Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

აკაკი მინაშვილი - ჩანაწერების აქციის მსვლელობისას გამოქვეყნება პროტესტისთვის ხელის შეშლად ჩაითვლებოდა

ვაი :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

სადაც პოლიციელის გვამი აღდგა და არამიანცში მკურნალობა დაიწყო იქ უკვე აღარაფრის აღარ მჯერა

 

ბოდიში თვალს ვერ ვადევნებ ვერც ტელევიზორს და ვერც ნეტში ვერ ვნახე ეს ინფორმაცია და ის პოლიციელი გადარჩა? ჯიპმა რომ დაარტყა ცოცხალია დღეს ის კაცი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა მაგარ პანიკაში იქნებიან და უარეს სისულელეს ჩაიდენენ))

მიწოლა უნდათ ამიტომ, რომ ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცეთ და გონზე ვერ მოვიდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

მიკვირს მიშას ზიზღმა როგორ შეიძლება ასე დააბრმავოს და დააყრუოს ადამიანი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

მიკვირს მიშას ზიზღმა როგორ შეიძლება ასე დააბრმავოს და დააყრუოს ადამიანი

აბა აბააა... :givi: შენ ეგა თქვი კაცო... სულ საგვარეულო ზიზღი მაქვს მიშას მიმართ გულში ჩადებული! :givi: :givi: :givi:

 

ისე შენ მიშმაკაკების აქტივისტი იქნები ნამდვილიად... ჩქიმიპაკაზუხა... :read:

 

მიკვირს მიშას სიყვარულმა როგორ შეიძლება ასე დააბრმავოს და დააყრუოს ადამიანი :what: :yes:

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახალხო კრების "შეფიცულთა" რაზმის წევრის გია უჩავას ჩვენების მიხედვით, აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობებში შეჭრას გეგმავდნენ

 

 

იქ არ მოხვდე კაცი,თორემ კენედის მკვლელობასაც გაღიარებინებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოდიში თვალს ვერ ვადევნებ ვერც ტელევიზორს და ვერც ნეტში ვერ ვნახე ეს ინფორმაცია და ის პოლიციელი გადარჩა? ჯიპმა რომ დაარტყა ცოცხალია დღეს ის კაცი?

 

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაარბიეს. როგორც შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დარბევის დროს „კრების“ ერთ-ერთი ლიდერის – ნინო ბურჯანაძის, ესკორტი რუსთაველის გამზირიდან დიდი სიჩქარით დაიძრა და რამდენიმე ადამიანს შეეჯახა, რომელთაგან ორი – პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი და მომიტინგე ნოდარ ცხადაძე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ.

 

მოგვიანებით ნოდარ ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვით, ის სამართალდამცველების ცემის შედეგად გარდაიცვალა და მას ავტომანქანა არ შეჯახებია.

 

დღეს კი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მეორე გარდაცვლილის მონაცემების სიზუსტის საკითხი. საქმე ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრმა“ აქციის დარბევის შედეგად დაშავებულთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცის) სხვა დაშავებულებთან ერთად შსს-ის თანამშრომლებმა ვლადიმერ მასურაშვილიც მიიყვანეს, რომელიც ამ დრომდე რჩება იქ ტრავმული შოკის დიაგნოზით და შესაბამის მკურნალობას გადის.

 

დეტალების გასარკვევად საქინფორმი ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრის“ თავმჯდომარე ეკა ჯიხვაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სწორედ ზემოხსენებულ უზუსტობაზე ისაუბრა. „დიახ, ვლადიმერ მასურაშვილი არამიანცში მკურნალობს. მე დაზუსტებით ვერ გეტყვით, ეს სხვა მასურაშვილია, თუ ის, რომელიც შსს-მ მკვდრად გამოაცხადა, თუმცა როდესაც პროზექტურაში მივედი, იმ ორ ადამიანს შორის, რომლებიც ინციდენტის დროს დაიღუპნენ, მასურაშვილი ნამდვილად არ არის. პროზექტურაში მითხრეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ცხადაძე და მოსულიშვილი მიიყვანეს, მასურაშვილი კი არ უხსენებიათ“, – განაცხადა ჯიხვაშვილმა.

 

ამის შემდეგ საქინფორმი შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ შოთა უტიაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ – მან სააგენტოს კორესპონდენტის ზარს არ უპასუხა.

P.S. ალბათ, მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი განმარტებების გაკეთება აუცილებელია.

 

--

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა უჩვენეს რ2-ზე საქართველოს უახლეს ისტორიაში ქვეყნის ერთ-ერთი დამანგრეველის თ. კიტოვანის ინტერვიუ, რომელიც უჩავას მოიხსენიებს როგორც გარეწარს. ბოდიში მაგრამ კიტოვანი ვინ არის? ქართილმა საზოგადოებამ მას ვერდიქტი დიდი ხანია გამოუტანა! მეტი ვერავინ იპოვეს უჩავაზე ცუდის მთქმელი?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...