალაქის დასუფთავების წესების დარღვევისთვის კოდექსში ახალი მუხლი ჩნდება, თუმცა, ჯარიმების ოდენობა იგივეა. ცვლილებების პროექტით, დასუფთავების წესების დარღვევისთვის მხოლოდ დასჯის წესები იქნება განსხვავებული.

კერძოდ, დედაქალაქის დაბინძურებისთვის, იქნება ეს ფეხით მოსიარულის მიერ ნაგვის ქუჩაში დაყრა თუ სამშენებლო ნარჩენების გატანა-გადაყრის წესების დარღვევა, პირი შეიძლება პოლიციაში მოხვდეს, თუ მას დანაშაულის ჩადენისას არ ექნება პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და იმავდროულად, არ არსებობენ მოწმეები, რომელთაც მისი იდენტიფიცირება შეუძლიათ.

პოლიციაში მიყვანის შესაძლებლობა ასევე არსებობს იმ დაუდგენელი პირებისთვის, რომელთაც თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მიითვისეს, მეტოროპოლიტენით მგზავრობის წესები დაარღვიეს, საგზაო მოძრაობისას დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, უბილეთოდ მგზავრობენ, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის პირობები დაარღვიეს და თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები დააზიანეს. აღნიშნულ ჩამონათვალს, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, დედაქალაქში ნაგვისა და ნარჩენების დამყრელებიც დაემატებიან.

კანონპროექტის ავტორი დედაქალაქის მერიაა, ინიციატორი კი დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/170625-dedaqalaqis-danagvianebisthvis-piri-shesadzloa-policiashi-mokhvdes.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მე-7-ე სართულიდან ვყრი ნაგავს ღამე, ასე რომ, მე ვერ დამასტუკებენ, ვიდეოთვალი არ დგას ჩემი კორპუსის ტერიტორიაზე :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მე-7-ე სართულიდან ვყრი ნაგავს ღამე, ასე რომ, მე ვერ დამასტუკებენ, ვიდეოთვალი არ დგას ჩემი კორპუსის ტერიტორიაზე

შენზე სხვას არც ვფიქრობდი...

 

 

პოლიციაში მიყვანის შესაძლებლობა ასევე არსებობს იმ დაუდგენელი პირებისთვის, რომელთაც თბილისში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მიითვისეს, მეტოროპოლიტენით მგზავრობის წესები დაარღვიეს, საგზაო მოძრაობისას დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, უბილეთოდ მგზავრობენ, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის პირობები დაარღვიეს და თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები დააზიანეს

ანუ ესენი დღეს უკვე არის და ამას ემატება დანაგვიანება?

 

ზოგადად ძალიან კარგია ჩემი აზრით ღორობას უნდა გადაეჩვიოს ხალხი თუმცა გააჩნია რა სიტუაცია იქნება... მაგალითად ისეთ დასახლებულ პუნქტებში სადაც ნაგვის ურნას ნახევარი კილომეტრის რადიუსში ვერ გადააწყდები მანდ ჯარიმა არ უნდა იყოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენზე სხვას არც ვფიქრობდი...

და მე რომ სულ ღლეზე მკიდია შენ (და შენისთანები) რას ფიქრობთ ჩემზე, ეგ თუ იცი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კანონპროექტის ავტორი დედაქალაქის მერიაა, ინიციატორი კი დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე.

 

მაგ კანონით უნდა აცხოვრო უგულავა და ეგ სირიკო ბალავაძე და მიხვდებიან მერე, რომ ეგ კანონი კი არა, ხალხის დასჯის მექანიზმი გახდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ შენ გგონია რომ არ დგას

რავი ეხლა მტრედებში თუ აქვთ ჩამონტაჟებული, ეგ არ ვიცი, მარა ისე არაფერი არ ჩანს, დურბინდით მაქვს დათვალიერებული სუყველაფერი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონი ახალი სამსახური იქმნება, რომელსაც შეეძლება დაგინახოს, მოვიდეს და ქვითარი გამოგიწეროს...ქუჩაში თუ გადააგდე "ბიჩოკი", და პირადობის მოწმობა არ აღმოგჩნდააა...ოჰოოო....

 

 

მაგრამ, ვერ ვიტან ნაგავს რომ ყრიან ქუჩაში... ამ მხრივ კანონის ყველანაირ გამკაცრებას მივესალმები

:pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ, ვერ ვიტან ნაგავს რომ ყრიან ქუჩაში...

ეს გასაგებია, მაგრამ აი ეს:

ამ მხრივ კანონის ყველანაირ გამკაცრებას მივესალმები

სისულელეა. მიემხრობი მაგალითად ესეთ კანონს: დილით პირდაუბანელი ვინც გავა სახლიდან, დაჯარიმდება :)

ხომ არ შეიზლება ყველაფერზე კანონების მიღება? არის რაღაცეები, რასაც ადამიანი აღზრდით უნდა ღებულობდეს, და კიდევ იმით, რომ სადაც ჭამ, იქ არ უნდა მოჯვა. ადრე მე ჩემს გვერდზე ბიჩოკს რო დააგდებდა მეზობელი ან ვინმე, ვუტრაკებდი. ეხლა შეგნებულად ვყრი დაბლა, ოღონდ მართლა. .. თან ეს მენაგვეების უფროსს რომ ვუყურებ, რაში იღებს ხელფასს: დილით 10 საათზე მოდის მანქანით, გადაწევს სიდენიეს, ძინავს 12-მდე, მერე შევა მაღაზიაში, იყიდის ფანტას, დალევს, ამ მენაგვეებს ეტყვის, აბა, არ იზარმაცოთო, და წავა. მესამე მანქანა გამოიცვალა უკვე, თან მერსედესზე ნაკლებს არ ყიდულობს. არადა მეზობლები მყავს, ყოფილი პროფესორები, და ჩაიში რომ შაქარი ჩაყარონ, იმის ფული არ აქვთ. ხოდა, ეხლა მე ამ მუქთამჭამელ მენაგვეებს საქმეც აღარ გავუჩინო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავი ეხლა მტრედებში თუ აქვთ ჩამონტაჟებული, ეგ არ ვიცი, მარა ისე არაფერი არ ჩანს, დურბინდით მაქვს დათვალიერებული სუყველაფერი :)

განათების ფანრებშია ჩამონტაჟებული ზოგან, ზოგან კიდო რაიმე დეკორაციებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განათების ფანრებშია ჩამონტაჟებული ზოგან, ზოგან კიდო რაიმე დეკორაციებში.

ისე მაქვს დათვალიერებული ყველა ტოჩკა, არსად არ არის (ეგენი რომ მოდიოდნენ, მე უკვე მივდიოდი :) ). ერთადერთი შანსი მართლა მხოლოდ ისაა, რამე ცხოველებში თუ აქვთ :) ამ მტრედებს კი ვუდღნავ დედებს.. სულ ჟუვაჩკებს და ჩინურ წებოწასმულ პურს ვუყრი ხოლმე მარა მაინც ბლომად არიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მგონი ახალი სამსახური იქმნება, რომელსაც შეეძლება დაგინახოს, მოვიდეს და ქვითარი გამოგიწეროს...ქუჩაში თუ გადააგდე "ბიჩოკი", და პირადობის მოწმობა არ აღმოგჩნდააა...ოჰოოო....

 

მაგრამ, ვერ ვიტან ნაგავს რომ ყრიან ქუჩაში... ამ მხრივ კანონის ყველანაირ გამკაცრებას მივესალმები

:pupuza:

მოვიდნენ და გამომიწერონ))

იმდენჯერ მომისვრია სიგარეტი ტროტუარზე( ისე კია ცუდი ჩვევა) რომ ვსეირნობ დილაობით ძაღლთან ერთად და პატრულს უბრალოდ თვალი გაუყოლებია)))

ბებიმისისა მოვიდნენ და გამოცერონ ჯარიმა))

იქედან % ხო ეკუთვნით და მიიღებენ? ერთი წლის ხელფასი არ ეყოფათ პლასტიკურ ოპერაციებში, ჩემ პიტბულს რომ გავაცნობ მერე)))

 

ისე მაქვს დათვალიერებული ყველა ტოჩკა, არსად არ არის (ეგენი რომ მოდიოდნენ, მე უკვე მივდიოდი :) ). ერთადერთი შანსი მართლა მხოლოდ ისაა, რამე ცხოველებში თუ აქვთ :) ამ მტრედებს კი ვუდღნავ დედებს.. სულ ჟუვაჩკებს და ჩინურ წებოწასმულ პურს ვუყრი ხოლმე მარა მაინც ბლომად არიან

შენი მეზობლის ფანჯრის კუთხეში რომ ედგათ ბინაში? )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი მეზობლის ფანჯრის კუთხეში რომ ედგათ ბინაში? )))

ბინაში რა აზრი აქვს, გარეთ ხომ უნდა უყურებდეს? და წინ სამედიცინოს კორპუსის კრიშიდანაც მაქვს სულ დათვალიერებული ჩემი კორპუსიც. ყველაფერი გათვალისწინებულია :)

 

ჩემ პიტბულს რომ გავაცნობ მერე

ძაღლი ძაღლის ტყავს რომ არ გლეჯს, ეგ არ იცი? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაგვის გატანა არის პრობლემატური, კიდევ კარგი მოვრჩი რემონტს, მაგრამ ეხლა რომ მქონოდა დიდი თავსატეხი გამიჩნდებოდა ალბათ,

თუკი ოფიციალურად გაიტან ძალიან დიდ თანხას გახევენ, არარეალურს, ისევ ლევად ჯობია, იგივე ხალხია ოღონდ არ აფორმებ,

თუმცა მასტებს ჩემს ეზოში წელიწადზე მეტი ეყარათ სამშენებლო ნაგავი, აი ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ ჯარიმას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მე-7-ე სართულიდან ვყრი ნაგავს ღამე, ასე რომ, მე ვერ დამასტუკებენ, ვიდეოთვალი არ დგას ჩემი კორპუსის ტერიტორიაზე :)

:boli:

აი ვინ აყრის ჩემ სარეცხს ნაგავს

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...