Jump to content
Planeta.Ge

ილია მეორე - დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს


Recommended Posts

ილია მეორე - დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს

13:36 29-05-2011

დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, დიდი საქმეები დარბაზში, მშვიდობიან საუბარში უნდა გადაწყდეს და ჩვენ კარგ შედეგს მივიღებთ , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"ნუთუ არ შეიძლება შევქმნათ დარბაზი და ქუჩაში კი არ გამოვიდეს ხალხი, არამედ ამ დარბაზში გადაწყდეს საკითხები. ბოლო ასეთი გამოსვლა იყო ძალიან მძიმე და დამთავრდა მსხვერპლით", - აღნიშნა უწმინდესმა.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/170115-ilia-meore-didi-saqmeebi-quchashi-ar-unda-tsydebodes.html

 

 

რა თქმა უნდა მართალია პატრიარქი, რამეთუ ხალხმრავალი აქციების დროს ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ პროცესი მართვიდან გამოვიდეს და მასამ ერთნაირად გადათელოს ოპოზიციაც და პოზიციაც. მაგრამ მეორეს მხრივ , თუ მიშას ქუჩის საშიშროება არ შეუქმენი, მაშინ არაფრის დამთმობი არ არის

 

მოკლედ, იეზუიტი ბერის სოფისტური სიტყვებით მოვაყომარებ სათქმელს : ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ ; მართალია პატრიარქი და კიდევ უფრო ჭეშმარიტად გეტყვით : არ არის მართალი :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთი იდეა მაქვს.

ეროვნული კონგრესი, რომელიც სრულად იქნება წარმოდგენილი ყველა პარტიებით იმ კვოტების მიხედვით, რომელსაც პარტიები კონგრესის არჩევნებში მიიღებენ ყოველგვარი ბარიერების გარეშე.

ასევე ძირითადი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ქრისტიანი მუსულმანი ღვთისმსახურები და საზოგადო მოღვაწეები შოუბიზნესის გარეშე.(არანაირი მსახიობები, რეჟისორები, კლოუნები თუ მოცეკვავე მომღერლები) მხოლოდ ინსტიტუტების უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ჭეშმარიტი ინტილიგენციის წარმომადგენლები არჩევით მათი ორგანიზაციებიდან.

კონგრესში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდეს იმ დროისთვის არსებულ მმართველ პარტიას.

ხოლო კონგრესის საბჭო უნდა იყოს მაჟორიტარი კონგრესმენები რეგიონებიდან.

ერთი რეგიონი - ერთი ხმა(საქართველოს ისტორიული სამხარეო დანაყოფებით)კონგრესის თავმჯდომარეს კი ირჩევს თავად კონგრესი არჩეული კონგრესმენებიდან ერთ ერთერთს.

და ყველა პარტიამ, რომელიც იქნება ამ კონგრესის წევრი, აღიაროს მისი უზენაესობა თავიანთ პარტიულ ამბიციებზე.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ილია მეორე - დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს

"ნუთუ არ შეიძლება შევქმნათ დარბაზი და ქუჩაში კი არ გამოვიდეს ხალხი, არამედ ამ დარბაზში გადაწყდეს საკითხები.

 

ვეთანხმები, შემდეგ გამოსვლაზე პირდაპირ პარლამენტის დარბაზში უნდა შეიკრიბოს ხალხი, და ვინც ვერ შეეტევა ის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში უნდა გადანაწილდეს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ნუთუ არ შეიძლება შევქმნათ დარბაზი და ქუჩაში კი არ გამოვიდეს ხალხი, არამედ ამ დარბაზში გადაწყდეს საკითხები. ბოლო ასეთი გამოსვლა იყო ძალიან მძიმე და დამთავრდა მსხვერპლით", - აღნიშნა უწმინდესმა.

უფრო უმსხვერპლო და ეკონომიური ხომ არ იქნებოდა დარბაზების შექმნის მაგიერ პატივცემულ ხელისუფლებას ხალხი დაესაქმებინა და ქუჩაში გამოსვლის მიზეზები აღმოეფხვრა,მითუმეტეს ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა

ვავა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

დაკარგულ კაცს მხურვალე სალამი,როგორ ხარ რამაზ?

 

 

სალამი მიშა

 

ვარ რა კამაც-კამაც, თავად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეტი დარბაზი დიდი ხნის ცინ შეიკმნა ინგლისში და მას პარლამენტი ქვია,უბრალოდ ჩვენტან ეგ ადგილი საზროხეთ არი გამოყენებული და ზროხები დადიან კოველ დგე შაბათ კვირის გარდა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფრო უმსხვერპლო და ეკონომიური ხომ არ იქნებოდა დარბაზების შექმნის მაგიერ პატივცემულ ხელისუფლებას ხალხი დაესაქმებინა და ქუჩაში გამოსვლის მიზეზები აღმოეფხვრა,მითუმეტეს ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა

ვავა

კომუნისტური წყობა აღარ არის, ე.ი. ფაბრიკა ქარხნები აღარ არის მთავრობის საკუთრება, აბა როგორ დამასაქმოს მიშამ, თუ ის ქარხნის ან რაიმე საწარმოს დირექტორი არ არის? გთხოვთ ამიხსნათ. ხალხი კი ყოველთვის გამონახავს ქუჩაში გამოსვლის მიზეზს, ნებისმიერი მთავრობის დაროს. ამიტომ ჯობს დაუჯეროთ პატრიარქს, წარსულის გამოცდილებიდან ყველას გვახსოვს,რამდენჯერაც არ დაუჯერეთ იმდენჯერ წავაგეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

. ფაბრიკა ქარხნები აღარ არის მთავრობის საკუთრება, აბა როგორ დამასაქმოს მიშამ, თუ ის ქარხნის ან რაიმე საწარმოს დირექტორი არ არის? გთხოვთ ამიხსნათ.

 

არ უნდა იყოს ბიზნესი დატერორებული, უნდა იყოს თავისუფალი კონკურენცია და ყველაფერი თვითონ მოგვარდება.

აქ მთავარია მიშამ ხელი არ შეუშალოს. რამდენი საწარმო გააკოტრეს და დახურეს. შინხოფერიც და ბადაგონიც კი დააწიოკეს და რა არის მანდ გაუგებარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ უნდა იყოს ბიზნესი დატერორებული, უნდა იყოს თავისუფალი კონკურენცია და ყველაფერი თვითონ მოგვარდება.

აქ მთავარია მიშამ ხელი არ შეუშალოს. რამდენი საწარმო გააკოტრეს და დახურეს. შინხოფერიც და ბადაგონიც კი დააწიოკეს და რა არის მანდ გაუგებარი.

 

დარწმუნებული ხარ რომ ბადაგონი დატერორებულია? პირიქით უფრო წარმატებულია სხვა მწარმოებლებთან შედარებით, ნახეhttp://vinoge.com/patara-WiqebiT/badagoni-saukeTeso-Rvinoebis-aseulSia

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესე იგი, გავარკვიე ხალხო. ესე რქმევია ფსიქიატრიაში:

"პარანოია და მისი გართულებული ფორმა შიზოფრენია."

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დარწმუნებული ხარ რომ ბადაგონი დატერორებულია? პირიქით უფრო წარმატებულია სხვა მწარმოებლებთან შედარებით,

 

ტონობით ღვინო რომ დაუღვარეს ის სუსტად ვიცი და თუ ახლა კარგად მუშაობს, მაშინ იქნებ გადაამოწმო ვინ არის ახლანდელი მფლობელი.

ტელე იმედიც კარგად მუშაობს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap, on 29 May 2011 - 05:28 PM, said:

უფრო უმსხვერპლო და ეკონომიური ხომ არ იქნებოდა დარბაზების შექმნის მაგიერ პატივცემულ ხელისუფლებას ხალხი დაესაქმებინა და ქუჩაში გამოსვლის მიზეზები აღმოეფხვრა,მითუმეტეს ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა

ვავა

 

კომუნისტური წყობა აღარ არის, ე.ი. ფაბრიკა ქარხნები აღარ არის მთავრობის საკუთრება, აბა როგორ დამასაქმოს მიშამ, თუ ის ქარხნის ან რაიმე საწარმოს დირექტორი არ არის? გთხოვთ ამიხსნათ

:)

საქართველო "რაიმე საწარმოდ" თუ შეიძლება ჩაითვალოს - რატომაც არა :yes:

რაც შეეხება კომუნისტურ წყობას, ნაციონალურ წყობასთან ბევრი პარალელის გავლება შეიძლება იმ განსხვავებით ,რომ ფაბრიკა-ქარხნების დღევანდელ მეპატრონეებს ნამდვილად ვერ უწოდებ "მუშებს"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

რა თქმა უნდა მართალია პატრიარქი, რამეთუ ხალხმრავალი აქციების დროს ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ პროცესი მართვიდან გამოვიდეს და მასამ ერთნაირად გადათელოს ოპოზიციაც და პოზიციაც. მაგრამ მეორეს მხრივ , თუ მიშას ქუჩის საშიშროება არ შეუქმენი, მაშინ არაფრის დამთმობი არ არის

 

მოკლედ, იეზუიტი ბერის სოფისტური სიტყვებით მოვაყომარებ სათქმელს : ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ ; მართალია პატრიარქი და კიდევ უფრო ჭეშმარიტად გეტყვით : არ არის მართალი :user:

დაიწყეს უკვე შეფარვით ნაციონალებმა პატრიარქზე შეტევა...

http://www.ireporter.ge/?p=12374 ეს ის გვერდია, სადაც ეს ვიდეო დევს..

 

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...