verusi Posted May 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2011 (edited) Lo Janko"რა დაიმსახურა და რაის მ-5 კოლონა, არა გცხვენია ამას უაპელაციოდ რომ ამბობ?შენ ის კაცი არა ხარ როინ შავაძეზე რომ თავს დებდა? მე მურმან დუმბაძეს ვიცნობ იმაზე კარგად ვიდრე შენ როინ შავაძეს იცნობდი და ვიცი რა დამოკიდებულება აქვს მურმანს რუსებისადმი".მურმან დუმბაძის გავლილი გზა მეც ვიცი როგორია. მაგრამ ის გზა მას არ ამართლებს ბურჯანაძის დანაშაულში რომ ჩაერთო. ბიბლია ხომ წაგიკითხავს? იქ სწერია და დაუჯერე. მთელი ცხოვრება რომ მართებულად იცხოვრო, ბოლოს აცდენილი გზით სამოთხეში ვერ მოხვდებიო და პირიქით, ვინც მთელი ცხოვრება არასწორად ცხოვრობდა, მაგრამ ბოლოს მიაგნო სწორი გზა და მასზე დადგა, იმ გზით მოხვდება სამოთხეშიო. ეს ისე შედარებისთვის, მაგრამ დაახლოებით ასეა ერის სამსახური და ადგილი მის ისტორიაში. nika3012"თვალს ვადევნებ verusi შენს პოსტებს, საინტერესოდ და საღად აზროვნებ, მაგრამ ამჯერად ემოციებს და ბოღმას ხარ აყოლილი ალბათ და შეურაცმყოფელ განცხადებებს აკეთებ, ერთი ხალხი ვართ, ერთი ერი, ყველანი ადამიანები ბოლობოლო, ვიღაცის ნათესავი იყო იქ, ვიღაცის მეგობარი, ყველას გვეშლება და უცოდველი არავინაა, ყველა შეცდომაზე დუბინკით რომ გასიამუვნონ ნამდვილად არ გესიამუვნება, შეცდომები კი ყველას ბევრი გვაქვს ცხოვრებაში". საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელ მხარესაც გაიხედავ, სადღაც ვიღაცის ნათესავი იქნება ან მეგობარი. ერთხელ მეგობარმა დასახვრეტად გამიმეტა, მე კი სახელი ვერ გავიმეტე ჩემი, თავი რომ გადამერჩინა მისი ჩაშვებით და ტყვიას ველოდი კედელთან... ამის გამო არ მითქვამს უარი სხვა დროსაც მეძმაკაცა ვინმესთან, თუნდაც მკვდარისთვის უკვე და ბოლომდე მის ძმაკაცად დავრჩენილიყავი და არ გამიხსენებია ის, რომ ერთ დროს სხვა ძმაკაცმა სასიკვდილოდ გამიმეტა.ბოღმა კი ისაა რაც ჩემთვის უცხო ხილია საერთოდ. მაგრამ ვერ ვმალავ სიბრაზეს და ზიზღს მათ მიმართ, ვისაც, საკუთარი ცხვირის გარდა არაფრის დანახვა არ შეუძლია და ჭირივით ვერ ვიტან უპასუხისმგებლო ადამიანებს. ახალგაზრდა რომ ვიყავი ძალიან მიყვარდა ჩემი ქვეყანა, მართლა ძალიან მიყვარდა.. სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტმა სწავლა მივატოვე და აფხაზეთში ისე გავიპარე, სახლში არავინ იცოდა.არ ვუჯერებდი მეგობრებს იქ(რუსეთში)სისულელეს აკეთებო, სულელებად ისინი მიმაჩნდა ვინც ამას მეუბნებოდა და ვთლიდი ყოფილი მსროლელიც, ყოფილი სპორცმენი, სნაიპერად, იმ საქმით რაც კარგად ვიცოდი, მეტ სარგებლობას მოვუტანდი ჩემ ქვეყანას იმ დროს, ვიდრე რუსეთში ჩემი დარჩენით. ბოლოს კი... ამ ხალხმა, ამ ქვეყანამ ის დამაჯერა რომ სულელი ვყოფილვარ მართლაც და მიკვირს რატომ უნდა მიყვარდეს ის ქვეყანა, სადაც ლაჩრები მეტად დაფასებულებია, სადაც ქვეყნის ღალატით მეტის მოგება შეიძლება ვიდრე მისთვის თავის გაწირვა თუ არა ბოლომდე, მისთვის რაღაცის გადადება. თურმე ის ჯობდა, რუსეთში დავრჩენილიყავი და ასეთი ფიქრებით როგორ მიყვარდეს? მაგრამ იცი რატომ მიყვარს მაინც? იმიტომ, რომ არიან ის ადამიანები აქ, რომლებიც ჩემ ცხოვრებაზე მეტად მიყვარს და მინდა ის ხალხი ბედნიერად იყვნენ, ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობდენ და ვიღაცა არ წყვეტდეს რამდენი ვაგონი გამოყოს მათი ციმბირში გადასასახლებლად ან რამდენი სპეცნაზელი გამოყოს მათ საცემრად. მინდა ნორმალური ქვეყანა, რადგან ცალკე კაცი ვერასდროს ბედნიერი ვერ იქნება. ცალკე ოჯახი ვერასდროს დაცული ვერ იქნება, თუ ირგვლივ უბედურება იქნება მარტო. იქნებ არც ისე ძლიერად მიყვარდეს ამის გამო რომ ისე არაა ყველაფერი როგორც მინდა იყოს, მაგრამ ხომ მაქვს ჩემი ოცნება? და ამის გამო რომ ვინმეს გადავუვლი ხელკეტით თუ დავხრეტ ავტომატით, ვისაც ჩემთვის ამ ოცნების წართმევა უნდა, ნურავის უკვირს.ჩემთვის კი ორივე მტერია დღეს, როგორც მომხრეები ხელისუფლების, ისე მისი ის მოწინააღმდეგეები(ყველა არა) რომლებსაც იგივე გზით უნდათ მოსვლა, ისევ სხვების უბედურების ხარჯზე, რომ დიდხანს გადადონ ჩემი ოცნებაც და იქნებ ოცნების საბაბიც აღარ დამიტოვონ იმით, რომ ვიღაცის ნასროლმა მოლოტოვის კოქტეილმა ის ადამიანი დაწვას შემთხვევით ვინც მიყვარს, ან იმ ნაგვების გამო გამოსულმა პოლიციელმა შემთხვევით იქ მყოფი ჩემი საყვარელი ადამიანი მოკლას ცემაში და ვერ მივიღებ მიზეზად იმ ხალხისგან მას, რომ ამ გზით ასე უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა და ჩემთვის ბედნიერების მოტანა. არც რუსის მოტანილი ბედნიერება არ მჭირდება, არც ამერიკელის თავზე მოხვეული, და სადაც ჩემი არ იქნება, იქ სხვისი აშენებულის დედაც ....არის ნორმალური გზა, არის ამის შესაძლებლობა და იარონ ამ გზით იმათმა და მიყვენ მათ, ვისაც არა აქვთ დრუნჩი ღორებივით გასვრილი ამ ხალხის უბედურებაზე და არა საკუთარი ხალხის თავისუფლების ხარჯზე. მაღიზიანებს უბრალოდ ის ხალხი, ვინც ამბობს, რუსული ოკუპაცია რითი სჯობს სააკაშვილის ოკუპაციასო.სააკასვილს მოვიცილებ მე 1 წელში, 2 წელში თუ 20 წელში, მაგრამ რუსული ჩექმა რომ დადგება აქ, კიდო 200 წელი ვერ მოიცილებ მას.ამიტომ ასეთი ხალხი, ამას რომ მიმტკიცებენ, და ვიღაც ნაბოზვრები,10, 20, 30 ლარად რომ მიტინგზე მიდიოდნენ, უდანაშაულოები და ცოდვებია, მტრებად ვთლი და ჩავთლი ყოველთვის.არ მეცოდებიან. მათ თვითონ გასწირეს თავი ლარებში და არ მაინტერესებს ამისთვის კიდო ვინ აიღო ლარებად პრემიები. Edited May 28, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2011 შეგრცხვება მერე ამ სიტყვების... არასდროს შემრცხვენია ჩემი სიტყვის და არც არასდროს შემრცხვება, რადგან საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვცემ პატივს და რაც ენაზე მომადგება და ისე არ ვფიქრობ, იმას არ ვიძახი.რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვამბობ. არ ვამბობ არ მეშლება ზოგჯერ, მაგრამ შეუცდომელიც არავინაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2011 არასდროს შემრცხვენია ჩემი სიტყვის და არც არასდროს შემრცხვება, რადგან საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვცემ პატივს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted May 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2011 არასდროს შემრცხვენია ჩემი სიტყვის და არც არასდროს შემრცხვება, რადგან საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვცემ პატივს და რაც ენაზე მომადგება და ისე არ ვფიქრობ, იმას არ ვიძახი.რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვამბობ. არ ვამბობ არ მეშლება ზოგჯერ, მაგრამ შეუცდომელიც არავინაა.შეიძლება, მაგრამ ის ვინც მოკლეს მიტინგზე, მათ რატომ დაიმსახურეს სიკვდილი ეს ვერ გავიგე...მხოლოდ იმიტომ რომ იქ ბურჯანაძე იდგა?ბურჯანაძე მეც მეჯავრება და არ მგონია ჩემზე კარგად იცოდე ვინ არის და ვინ არის მამამისი და ა.შ., მაგრამ ბურჯანაძის გარდა იქ ბევრი სხვაც იდგა... იგივე ნონა გაფრინდაშვილი, თუნდაც...რა, ნონაც იმსახურებდა სიკვდილს? და შენ მართლა გგონია სიმართლეა მიშას ნაბჭუტურალი რუსეთის კვალზე და ა.შ. რუსეთს რომ მოენდომებინა, მიშა ახლა აღარ იქნებოდა, არა მარტო როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ადამიანი... მაგრამ მიშაზე უკეთესს რუსეთი ვერც ინატრებს და სწორედ იგი მოქმედებს მათი დაწერილი სცენარით... გამოჩნდება ეს ოდესმე და თუ ვიქენი ცოცხალი, მერე დავილაპარაკოთ ვინ იყო რუსეთის აგენტი და ვინ არა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2011 verusiსხვისი არ ვიცი და მე ყოფილა ცხოვრებაში ასე რომ შემრცხვენია ჩემი სიტყვების და ქმედებების და მომავლშიც არ გამოვრიცხავ რომ შემეშლება,რა ვქნა სრულყოფილი ნამდვილად არ ვარ და ყველა შემთხვევაში მართალი ვერ ვიქნები, მითუმეტეს შეფასებებში რომელიც საინფორმაციო საშუალებების შედეგად მაქვს მიღებული და რომლის უშუალო მონაწილე არ ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 28, 2011 ბევრი იმსახურებდა მაგ მიტინგზე თრაქში პანღურს და გვერდში დუბინკას, მაგრამ სიკვდილი მეტისმეტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.