Jump to content
Planeta.Ge

ბიბლია და დინოზავრები


Recommended Posts

ბიბლიაში რატომ არაა არცერთი სიტყვა ნახსენები დინოზავრებზე?

 

იმედია რელიგია დინოზავრების არსებობას არ უარყოფს და ეშმაკის ჩამარხული არ ჰგონია დინოზავრის ჩონჩხები ჩვენი დაბნევის მიზნით :D

 

შესაძლოა ვცდები და დინოზავრებზე წერია, მაგრამ თუ მართალი ვარ და იქ დინოზავრი არაა ნახსენები, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, რატომ? (და მერე ფორუმელებსაც გაუზიარეთ თქვენი ნააზრევი :D )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიბლიაში რატომ არაა არცერთი სიტყვა ნახსენები დინოზავრებზე?

არ იცოდა მწერალმა არაფერი დინოზავრების შესახებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიბლიაში რატომ არაა არცერთი სიტყვა ნახსენები დინოზავრებზე?

 

იმედია რელიგია დინოზავრების არსებობას არ უარყოფს და ეშმაკის ჩამარხული არ ჰგონია დინოზავრის ჩონჩხები ჩვენი დაბნევის მიზნით :D

 

შესაძლოა ვცდები და დინოზავრებზე წერია, მაგრამ თუ მართალი ვარ და იქ დინოზავრი არაა ნახსენები, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, რატომ? (და მერე ფორუმელებსაც გაუზიარეთ თქვენი ნააზრევი :D )

nika3012

Saturn

 

დინოზავრები და პტეროზავრები ცხოვრობდნენ ძალიან დიდი ხნის წინ, მანამ სანამ ადამიანი შეიქმნებოდა. დინოზავრებიც და ადმაიანიც, ორივე ღვთის შექმნილია.

 

ბიბლიაში ჩაწერილია შემოქმედებითი დღეები თანმიდევრულად. (იხ. დაბადების პირველი თავი). დაბადების პირველ თავში წერია: შემდეგ თქვა ღმერთმა: აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები და მიწის ზევით, ცის სივრცეში იფრინონ ფრინველებმა. დაიწყო ღმერთმა ზღვის დიდი ცხოველებისა და ყველა ცოცხალი სულის შექმნა". (წაიკითხე დაბადების 1:20-24).

 

ამ სიტყვების დამწერი მოსე, არ დასწრებია არც ადამიანის შექმნას და არც ფრინველებისა თუ ცხოველების შექმნას რაც ადამიანის შექმნამდე შექმნა ღმერთმა. მაგრამ რასაც მოსე და ბიბლიის სხვა მწერლები წერდნენ, წერდნენ ღვთის შთაგონებით. ამიტომ ის რასაც ბიბლია ამბობს არ წარმოადგენს მხოლოდ იმ ცნობების ერთობლიობას, რასაც მხოლოდ ადამიანი შესწრებია.

 

ბიბლიაში სიტყვა დინოზავრი ვერ იქნებოდა ჩაწერილი, რადგან სიტყვა დინოზავრი პირველად 1842 წელს ინგლისელმა პალეონტოლოგმა რიჩარდ ოუენის მიერ იქნე გამოყენებული. სიტყვა დინოზავრი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "δεινός" (დეინოს-ისგან) რაც ნიშნავს "საშინელს, დიდს, ძლევამოსილს, საოცარს". ხოლო სიტყვის მეორე ნაწილი "σαῦρος" (საუროს, იგივე ზაუროს) კი "ხვლიკს"; ამგვარად სიტყვა დინოზავრი "δεινός-σαῦρος"ქართულად ნიშნავს (დიდ ხვლიკს, საშინელ ხვლიკს).

 

პალეონტოლოგიური აღმოჩენები ადასტურებენ რომ დინოზაურები ცხოვრობდნენ ძალიან დიდი ხნის წინ და მათი გადაშენების მრავალ თეორიას ასახელებენ მეცნიერები. ზუსტად არაა ცნობილი თუ რამ განაპირობა მათი გადაშენება. როგორც ჩანს, როცა დინოზავრებმა თავისი დანიშნულება შეასრულეს, ღმერთმა მათ სიცოცხლეს დასასრული დაუდო. ღმერთს არ შთაუგონებია ბიბლიის დამწერები, როგორ გააკეთა მან ეს, ან როდის. ადამიანებს, რომელბსაც ღვთის და მისი სიტყვის ბიბლიის სწამთ, დარწმუნებულნი არიან რომ დინოზავრები ღვთის შექმნილნი იყვნენ გარკვეული მიზნებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ ესმით თუ რა მიზნით შექმნა ღმერთმა ისინი ძველ დროს. ღვთის მორწმუნეებს, ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ დინოზავრები არ წარმოადგენდნენ ღვთის მიერ დაშვებული შეცდომის ნაყოფს და არც ევოლუციის პროდუქტს. აღმოჩენილი ნამარხები ანუ დინოზავრების არსებობის დამადასტურებელი პალეონტოლოგიური მასალები, არ უჭერენ მხარს ევოლუციის თეორიას. პირიქით, პალეონტოლოგიური მასალები სრულ შესაბამისობაში არიან ბიბლიის თვალსაზრისთან, რომ დინოზავრები ღვთის შემოქმედებითი საქმიანობის ნაყოფს წარმოადგენენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დინოზავრები და პტეროზავრები ცხოვრობდნენ ძალიან დიდი ხნის წინ, მანამ სანამ ადამიანი შეიქმნებოდა.

 

ანუ დინოზავრები არსებობდნენ ადამის შექმნამდე გაცილებით ადრე ხო, გაცილებით ადრე, ვიდრე ღმერთმა სამყაროს შექმნას 7 დღე მოანდომა ხო? :D

 

თუ დინოზავრებიც ამ 7 დღეში შეიქმნა, მაშინ ვიზიარებ ადამის ტკივილს, დინოზავრებთან ცხოვრება ნამდვილად არ მესიამუვნებოდა :D

 

შემთხვევით ვაშლის ნაყოფის დასაცავად ხომ არ იყვნენ შექმნილნი დინოზავრები? :D თუ ასეა, ვერ შეასრულეს თავისი მისია და მათი გადაშენების მიზეზიც გასაგები ხდება :D :D :D

 

 

ეხლა ხუმრობის გარეშე: იქნებ ბიბლია სულაც არაა პირდაპირი ფაქტების კონსტატაცია, იქნებ მხოლოდ თეზისებია რომელსაც ადამინმა უნდა მისდიოს რათა თითონვე იყოს მშვიდი და ბედნიერი, რამეთუ სიბოროტე ბადებს შინაგან ქაოსს და ტანჯავს ადამინს. იქნებ ეს ყველა ბიბლიური მონათხრობნი მხოლოდ მეტაფორებია და არა პირდაპირ გასაგები ტექსტი, იქნებ არც სამყარო შექმნილა ეგრე, არც ვაშლის აკრძალული ნაყოფი არსებულა და სამყაროს შექმნაც სულ სხვაგვარად მოხდა, იქნებ ნოეს კიდობანი სულაც არ არსებობდა და ამის დამწერს, ან უფალს შთაგონებისას არა ისტორიული მოვლენის გადმოცემა, არამედ შინაარსის, მორალის მიტანა უნდოდა ადამიანამდე და ნოე სულაც არ არსებობდა რეალობაში, ანუ კითხვაა ასეთი, იქნებ და ეს ყველაფერი მთლიანად მოგონილია, ცხადია მთელი თაობებისა და უძველესი ადამიანის ბუნებასთან და სამყაროსთან სიახლოვის სიბრძნე დევს ბიბლიაში, ამას არ ვუარყობ, მაგრამ შესაძლოა ეს მხოლოდ მორალის, ცხოვრების წესისა და სწორი ქცევის მიმანიშნებელი სახელმძღვანელოა, იქნებ ეს სამყაროს შექმნაც პირობითია, ანუ რეალურად კი არ იყო ეგრე, უბრალოდ მორალის მისახვედრადაა მოგონილი.

 

რას იტყვით ამ თეორიაზე, ცხადია არც მე და არც თქვენ არ ვიცით რა იყო სინამდვილეში, მაგრამ დინოზავრების არსებობა ეწინააღმდეგება ბიბლიაში აღწერილ ქმედებათა თანამიმდევრობას. ვფიქრობ ამ თეორიას აქვს არსებობის უფლება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ხუმრობის გარეშე: იქნებ ბიბლია სულაც არაა პირდაპირი ფაქტების კონსტატაცია, იქნებ მხოლოდ თეზისებია

nika3012

 

ბიბლიას თუ გამოიკვლევ დარწმუნდები რომ ფაქტების კონსტატაციაა და არა იქნებ ის და იქნებ ეს.

 

იქნებ არც სამყარო შექმნილა ეგრე,

რას გულისხმობ სიტყვა "ეგრეში"?

 

არც ვაშლის აკრძალული ნაყოფი არსებულა

და ბიბლიაში სად ამოიკითხე რომ აკრძალული ნაყოფი ვაშლი იყო?!

 

ანუ კითხვაა ასეთი, იქნებ და ეს ყველაფერი მთლიანად მოგონილია,

ბიბლიას თუ გამოიკვლევ დარწმუნდები რომ ფაქტების კონსტატაციაა და არა მოგონილი ამბები.

 

რას იტყვით ამ თეორიაზე,

მცდარი მოსაზრებებია.

 

ცხადია არც მე და არც თქვენ არ ვიცით რა იყო სინამდვილეში,

რადგან შენ არ იცი, არ უნდა იყო მასე თავდეჯერებული რომ სხვებმაც არ იციან.

 

მაგრამ დინოზავრების არსებობა ეწინააღმდეგება ბიბლიაში აღწერილ ქმედებათა თანამიმდევრობას.

ახსენი როგორ ეწინააღმდეგება დინოზავრების არსებობა ბიბლიაში აღწერილ ქმედებათა თანმიმდევრობას.

 

ვფიქრობ ამ თეორიას აქვს არსებობის უფლება :)

ყველანაირ თეორიას აქვს არსებობის უფლება. მაგრამ შენ რასაც ამბობ, ეგ თეორიადაც არ მიმაჩნია. მასეთი "თეორიები" იმ ადაიანებს აქვთ, ვისაც ბიბლია არ გამოუკვლევია და არ იცის რა არის ის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

იეღოვური დემაგოგია არ გვინდა ოღონდ რა.

 

 

რადგან შენ არ იცი, არ უნდა იყო მასე თავდეჯერებული რომ სხვებმაც არ იციან.

მგონი ცოდნა რწმენაში გერევა, თუ თავად ესწრებოდი სამყაროს შექმნის პროცესს, ან იქნებ ფოტომასალა გაქვს :D

 

 

როცა ადამიანი არც კი განიხილავს მოსაზრებას, წინასწარ იცის პასუხი და იმდენად დაბრმავებულია თავისი შეხედულებებით და რწმენით, რომ კარგავს ლოგიკურად აზროვნების უნდარს, რაღა აზრი აქვს კამათს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

 

5-ე პოსტზე გამეცი პასუხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახსენი როგორ ეწინააღმდეგება დინოზავრების არსებობა ბიბლიაში აღწერილ ქმედებათა თანმიმდევრობას.

 

დინოზავრები და პტეროზავრები ცხოვრობდნენ ძალიან დიდი ხნის წინ, მანამ სანამ ადამიანი შეიქმნებოდა.

 

რამდენ დღეში შექმნა ღმერთმა დედამიწა და ადამიანი? და რამდენი ხნით ადრე არსებობდნენ დინოზავრები?

 

5-ე პოსტზე გამეცი პასუხი.

კონკრეტულად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენ დღეში შექმნა ღმერთმა დედამიწა და ადამიანი?

nika3012

 

ბიბლია არ საუბრობს დედამიწის ასაკზე. არც იმას ამბობს, რამდენ დღეში,კვირაში, თვეში თუ წელიწადში შექმნა ადმაიანი ღმერთმა.

 

და რამდენი ხნით ადრე არსებობდნენ დინოზავრები?

არც ამას იტყობინება. ახლა ახსენი და მიპასუხე 5-ე პოსტში რაც გკითხე.

 

 

კონკრეტულად?

აგერ კონკრეტულად:

 

 

იქნებ არც სამყარო შექმნილა ეგრე,

რას გულისხმობ სიტყვა "ეგრეში"?

 

და ბიბლიაში სად ამოიკითხე რომ აკრძალული ნაყოფი ვაშლი იყო?!

 

 

ახსენი როგორ ეწინააღმდეგება დინოზავრების არსებობა ბიბლიაში აღწერილ ქმედებათა თანმიმდევრობას.

 

ფაქტია, რომ წაროდგენა არ გაქვს რა არის ბიბლია და რა წერია მასში.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიბლია არ საუბრობს დედამიწის ასაკზე. არც იმას ამბობს, რამდენ დღეში,კვირაში, თვეში თუ წელიწადში შექმნა ადმაიანი ღმერთმა.

 

თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა.

და უწოდა ღმერთმა სივრცეს ცა. დადგა საღამო და დადგა დილა, — მეორე დღე.

დადგა საღამო და დადგა დილა, — მესამე დღე.

 

აღარ გავაგრძელებ, დანარჩენი უკვე ელემენტარული მათემატიკის ცოდნაა რომ დათვალო რამდენი დღე მოანდომა, თან ეს შენივე დადებული ლინკიდან ამოვკრიფე ბმული

 

 

 

რას გულისხმობ სიტყვა "ეგრეში"?

 

ვგულისხმობ ღმერთის მიერ შეიქმნა თუ არა საერთოდ და იმ დღეების განმავლობაში რომელსაც როცა დაითვლი გეცოდინება.

 

 

და ბიბლიაში სად ამოიკითხე რომ აკრძალული ნაყოფი ვაშლი იყო?!

შეიძლება მე სხვა ბიბლია მაქვს წაკითხული, ხილის რაობას არა აქვს მნიშვნელობა, შეეცედე ადამიანის ნათქვამში აზრი ამოიკითხო და სიტყვებს არ გამოეკიდო, მიტუმეტეს ასეთი ნიკი გაქვს აზრი

 

 

 

ახსენი როგორ ეწინააღმდეგება დინოზავრების არსებობა ბიბლიაში აღწერილ ქმედებათა თანმიმდევრობას.

 

 

ამაზე უკვე გაგეცი პასუხი მოკლედ, და არ ვფიქრობ რომ ამ დისკუსიაში ღირდეს ჩემი მოსაზრებების განვრცობა, უბრალოდ უშედეგო იქნება.

 

 

 

ფაქტია, რომ წაროდგენა არ გაქვს რა არის ბიბლია და რა წერია მასში.

 

ვფიქრობ საკუთარ ცოდნაზე და წარმოდგენებზე უნდა დაფიქრდე, საკუთარ დადებულ ლინკზე მაინც უნდა გაეცნო ტექსტს ბმული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა.

nika3012

 

შენს მიერ დადებულ ბმულზე და პოსტებში ვერ დაასაბუთე ის რაზეც პრეტენზია გქონდა. გაიგე რომ ბიბლია არ საუბრობს დედამიწის ასაკზე. ახლა გადახედე პოსტებს და ნორმალურად მიპასუხე კითხვებზე. თუ არადა წერე უაზრო პოსტები რამდენიც გინდა.

 

პ.ს.

რაც შეეხება ვაშლს. ეგ ბმული რაც ზემოთ დადე, კარგად წაიკითხე ხოლმე. როცა წერ ვაშლი იქნებ არ იყოო, უნდა გაიაზრო რომ ვაშლი საერთოდ არ წერია აკრძალულ ნაყოფთან დაკავშირებით. ასე რომ ეცადე იმ ბმულზე ის ამოიკითხო რაც მასში წერია და არა ის რაც შენს გაგიხარდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენს მიერ დადებულ ბმულზე და პოსტებში ვერ დაასაბუთე ის რაზეც პრეტენზია გქონდა.

 

ნაწერის ადეკვატური შეფასება ისწავლე, პრეტენზია საერთოდ არ გამომითქვამს, ვარაუდი და ვერსი, შეხედულება დავწერე მხოლოდ

 

 

გაიგე რომ ბიბლია არ საუბრობს დედამიწის ასაკზე.

ასაკზე არა, მაგრამ საუბრობს იმაზე რამდენ დღეში შეიქმნა, როდის კი არა, რამდენ ხანში ანუ, და ეს დაგისაბუთე, კონკრეტულად მითითებულია შენი ბიბლიის ტექსტში პირველ დღეს ეს ქნა, მეორე დღეს ეს, მესამეზე ეს და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაწერის ადეკვატური შეფასება ისწავლე, პრეტენზია საერთოდ არ გამომითქვამს, ვარაუდი და ვერსი, შეხედულება დავწერე მხოლოდ

nika3012

 

შენი პოსტები ადეკვატურად რომ შევაფასე, იმიტომ დაგიწერე რომ გამოიკვლიე და ყურადღებით წაიკითხე რა წერია ბიბლიაშითქო და უაზრო მოსაზრებებიც აღარ შეგაწუხებს.

 

ასაკზე არა, მაგრამ საუბრობს იმაზე რამდენ დღეში შეიქმნა, როდის კი არა, რამდენ ხანში ანუ, და ეს დაგისაბუთე, კონკრეტულად მითითებულია შენი ბიბლიის ტექსტში პირველ დღეს ეს ქნა, მეორე დღეს ეს, მესამეზე ეს და ა.შ.

ბიბლიის ტექსტში არ წერია რომ პირველ დღეს დედამიწა შექმნაო. ამიტომ გიწერ უკვე მერამდენეჯერ რომ ის ბმული ყურადღებით წაგეკითხა მარა არ გსურს და შენ მაგივრად მე ხომ არ წავიკითხავ არაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიბლიის ტექსტში არ წერია რომ პირველ დღეს დედამიწა შექმნაო.

 

და თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს სინათლე“. და გამოჩნდა სინათლე. 4 დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო სინათლე; ზღვარი დაუდო ღმერთმა სინათლესა და სიბნელეს. 5 და უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე და სიბნელეს — ღამე. დადგა საღამო და დადგა დილა, — პირველი დღე.

 

6 შემდეგ თქვა ღმერთმა: „გაჩნდეს სივრცე წ####ბს შორის და გაიყოს წ####ბი“. 7 დაიწყო ღმერთმა სივრცის წარმოქმნა და წ####ბის გაყოფა, რომ ყოფილიყო წ####ბი სივრცის ქვევით და წ####ბი — სივრცის ზევით. და ასეც მოხდა. 8 და უწოდა ღმერთმა სივრცეს ცა. დადგა საღამო და დადგა დილა, — მეორე დღე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და თქვა ღმერთმა: „გამოჩნდეს სინათლე“. და გამოჩნდა სინათლე. 4 დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო სინათლე; ზღვარი დაუდო ღმერთმა სინათლესა და სიბნელეს. 5 და უწოდა ღმერთმა სინათლეს დღე და სიბნელეს — ღამე. დადგა საღამო და დადგა დილა, — პირველი დღე.

nika3012

 

სინათლე და დედამიწა ერთმანეთში გერევა და აბა რაღაზე გესაუბრო...

 

6 შემდეგ თქვა ღმერთმა: „გაჩნდეს სივრცე წ####ბს შორის და გაიყოს წ####ბი“. 7 დაიწყო ღმერთმა სივრცის წარმოქმნა და წ####ბის გაყოფა, რომ ყოფილიყო წ####ბი სივრცის ქვევით და წ####ბი — სივრცის ზევით. და ასეც მოხდა. 8 და უწოდა ღმერთმა სივრცეს ცა. დადგა საღამო და დადგა დილა, — მეორე დღე.

 

აქაც იგივე. როდის აქეთ გახდა სივრცე და დედამიწა ერთი და იგივე? ამიტომ გწერ ადმაიანო, ჯიუტად ერთი და იგივეს გამეორებას, რაც წერია და რასაც აციტირებ, არ ჯობია ყურადღებით წაიკითხო და სინათლე, სივრცე და სიბნელე, დედამიწისგან გაარჩიო?!

 

 

ბიბლიის პირველი წიგნი "დაბადება" უბრალო და გასაგები აზრით იწყება:

 

"1. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა.

2. დედამიწა იყო უფორმო და უდაბური. სიბნელე იყო ღრმა წყლის ზედაპირზე და ღვთის მოქმედი ძალა იძვროდა წყლის ზევით". - (დაბადება 1:1,2).

 

ბიბლიის ამ პირველ ორ მუხლზე, თეოლოგები და სწავლულები, ერთხმად აღიარებენ, რომ ამ მუხლებში აღწერილი შემოქმედებითი საქმიანობა გამიჯნულია იმ შემოქმედებითი დღეებისგან, რომელთა შესახებაც პირველი თავის მესამე მუხლიდან მოყოლებული გვამცნობს "დაბადება".

 

ყურადღებით თუ დააკვირდები დაბადების 2-ე მუხლში ჩაწერილ სიტყვებს: "დედამიწა იყო უფორმო და უდაბური", მიხვდები, რომ დედამიწა უკვე არსებობდა, მანამ სანამ ღმერთი შექმნიდა იმას, რაც პირველ, მეორე, მესამე და მომდევნო დღეებში შექმნა. გაიგე ახლა? ასე რომ დედამიწის შექმნის ასაკს, ან დროს, თუ როდის შექმნა ღმერთმა დედამიწა, ბიბლია არ საუბრობს!

 

ყურადღებით წაიკითხე ეგ მუხლები და ამ ელემენტარულ საკითხებზე აღარ მოგიწევს ჯიუტად დავა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...