Jump to content
Planeta.Ge

კარლ იასპერის "ნიცშე ი ხრისტიანსტვო", და "ერის იმედი"


Recommended Posts

"მოულოდნელად ჩემს მხარს ჩინოვნიკური ხელი შეეხო და უცნობმა ხმამ მითხრა: "გამომყევით!” მხარზე ჩაჭიდებული ხელი ჩემს მობრუნებას შეეცადა. მე ხელი ადგილიდან გაუნძრევლად მოვიშორე და მშვიდად ვუთხარი:

"თქვენ რა, გაგიჟდით?!”

"ამხანაგო”, მომმართა ამ ჯერ კიდევ უჩინარმა კაცმა, "გაფრთხილებთ!“

"მომისმინეთ, ბატონო” შევესიტყვე მე.

"აქ ბატონები არ არსებობენ”, დაიყვირა გაცხარებით. "ჩვენ ყველა ამხანაგები ვართ!”

ის გვერდით დამიდგა, ალმაცერად შემომხედა და მე იძულებული გავხდი ჩემი ბედნიერი მზერა სივრციდან მომეწყვიტა და მისი საქმიანი თვალებისათვის მიმეპყრო: იგი იმ ზაქს წააგავდა, ათწლეულები მხოლოდ თავისი მოვალეობების შესრულებით რომ საზრდოობს.

"რის საფუძველზე...”, წამოვიწყე შეკითხვის დასმა.

"მიზეზი საკმარისია”, თქვა მან, "თქვენი ნაღვლიანი სახე.”

 

"და მაინც რის გამო?“ კიდევ ერთხელ დავსვი შეკითხვა.

"არსებობს კანონი, რომელიც გავალდებულებთ, რომ იყოთ ბედნიერი.”

 

ჰაინრიხ ბიოლი, "ჩემი ნაღვლიანი სახე"

 

 

ლიცემერი: თითქოს ჩვენს დღევანდელ ყოფაზეა დაწერილი, ჩვენც გვაიძულებენ ბედნიერები ვიყოთ. ყველაფერზე გულაცრუებულ, ხელჩაქნეულ, თავჩაქინდრულ ყურებჩამოყრილი და ნაცემი ძაღლივით წელათრეულ ერზე, რომელსაც სახელმწიფო გამწარებული არწმუნებს , რომ ისინი ბედნიერები არიან, ოღონდ, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს ბედნიერება ისეთი სიღრმისეულია , რომ მოსახლეობა ამას ვერ ხედავს. ჰეჰე, კარლ იასპერსის "ნიცშე ი ხრისტიანსტვო" გამახსენდა. გახსოვთ პასაჟი, სადაც ნიცშეს ადარებს ლაბარატორიას, სადაც დაფრინავენ აზრები, რომლებსაც ქვის ფორმა აქვთ და სადაც ისე უნდა გაიარო, რომ ეს ქვა არ მოგხვდეს თავში. ჰო-და, სად ნიცშე და სად ...მიშა, მაგრამ მინდა (თუ მკრეხელობად არ ჩამეთვლება) ეს მოსაზრება ოდნავი პერიფრაზით ვთქვა : მიშაც ლაბარატორიაა, სადაც დაფრინავენ ფალოსები და მტრისას ვისაც ის თავში მოხვდება, მტრისას

 

გურამ ოდიშარიას დავესესხები: "როდესაც მშენებლებს მაჩუ-პიჩკუს აგებისას მთაზე სიმწრით ატანილი ქვები ქვები დაუგორდებოდათ , ამას ადგილობრივები არც მშენებლებს აბრალებდნენ და არც ქვებს. განსაკუთრებით გულმოწყანელი კი მაინც ქვებისადმი იყვნენ-იმ დაგორებულ ქვებს "დაღლილ ქვებს" უწოდებდნენ და ეცოდებოდათ კიდეც."

 

ჩვენც დაღლილი და დაგორებული ქვები ვართ, ოღონდ არავის არ ვებრალებით, პირიქით, ვისაც არ ეზარება ყველა დედას #### . პრინციპში ასეც უნდა იყოს, რამეთუ

მონები ვართ ყოვლად საქები

 

 

ხანგძლივი შესვენების შემდეგ შემოვედი ამ ფორუმზე. ჰო-და, ძალიან დამავალებთ თუ პირად წენას დაივიწყებთ და მხოლოდ თემის გარშემო იდარბაისლებთ :)

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ხანგძლივი შესვენების შემდეგ შემოვედი ამ ფორუმზე. ჰო-და, ძალიან დამავალებთ თუ პირად წენას დაივიწყებთ და მხოლოდ თემის გარშემო პოსტავთ

 

გაუნარჯოს ლიცის :)

 

ფორუმსა და რელს შორის ის განსხვავებაა, რომ ფორუმზე არარეალურ წყენას აქვს ადგილი.

 

გამიხარდა შენი აქ გამოჩენა.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაუნარჯოს ლიცის

 

გაუმარჯოს გიორგი

 

გამიხარდა შენი აქ გამოჩენა.

 

გაიხარე მეგობარო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

:) კაია რომ მოხვედი

 

"მოწყენილ სახესთან"აკავშირებით გამახსენდა ჯეკ ლონდონის "პატარა დიასახლისი"

 

невозможно жевать собственное серде , чтоб это не отразилось на лице

 

სიტყვა სიტყვით არ მახსოვს, აზრი ეგივეა

:user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალამი kisa :*

 

 

"მოწყენილ სახესთან"აკავშირებით გამახსენდა ჯეკ ლონდონის "პატარა დიასახლისი"

 

მეზობელ ფორუმზე ერთ უზერს "პოტიომკინის სოფელი" გაახსენდა :givi:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბედნიერი ერი ვყოფილვართ, თუ სხვაგან ამდენი სახეების გახსენება შეიძლება... მარტო არ ვყოფილვართ )))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...