verusi Posted May 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 30, 2011 რა არის მონანიება? ვის როგორ ესმის ის და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ღმერთმა გაპატიოთ ის, რასაც ინანიებთ? ვის უნდა ვთხოვოთ პატიება დანასაულზე, ღმერთს თუ ვისაც დავუშავეთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted May 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2011 verusi ღმერთი ყველა ჩვენთაგანშია, სასჯელს ჩვენი სინდისი გვიწესებს და მონანიებაც საკუთარ თავთან უნდა ხდებოდეს, ამას ყველა ადამინი ინდივიდუალური ხეხით ცდილობს, ზოგი უფალთან მეტანიებისას თავისუფლედება დანაშაულის გრძნობისგან და იმით იმშვიდებს თავს რომ ეპატია მას რადგან 40-ჯერ დაიჩოქა, ზოგი დაზარალებულთან ბოდიშით და თავისი შეცდომების გამოსწორებით იმშვიდებს თავს, ზოგიც ერთი ბოროტების ჩადენისას 20 კეთილ საქმეს აკეთებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვერ მოინანიებ თუ არ გაიაზრე დანაშაული, არ შეეცადე საკუთარი თავის გამოსწორებას და რაც მთავარია თუ არ აპატიე საკუთარ თავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 31, 2011 ღმერთი ყველა ჩვენთაგანშიაnika3012 შენ საიდან იცი ეგ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted June 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2011 შენ საიდან იცი ეგ? იქიდან, საიდანაც შენ იცი რომ ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ანუ რწმენა. ყველას ჩვენი სიმართლის გვწამს, ხოდა ეს ჩემი მოსაზრებაა, ჩემი სიმართლეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 1, 2011 verusi ღმერთი ყველა ჩვენთაგანშია, სასჯელს ჩვენი სინდისი გვიწესებს და მონანიებაც საკუთარ თავთან უნდა ხდებოდეს, ამას ყველა ადამინი ინდივიდუალური ხეხით ცდილობს, ზოგი უფალთან მეტანიებისას თავისუფლედება დანაშაულის გრძნობისგან და იმით იმშვიდებს თავს რომ ეპატია მას რადგან 40-ჯერ დაიჩოქა, ზოგი დაზარალებულთან ბოდიშით და თავისი შეცდომების გამოსწორებით იმშვიდებს თავს, ზოგიც ერთი ბოროტების ჩადენისას 20 კეთილ საქმეს აკეთებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვერ მოინანიებ თუ არ გაიაზრე დანაშაული, არ შეეცადე საკუთარი თავის გამოსწორებას და რაც მთავარია თუ არ აპატიე საკუთარ თავს.ვინ როგორ ცდილობს ეგ ვიცით, ყველა სხვადასხვანაირად და ამას ამიტომ ყოველთვის მონანიება არ ჰქვია.მონანიებაა ჩემის აზრით ის, რომ მიხვდები, დააშავე და ამისთვის პატიება გაქვს სათხოვი მისთვის, ვისაც დაუშავე, მისთვის გამხელა შენი დანაშაულის და აღიარება იმის, რომ ნანობ ამას მიუხედავად იმისა, რომ ამ აღიარებისთვის არ იცი ჯერ რა გელის, იქნებ სიცოცხლესთან გამოთხოვებაც მოგიწიოს, მაგრამ ისეთ ცხოვრებას, რომელშიც ვერ გამოასწორებ შენ ჩადენილ საქციელს, სიკვდილი გირჩევნია. მონანიებაა როდესაც ღირსებას აღიდგენ იმით, რომ აღსარებით ჩამოირეცხავ მას უპირველეს ყოვლისა მასთან, ვისაც დაუშავე, შეიგნებ შენი საქციელის სიცუდეს და მას აღარასოდეს გაიმეორებ. მონანიება აღარ იქნება ის, რომ სადღაც მალულად, რომელიმე ღვთისმსახურთან იმის იმედით რომ ის არ გაგამხელს მოყვები მხოლოდ რაღაც ეპიზოდს შენი ცხოვრებიდან, რადგან თუ მან არ გაპატია, ვისაც დაუშავე, ვერავინ ვერ გაპატიებს, თვით ღმერთიც კი!!!რადგან არც ღმერთს აქვს უფლება აპატიოს ვინმეს სხვის მაგივრად, არც შეუძლია აპატიოს, თუ თავად დაზარალებულმა, მოტყუებულმა თუ დაჩაგრულმა თავად არ აპატია ვინმეს რამე. მართალია მონანიება და პატიება სულ სხვადასხვა რამ არის, მაგრამ ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება. რა აზრი აქვს მონანიებას, თუ კი დანაშაულს დანაშაულად დატოვებ და ვისაც დაუშავე, მას პატიება არ სთხოვე? სხვა დროს აღარ ჩაიდენ?მერე ამით რა ხეირი მას ვისაც უკვე დაუშავე? ღმერთმა შეიძლება ერთ შემთხვევაში გაპატიოს სხვის მაგივრად. როდესაც მონანიების დროს, საშუალება აღარ იყო რაღაც გარემოებების გამო პატიება გეთხოვა მისთვის, ვისაც დაუშავე. იქნებ იმ დროს ცოცხალი აღარ იყოს... მაგრამ ვერავინ, ვერავის მაგივრად, ვერაფერს ვერ გაპატიებს სხვა, თუნდაც სულ მცირე და უმნიშვნელო დანაშაულს, როდესაც იმის დრო გაქვს აღიარო, მოინანიო და პატიება ითხოვო...მე ასე მჯერავს და რავი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted June 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2011 ეს ჩემი მოსაზრებაა ეგრეც ვიცოდი რომ მხოლოდ შენი თეორიებია და არა რაიმე საფუძვლიანი არგუმენტიდან გამომდინარე დასკვნა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 2, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2011 კაცს რომ სწამს, ის ყოველთვის მართალია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 2, 2011 verusiმართლმადიდებლები ვთვლით რომ ცოდვის ჩამდენი, პირველ რიგში საკუთარ თავს აზიანებს,ბერძნულად ცოდვა ნიშნავს აცდენას ადამიანი თუკი მრუშობს, იპარავს, კლავს, იტყუება, უფალს გმობს და ას. შ. ის პირველ რიგში აზიანებს საკუთარ სულს,ოღონდ ჩვეულებრივ ადამიანი ამას ვერ გრძნობს თუკი ის ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ხოლო მორწმუნე ადამიანს სულ სხვანაირი განცდა აქვს ცოდვის,მონანიების შედეგად, თუკი ის მართალი მონანიებაა ადამიანი თავისუფლდება ცოდვისგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მუდმივად,რა თქმა უნდა ადამიანი უნდა ეცადოს მუდმივად განთავისუფლდეს მისგან, ამისკენ უნდა მიისწარფვოდეს, მაგრამ ადამიანის ბუნება იმდენადაა დაზიანებული რომ ამის მიღწევა, ანუ ცოდვებისგან სრულად განთავისუფლება შეუძლებელია, რაღაც მაინც რჩება არასწორი, ცოდვა ისაა რაც არასწორია ადამიანში და დაზიანებული ბუნების შედეგია, ის არაბუნებრივი რამაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 3, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2011 verusiმართლმადიდებლები ვთვლით რომ ცოდვის ჩამდენი, პირველ რიგში საკუთარ თავს აზიანებს,ბერძნულად ცოდვა ნიშნავს აცდენას ადამიანი თუკი მრუშობს, იპარავს, კლავს, იტყუება, უფალს გმობს და ას. შ. ის პირველ რიგში აზიანებს საკუთარ სულს,ოღონდ ჩვეულებრივ ადამიანი ამას ვერ გრძნობს თუკი ის ქრისტიანულად არ ცხოვრობს, ხოლო მორწმუნე ადამიანს სულ სხვანაირი განცდა აქვს ცოდვის,მონანიების შედეგად, თუკი ის მართალი მონანიებაა ადამიანი თავისუფლდება ცოდვისგან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მუდმივად,რა თქმა უნდა ადამიანი უნდა ეცადოს მუდმივად განთავისუფლდეს მისგან, ამისკენ უნდა მიისწარფვოდეს, მაგრამ ადამიანის ბუნება იმდენადაა დაზიანებული რომ ამის მიღწევა, ანუ ცოდვებისგან სრულად განთავისუფლება შეუძლებელია, რაღაც მაინც რჩება არასწორი, ცოდვა ისაა რაც არასწორია ადამიანში და დაზიანებული ბუნების შედეგია, ის არაბუნებრივი რამააეხლა მე კაცი მოვკლა და ამით საკუთარს მეტად ვაზიანებ? იმ კაცს რა კარგი საქმე გავუკუთე? მესმის ფილოსოფიურად რომ მიუდგე, სულია მთავარი და ცოდვით მას ვამძიმებთ, ვღუპავთ, მაგრამ ვისაც ვაზიანებთ მას არ ვღუპავთ? იქნებ სულიერადაც, რადგან ბევრი თავის სულს ღუპავს იმიტომ, რომ სხვისი მიზეზით, დანაშაულით სიავით ივსება და შურისძიების გრძნობით გაბოროტებული უხდის სამაგიეროს, ხშირად უდანაშაულო ხალხსაც..რა თქმა უნდა ცოდვის აღიარებით საკუთარ თავთან და შეგნებით იმის რომ ცოდვაა და არ შეიძლება ასე გაგრძელება ახალი ცოდვებისგან ვიზღვევთ თავს, მაგრამ უკვე ჩადენილისგან ვერ გავთავისუფლდებით, თუ ის არ გაპატიეს.პატიება კი მხოლოდ მას შეუძლია ვისაც დაუშავე და არა სხვას მის მაგივრად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 3, 2011 (edited) ეხლა მე კაცი მოვკლა და ამით საკუთარს მეტად ვაზიანებ? იმ კაცს რა კარგი საქმე გავუკუთე? მესმის ფილოსოფიურად რომ მიუდგე, სულია მთავარი და ცოდვით მას ვამძიმებთ, ვღუპავთ, მაგრამ ვისაც ვაზიანებთ მას არ ვღუპავთ? იქნებ სულიერადაც, რადგან ბევრი თავის სულს ღუპავს იმიტომ, რომ სხვისი მიზეზით, დანაშაულით სიავით ივსება და შურისძიების გრძნობით გაბოროტებული უხდის სამაგიეროს, ხშირად უდანაშაულო ხალხსაც..რა თქმა უნდა ცოდვის აღიარებით საკუთარ თავთან და შეგნებით იმის რომ ცოდვაა და არ შეიძლება ასე გაგრძელება ახალი ცოდვებისგან ვიზღვევთ თავს, მაგრამ უკვე ჩადენილისგან ვერ გავთავისუფლდებით, თუ ის არ გაპატიეს.პატიება კი მხოლოდ მას შეუძლია ვისაც დაუშავე და არა სხვას მის მაგივრად.ხო, მართლმადიდებლები ეგრე ვთვლით და არა ფილოსოფიურად, არამედ რეალურად ადამაინი ცოდვის ჩადენის შედეგად პირველ რიგსი საკუთარ თავს აზიანებს, ვინაიდან ცოდვის ჩAმდენი ადამიანი შორდება უფალს,ვნებებისგან განწმენდილი სული უფალს უახლოვდება, ეს არის ენით აუწერელი განცდა რასაც განიცდის მორმწუნე, ოღონდ, რა თქმა უნდა ყველა არა, მხოლოდ ის ვინც ჭეშმერიტი მართლმადიდებელია და არა ფსევდო მართლმადიდებელი, ღმერთგან განშორება ყველაზე დიდი ტკივილია,ხოლო თუკი ადამიანს არასდროს არ ჰქონია უფალთან სიახლოვის განცდა ის ვერ მიხვდება თუ რაზეა საუბარი ან რა დაკარგა, Edited June 3, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.