Jump to content
Planeta.Ge

მიიღებთ მონაწილეობას აქციაში?


Recommended Posts

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, შაბათს, 15:00 საათზე ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მანიფესტაციას მოაწყობენ .

როგორც მედიაკავშირ "ობიექტივში" პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ის რაც მოხდა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან ფასდება როგორც დანაშაული ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

"სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაული და ჩვენ ვითხოვთ ამაზე რეაგირებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველების და ზოგადად, საზოგადოების პროტესტი უნდა იყოს გამოხატული იმ წარმოუდგენელი ანგარიშსწორებისა და შურისძიების, იმ სადამსჯელო ოპერაციების მიმართ, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მიმართ განხორციელდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ საზოგადოებას მოუწოდა, შაბათს, 15:00 საათზე რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბონ და ამ ყველაფერთან დაკაშირებით თავიანთი პროტესტი გამოხატონ.

ბესელიას თქმით, შაბათს გაკეთდება საგანგებო განცხადება და მიმართვა საერთაშორისო საზოგადოების მისამართით. "ეს იქნება ჩვენი პროტესტიც ძალადობის წინააღმდეგ, ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს ამ ძალადობის მიმართ პროტესტი, იყოს ჩვენთან ერთად ამ მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს და ჩვენი მდუმარე მსვლელობით გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია", - განაცხადა ბესელიამ.

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/169891-shabaths-1500-saathze-dzaladobis-tsinaaghmdeg-samoqalaqo-manifestacia-moetsyoba.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელისუფლების კრიტიკასთან ერთად ასევე იმასაც თუ იტყვიან რომ ბურჯანაძემ მოახდინა კონფლიქტის ესკალაცია შეტაკებისკენ რომ უწოდებდა მომიტინგეებს და გაქცევის დროს 2 კაცი რომ მოკლეს ამ ფაქტსაც თუ დაგმობენ მაშინ გავალ

 

მაგრამ მანდ მოხდება მხოლოდ ცალმხრივი ბრალდებების წაყენება და იმის ყვირილი რომ ყველაფერში ხელისუფლებაა დამნაშავე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

Saturn

რა შუაშია ბურჯანაძე ან ბესელია, ისინი არ არიან ხელისუფლებაში, მე მათ შეიძლება გავემიჯნო არჩევნების დროს

ხოლო პასუხი მოვთხოვა ხელისუფლებაში ყოფნისას,

წინააღმდეგ შემთხვევაში რას ვერჩი მათ ან რა საქმე მაქვს მათთან, თუკი მათ მიერ დაყენებული საკითხი იქნება სწორი,

მე პირადად არა ამ ადამიანებს არამედ მათ მიერ დაყენებულ საჭირბოროტო საკითხს შეიძლება დავუჭირო მხარი,

ხომ შესაძლებელია რომ ნაციონალები წავიდნენ ხელისუფლებიდან, დარჩნენ ოპოზიციაში და თუკი ისინი სწორად დააყენებენ რაიმე საკითხს მხარი არ დავუჭირო მათ იმის გამო რომ მათდამი მიკერძოებულად ცუდი დამოკიდებულება მაქვს,

არ ვიქნები მართალი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიიღებთ მონაწილეობას აქციაში?

არა. იმიტომ რომ დიდი შანსია მაგ აქციაზე ისევ ბურჯანაძე მოვიდეს და თავის მხარდასაჭერ მიტინგად წარმოაჩინოს ყოველივე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა. იმიტომ რომ დიდი შანსია მაგ აქციაზე ისევ ბურჯანაძე მოვიდეს და თავის მხარდასაჭერ მიტინგად წარმოაჩინოს ყოველივე.

რა შუაშია ეგ, ხო, თუმცა ეგაა, იმდენად გვეშინია ვიღაცამ არ გამოგვიყენოს რომ ეს შიში უკვე ყველანაირ ფარგლებს გასცდა, მალე ალბათ პროტესტის გამოხატვის სურვილიც გაგვიქრება, იმიტომ რომ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკოსი აღარ დარჩება,

ბურჯანაძეს ხმას ხომ არ აძლევ კაცო, წახვალ და თუკი პროტესტი გაქვს გამოხატავ, საერთოდ ზურგიტ დაუდექი ბურჯანაძეს, ან ყურებში თითები გაიკეთე და ნუ მოუსმენ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

არა. იმიტომ რომ დიდი შანსია მაგ აქციაზე ისევ ბურჯანაძე მოვიდეს და თავის მხარდასაჭერ მიტინგად წარმოაჩინოს ყოველივე.

ანუ არაფერს არასდროს არ გააპროტესებ, იმის შიშით რომ ბურჯანაძე მოვა?

 

fashisti

ხელისუფლების კრიტიკასთან ერთად ასევე იმასაც თუ იტყვიან რომ ბურჯანაძემ მოახდინა კონფლიქტის ესკალაცია შეტაკებისკენ რომ უწოდებდა მომიტინგეებს და გაქცევის დროს 2 კაცი რომ მოკლეს ამ ფაქტსაც თუ დაგმობენ მაშინ გავალ

როგორ მოახდინა ესკალაცია? მშვიდად შეეძლო ხელისუფლებას დაეშალა... !ყოვეგვარი გართულების გარეშე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რა შუაშია ეგ, ხო, თუმცა ეგაა, იმდენად გვეშინია ვიღაცამ არ გამოგვიყენოს რომ მალე ალბათ პროტესტის გამოხატვის სურვილიც გაგვიქრება

შეიძლება ცუდი შედარებაა. მარა ომის მერე ჯაჭვის ცნობილი აქცია რომ იყო, 99%-ით ვიყავი დარწმუნებული რომ სააკაშვილი ამას საკუთარი მხარდამჭერების აქციად შერაცხავდა. და თავი შევიკავე მაგ აქციაში მონაწილეობისგან.

 

ზუსტად ასევე, ბევრი ადამიანი თუ მივა მაგ აქციაზე, ბურჯანაძე უეჭველი გამოვა სიტყვით და დაიწყებს ამ ხალხის დამოძღვრას.

 

newstudio

ანუ არაფერს არასდროს არ გააპროტესებ, იმის შიშით რომ ბურჯანაძე მოვა?

თუ სურვილი ექნება, მოვიდეს. მე ვერ დავუშვილი მოვიდეს სადმე თუ არა. მაგრამ ეგ ხო ამით არ შემოიფარგლება? უეჭველი სიტყვით გამოვა და ჩემ პროტესტს თავისებურ ინტერპრეტაციას მისცემს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

შეიძლება ცუდი შედარებაა. მარა ომის მერე ჯაჭვის ცნობილი აქცია რომ იყო, 99%-ით ვიყავი დარწმუნებული რომ სააკაშვილი ამას საკუთარი მხარდამჭერების აქციად შერაცხავდა. და თავი შევიკავე მაგ აქციაში მონაწილეობისგან.

 

ზუსტად ასევე, ბევრი ადამიანი თუ მივა მაგ აქციაზე, ბურჯანაძე უეჭველი გამოვა სიტყვით და დაიწყებს ამ ხალხის დამოძღვრას

ჯაჭვი ნამდვილი მარაზმი და პაკაზუხობა იყო, ამიტომაც არ მივიღე მონაწილეობა, თორემ შენც და მეც დიდის ალბათობით იარაღს ავიღებდით ხელში და დავიცავდით მტრისგან ჩვენს სახელმწიფოს

და ვიომებდით მიშისტების გვერდითაც, უპრობლემოდ

მაგრამ ჯაჭვს რაც შEეეხება წინასწარვე ვიცოდეთ რომ ეს უაზრო მარაზმატიკული, არაფრის მომცემი აქცია იყო, ეს კი, რაზეცაა საუბარი, აქ კონკრეტული ძალადობა პროტესტდება და ამ პროტესტმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ხელისუფლების შEმდგომ ქმედებებზე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მაგრამ ჯაჭვს რაც შEეეხება წინასწარვე ვიცოდეთ რომ ეს უაზრო მარაზმატიკული, არაფრის მომცემი აქცია იყო, ეს კი, რაზეცაა საუბარი, აქ კონკრეტული ძალადობა პროტესტდება და ამ პროტესტმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ხელისუფლების შEმდგომ ქმედებებზე

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ კონკრეტული ძალადობის პროტესტის მაგივრად ეს აქცია გადაიქცევა ერთ ერთი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერ აქციად. 6 თვის განმავლობაში ატყუებდა ეს ქალი ხალხს რაღაც მითიური გეგმით. სინამდვილეში კი გუშინ ნათლად გამოჩნდა რაში მდგომარეობდა ეს გეგმა. არ მინდა ამ ქალის შემდგომი გეგმების მონაწილე გავხდე.

 

თუ მეცოდინება რომ ამ აქციის ორგანიზატორებს შორის არ იქნებიან არც სახალხო კრების, და არც ქართული პარტიის ლიდერები, მივალ. სხვა შემთხვევაში - არა. უპრინციპობით უპრინციპობას ვერსადროს დაამარცხებ.

Edited by McLaren
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio[/b

 

სოლიდარობას ვუცხადებ იმათ, ვინც ძალადობას ბრძვის

 

აქციაზე მოვალ

 

რა თქმა უნდა

Edited by rsebobs
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ კონკრეტული ძალადობის პროტესტის მაგივრად ეს აქცია გადაიქცევა ერთ ერთი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერ აქციად.

 

გამოიყენეთ სოლიდარობის გამოცდილება

 

წაიღეთ აქციაზე თეთრი ბაიარაღი

 

როცა რომელიმე ნახმარი პრეზერვატივი(პოლიტიკოსი) დადგება ხალხის ფონზე კამერების წინ, აუფარეთ ეს ბაიარაღი და არ გამოჩნდება ხალხის ფონზე- მხოლოდ მისი პირადი აზრი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...