babuagiorgi Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 babuagiorgiსაკითხვი სხვა გვარადაა...ვინაიდან ოპოზიცია ძალიან ხშირი ინტენსივობით იტყუება აქედან გაომდინარე ჯერ დასადგენია ეს მართლა ასე მოხდა თუ არა... (საუბარი მაქვს 26 მაისამდე პერიოდზე) ხოლო თუ მიტინგიდან წამოსულ ადამიანს აკავებდნენ და მერე განყოფილებაში სცემდნენ ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან ცუდია ამ ბრძანების გამცემი ჩადის ბოროტებას და უნდა დაისაჯოს ისევე როგორც ამ ბრძანების შემსრულებელიმაგრამ დავუშვათ პირადად ვანომ და სააკაშვილმა რომც უბრძანონ აქციებიდან წამოსული ხალხი დააპატიმრეთ და განყოფილებაში ცემეთო ამისდამიუხედავად ბურჯანაძეს ოქროაშვილს გრეჩიხას და ეგეთ დეგერენატებს მაინც მირჩევნია ნაციონალური მოძრაობა იმ პრინციპით რომ ორ ბოროტებაში ირჩევ ნაკლებ ბოროტებას... ალტერნატივა შეიძლება იყოს ადეკვატური და ნომრალური ოპოზიციური პარტიები და არა დორბლ გადმოყრილი დაბოღმილი გაგიჟებული მოღალატე ექსტრემისტებიაი წინასწარ რომ ვიცი რასაც დამიწერ, ამიტომ დრო არ დავკარგე და იმ შენს ჯერ არდაწერილ პოსტზე პასუხს დაგიწერ მთელ მსოფლიოში, დაჟე კაბუტო-მაბუტოში, ოპოზიცია არ არის ის ძალა რომელიც სახელმწიფოს მაართავს.სახელმწიფოს მმართვა ხელისუფლების ხელშია და უსამართლობის, ან ცუდი ცხოვრების ოპოზიციაზე გადაბრალება, ეს მიშას ხრიკებია, რომელიც სინამდვილეს არ შეეფერება.ოპოზიცია შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, მაგრამ ქვეყნის მმართვის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია. აქედან გამომდინარე კი ყველა ჩადენილი ჩათლახობის პასუხისმგებლები არიან ესენი და 2X2=5 არ გამოვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 2X2=5 არ გამოვააბა ერთი მიშამ თქვას, და თუ არ გამოვა, მაგასაც ნახავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 fashistiვაი მაგის პატრონს... იმის მოყოლა დაავიწყდა რომ მაგ კანიბალებმა ხორცები მოაჭამესნებისმიერ შემთხვევაში გამოსაძიებელია! მეთანხმები? DonCaredoსხვები არ არიან ეგეთი აფერისტები. რამოდენიმე არიან, ოფიციალური ნაცები. აი ეგენი კი, ვითომ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, და სინამდვილეში ნაცების დაკვეთით მოქმედებენ. ვინ ეკითხებოდათ, რო ეტენებოდნენ 25-ში , ვის ჭირდება მაგათი განცხადებები?დაშლაზე მეც მქონდა დაწერილი რომ რა პრობლემაა თქო... დაშლა და არა სადამჯელო ოპერაცია, სხვაობას ხო ხედავ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 (edited) დაშლაზე მეც მქონდა დაწერილი რომ რა პრობლემაა თქოჯერ ერთი, შენ რომ დაწერ, ეგ სულ სხვაა, და იურისტთა ასოციაცია რომ მოუწოდებს დაშლისკენ, ეგ სულ სხვა. მეორეც, არანაირი დაშლის უფლება არ ქონდათ ღამის 12 საათზე. რა სანქცია, რის სანქცია? იმის მაგივრად, რომ მაგ საიას მოეწოდებინა ხელისუფლებისათვის, რომ არ გამოიყენონ ძალა, და მიემართათ მომიტინგეებისათვის, რომ სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, იქნებ ჯობდეს სადმე სხვაგან გადაინაცვლოთ და ასე შემდეგ.. ეგენი გამოვიდნენ, და ჯონ ბაასივით, მიდი მიშა დაშალეო. მაგათ თავიანთი დარდი აქვთ, რომ აი რა კარგი გოგო-ბიჭები ვართ მიშიკო, ხომ ხედავ საშენოდ ვწერთ, ხოდა არ დაგავიწყდეს გამოყოფილი ფულებიდან ცოტა ჩვენც მოგვცეო. ხოდა, ვინმე რომ ჩაკლავს იმ ხიდაშელს და მაგის დაქალ-ძმაკაცებს, მერე დასაფლავებისთვის გამოიყენონ ეგ ფულები.პ.ს. აი მაგათ რომ ასეთი ტიპის განცხადება გაევრცელებინათ: "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაშალოს მომიტინგეები ძალის გამოყენებით, ჩვენ, საია, მოვუწოდებთ ხელისუფლებას არ მიმართოს ამ უკიდურეს ზომას" . აი ეგ იქნებოდა მათი მხრიდან ნორმალური. თუ არადა საერთოდ ჩუმად მჯდარიყვნენ, ვინმემ კითხა მაგათ, ვის რისი უფლება აქვს? რას შეეტენენ? Edited June 4, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 ნებისმიერ შემთხვევაში გამოსაძიებელია! მეთანხმები?კი... აი წინასწარ რომ ვიცი რასაც დამიწერ, ამიტომ დრო არ დავკარგე და იმ შენს ჯერ არდაწერილ პოსტზე პასუხს დაგიწერ მთელ მსოფლიოში, დაჟე კაბუტო-მაბუტოში, ოპოზიცია არ არის ის ძალა რომელიც სახელმწიფოს მაართავს. სახელმწიფოს მმართვა ხელისუფლების ხელშია და უსამართლობის, ან ცუდი ცხოვრების ოპოზიციაზე გადაბრალება, ეს მიშას ხრიკებია, რომელიც სინამდვილეს არ შეეფერება. ოპოზიცია შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, მაგრამ ქვეყნის მმართვის პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია. აქედან გამომდინარე კი ყველა ჩადენილი ჩათლახობის პასუხისმგებლები არიან ესენი და 2X2=5 არ გამოვა წინასწარმეტყველებას კი ცდილობ მაგრამ არ გამოგდის მემგონი ეგ პოსტი რა შუაში იყო არ ვიცი... ზოგადად ხელისუფლებას რომ ეკისრება პასუხისმგებლობა ეგ გასაგებია და ვთქვათ მთავრობაში რომ კორუფცია იყოს ოპოზიციის პასუხისმგებლობა მაგ საკითხში ან მიზერული იქნება ან საერთოდ არ იქნება... მე იმას ვამბობ რომ მაგალითად ოქროაშვილის და მისი სულიერი ძმების გაპრეზიდენტებას ნებისმიერ შემთხვევაში მირჩევნია სააკაშვილი იყოს პრეზიდენტი გინდაც აღმოჩნდეს რომ იგი კრიმინალია და უკანონო ბრძანებებს გასცემს... ანუ განვმარტავ კიდე დეტალურად... ვთქვათ რომ აღმოჩნდეს რომ პირადად სააკაშვილის ბრძანებით ქუჩიდან იტაცებენ აბსოლიტურად უდანაშაულო ხალხს და სასტიკად ცემენ ციხეებში რამოდენიმე დღის განმავლობაში შემდეგ კი სადღაც სასაფლაოებზე აგდებენ ეს რომ დამტკიცდეს და ბურჯანაძე ან გრეჩიხა ცდილობდეს ხელისუფლებაში მოსვლას მე სააკაშვილს დავუჭერ მხარს და ყველანაირად შევეცდები რომ ეს ფარისევლების ჯოგი ვერ მოვიდეს მთავრობაში... პასუხისმგებლობა და ეგეთი რაღაცეები აქ არაფერ შუაშია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 ვთქვათ რომ აღმოჩნდეს რომ პირადად სააკაშვილის ბრძანებით ქუჩიდან იტაცებენ აბსოლიტურად უდანაშაულო ხალხს და სასტიკად ცემენ ციხეებში რამოდენიმე დღის განმავლობაში შემდეგ კი სადღაც სასაფლაოებზე აგდებენ ეს რომ დამტკიცდეს და ბურჯანაძე ან გრეჩიხა ცდილობდეს ხელისუფლებაში მოსვლას მე სააკაშვილს დავუჭერ მხარსდაჟე დედაშენი რომ გაიტაცონ, სასტიკად ცემონ ციხეში რამოდენიმე დღის განმავლობაში და შემდეგ სადღაც სასაფლაოზე დააგდონ, მაინც ხო? მთავარია ბურჯანაძე არ მოვიდეს და მიშა იყოს, და მერე რა რო დედაშენს ეგრე მოექცევა ხო? მიშა მაინც ხომ მაგარია ხო? კი მქონდა ეჭვი რომ მიშისტები ბევრ რამზე არიან სპასობნები, მაგრამ ესეთ დონეზე მაინც არ მეგონა. საღოლ მიშას, მართლა მაგარი ყოფილა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 babuagiorgiსაკითხვი სხვა გვარადაა...ვინაიდან ოპოზიცია ძალიან ხშირი ინტენსივობით იტყუება აქედან გაომდინარე ჯერ დასადგენია ეს მართლა ასე მოხდა თუ არა... (საუბარი მაქვს 26 მაისამდე პერიოდზე) ხოლო თუ მიტინგიდან წამოსულ ადამიანს აკავებდნენ და მერე განყოფილებაში სცემდნენ ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან ცუდია ამ ბრძანების გამცემი ჩადის ბოროტებას და უნდა დაისაჯოს ისევე როგორც ამ ბრძანების შემსრულებელიმაგრამ დავუშვათ პირადად ვანომ და სააკაშვილმა რომც უბრძანონ აქციებიდან წამოსული ხალხი დააპატიმრეთ და განყოფილებაში ცემეთო ამისდამიუხედავად ბურჯანაძეს ოქროაშვილს გრეჩიხას და ეგეთ დეგერენატებს მაინც მირჩევნია ნაციონალური მოძრაობა იმ პრინციპით რომ ორ ბოროტებაში ირჩევ ნაკლებ ბოროტებას... ალტერნატივა შეიძლება იყოს ადეკვატური და ნომრალური ოპოზიციური პარტიები და არა დორბლ გადმოყრილი დაბოღმილი გაგიჟებული მოღალატე ექსტრემისტებიიმ შემთხვევაში რაც მოხდა, ექსტრემისტების როლში მთავრობა გამოდის.მოდი გავაანალიზოთ რა მოხდა...იწყება აქციები, უფრო სწორად მომზადება აქციების, რომლებსაც ხელმძღვანელობს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი და ამგვარად ყოფილი თანამდებობის პირი ბურჯანაძე, მისი ოჯახი(ასევე ყოფილი თანამდებობის პირი ქმარი) და შემოერთებული აქციასთან სხვადასხვა ჯურის ხალხი.აქედან ზოგიერთი კრიმინალური წარსულით, ზოგი კი საზოგადო მოღვაწეები, ცნობილი სახეები, რომლებსაც იქნებ არც სჯეროდათ გულუბრყვილობის გამო ბურჯანაძის აგენტობა. და უბრალო ხალხი, ზოგი მხოლოდ მეთვალყურე, ან ეკონომიურად დაინტერესებულები სიდუხჭირის გამო - დაქირავებულები. მოკლედ მიდის მომზადება აქციების და ამ დროს იკვეთება არსებული მოპოვებული მასალებით, რომ აქციებზე მზადდება შეიარარებული პროვოკაციები, ტერორისტული აქტები(მოლოტოვის გამყენება სხვა არაფერია) მზადდება ნახევრად გასამხედროებული რაზმები მსუბუქი შეიარაღებით. ხელკეტები, რაგატკები.. სხვათაშორის ეგეთი რაგატკით კაცსაც მოკლავ და განზრახ მკვლელობას ვერ გიყენებენ, ბოროტ ხულიგნობაში გადის უფრო რბილი მუხლებით. ამავე დროს მზადდება სხვა შეიარაღებული ჯგუფები უკვე ცეცხლსასროლი იარაღით და ყველაზე უარესი, მზადდება ინტერვენცია უცხო ქვეყნის ჯარების.აი ესაა რასაც ხელისუფლება თავად გვაწვდის.მეთანხმები თუ მეშლება რამე? არა, ასეა და ის ჩანაწერებიც რომელიც ვნახე და ზედ რიცხვებია დაფიქსირებული გადაღების, ამტკიცებენ რომ იცოდნენ ეს აქციებამდე 2-3 კვირით ადრე. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს ხელისუფლება და როგორ მოიქცა ის? ხელისუფლებას ამ დროს უნდა მიეღო ზომები და თავშივე გამოევლინა ის ჯგუფები და მოეხდინე მათი ნეიტრალიზაცია საზოგადოებიდან!!!ეს იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, როგორც უნდა მოიქცეს სახელმწიფო ასეთი შემთხვევების დროს და საზოგადოებისთვის გაეცნო ყველაფერი.როგორ მოიქცენ ჩვენს შემთხვევაში? მათ მიუშვეს პროცესი, მიიყვანეს ესკალაციამდე და მეტიც, ხალხი, ქალაქი, სახელმწიფო ჩააგდეს საფრთხეში.რატომ ისმის კითხვა? აი ამ კითხვაზე უნდა გასცეს ხელისუფლებამ პასუხი, რადგან აქციები არ იყო მარტო ბურჯანაძის დანაშაული იმ სახით როგორც და რისთვისაც მზადდებოდა. აქციები იყო ხელისუფლების ნრალი, რადგან მათი ჩატარება მოხდა მიუხედავად იმ მასალებისა და სამხილებისა რაც ხელისუფლებას ჰქონდა.ხელისუფლებამ დაუშვა დანაშაული და შეგნებულად(პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის) თუ არაკომპეტენტურობის გამო, ეს უნდა გამოიძიონ!!!ამის შემდეგ იყო დაშლა აქციის, რაც ცალკე დანაშაული იყო მისი შესრულების მხრიდან, რამაც გამოიწვია მსხვერპლი ორივე მხარეს, საბოლოოდ კი შეეხო ქვეყნის იმიჯსაც.მაგრამ ეს დაშალაც და ეს დანაშაულიც არის მხოლოდ ნაწილი იმ მთავარი დანაშაულისა, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა აქციების ჩატარებაზე ნებართვის გაცემით და იმ მასალების უგულველყოფვით, რაც მათ ქონდათ.ანუ შეგნებულად თუ შეუგნებლად მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით და მათი არ გაფრთხილებით, აქციების ნამდვილი მიზეზების დაფარვით, სახელმწიფოებრიობისთვის საშიში დანაშაულისთვის ხელშეწყობით (ნებართვა აქციების) და ზომების არ მიღებით მათი ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის მხრივ. ეხლა რატომ ვერ თხოვს ხელისუფლება პოლიციელებს პასუხს..პოლიციამ მიიღო ბრძანება, დაიწერებოდა შესაბამისი ბრძანება, სადაც მითითებული იქნებოდა აუცილებლად მიზეზები აქციების და მათი დაშლის მოტივიც.ამის შემდეგ ისევ შეგნებულად თუ შეუგნებლად(გააჩნია რა დავალება მიიღეს) ხელმძღვანელმა პირებმა დაუშვეს არაკომპეტენტურობა საქმის ცოდნაში, (რაც არა მგონია მართალი იყოს)ან ჩაიდინეს დანაშაული პირდაპირი სიტყვიერი მითითებით ზემოდან მომიტინგეთა დასჯის. პირველ შემთხვევაში, თუ დასჯას არ აპირებდენ, დაუშვეს შეცდომა იმით, რომ არ დაუტოვეს მომიტინგეებს გასავლელი, შეეცადნენ ექსკორტის დაკავებაც, რამაც გამოიწვია პოლიციელის სიკვდილი, რომელიც სწრაფად გავრცელდა დაშლის მონაწილე პოლიციელთა და სპეცრაზმელთა რიგებში და ამან გამოიწვია მათი მხრიდან ზალის გადამეტებაც და ის მოვლენებიც, რაც შემდეგ იყო..ამის შემდეგაც კი, არ ხდება აქციის ორგანიზატორთა დაკავება. რაც იწვევდა და იწვევს გარკვეულ ეჭვებს, რომ აქციები თავად ხელისუფლების მოწყობილი იყო ზოგიერთ ორგანიზატორთან შეთანხმებით, რათა ჩაეთრიათ აქციებში სხვა პოლიტიკური პარტიები და ამ გზით გაენადგურებინათ ისინი(ზოგთან გამოუვიდათ კიდევაც) ვერ აკავებენ ორგანიზატორებს იმ მოტივითაც, რომ მათ უნდა წაუყენონ მაშინ ბრალდება იმ მასალებით რაც აქვთ, ხოლო იგივე მასალების სასამართლოში გამომზეურებით და მსვლელობის მიცემით, მოუწევთ საკუთარი დანაშაულის აღიარებაც. ხოლო ცალკე პოლიციელებს ვერ დასჯიან, რადგან პოლიცია ისევ დასჭირდებათ მათ და თუ ისინი დასაჯეს ხელისუფლების "ერთგულებისთვის" მერე ვღას იმედად იქნებიან? აი ასეა ყველაფერი.თუ ვინმეს რაიმე გეეჭვეებათ, შეგიძლიათ გამოთქვათ საკუთარი აზრი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 სადა ხართ თქვე ჩემის რვიანებორატომ სდუმხართ ... მერამდენედმო####თ კონსტიტუციური აზროვნებამაგათ მართლაც რომ შიგ აქვთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 კი... წინასწარმეტყველებას კი ცდილობ მაგრამ არ გამოგდის მემგონი ეგ პოსტი რა შუაში იყო არ ვიცი... ზოგადად ხელისუფლებას რომ ეკისრება პასუხისმგებლობა ეგ გასაგებია და ვთქვათ მთავრობაში რომ კორუფცია იყოს ოპოზიციის პასუხისმგებლობა მაგ საკითხში ან მიზერული იქნება ან საერთოდ არ იქნება... მე იმას ვამბობ რომ მაგალითად ოქროაშვილის და მისი სულიერი ძმების გაპრეზიდენტებას ნებისმიერ შემთხვევაში მირჩევნია სააკაშვილი იყოს პრეზიდენტი გინდაც აღმოჩნდეს რომ იგი კრიმინალია და უკანონო ბრძანებებს გასცემს... ანუ განვმარტავ კიდე დეტალურად... ვთქვათ რომ აღმოჩნდეს რომ პირადად სააკაშვილის ბრძანებით ქუჩიდან იტაცებენ აბსოლიტურად უდანაშაულო ხალხს და სასტიკად ცემენ ციხეებში რამოდენიმე დღის განმავლობაში შემდეგ კი სადღაც სასაფლაოებზე აგდებენ ეს რომ დამტკიცდეს და ბურჯანაძე ან გრეჩიხა ცდილობდეს ხელისუფლებაში მოსვლას მე სააკაშვილს დავუჭერ მხარს და ყველანაირად შევეცდები რომ ეს ფარისევლების ჯოგი ვერ მოვიდეს მთავრობაში... პასუხისმგებლობა და ეგეთი რაღაცეები აქ არაფერ შუაშიაროდესაც მიშას ჰიპნოზის სიძლიერე ვიცი, აქედან გამომდინარე შენს მიმართ წინასწარმეტველი იყო არაა საჭირო.თუ ატყობ ისე შენს ნაწერში სტალინის მიმართ სიყვარუილის გამჟღავნებას?დონქარედომ დაგიწერა დასაწერი და არ გავაგრძელებ მე.მხოლოდ ერთს დავამატებ, გადაიკითხე რამე ლიტერატურა სტალინის პერიოდიდან. რა თქმა უნდა ოდნავ უხერხული შესადარებელია, იმიტომ რომ სტალინი მიშსსთან შედარებით, მართლა სტალინი იყო, მაგრამ შენთვის საკმარისი იქნებქა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ბელადი ბრმად გიყვარდეს. ქრონიკული შემთხვევაა და ვანებებ კამათს თავს. დამტკიცება ამ შემთხვევასი შეუძლებელია.ისე სიფრტლიეს თავი არ სტიკავ და ჩაიხედე ერთი საკუჭნაოში რუსი აგენტები ხომ არ იმალებიან. თუ კი ეგრევე ვანოს გადაურეკე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 ხელისუფლებას ამ დროს უნდა მიეღო ზომები ნაღდში გეუბნები. ხალხს ოჯახის წევრებს უკლავდნენ წამებით და არ სჯეროდათ."მე დიდი სტალინს მივწერ, მან არ იცის თუ რა ხდება........." და ა.შ.აზრზე ხარ ხო რა დონეზე არ სჯეროდათ იმისა რომ ეს თვით სტალინის ბრძანებიდან გამომდინარე სისაძაგლეა. ასე აეს........... ხო და რა ზომები უნდა მიიღოს ქურდმა, ქურდობის აღსაკვეთად?გაქვს შენ ეს წარმოდგენილი. ნუ მიახლოებით მაინც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 (edited) როგორ შეიძლება ბელადი ბრმად გიყვარდეს.ბელადი სწორედაც მაგას ნიშნავს, რომ ბრმად უნდა გიყვარდეს, არაა ეს გასაკვირიპ.ს. კიროვის ბაღში იყო ერთი "ბელადო" თავის კამანდა ყავდა, ფეხბურთებს რო არჩევდნენ ხოლმე. მაგის სიტყვა კანონი იყო მათთვის. რო იტყოდა, ახალკაცი ღლეაო, ესენიც აყვებოდნენ. თუ იტყოდა, არა, მთლად ეგრე არაა, მაინც მაგარიაო, ესენიც ეგრევე .. ფეხბურთზე კამათი მაგათთან შეუძლებელი იყო. თუ რამეს კითხავდი, და ბელადო იქ არ იყო იმ დროს, არ გპასუხობდა (ვაი და ბელადო სხვანაირად ფიქრობსო ) Edited June 4, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 პ.ს. დღე მქონდა საუბარი ერთ ჩემს მეგობართან ბელორუსიიდან. პოლიტემიგრანტია ისიც აქ ჩეხეთში. სამი ადამიანია მოკლული და ბევრის ადგილმდებარეობა არაათქო ცნობილი ეს ვუთხარი და ალყაში მოაქციესთქო დემონსტრანტები ისე სცემეს მეთქი. ფაქტიურად არაფერი დავამატე, მაინტერესებდა რეაქცია. ასე მიპასუხა. ამ ბოლო დროს ლუკაშენკო თქვენს მიშას ძალიან დაუხლოვდა და საშიშიაო თქვენი დიქტატორის მეთოდები არ გადმოიღოსო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 (edited) პ.ს. დღე მქონდა საუბარი ერთ ჩემს მეგობართან ბელორუსიიდან. პოლიტემიგრანტია ისიც აქ ჩეხეთში. სამი ადამიანია მოკლული და ბევრის ადგილმდებარეობა არაათქო ცნობილი ეს ვუთხარი და ალყაში მოაქციესთქო დემონსტრანტები ისე სცემეს მეთქი. ფაქტიურად არაფერი დავამატე, მაინტერესებდა რეაქცია. ასე მიპასუხა. ამ ბოლო დროს ლუკაშენკო თქვენს მიშას ძალიან დაუხლოვდა და საშიშიაო თქვენი დიქტატორის მეთოდები არ გადმოიღოსო.ლუკაშენკო და მიშა სხვადასხვა პოლუსებია, შედარებაც არ სეიძლება.ლუკაშენკოს მართლა უჭერენ მხარს ბელორუსიაში და იქ სულ სხვა სიტუაციაა. რუსეთთან შედარებით შემოსავლებიც მეტი აქვთ.ისე კი დიქტატორებს ჩვევიათ მეგობრობა, თუ მათი ინტერესბი ერთმანეთს არ კვეთენ.გიტლერი და მუსოლინი მაგალითად. Edited June 4, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 ლუკაშენკო და მიშა სხვადასხვა პოლუსებია, შედარებაც არ სეიძლება.ლუკაშენკოს მართლა უჭერენ მხარს ბელორუსიაში და იქ სულ სხვა სიტუაციაა. რუსეთთან შედარებით შემოსავლებიც მეტი აქვთ.ისე კი დიქტატორებს ჩვევიათ მეგობრობა, თუ მათი ინტერესბი ერთმანეთს არ კვეთენ.გიტლერი და მუსოლინი მაგალითად. ამ მეგობრობის ეშინია ჩემს ბელორუსელ მეგობარს. იძახის მიშამ ცუდი გავლენა არ იქონისო ლუკაშენკოზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2011 ნაღდში გეუბნები. ხალხს ოჯახის წევრებს უკლავდნენ წამებით და არ სჯეროდათ."მე დიდი სტალინს მივწერ, მან არ იცის თუ რა ხდება........." და ა.შ.აზრზე ხარ ხო რა დონეზე არ სჯეროდათ იმისა რომ ეს თვით სტალინის ბრძანებიდან გამომდინარე სისაძაგლეა. ასე აეს........... ხო და რა ზომები უნდა მიიღოს ქურდმა, ქურდობის აღსაკვეთად?გაქვს შენ ეს წარმოდგენილი. ნუ მიახლოებით მაინც. სტალინი რა იყო ვიცი, ისიც პარანოიკი იყო, მაგრამ დიდი სახელმწიფოს თავში.როდესაც მას ერთმა ცნობილმა ფსიქიატრმა, აკადემიკოსმა მიღებაზე მას პარანოის დიაგნოზი დაუსვა, ის საცოდავი კრემლიდან მისი ფეხით აღარ გამოსულა, გააქრეს. ფსიქიატრიას კი კარგა ხნით ტაბუ დაადეს ნაწილობრივ საბჭოთა კავშირში, როგორც გენეტიკას, რომელიც საერთოდ აკრძალეს და გორბაჩოვის დროს თუ ცოტა ადრე ისევ დაიწყეს მისი შესწავლა.რაც შეეხება იმას რომ წერილებს წერდენ, მართალია და მაღთლაც ჯეროდათ რომ ნახავდა სტალინი და მიიღებდა ზომებს. სხვათაშორის სტალინს უყვარდა თურმე იმათი შვილების წერილების კითხვა, ვინც უშუალოდ მისი ბრძანებით იყო დახვრეტილი ან გასახლებული და მათი ფოტოებიც ქონდა საკუთარ ოთახში გაკრული კედელზე..გიჟი იყო და მეტს რას იზამდა? მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ყველას ვინც დაიხვრიტა, სტალინი ვერ მიუსჯიდა. და ხშირად დაბალ დონეებზე აჭარბებდენ ისინი, ვინც სისტემას ემსახურებოდა. იყო ადამიანების შურის ფაქტორი, დასმენები რაღაც მიზნების მისაღწევად სამსახურში თუ პირადის.ვიღაცას ვიღაცის ცოლი მოსწონდა და ქმარს ასახლებდა, ვიღაცას ვიღაცის ბინა უნდოდა და ოჯახს ასახლებდა, ვიღაცას ვიღაცის ადგილი უნდოდა სამსახურში და ასმენდა. მერე კი ყველაფერი სტალინის ბრალი აღმოVნდა.რა თქმა უნდა მისი ბრალი ბევრი იყო, მაგრამ არა იმდენი, რაც საერთოდ იმ სისტემის ბრალი იყო. თორემ სტალინი ერთი კაცი რა იყო? ერთი საცოდავი სულიერად დაავადებული პიროვნება ჰალუცინაციებით და შეთქმულებების მანიით შეპყრობილი. სააკაშვიც ეგრეა, გარემოცვაც არაფრით ყავს ამის გამო იმ მლიქვნელებზე უკეთესი როგორიც სტალინს აკრავდა, ოღონდ ის პატარა საქართველოს დიქტატორია და დიდი შესაძლებლობები არა აქვს.. ამ მეგობრობის ეშინია ჩემს ბელორუსელ მეგობარს. იძახის მიშამ ცუდი გავლენა არ იქონისო ლუკაშენკოზე. რუსეთთან ეშინია ურტიერთობები არ გააფუჭოს))) ბელორუსია რუსეთზეა ჩამოკიდებული ეკონომიკურად და ევროპაში კიდო როგორი დამოკიდებულება აქვთ ლუკაშენკოს მიმართ იცი.ჰო და მიშიკოსთან მეგობრობით ბელორუსი შეიძლება იზოლაციაში მოყვეს ყველა მხრიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.