Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

14:18 27-05-2011

სახალხო კრების "შეფიცულთა" რაზმის წევრის გია უჩავას ჩვენების მიხედვით, აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობებში შეჭრას გეგმავდნენ.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ჩვენებაში, უჩავა ამბობს, რომ იგეგმებოდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება ავტომანქანებისა და ტექნიკის დასაწვავად, როდესაც სამართალდამცველები დანაშაულის აღსაკვეთად მივიდოდნენ. უჩავას ჩვენებით, ახალგაზრდულ ჯგუფს აქციების მიმდინარეობისას დავალებული ჰქონდა მაღაზიების გაძარცვა, ავტომანქანების დაწვა. მისივე ინფორმაციით, შექმნილი იყო შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შეიარაღებული აქციაზე შემოვარდებოდა და სამართალდამცველებს ცეცხლს გაუხსნიდა. აქციის ტერიტორიას 21 მაისიდან ბადრი ბიწაძე აკოტროლებდა.

~დროშის ტარები გამოიყენებოდა როგორც ხელკეტები. შემდეგ ბადრი ბიწაძემ თქვა, რომ კარგი იქნებოდა გაკეთებულიყო "რაგატკები", რომლის სასროლად გამოყენებულიყო რკინის ბურთულები. ამ რკინის ბურთულს შეეძლო ძალიან მძიმე დაზიანება მიეყენებინა ადამიანის სხეულისათვის და შეიძლებოდა ადამიანი დაღუპულიყო~, - აცხადებს უჩავა.

გია უჩავა 22 მაისს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დააკავეს. 27 მაისს შსს-მ უჩავას აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ის სახალხო კრების გეგმებზე საუბრობს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/169958-gia-uchava-aqciis-monatsileebi-sakrebulosa-da-sazogadoebriv-mautsyebelshi-shetcras-gegmavdnen.html

 

შსს-მ სახალხო კრების ოფისში და რესტორან ~ზღაპარში~ აქციის ორგანიზატორთა ფარული ვიდეოჩანაწერები გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, რესტორან ~ზღაპარში~, სუფრასთან ბადრი ბიწაძის, ირაკლი ბათიაშვილის და გია უჩავას საუბარია ჩაწერილი. ისინი აქციასთან დაკავშირებით გეგმებზე საუბრობენ. ირაკლი ბათიაშვილი ამბობს, რომ მათ ორგანიზებული დაჯგუფება ~შეფიცულები~ ჰყავთ, თუმცა შეიძლება სხვა ორგანიზებული ჯგუფებიც დაემატოს. ბათიაშვილის თქმით, თუ ხალხის მასას ასეთი ორგანიზებული ჯგუფი უდგას, მასა იქცევა საშინელი ძალად. ბადრი ბიწაძე კი ამბობს, რომ მათ უნდა იცოდნენ, ვინ არის ეს მებრძოლი ხალხი.

~თუ ვიცით 500 კაცი არ არის და 50 კაცია, იმ 50 კაცზე გავთვლით. უფრო ძნელი იქნება, მაგრამ მაინც შეიძლება ამითაც საქმის გაკეთება~, - ამბობს ბიწაძე.

მეორე ჩანაწერში, რომელიც სახალხო კრების ოფისში გამართული თათბირია ასახული, საუბარია იარაღის ხელში აღებაზე, მოლოტოვის კოქტეილებზე, "რაგატკებზე", ცივ იარაღზე. ნახსენებია, რომ იარაღი უნდა ისროლონ. თუმცა ჩანაწერიდან არ ირკვევა ამ ფრაზებს რომელი პირები ამბობენ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/169960-shss-m-sakhalkho-krebis-aqciis-organizatortha-saubris-faruli-videochanatserebi-gaavrcela.html

 

პ.ს. უჩავას აღიარების საერთოდ არ მჯერა...წაიკითხეთ სოლჟენიცინი, გათქმევინებენ რაც გინდათ თუ მოინდომეს... ამ ჩანაწერებში კი...ბიწაძე და ბათიაშვილი ამბობენ იმას, რასაც ღია ეთერში ამბობდნენ... ხოლო ის ვიღა კადრს მიღმა რასაც ამბობს ..მეც კი დავადებ ხმას კაცო რა პრობლემაა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შსს-მ სახალხო კრების ოფისში და რესტორან ~ზღაპარში~ აქციის ორგანიზატორთა ფარული ვიდეოჩანაწერები გაავრცელა.

ა, კიდო რესტორანი ფიგურირებს, უკვე მერამდენედ, შეეშვით ამ რესტორნებში წანწალს პოლიტიკოსებოოოო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ა, კიდო რესტორანი ფიგურირებს, უკვე მერამდენედ, შეეშვით ამ რესტორნებში წანწალს პოლიტიკოსებოოოო

 

საქართველოში ყველა დიდი საქმე, სუფრასთან წყდებოდა ოდითგანვე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მჯერა თუ არ მჯერა ეგ არაფერს არ წყვეტს...

 

დიდად დაუჯერებელიც არ არის არაფერი..

 

ნუ ჯონ ბასი ხო დაიჯერებს და :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ასეთი რამ ძალიან დაუჯერებელია თუ რატომ არ უნდა მჯეროდეს?

 

როგორ არ უნდა გჯეროდეს. განსაკუთრებით ის დაიჯერ, მაღაზიების გაძარცვა რომ ჰქონდა დავალებული :)

 

პ.ს. ობამას კანცელარიამდე ტუნელის გათხრას რომ აღიარებს გამაგებინეთ რა :)

 

მეორე პ.ს. შარშან ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამრთლომ არ დაიჯერა საქართველოში საგამომძებლო პროცედურების დასკვნები. სიაფანდობააო და ძალისმიერი გზით მოპოვებული. ხო და უარი განაცხადა ექსტრადირებაზე. თან ჩეხეთის ელჩი ბაქრაძესთან არისო ძალიან ახლოს :) მანიც არ სჯერე ამ ტუტუც ჩეხებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

და ასეთი რამ ძალიან დაუჯერებელია თუ რატომ არ უნდა მჯეროდეს?

მაშIნ ცოტა უფრო დამაჯერებელი მასალები წარმოადგინონ

 

SHARI

ნუ ჯონ ბასი ხო დაიჯერებს და

ნახე 2003-ში მაშინდელი ელჩის განცხადებები..

 

ნახე ეგვიპტეში მიმდინარე პროცესის დროს ამერიკის განცხადებები...

 

დასკვნა..სანამ დასავლეთს ან რუსეთს ვუყურებთ, არაფერი გვეშველება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გჯერათ?!

 

სადაც პოლიციელის გვამი აღდგა და არამიანცში მკურნალობა დაიწყო იქ უკვე აღარაფრის აღარ მჯერა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაარბიეს. როგორც შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დარბევის დროს „კრების“ ერთ-ერთი ლიდერის – ნინო ბურჯანაძის, ესკორტი რუსთაველის გამზირიდან დიდი სიჩქარით დაიძრა და რამდენიმე ადამიანს შეეჯახა, რომელთაგან ორი – პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი და მომიტინგე ნოდარ ცხადაძე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ.

 

მოგვიანებით ნოდარ ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვით, ის სამართალდამცველების ცემის შედეგად გარდაიცვალა და მას ავტომანქანა არ შეჯახებია.

 

დღეს კი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მეორე გარდაცვლილის მონაცემების სიზუსტის საკითხი. საქმე ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრმა“ აქციის დარბევის შედეგად დაშავებულთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცის) სხვა დაშავებულებთან ერთად შსს-ის თანამშრომლებმა ვლადიმერ მასურაშვილიც მიიყვანეს, რომელიც ამ დრომდე რჩება იქ ტრავმული შოკის დიაგნოზით და შესაბამის მკურნალობას გადის.

 

დეტალების გასარკვევად საქინფორმი ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრის“ თავმჯდომარე ეკა ჯიხვაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სწორედ ზემოხსენებულ უზუსტობაზე ისაუბრა. „დიახ, ვლადიმერ მასურაშვილი არამიანცში მკურნალობს. მე დაზუსტებით ვერ გეტყვით, ეს სხვა მასურაშვილია, თუ ის, რომელიც შსს-მ მკვდრად გამოაცხადა, თუმცა როდესაც პროზექტურაში მივედი, იმ ორ ადამიანს შორის, რომლებიც ინციდენტის დროს დაიღუპნენ, მასურაშვილი ნამდვილად არ არის. პროზექტურაში მითხრეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ცხადაძე და მოსულიშვილი მიიყვანეს, მასურაშვილი კი არ უხსენებიათ“, – განაცხადა ჯიხვაშვილმა.

 

ამის შემდეგ საქინფორმი შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ შოთა უტიაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ – მან სააგენტოს კორესპონდენტის ზარს არ უპასუხა.

P.S. ალბათ, მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი განმარტებების გაკეთება აუცილებელია.

 

--

 

პ.ს. რა არის ეხლა ეს? :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უჩავა ამბობს, რომ იგეგმებოდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენება ავტომანქანებისა და ტექნიკის დასაწვავად, როდესაც სამართალდამცველები დანაშაულის აღსაკვეთად მივიდოდნენ.

fashisti

და ასეთი რამ ძალიან დაუჯერებელია თუ რატომ არ უნდა მჯეროდეს?

ესე იგი მომიტინგეების მიერ იგეგმებოდა, დამზადებული ჰქონდათ კიდევაც მოლოტოვის კოქტეილები და ვერ გამოიყენეს არა??? :givi:

ვაახ კაცო, ამ მიშას სიყვარულმა რა აბსურდამდე მიყვანა იცის ხოლმე ხალხნოოო... :mubaraq:

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემას მოუხდება ერის რჩეულის განცხადება

 

აკაკი მინაშვილი - ჩანაწერების აქციის მსვლელობისას გამოქვეყნება პროტესტისთვის ხელის შეშლად ჩაითვლებოდა

16:07 27-05-2011

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი ფარული ჩანაწერების აქციის დაშლის შემდეგ გამოქვეყნებას გამოძიების მიმდინარეობით და მოქალაქეებისთვის პროტესტის გამოხატვისთვის საშუალების მიცემით ხსნის.

როგორც ჟურნალისტებს მინაშვილმა განუცხადა, ჩანაწერების აქციების მსვლელობისას გამოქვეყნება, მოქალაქეებისთვის პროტესტის გამოხატვისთვის და აქციებისთვის ხელის შეშლად ჩაითვლებოდა.

რაც შეეხება გამოქვეყნებული ჩანაწერების შინაარსს, მინაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის პოლიტიკა, არამედ არის ექსტრემიზმი და ძალადობა ქართველი ხალხის მიმართ.

"ამ ადამიანებს ტიპიური რუსული მენტალიტეტი აქვთ" – განაცხადა მინაშვილმა და დასძინა, რომ მათ ავადმყოფური ამბიციები ამოძრავებდათ.

მინაშვილი აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მისი დასრულებისას "ყველამ პასუხი უნდა აგოს".

მისივე თქმით, ასევე გამოძიებული უნდა იყოს ყველა გადაცდომა, რაც აქციაზე დაფიქსირდა, თუმცა მინაშვილი იქვე ხაზს უსვამს, რომ აქციის დაშლისას ყველა საერთაშორისო ნორმა იყო დაცული და სპეცდანიშნულების რაზმის აქციის მონაწილეებს მაქსიმალურად მისცეს საშუალება ტერიტორიის დატოვებისა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ასეთი რამ ძალიან დაუჯერებელია თუ რატომ არ უნდა მჯეროდეს?

მართალია, რაგატკების ბაზარზე დიდი გამოცოცხლებაა!

 

მოთხოვნამ აშკარად გადააჭარბო შეთავაზებას. კადაფის წინააღმდეგ მებრძოლი რაზმები, ტალიბანის სამხედრო ემისარები, სალეხის საწინააღმდეგოთ მებრძოლი ტომები, მზარდ ინტერესს გამოთქვამენ თანამედროვე რაგატკების დიდ პარტიების შესაძენად. აჟიოტაჯი ევროპელებმაც ასწიეს, როცა დათვალეს რა დაუჯდათ 7200 ჯერ ლივიის დაბომბვა და მოილაპარაკეს საფრანგეთის, იტალიის და ბრიტანეთის ბომბმშენებზე შორს მსროლი რაგატკები დააყენონ! თანამედროვე რაგატკების წარმოება დაიწყო ისრაელში, ირანში, ჩრდილოეტ კორეაში და ქართული ოპოზიციის ბაზებში რუსთაველის გამზირე. თუ ქართული ოპოზიცია შესძლებს უგო ჩავესის სამხედრო აპეტიტის დაკმაყოფილებას, ჩათვალეთ, რომ მუნიციპალური არჩევნები ჩხოროწყუს რაიონში ოპოზიციის მიერ დაფინანსებული იქნება მთელი 18 პროცენტით!

 

ხალხო, გადმოსცეს, რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალება გახსნესო! ...და რატომ არ უნდა გვჯეროდეს!?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nostradamusi

აკაკი მინაშვილი - ჩანაწერების აქციის მსვლელობისას გამოქვეყნება პროტესტისთვის ხელის შეშლად ჩაითვლებოდა

აუ რა დებილია მასტი :what: :read: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...