Jump to content
Planeta.Ge

თვითმხილველი დარბევიდან


Recommended Posts

Lo Janko

ნუ დაიჯერებ მერე.

მასე ნიურნბერგის პროცესამდეც (არის ხალხი ვისაც დღესაც არ სჯერა) არ სჯეროდათ რომ კონცლაგერებში ადამიანის ბერბეკიუს ამზადებდნენ ანცისტები.

არც ვარლამ შალამოვის მოთხრობებს არ აქვეყნებდნენ ამერიკაში, სანამ არქიპელაგი გულაგი არ გამოაქვეყნა სოლჟენიცინმა და კიდევ ბევრი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ.

ყველაზე ცუდი კი ის არის, როცა ის რისიც არ გჯერა ერთ მშვენიერ დღეს მოგადგება შენს ეზოში.

მართალიან ნაცისტურ გერმანიაში მოსახლეობა არ იცოდა რა ხდებოდა კონც. ბანაკებში მაგრამ რომც სცოდნოდათ არანაირი რეაქცია არ ექნებოდათ, ტვინი ქონდათ დამუშAვებული რომ ასე სჭირდებოდა პარტიას,

ძალიანაც კარგად იციან ამ ხელისუფლების მომხრეებმა თუ როგორ გაილახა ხალხი, მაგრამ რა, ასე იყ საჭირო,

არის კატეგორია ადამიანების რომელთან მენტალიტეტი ადვილად ეგუება სხვის ძალადობას თუკი ეს ძალადობა უშუალოდ მის მიმართ არაა მიმართული და ამას ყველაფერს ფსევდო სახელმწიფოებრივი ინტერესებით ხსნის,

აი პატრიოტები რომ არიან, უყვართ საქართველო მაგრამ საქ. მოსახლეობა ეზიზღებათ, რაღაც მაგდაგვარი,

თავისი მშიერი თანამემამულე ცალ ფეხზე ჰკიდიათ, მაგრამ აი შერონ სტოუნი თბილისში რომ ჩამოვიდა ეს ეამაყებათ,

ასეთ ადამიანებს კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი არა აქვთ, ასეთი ბევრია საქართველოში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან იმ სპეცნაზელებს რეზინის ხელკეტებს რომ უყრიდნენ თავიანთ ერთმორწმუნე ძმებს უკანალში?

 

 

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მჯერა მაგ მონაყოლის! 3-ჯერ წავიკითხე და ვხვდები რომ აშკარად ცუდად დაწერილი ზღაპარია!

 

 

 

აუცილებლად საკუთარ თავზე უნდა გამოცადოთ ან თვითმხილველი უნდა იყო რომ დაიჯეროთ? დაელოდეთ, მალე ყველა შეეჯახება მსგავს უსამართლობას პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ ალბათ იმის გჯერათ რომ ორი მომიტინგე აძვრნენ სახურავზე და იქ დენმა დაარტყათ ხო? :)

როდესაც 5 ადამიანი ხელკეტს ურტყავს ძირს დაგდებულ 15 წლის მოზარდს ეჭვი გეპარება რომ ყველაფრის მკადრებელია სპეცნაზი?

მჯერა არ მჯერა კი არა ადამიანს აქვს ტვინი და უნდა დაძაბოს ზოგჯერ რომ ლოგიკური დასკვან გააკეთოს, ცოფიანი ძაღლი იკბინება

მეორე ვერსია უფრო დასაჯერებელია? ამდენი ხალხის თვალწინ მოკლეს და სახურავზე ააგდეს ისე რომ ვერავინ დაინახა, შე დალოცვილო რაღა სახურავზე ააგდებდნენ სულ გადამალავდნენ გაუჭირდებოდათ? სპეცნაზს არ ვამართლებ, მაგრამ მეორე მხარეც ისეთივე დუბინკებით ურტყავდა ორ მომიტინგეს წინა დღეს.მერე ადგილობრივ მაცხოვრებლებს დაერივნენ, ისე რომ რაც დათესეს ის მოიმკეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

,,ამ ყველაფრის შემხედვარეს გული მტკივა, რომ ქართველებს არ ესმით ერთმანეთის და ერთმანეთს ჭამენ (რაოდენ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს). მახსენდება ერთი კვირის წინ ქალაქ სამსუნთან არსებული სასადილო, სადაც თურქმა სკორპიონსმა ორ ქართველს გვითხრა: ,,მე, როგორც მუსულმანმა, მინდა პატივი გცეთ, როგორც ჩემს ქრისტიან ძმებს”… საოცარია: თურქ მუსულმანს შეუძლია პატივი სცეს და შეიყვაროს ქართველი ქრისტიანი; ქართველი კი ერთმორწმუნე ქართველის დამხობაზე ფიქრობს! (2 პლიუსი ერთმანეთს განიზიდავს! – ნუთუ ხალხიც მოლეკულებად იქცნენ?)"

სავსებით გეთანხმები. აქ ერთი კაცის სიძულვილით შეუძლიათ სამშობლო გაყიდონ და რუსულ ГРУ-ს აგენტებთან ითანამშრომლინ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მჯერა მაგ მონაყოლის! 3-ჯერ წავიკითხე და ვხვდები რომ აშკარად ცუდად დაწერილი ზღაპარია!

იმდენი ტყუილი შემოაგორეს მეც აღარ მჯერა ამათი , ჯერ ბათიაშვილი რომ არ ჩანდა ზოგი ამბობდა მოკლესო სგმა დაიჭირესო და ამ დროს ის სახურავზე იმალებოდა, მერე ის პოლიციელი რომელსაც ნინოს ესკორტმა გადაუარა, მანქანაზე იყო შემომხტარი ჩამოვარდა და იმიტომ გადაუარა მანქანამო,არადა ამ კადრებშიც კარგად ჩანს ვინ არის მანქანაზე შემომხტარი, მერე თვითონ ბურჯიკამ თქვა ის პოლიციელი ცოცხალიაო, მოკლედ ესე ტყუილებით უნდათ ხალხი დააბრმაონ.

Edited by temo.ge
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მჯერა მაგ მონაყოლის! 3-ჯერ წავიკითხე და ვხვდები რომ აშკარად ცუდად დაწერილი ზღაპარია!

ალბათ თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ.

სამჯერ რამ წაგაკითხათ? რა სიამოვნება იგრძენით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმდენი ტყუილი შემოაგორეს მეც აღარ მჯერა ამათი ,

ხელისუფლებისა ხომ გჯერავთ? სულ სიმართლეს რომ ამბობენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკელმა სპეცებმა 183 (დააკვირდით რაოდენობას) წყალში ახრჩო დაპატიმრებული, რომ ბენ ლადენზე რამე გაეგოთ. 184-ზე ალაპარაკდა... წამება ყველგან მიღებული გახდა. ბაგდადის ციხეში როგორ აუპატიურებდნენ და აწამებდნენ ამერიკელი დემოკრატიული ძალოვნები ერაყელ ქალებს და კაცებს, თან ვიდეოზე იღებდნენ.

არ ვიტყვი, რომ ქართული სპეცრაზმი ამერიკელებისგან სწავლობს წამების მეთოდებს. თუნდაც იმიტომ, რომ ხელკეტებით გაუპატიურება რუსი სპეცსამსახურის მეთოდია. ეგრე აუპატიურებენ, ვიდეოზე იღებენ, დაპატიმრებულის შინაურებს უგზავნიან, რომ ფული მატანინონ.

 

სამჯერ გადაიკითხეთ ჩემი პოსტი, Flyout!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კახელებო თქვენ გინდათ რომ შაჰ-აბასისი ძეგლი იდგას თელავში?? ხოდა გამიგეთ

მეც არ მინდოდა გორში სტალინის ძეგლი რომ იდგა. მიგებდით?

 

თურქებმა

გარყვნან ახალგაზრდა გოგონები

ეს მაგარი ისწავლეს :givi: ვიღაცას ბოზობა მოუნდება და აგერ მშვენიერი საბაბი აქვს: "თურქებმა გარმყვნეს :user: თორე მე როგორ ვიკადრებდი თურქები რომ არ ყოფილიყვნენ აპაპაპაპაა"

 

 

დანარჩენს რაც შეეხება.. რა ვიც.. პრინციპში სიმართლე წერია იმ ნაწილში, რაც დარბევას ეხება, მაგრამ რაც იქ ხალხი ვნახე ტვ-თი, მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები აშკარად არ იყო იმ დონეზე, რომ ამხელა ნოველა დაეწერათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ერთი კაცის სიძულვილით შეუძლიათ სამშობლო გაყიდონ

აბა შენ ეგა თქვი. აი სულ სხვა საქმეა, როცა ერთი კაცის სიყვარულით ყიდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ერთი კაცის სიძულვილით შეუძლიათ სამშობლო გაყიდონ

 

აბა შენ ეგა თქვი. აი სულ სხვა საქმეა, როცა ერთი კაცის სიყვარულით ყიდი

:givi: დას ისტ გუტ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

დანარჩენს რაც შეეხება.. რა ვიც.. პრინციპში სიმართლე წერია იმ ნაწილში, რაც დარბევას ეხება, მაგრამ რაც იქ ხალხი ვნახე ტვ-თი, მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები აშკარად არ იყო იმ დონეზე, რომ ამხელა ნოველა დაეწერათ.

ცდები.. და გარეგნობით ნუ შეაფასებ რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცდები.. და გარეგნობით ნუ შეაფასებ რა...

http://www.youtube.com/watch?v=tP0_Nr15YTE

 

http://www.youtube.com/watch?v=2DWmLTeS_b0

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ რაც იქ ხალხი ვნახე ტვ-თი, მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები აშკარად არ იყო იმ დონეზე, რომ ამხელა ნოველა დაეწერათ.

სოსო ჯაჭვლიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები აშკარად არ იყო იმ დონეზე ხომ?

ალბათ სპეცრაზმელები ინტელექტუალური შესაძლებლობების დონის დასამალავად მალავენ სახეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...