Jump to content
Planeta.Ge

ბურჯანაძს ესკორტი , ახალი მასალები


Recommended Posts

babuagiorgi

ხო საინტერესოა შენი მოსაზრება ბელადებზე სტალინებზე და რამე მაგრამ მინდა გაგიცრუო იმედები მიშაზე არ ვარ შეყვარებული ისე ცნობისთვის მერის არჩევნებზე ალასანიას მივეცი ხმა ნეტა ამას როგორ ახსნის ანალიტიკის ექსპერტი? :) უბრალოდ ლოგიკურად რომ ვუყურებ ვატყობ რადიკალები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში ისინი ათჯერ და ასეჯერ უფრო უარეს რაღაცეებს იზავენ და შეეცდებიან ქვეყანა იმ საღორეში დააბრუნონ რაშიც შევარდნაძის დროს ვიყავით ამიტომ თუ ოპოზიციის მხარდაჭერაა მაგ შემთხვევაში საღად მოაზროვნე გაწონასწორებულ და ნორმალურ ძალებს ვუჭერ მხარს მაგალითად იგივე ალასანიას...

 

 

verusi

აუF მთელი სტატია დაწერე :D ეგ გასაგებია მაგ შემთხვევაში ხელისუფლებას არც ვამართლებ 26 მაისს ისევე როგორც 7 ნოემბერს აბსოლიტურად სხვანაირად უნდა მოქცეულიყვნენ მოკლედ ეს სადამსჯელო ოპერაცია მაშინც ახლაც და მომავალშიც იქნება არასწორი ამაზე არ ვდაობ უბრალოდ ეს ბოღმით აღსავსე და არაადეკვატური ოპოზიციური ძალები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში ჩემი აზრით ისინი გაცილებით უფრო უარესად მოიქცევიან ვიდრე დღეს როგორც იქცევა ეს ხელისუფლება... ეს იმას კი არ ნიშნავს რომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დარჩეს უბრალოდ ან ნორმალური კომპეტენტური და საღად მოაზროვნე ოპოზიცია უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ან ის მთავრობა დარჩეს რაც დღესაა

 

 

ვინმე თუ ფიქრობს რომ ბურჯანაძე ხალხზე ღელავს და ხალხზე ზრუნვით შებყრობილი ცდილობს ხელისუფლებაში მოვიდეს რათა დაიცვას უმწეო მოსახლეობა მაშინ რავიცი ვერაფერს ვერ ვეტყვი მაგ ადამიანს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაკარგული მოქალაქეები იპოვეს?

რამდენჯერ უნდა ვიკითხო - მიპასუხეტ ვინმრმ, რა!!!!!!

იძახიან არ დაკარგულანო ზოგი< ზოგი იზახის იმალებიანო, რადგან რამოდენიმე გამოჩნდა უკვეო.

მოკლედ მისით გამოჩნდენ თუ გამოაჩჰინეს არ ვიცი.

ფაქტია რომ ზალიან არცერთი მხარე არ იწუხებს თავს ძებნით.

ეხლა რომ მართლა 50 კაცი დაკარგული იყოს, მათი რამდენი ნათესავი იქნებოდა შეყრილი და ექნებოდათ ამბავი ატეხილი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სარჩელია შესატანი ხელისუფლების წინააღმდეგ იმისათვის, რომ მათ ხალხი ჩააგდეს საფრთხეში შეუქმნეს სიცოცხლისთვის საშიში გარემოება.

ასეთი ტაქტიკით უნდა მიუდგეთ მათ, მათივე წარმოდგენილი "მტკიცებულებების" გამოყენებით.

ხო ამტკიცებენ შეიარაღებული გამოსვლა მზადდებოდაო, ხომ ამტკიცებენ რომ იცოდნენ ეს ყველაფერი და ქონდათ სათანადო მასალები?

ჰო და რატომ დაუშვეს აქციის ჩატარება, რომელმაც მიიზიდა გარკვეული ნაწილი მოსახლეობის და შეუქმნა მათ სიცოცხლეს საშიშროება.

ეს იგივეა იცოდე ტერორისტი ბომბს დებდეს, აფეთქებდეს ხალხმრავალ ადგილას და ხელი არ შეუშალო მხოლოდ იმისთვის, რომ ფაქტზე ამხილო ტერორისტი.

აი ეგაა დანაშაული და ამისთვის უნდა აგონ პასუხი.

ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, 25 მაისს ორი მომიტინგე ხულიგნურად ვინც სცემა, პოლიციის მანქანა ვინც დაამტვრია, ადგილობრივი მაცხოვრებლები ვინც სცემა და მანქანები გაუძარცვა, ვინც მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის ფულს იღებდა და ვინც იცოდა რომ რუსეთის ფულით ფინანსდებოდა ე.ი. ჩვენი ქვეყნის მტრის ინტერესებს იცავდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთის ფულით ფინანსდებოდა ე.ი. ჩვენი ქვეყნის მტრის ინტერესებს იცავდა...

მტრის კი არა, თავის ინტერესებს იცავდა. ეხლა მე რომ შენ, ან ვინმე ნაციონალმა დამაფინანსოს, შენ გგონია უარს ვეტყვი? მიუხედავად იმისა, რომ მაგათზე მეტი მტერი ჩვენ ქვეყანას არ ყავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

 

verusi

აუF მთელი სტატია დაწერე :D ეგ გასაგებია მაგ შემთხვევაში ხელისუფლებას არც ვამართლებ 26 მაისს ისევე როგორც 7 ნოემბერს აბსოლიტურად სხვანაირად უნდა მოქცეულიყვნენ მოკლედ ეს სადამსჯელო ოპერაცია მაშინც ახლაც და მომავალშიც იქნება არასწორი ამაზე არ ვდაობ უბრალოდ ეს ბოღმით აღსავსე და არაადეკვატური ოპოზიციური ძალები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში ჩემი აზრით ისინი გაცილებით უფრო უარესად მოიქცევიან ვიდრე დღეს როგორც იქცევა ეს ხელისუფლება... ეს იმას კი არ ნიშნავს რომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დარჩეს უბრალოდ ან ნორმალური კომპეტენტური და საღად მოაზროვნე ოპოზიცია უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ან ის მთავრობა დარჩეს რაც დღესაა

 

მიშა არის პარანოიკი, ამიტომ ვინც ამას ვერ აცნობიერებს ჯერ, მათ გარკვეულად მისი ხელისუფლება მიმზიდველად ეჩვენება.

რადგან მისი მმართველობის დროს ბევრი დადებითი რამ მოხდა.

ამის უარყოფა ისეთივე უნამუსობა იქნება, როგორც მისთვის ყველაფერში მხარის დაჭერა.

რა ახასიათებს სააკაშვილს? მე მჯერა იმის, რომ მას მართლა უნდა ალალად რაღაცის გაკეთება, მეტიც, მჯერა რომ მას უნდა ისტორიაში დარჩენა როგორც არის ჩვენს ისტორიაში დარჩენილი ფარსმანის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის სახელები. აკვიატებული აქვს ეს აზრი და უნდა იყოს ამ ქვეყნის მთავარი არქიტექტორი, რადგან თვლის და სჯერავს მას, რომ სხვა ამას მის გარეშე ვერ გააკეთებს. ასე სჯეროდა გამსახურდიასაც, რომ ის იყო მესია საქართველოსთვის...

იტყვი რა არის ცუდი ამაშიო?

არაფერი, როდესაც ამას ჯამრთელი, შერაცხადი ადამიანი აკეთებს.

მაგრამ სააკაშვილი არის სულით ავადმყოფი, ის ამიტომ არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ამის გარანტი სახელმწიფო უნდა იყოს, რაც ჯერ ჩვენ არ გვაქვს იმ სისტემით, რაც არსებობს. უფრო სწორად სისტემა საერთოდ არ არსებობს, არის რეჟიმი.

ბურჯანაძის მოსვლაც არავის საღად მოაზროვნეს არ უნდა, ელემენტარული თავმოყვარეობა ვისაც აქვს, ბურჯანაძეს გვერდით არ დაუდგება და მისნაირებს, მაგრამ ბურჯანაზე რომ თავისუფლად დადის ჯერ კიდო, ესეც სააკაშვილის რეჟიმის დამსახურებაა.

მიშა და ნინო ერთად სჭირდება ვიღაცას.

ამ მთავრობაში კი არავინ მეგულება იმის ღირსი, რომ დარჩეს შემდეგ ხელისუფლებაში. მათ ფონზე ცალ ცალკე აღებული მიშა მართლაც ბევრს სჯობია და თუ რამე მინუსები აქვს, როგორც მისი თანდაყოლილი დაავადების ბრალია, ისევე ამ მისი გუნდის, რომელიც შეურაცხადს ხდის კიდო უფრო მეტად სააკაშვილს თავისი უენო მორჩილებით.

სააკაშვილი მანამდეა "კარგი" სანამ აქებ მას და ისიც მეტი მონდომებით ცდილობს "აშენოს", მაგრამ როგორც კი მის ნამოღვაწარს დაიწუნებ, ის ხდება შეურაცხადი, რაც მისი ავადმყოფობის დამახასიათებელი ნიშანია.

გამოდის მწყობრიდან და უშვებს საბედისწერო შეცდომებს.

აი ეს იყო 2008 წლის აგვისტოს მიზეზი, ეს იყო 26 მაისის მიზეზიც და ბევრი ისეთი რამ, რაც მეტ ნაკლებად ეტყობა ამ ქვეყნის გზას.

ამიტომ არის ის საშიში და უფრო მეტი საშიში არის ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასეთი გამოვლინებებისაგან თავს ვერ იცავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

 

არც ეს არ იტყუება

 

http://www.youtube.com/watch?v=JbH7QmvBZ-k&feature=player_embedded

საერთოდ ეგრეა ყოველთვის, თუოპოზიციას ტყუილში დაიჭერენ თუარა, მაშინვე სხვა თემას შემოაგდებენ რომ პასუხი არ გაგცენ. ე.ი. პოლიციელი ცოცხალია რომელიც დამარხეს? რაც შეეხება ამას, სამი დღის ნაცემობის არაფერი ეტყობა,ალბათ ფსიქოლოგიურად თუ სცემეს, თან ცოტა კაიფშიც უნდა იყოს , მიშას ზიზღით ეგ ყველაფერს იკადრებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, 25 მაისს ორი მომიტინგე ხულიგნურად ვინც სცემა, პოლიციის მანქანა ვინც დაამტვრია, ადგილობრივი მაცხოვრებლები ვინც სცემა და მანქანები გაუძარცვა, ვინც მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის ფულს იღებდა და ვინც იცოდა რომ რუსეთის ფულით ფინანსდებოდა ე.ი. ჩვენი ქვეყნის მტრის ინტერესებს იცავდა...

ვინც ორგანიზება გაუკეთა ამას ისინი არა?

ან ვინც დროზე არ აღკვეთა ეს ყველაფერი, ისინი ანგელოზებია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მტრის კი არა, თავის ინტერესებს იცავდა. ეხლა მე რომ შენ, ან ვინმე ნაციონალმა დამაფინანსოს, შენ გგონია უარს ვეტყვი? მიუხედავად იმისა, რომ მაგათზე მეტი მტერი ჩვენ ქვეყანას არ ყავს.

აუფ კალბასზე რომ დაგპატიჟონ, მაშინ ხომ დაგლეჯ რა ყველაფერს)))

მე არ ავიღებდი რუსულ ფულს, ჩავაბარებდი ჩვენს პატრულს და მერე ჯილდოს ავიღებდი ამაში)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა არის პარანოიკი, ამიტომ ვინც ამას ვერ აცნობიერებს ჯერ, მათ გარკვეულად მისი ხელისუფლება მიმზიდველად ეჩვენება.

რადგან მისი მმართველობის დროს ბევრი დადებითი რამ მოხდა.

ამის უარყოფა ისეთივე უნამუსობა იქნება, როგორც მისთვის ყველაფერში მხარის დაჭერა.

რა ახასიათებს სააკაშვილს? მე მჯერა იმის, რომ მას მართლა უნდა ალალად რაღაცის გაკეთება, მეტიც, მჯერა რომ მას უნდა ისტორიაში დარჩენა როგორც არის ჩვენს ისტორიაში დარჩენილი ფარსმანის, დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალის სახელები. აკვიატებული აქვს ეს აზრი და უნდა იყოს ამ ქვეყნის მთავარი არქიტექტორი, რადგან თვლის და სჯერავს მას, რომ სხვა ამას მის გარეშე ვერ გააკეთებს. ასე სჯეროდა გამსახურდიასაც, რომ ის იყო მესია საქართველოსთვის...

იტყვი რა არის ცუდი ამაშიო?

არაფერი, როდესაც ამას ჯამრთელი, შერაცხადი ადამიანი აკეთებს.

მაგრამ სააკაშვილი არის სულით ავადმყოფი, ის ამიტომ არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ამის გარანტი სახელმწიფო უნდა იყოს, რაც ჯერ ჩვენ არ გვაქვს იმ სისტემით, რაც არსებობს. უფრო სწორად სისტემა საერთოდ არ არსებობს, არის რეჟიმი.

ბურჯანაძის მოსვლაც არავის საღად მოაზროვნეს არ უნდა, ელემენტარული თავმოყვარეობა ვისაც აქვს, ბურჯანაძეს გვერდით არ დაუდგება და მისნაირებს, მაგრამ ბურჯანაზე რომ თავისუფლად დადის ჯერ კიდო, ესეც სააკაშვილის რეჟიმის დამსახურებაა.

მიშა და ნინო ერთად სჭირდება ვიღაცას.

ამ მთავრობაში კი არავინ მეგულება იმის ღირსი, რომ დარჩეს შემდეგ ხელისუფლებაში. მათ ფონზე ცალ ცალკე აღებული მიშა მართლაც ბევრს სჯობია და თუ რამე მინუსები აქვს, როგორც მისი თანდაყოლილი დაავადების ბრალია, ისევე ამ მისი გუნდის, რომელიც შეურაცხადს ხდის კიდო უფრო მეტად სააკაშვილს თავისი უენო მორჩილებით.

სააკაშვილი მანამდეა "კარგი" სანამ აქებ მას და ისიც მეტი მონდომებით ცდილობს "აშენოს", მაგრამ როგორც კი მის ნამოღვაწარს დაიწუნებ, ის ხდება შეურაცხადი, რაც მისი ავადმყოფობის დამახასიათებელი ნიშანია.

გამოდის მწყობრიდან და უშვებს საბედისწერო შეცდომებს.

აი ეს იყო 2008 წლის აგვისტოს მიზეზი, ეს იყო 26 მაისის მიზეზიც და ბევრი ისეთი რამ, რაც მეტ ნაკლებად ეტყობა ამ ქვეყნის გზას.

ამიტომ არის ის საშიში და უფრო მეტი საშიში არის ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასეთი გამოვლინებებისაგან თავს ვერ იცავს.

ქვეყნისთვის კარგი საქმე აკეთოს და მაგის პარანოია რაში მაინტერესებს. რაც შეეხება 2008 წელს თუ შენი ქვეყანაში სეპარატისტები გიბომბავენ სოფლებს და ხალხს გიხოცავენ შენ რას იზამდი არ დაიცავდი შენ თანამემამულეს? ოპოზიციონერები ხომ ტვინს წაიღებდნენ ხალხი გაწირაო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყნისთვის კარგი საქმე აკეთოს და მაგის პარანოია რაში მაინტერესებს. რაც შეეხება 2008 წელს თუ შენი ქვეყანაში სეპარატისტები გიბომბავენ სოფლებს და ხალხს გიხოცავენ შენ რას იზამდი არ დაიცავდი შენ თანამემამულეს? ოპოზიციონერები ხომ ტვინს წაიღებდნენ ხალხი გაწირაო.

აბსოლიტურად გეთანხმები ამაში.. იყოს პარანოიკი მაგრამ თავისი საქმე აკეთოს და გააგრძელოს ქვეყნის შენება უბრალოდ მეტი სიბრძნე რომ ქონდეს კარგი იქნებოდა...

 

და 2008 წელს ჯერ უნდა დაფიქრებულიყო კარგად სანამ რამეს მოიმოქმედებდა. გასაგებია რომ სეპარატისტები ქართულ სოფლებს ბომბავდნენ მაგრამ ყველა ექსპერტი მას აფრთხილებდა რომ ზაფხულში და შემოდგომისკენ პროვოკაციები იქნებაო და მას არ უნდა წამოეგოთო სააკაშვილი კი წამოეგო და ეგ შეცდომა მას არ ეპატიება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინც ორგანიზება გაუკეთა ამას ისინი არა?

ან ვინც დროზე არ აღკვეთა ეს ყველაფერი, ისინი ანგელოზებია?

ეგენიც რათქმა უნდა, მაგრამ დამნაშავეს დანაშაულამდე ვერ დაიჭერ, აქცია კი მაშინვე აღიკვეთა როგორცკი სანქციას ვადა გაუვიდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და 2008 წელს ჯერ უნდა დაფიქრებულიყო კარგად სანამ რამეს მოიმოქმედებდა. გასაგებია რომ სეპარატისტები ქართულ სოფლებს ბომბავდნენ მაგრამ ყველა ექსპერტი მას აფრთხილებდა რომ ზაფხულში და შემოდგომისკენ პროვოკაციები იქნებაო და მას არ უნდა წამოეგოთო სააკაშვილი კი წამოეგო და ეგ შეცდომა მას არ ეპატიება!

მეჩვენება? ნაციონალების მომხრესაგან ასეთი ობიექტური შეფასება პირველად მესმის მთელი ამ წლების განმავლობაში. მთვრალი ხო არ ხარ ფაშისტ და იმიტომ ხომ არ წამოგცდა სიმართლე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბსოლიტურად გეთანხმები ამაში.. იყოს პარანოიკი მაგრამ თავისი საქმე აკეთოს და გააგრძელოს ქვეყნის შენება უბრალოდ მეტი სიბრძნე რომ ქონდეს კარგი იქნებოდა...

 

და 2008 წელს ჯერ უნდა დაფიქრებულიყო კარგად სანამ რამეს მოიმოქმედებდა. გასაგებია რომ სეპარატისტები ქართულ სოფლებს ბომბავდნენ მაგრამ ყველა ექსპერტი მას აფრთხილებდა რომ ზაფხულში და შემოდგომისკენ პროვოკაციები იქნებაო და მას არ უნდა წამოეგოთო სააკაშვილი კი წამოეგო და ეგ შეცდომა მას არ ეპატიება!

კი მაგრამ ზოგჯერ უმოქმედობაც დანაშაულია, ამ პროვოკაციებს წლების მანძილზე უყურებდით, მაგრამ რა... ხალხი იხოცებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგენიც რათქმა უნდა, მაგრამ დამნაშავეს დანაშაულამდე ვერ დაიჭერ

შენ თუ იცი, ვაზაგაშვილის მანქანა რატომ ჩავცხრილეთო, რა სპეცოპერაციას ვატარებდითო, რას ამბობენ? ინფორმაცია გვქონდა რომ ბინის გასაძარცვად მიდიოდნენო :) მამაცხონებულო, იქნებ გზაში გადაიფიქროს, ან სულაც იქ ჩაუსაფრდი, ბინაში. და ამ მიტინგზე კიდე იმას ამბობენ, აბა წინასწარ როგორ დაგვეჭირაო :) ბნელა რა მთვარიან ღამეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...