Anima Libera Posted May 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2011 გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა,მეცა გყევივარ ავადა.ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,ნუ დავბერდებით შავადა. სინათლე ნუმც გაგიქრებადა სხივი _ მოძმეთ ნუგეში,ანდერძსა მამა-პაპისასფრთხილად ვინახავ უბეში.ძალნო ცისანო, გვიშველეთ,საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში! გულს ნუ მომიკლავ, უფალო,იმედს ნუ დამინიავებ,დაზიანებულს სიცოცხლესმეტად ნუ დამიზიანებ;მიშველე რამა, შენს მადლსა,წამალს ნუ დამიგვიანებ! არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე,უსულოდ გდებულს, ტიალად;სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნიმათრევდენ, მჭამდენ ზიარად.ნუ გადამაქცევ, უფალო,შხამისა სასმელ ფიალად! კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზეგავტყდე, ეს რაღა შნო არი?!სიმტკიცე მიჭირს დიადი,ეხლა ისეთი დრო არი.გამშორდი, სულით სიდაბლევ,გზაო, მაშინებ ვეღარა, _იმ თავად, ჩემო სავალო,შენზე ეკალი ეყარა.გაკაწრულ-გაფხაჭულებიდღესაც ისევ მჭირს ბევრგანა.ვიცოდი ძალიან კარგად,ეს უნდა გადამეყარადა დღესაც ისევ ძველებრივუნდა ვიხადო ბეგარა.გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,ნისლი ნუ გადაგეფარა:თუ აქამომდე გავძელით,დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2011 კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე გავტყდე, ეს რაღა შნო არი?! სიმტკიცე მიჭირს დიადი, ეხლა ისეთი დრო არი. გამშორდი, სულით სიდაბლევ, გზაო, მაშინებ ვეღარა, _ იმ თავად, ჩემო სავალო, შენზე ეკალი ეყარა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2011 newstudioდღეს შენი ფილმის დასაწყისი ვნახე, 15 წუთი, რაღაც მომეწონა, რაღაც არა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2011 Anima Liberaდღეს შენი ფილმის დასაწყისი ვნახე, 15 წუთი, რაღაც მომეწონა, რაღაც არა.... 15 წუთზე ვიმსჯელოთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2011 Anima Liberaკაცო, შენ ბოლო ბოლო ჩამოყალიბდი ლიბერალი ხარ თუ კონსერვატორი ვააა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 27, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2011 Siknadmoჩემს მსოფლმხედველობას კონკრეტული ჩარჩოები არ გააჩნია. და მაინც, ამ ლექსში კონსერვატული რა ნახე? რახან ვაჟა-ფშაველასია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.