Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სპეცრაზმი, სავარაუდოდ, “მაესტროსკენ” მიემართება

 

სპეცდანიშნულების რაზმი ამ წუთებში ტელეკომპანი მაესტროსაკენ მიემართება.

როგორც “ექსპრესნიუსს”რამდენიმე უფლებადამცველმა აცნობა, სპეცდანიშნულების რაზმს “მაესტროს” მაუწყებლობის შეჩერება აქვს განზრახული.

“ექსპრენიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თამარ რუხაძეს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის

 

არაა გამორიცხული. ჩემთან სტრიმინგი გაითიშა ისევ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ გავსულიყავით ჩვენ და დავმდარიყავით იმ ხალხთან რა მოგვივიდოდა,

მაზოხისტი არ ვარ ნაღდად, და მილიონჯერ მითქვამს, რომ თუ იქნება იარაღით გასვლა, ვერცერთი ვერ მიმასწრებთ. უიარაღოზე კი ისევე არ მივალ, როგორც ეხლა შენ, ნაპრიმერ, პუტინმა რომ დაგიძახოს ჩამოდი და ხმა მომეციო.

არ უნდათ ამათ იარაღით და ეტყობა სიამოვნებთ ასე რომ დარბიან და რა უნდა ქნას კაცმა?

 

სპეცრაზმი, სავარაუდოდ, “მაესტროსკენ” მიემართება

ისე, ჩემთანაც გაითიშა მაესტრო. მარა ისეთს რას ამბობდა ეხლა ეს მაესტრო, სულ გარეკა მგონი მიშამ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეჰჰჰ, დაიძინეთ ხალხო, დაიძინეთ, კარგად გაგვართო ნინომ და მაკაკებმა, გაგვართეს, ხო,

მადლობთ მას,

 

რომაელები გლადიორთა შერკინებით ტკბებოდნენ, ჩვენ კი ასეთი კომფორტით, უფასოდ მოგვართვეს,

 

 

 

თანაც სისხლიც დაიღვარა,

ჰაა, არ მოგემატათ ანდრენაილინი??

როგორი სასიამოვნო საყურებელია,

 

გარეთ წვიმაში დგას ხალხი მათ კი სპეცრაზმელები ურტყავენ,

 

შენ კი ზიხარ ტელევიზორის წინ და ამას ყველაფერს უყურებ,

სიამოვნებააა, მაგრამ ნამეტანიც არ ვარგა,

 

ეხლა ლოგინში, ეგრევე არ დაგვეძინება, მაგრამ დავითავლოთ ასე 400 მდე და ხვალ აღლუზმზე გავწიოთ,

 

გავამხნევოტ ჩვენი ჯარისკაცები :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

 

ისე, ჩემთანაც გაითიშა მაესტრო. მარა ისეთს რას ამბობდა ეხლა ეს მაესტრო, სულ გარეკა მგონი მიშამ

 

გიკვირს?

მაგას გარეკილი დაბადებიდან აქვს მგონი.

 

მაესტორ უყურებთ ვინმე საქართველოში???????????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი ნამდვილად ბლომად ხალხი დაიღუპა, ჩათვალეთ რომ მორჩა კინო

და ჩვენი მოსახლეობა ცხვარივიტ თოკმობმული ივლის, გაუძლებს შიმშილსაც

ოღონდ დამცირებას რაც შეეხება, დამცირებას უბრალოდ ვეღAრ იგრძნობს,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქუთათელაძის ქუჩაზე აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავს დაესხნენ

 

რამდენიმე წუთის წინ ქუთათელაძის ქუჩაზე ათი ნიღბიანი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც იმ დროისათვის საკუთარ სახლთან იმყოფებოდა, თავს დაესხა.

 

როგორც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ათი ხელკეტით შეიარაღებული ნიღბიანი ახალგაზრდა, ცდილობდა აღნიშნული პიროვნება მანქანაში იძულებით ჩაესვათ და წაეყვანათ.

 

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ნიღბიანები სასტიკად სცემდნენ, ყვიროდა და შველას ითხოვდა.

 

რომ არა მისი დედა, რომელმაც საკუთარი შვილი ნიღბიანებს ხელიდან გამოგლიჯა, ბიჭს აუცილებლად წაიყვანდნენ.

 

ხმაურზე ხალხის დიდი რაოდენობა შეიკრიბა.

 

“მერსედესისა” და “ბეემვეს” მარკის ორი ავტომანქანა ადგილიდან მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა თავდამსხმელები მიხვდნენ, რომ ბიჭის წაყვანას ვერ შეძლებდნენ.

 

როგორც დაზარალებულის დედა პირად საუბარში აცხადებს, მისი შვილი აქციაზე ხშირად დადიოდა. მათ ოჯახში არაერთხელ მიუვიდათ გაფრთხილების შეტყობინება, რომელსაც მისი შვილი არ დაემორჩილა და სწორედ ეს გახდა ამ თავდახსმის მიზეზი.

 

დაზარალებული სასტიკად არის ნაცემი.

 

“ექსპრესნიუსი” მის სახელსა და გვარს მისი ინეტრესებიდან გამომდინარე, შეგნებულად არ ასახელებს.

 

http://www.epn.ge/?p=63708

 

პ.ს. ესეც მიტინგის დაშლაა?

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქაშუეთის ეკელსიაში შეფარებულ აქციის მონააწლეებს სამღვდელოება იცავს

 

ქაშუეთის ეკელსიაში შეფარებულ აქციის მონააწლეებს სამღვდელოება იცავს.

“ექსპრენიუსის” კორესპონდენტის ცნობით, სამღვდელოების პირებს ეკლესიისათვის ალყა აქვთ შემორტყმული, რათა სპეცრაზმი არ შევიდეს და იქ მყოფები არ დაარბიოს.

აქციის დარებვის დროს მონაწილეები მამაოებმა შეიფარეს და ეკლესიაში შეიყვანეს, რის გამოც სასულიერო პირებს სამართალდამცავებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ეკელსიაში მყოფები აცხადებენ, რომ მათ ეშინიათ გარეთ გასვლის და გათენებას ელოდებიან.

 

http://www.epn.ge/?p=63945

 

პ.ს. ესეც მიტინგის დაშლაა ხო??????????

ამ ბრძანების გამცემი ნეტავ ვინაა?

ხო და ვის აკისრია ეხლა პასუხისმგებლობა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/4957-athobith-dapatimrebuli-aqciis-

ათობით დაპატიმრებული აქციის მონაწილე კინოთეატრ რუსთაველის ფოიედან გამოჰყავთ. დაპატიმრებულთა სახეების ამოცნობა შესაძლებელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაესტროზე სთქვეს ეხლა, რომ ბევრი ადამიანიაო დაშავებული და აქედან მძიმე მდგომარეობაშიც არისო ხალხი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ რომ ღირსება გვქონდეს ხვალ....

 

თუმცა წფუი, წავედი დავიძინე მაგის დედაც

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანზორიკო ბიწაძე დაკავებიდან რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს

დაახლოებით დილის 5 საათზე სპეცრაზმის წევრებმა ნინო ბურჯანაძის ვაჟი ანზორ ბიწაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დააკავეს.

ანზორ ბიწაძის გარდა, დაკავებულია ნინო ბურჯანაძის პირადი დაცვა სრული შემადგენლობით. ფაქტს შეესწრო ნინო ბურჯანაძეც, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, სპეცრაზმის მანქანას წინ გადაუდგა და მას შემდეგ, რაც დაპატიმრებულები პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა, პრესის წარმომადგენლებთან განცხადებებიც გააკეთა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ანზორ ბიწაძე პოლიციამ რამდენიმე წუთში გაათავისუფლა.

 

შსს-ს განცხადებით, 26 მაისის 7 საათისთვის ირაკლი ბათიაშვილი, ანზორ და ბადრი ბიწაძეები დაპატიმრებულთა სიაში არ ფიგურირებენ

 

 

 

კუკავაზე გაირკვა რამე?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...