Jump to content
Planeta.Ge

ბადრი ბიწაძეს ბრალი გია უჩავას ჯგუფის ჩვენებების საფუძველზე წაუყენეს


Recommended Posts

ბადრი ბიწაძეს ბრალი გია უჩავას ჯგუფის ჩვენებების საფუძველზე წაუყენეს

12:26 30-05-2011

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბადრი ბიწაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

პროკურორის პირველი მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებით, უკანასკნელ დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებულ დანაშაულისთვის, კერძოდ, წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებისთვის, ბრალდება ბადრი ბიწაძეს წაუყენა.

დავით საყვარელიძის განცხადებით, ბრალდების მხარის მტკიცებულება ემყარება "სახალხო კრებასთან" შექმნილ, ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის დაკავებული ხელმძღვანელის გია უჩავას ჯგუფის წევრების ჩვენებებს, ვიდეო, აუდიო მასალას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

საქართველოს პროკურატურა იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ბადრი ბიწაძესთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაოს გამოყენების თაობაზე. ბადრი ბიწაძე დაკავებული არ არის.

 

აქ რამოდენიმე ფაქტია გასათვალისწინებელი:

 

1. უჩავა იყო ნასედკა, რომელიც ჩაუნერგეს მოძრაობაში.

2. აქციის დასჯისთვის სპეცნაზელები დააჯილდოვეს 1000 ლარით. 4000*1000=4 მილიონი ლარი.

3. ბიწაძეს გირაოს სთავაზობენ, ალბათ იმაზე მეტს, რაც აქციის დაშლა დაუჯდათ(თავისთვისაც ხომ უნდათ ფული)

4. გამოდის ,რომ ბიწაძემ დააფინანსა აქციის დარბევა და დარჩაა მშრალზე, ხოლო ხალხი დარჩა ნაცემი, დაჯარიმებული , დაპატიმრებული და 2 გარდაცვლილი(რამოდენიმე კიდევ დაკარგულია).

5. შედეგი ნული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უჩავა იყო ნასედკა, რომელიც ჩაუნერგეს მოძრაობაში.

უჩავა მგონი ბათიაშვილის რეკომენდაციით იყო ხო? სწორად მიგრძნობდა ჭიპი, რომ ბათიაშვილი ნაცებისაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უჩავა მგონი ბათიაშვილის რეკომენდაციით იყო ხო? სწორად მიგრძნობდა ჭიპი, რომ ბათიაშვილი ნაცებისაა.

ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ...

ისე კი, დროზე რომ გაგვეგო (უფრო სწორად ხალხს რომ გაეგო, თორემ თითოკაკალა ადამიანებმა ადრეც კი იცოდნენ) მაი ამბავი უფრო კარქი იქნებოდა...

 

პს. ბათიაშვილი არ იყო ერთ დროს უშიშროების მინისტრი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ უსამართლობას გამოვხმაურები რააა, რატომ ყველას 1000 ლარი პრემია,? იქნებ ზოგი მეტად ურტყავდა მომიტინგეებს და ზოგი ნაკლებად
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

უჩავა მგონი ბათიაშვილის რეკომენდაციით იყო ხო?

ეგ არ ვიცი,მაგრამ როცა ბათიაშვილი რესპუბლიკელი გახდა,მაშინ მეზობელ ფორუმზე მაცზე ცუდი რამეები დავწერე და პარტიის ერთ ერთ ლიდერთან მკვახე საუბარი მომივიდა.კიდევ კარგი დროზე დაახვია ჩვენგან.

Siknadmo

იქნებ ზოგი მეტად ურტყავდა მომიტინგეებს და ზოგი ნაკლებად

სამწუხარო"სჩოჩიკიანი" დუბინკები ჯერ არ გამოუგონებიათ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Facebook- მაქვს ეს და აქაც გასესხებთ :)

"ბადრი ბიწაე არაა დასაცავი, უნდა დავიცვათ ის ხალხი ვინც 25 რიცხვში დაარბიეს, აქედან გამომდინარე კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიწაძეზე ინკრიმინირებული დანაშაული, აქციის მონაწილეების ღირსების შელახვაა."

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

"ბადრი ბიწაე არაა დასაცავი, უნდა დავიცვათ ის ხალხი ვინც 25 რიცხვში დაარბიეს

გეთანხმებით ბაბუ ბატონო.მე იმან აღმაშფოთა,რომ ბიწაძეს გირაოთი გამოშვებას უპირებენ,როცა მასზე გაცილებით მსუბუქ დანაშაულში ბრალდებულებს ციხეში უკრეს თავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

გეთანხმებით ბაბუ ბატონო.მე იმან აღმაშფოთა,რომ ბიწაძეს გირაოთი გამოშვებას უპირებენ,როცა მასზე გაცილებით მსუბუქ დანაშაულში ბრალდებულებს ციხეში უკრეს თავი.

 

ფული აქვს და იმათაც ეტყობა ფული სჭირდებათ.

ციხეც კარგი ბიზნესი გახდა საქართველოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამბობენ, ბიწაძემ უკვე დატოვა საქართველოვო...წუხელო...სავარაუდოდ, სომხეთის მხრიდან

 

იქიდან მოსკოვში ალბათ .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი მაგრამ საზღვარი კი არა პრახადნოი დვორი ყოფილა და ზოგს რატომ უჭირს გადასვლა–გადმოსვლა

 

Гиви Таргамадзе не исключает, что Бицадзе уже покинул Грузию

 

Председатель парламентского комитета обороны и госбезопасности Гиви Таргамадзе не исключает, что Бадри Бицадзе, экс-глава пограничной полиции Грузии и супруг лидера радикалов Нино Бурджанадзе, уже покинул страну.

 

Как он заявил в беседе с журналистами, на данном этапе прокуратура представила ходатайство в связи с залогом для Бицадзе, соответственно нет необходимости в его аресте, но не будет удивительно, если Бицадзе уже покинул территорию Грузии, как в свое время это сделал экс-министр обороны Грузии Ираклий Окруашвили.

 

Таргамадзе также отмечает, что не наказание виновных нанесет большой вред государственности Грузии и выразил надежду, что прокуратура и суд доведут все дела до конца.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი ბიწაძეს ბრალი გია უჩავას ჯგუფის ჩვენებების საფუძველზე წაუყენეს

უჩავა მგონი ბათიაშვილის რეკომენდაციით იყო ხო? სწორად მიგრძნობდა ჭიპი, რომ ბათიაშვილი ნაცებისაა.

Председатель парламентского комитета обороны и госбезопасности Гиви Таргамадзе не исключает, что Бадри Бицадзе, экс-глава пограничной полиции Грузии и супруг лидера радикалов Нино Бурджанадзе, уже покинул страну.

საინტერესო ბმაა არა? :givi:

 

თან ქვეყანაც უვე დაატოვებინეს

ვაი იმ საცოდავი ხალხის ბრალი ვინც ამათ ბინძურ თამაშში გაიჭყლიტა

 

მალადეც მიშა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავიდანვე ვიძახდი, მიშას დაკვეთილი აქციებია, ბურჯანაძე კი შემსრულებელი.

ეგ ხაფანგი იყო სხვებისთვის, მოყვა ის, ვინც მოყვა და არ მეცოდება არავინ.

ჭკუა უნდა ქონოდათ თავში, ბურჯანაძეს რომ მიყვებოდნენ.

ხომ დაამტკიცეს ეხლა მათი კავშირი ხელისუფლებასთან?

გირაოსაც პროკურატურა სთავაზობს წინასწარ სასამართლომდე, რა კეთილები გახდენ.

სხვებს რატო არ უშვებენ?

ან რატო ვინმეს არ შეთავაზეს ადრე?

მობილურის ქურდობისთვის ხალხს 10 - 15 წელს უსჯიან, ამათ კი 4დან 7 წლამდე სახელმწიფოს გადტრიალებისთვის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთით, რასაც 4 ადამიანის (ჯერ დაუდგენელი კიდო ციფრები) სიცოცხლე ემსხვერპლა. თან გირაოს სთავაზობენ და თან ქვეყნიდან მშვიდობით აცილებენ გარეთ.

აბა ერთი რომელიმემ უბრალოდ პანჩური დაარტყით პოლიციელს რამდენს მოგცემენ? ამათ მკვლელობას პატიობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაი იმ საცოდავი ხალხის ბრალი ვინც ამათ ბინძურ თამაშში გაიჭყლიტა

 

აბსოლუტურად გეთანხმები

ხელისუფლებას არავინ უხსნის პასუხისმგებლობას,მაგრამ არიან თუ არა პასუხისმგებლები ოპოლიდერები არა სახელმწიფოს,არამედ თვით აქციის მონაწილეთა წინაშე, რომლებმაც ბრძოლის ველიდან მოკურცხლეს (პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით) და ჩასაქოლად შეატოვეს ეს საწყალი ხალხი სპეცრაზმს.არ მითხრათ ეხლა უმსხვერპლო აქციები სად გინახავსო

ამაზრზენია ყველაფერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...