Siknadmo Posted May 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2011 დავივიწყოთ ძველი წყენა და ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი,მიშისტები გიწვდით მეგობრობის ხელს http://www.youtube.com/watch?v=LmWYO57Bvww ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს დღე და გავუფრთხილდეთ მე მეამაყება რომ ასეთი ძლიერი სპეცრაზმელები გვყვავს ჩვენ რას გვიშVებიანდა ღრუსებს რას უზამენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2011 მე მეამაყება რომ ასეთი ძლიერი სპეცრაზმელები გვყვავს ჩვენ რას გვიშVებიანდა ღრუსებს რას უზამენ ხო რა გურულების ხის ზარბაზანის არ იყოს, "აქ რა ჰქნაო დაიქ რას იზამდაო". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 25, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2011 ხო რა გურულების ხის ზარბაზანის არ იყოს, "აქ რა ჰქნაო დაიქ რას იზამდაო".ხო, ხო, ხო, ხო, ის ღიპაიანი ზონდერი რომაა მაგას ღრრრრუსები ჰყავს ნახოცი ნუ იტყვი, ნახე როგორ გაუმკლავდა მაგ კრემლის დაქირავებულს ბომჟს რა უყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიონს Posted May 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2011 (edited) მდაჰ მრცხვენია მეტი რო არაფერი ვთქვა :/დამოუკიდებლობის თუ რაცაა გავარტყი ესეთ დამოუკიდებლობას საკუთარ ქვეყანაში გაჩმორებენ რასაც ქვია.დღეს რაც იყო მეტს ვერაფერს დავარქმევ დამოუკიდებლობას რას ეძახით თქვენ არ ვიცი მაგრამ მე არ ვთვლი რო დამოუკიდებლად ცხოვრობთ ;)და საერთოდ დამოუკიდებლობის დღე უფრო ადრე გამოცხადდა 26სში რატო აღნიშნავენ არ ვიცი Edited May 25, 2011 by გიონს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 25, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 25, 2011 (edited) http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/4957-athobith-dapatimrebuli-aqciis-monatsile-kinotheatr-rusthavelis-foiedan-gamohyavth.html ბოდიშს მოვუხდი უცხოეთში მყოფებს, ისე კი აი ნახეთ მეგობრებო, გამარჯვებული ნაცმოძრაობა, ჭირიმე, თქვენი ჭირიმე, თქვენს მომხრეეებს ვენაცვალე მე, ძმები ხართ, ძმები და ერთად ვიქნებით კუბოს კარამდე და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ძმეეებოოოოო ვინმემ ატვირთეთ რა იუთუბზე სოლიდური პრემიები გამოიწერება გული მიგრძნობს და აი, ერთს მიაქციათ ყურადღEბა წითლებში, ძალიან მოწადინებული პოლიციელია Edited May 25, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 26, 2011 თავდაცვის სამინისტრომ აღლუმის პროგრამა გაავრცელა02:12 26-05-2011თავდაცვის სამინისტრომ აღლუმის პროგრამა გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო აღლუმის პროგრამა გაავრცელა. როგორც ოფიციალურ პრესრელიზშია აღნიშნული, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის დაწყებას საზოგადოებას აკაკი წერეთლისა და სიმონ ჩიქოვანის ხმა ამცნობს.აღლუმს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი დევი ჭანკოტაძე უხელმძღვანელებს. სამხედრო აღლუმს საქართველოს პრეზიდენტი, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს. მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით 15 ადამიანს დააჯილდოებს. რამდენიმე სამხედრო დაჯილდოვდება ასევე ორდენებით.პირველად, აღლუმების ისტორიაში, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსადამთავრებულები სამხედრო ფიცს დადებენ. აღლუმზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის თანხლებით მომღერალი ნინი ბადურაშივილი შეასრულებს.აღლუმში მონაწილეობას მიიღებს მედროშეთა კოლოფი, ასევე კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები, გაერთიანებული შტაბისა და სახმელეთო ჯარების სარდლობის პირადი შემადგენლობისგან დაკომპლექტებული სააღლუმე კოლოფი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა, ოთხივე სამხედრო ბრიგადე, ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი, ქართული არტილერიის ქვედანაყოფების წარმომადგენლები, საინჟინრო ბრიგადე, ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონი, სახმელეთო ჯარების საავიაციო ქვედანაყოფებისგან დაკომპლექტებული კოლოფი, გვარდია.აღლუმში მონაწილე ქვეითი პირადი შემადგენლობის შემდეგ საზეიმო მსვლელობას განაგრძობს შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები და საფრენი აპარატები. 2011 წლის 26 მაისის აღლუმზე არ იქნება წარმოდგენილი მუხლუხა ტექნიკა. ტექნიკის მსვლელობა დაიწყება ახალი, საქართველოში წარმოებული ჯავშანტრანსპორტიორი "დიდგორით". ეს არის, როგორც უშუალოდ აღლუმზე ისე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე. ასევე ჰამერის ტიპის შეჯავშნული ავტომობილი, ჯავშანტრანსპორტიორი ,,კობრა", ჯავშანტრანსპორტიორი ,,ვულფი", ჯავშანტრანსპორტიორი - ბტრ-80, ჯავშანტრანსპორტიორი "ეჯდეერი", საარტილერიო სისტემა ,,მსტა", საარტილერიო სისტემა ,,გიოცინტ", 152 მმ თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ,,დანა", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ,,რმ-70".შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო სისტემების შემდეგ აღლუმში საფრენი აპარატები ჩაერთვებიან: შვეულმფრენი UH-1, შვეულმფრენი მი-8, შვეულმფრენი მი-24, მსუბუქი საბრძოლო გამანადგურებელი ,,ლ- 39", მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25. სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავების გადაფრენის შემდეგ აღლუმის საზეიმო მსვლელობა დამთავრდება.აღლუმს, პირველად აღლუმების ისტორიაში, ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" შესრულებით ცეკვა "ხორუმი" დაასრულებს. "ხორუმს" სუხიშვილები საქართველოს შეიარაღებული ძალების საველე - სამხედრო ფორმებში შეასრულებენ. ცეკვის დასასრულს ვერტმფრენიდან ჩამოყრიან კანფეტებს და ტრიბუნების მიმდებარე ტერიტორიიდან ჰაერში ბუშტებს გაუშვებენ.http://www.interpressnews.ge/ge/samxedro-tema/169806-thavdacvis-saministrom-aghlumis-programa-gaavrcela.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.