Jump to content
Planeta.Ge

იქნებ სწორი დასკვნები გავაკეთოთ?!


Recommended Posts

არ მიყვარს ტრადიციები, არასოდეს დამიმალავს, რომ ვერ ვხდები რატომ უნდა მომწონდეს საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბებული საეჭვო ტრადიციები, მაგრამ როგორც ყველაფერში ტრადიციებშიც, არსებობს გამონაკლისი, ტრადიციები რომლებსაც ასე თუ ისე ვეგუები და არ მიქმნის დისკომფორტს. ცუდი და იდიოტური ტრადიციების ნუსხას, დიდი ხანი არ არის, ასე 4 წელია ოფიციალურად შეემატა, კიდევ ერთი, უშედეგო მიტინგების ტრადიცია. სხვადასხვა დროს იკრიბება 100,60, 50, 40, 30 , 5 ათასი კაცი და მოითხოვენ ხელისუფლების შეცვლას,ყოველი წარუმატებლობის შემდგომ ხელისუფლება კიდევ უფრო რწმუნდება საკუთარ სიძლიერეში და სულ უფრო მეტად რთული ხდება მისი მზარდი სისულელის კონტროლი.

 

მიტინგების დასრულების შემდგომ, ფაქტიურად არ ხდება მიტინგების ანალიზი, არავინ საუბრობს შედეგებზე და რაც მთავარია არავინ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე,მიუხედავად ამისა დროა დროზე ვაღიაროთ , ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, ასეთი თუ სხვა მსგავსი(რაც აქამდე საქართველოში ყოფილა) მიტინგების პირობებში, ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია.

 

1. ხელისუფლებამ სწორი დასვნები გამოიტანა წინა მიტინგებიდან. 2007 წლის ნოემბრის აქციების შემდგომ ის ადეკვატურად იქცევა. მთავარი გამაღიზიანებელი მიხეილ სააკაშვილი აქციების დროს საქართველოში არ არის. გამღიზიანებლის გარეშე რჩება მხოლოდ სახელისუფლებო ბიუროკრატიის უფერული მასა რომელთან ბრძოლა ხალხისთვის უინტერესოა.

 

2. იგნორირებულია პროტესტის სოციალური კონტექსტი. ოპოზიციონერ გამომსვლელებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში კი არა სადმე სხვაგან ვცხოვრობთ , სადაც ერთადერთი პრობლემა არა ტოტალური უმუშევრობა და გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობაა, არამედ რეჟიმის და მისი ლიდერების პიროვნული პრობლემები.

 

3. სრულიად უგუბელყოფილია კლასობრივი პრობლემები, ოპოზიციას პრინციპში არ შეუძლია, გაიგოს ის პრობლემები რომლების გააჩნია საქართველოს მოსახლოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ოპოზიციის დიდი ნაწილის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა რბილად რომ ვთქვა ძალიან განსხვავდება მიტინგზე მდგომი ხალხის ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობისგან, რთულია მოთხოვო ნინო ბურჯანაძეს გაიგოს ის პრობლემები რომლებიც აწუხებს თუნდაც მისი მომხრეების დიდ ნაწილს.

 

4. შეცდომების გამეორების დაუოკებელი სურვილი, არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც ისეთივე სიხარულით და ენთუზიაზმით იმეორებდეს შეცდომებს, როგორც ამას ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი აკეთებს, გაუთავებლად არის მოწოდებები მეტ ხალხზე, გეგონება სააკაშვილის კაბინეტში, ხალხის მთვლელი დგას რომელიც კონკრეტული ციფრის შემდგომ აიძულებს მას გაიქცეს. გამოცდილება ცხადყოფს რომ ძალიან ბევრი ხალხის გამოსვლაც არც ცვლის არაფერს.

 

5.ერთადერთი რადიკალი რომელიც მიტინგზე დგას(უფრო სწორად მის ახლოს) ეს ხელისუფლებაა, სააკაშვილის რეჟიმმა მოახერხა და შექმნა მთელი სისტემა, რომელიც მთლიანად ჩამოკიდებულია მასზე, მას ჰყავს საკუთარი ბიუროკრატია, ბურჟუაზია, ძალოვანები და კარის მასხარა/ინტელექტუალებიც. ამ ხალხს აქვს რა დაკარგოს, ამიტომაც როდესაც ოპოზიცია, მორცხვად ცდილობს რაიმეს გაკეთებას მას კარგად ორგანიზირებული ჯგუფი უპირისპირდება რომელთანაც ძველი მეთოდები უბრალოდ არ მუშაობს.

 

6. ლიდერების პრობლემა. ლიდერების დიდი ნაწილი დისკრედიტირებულია, ფაქტიურად არ ხდება ხალხის მასისგან ახალი ლიდერების გამოსვლა, ლიდერებად რატომღაც მხოლოდ პროფესიონალი ტელე-სახეები არიან წარმოჩენილნი.სტერეოტიპი თითქოს პოლიტიკოსი აუცილებლად მხოლოდ ტელეეთერით იქმნება, დღემდე ძალაშია.

 

7. ორგანიზაციული პრობლემები. მიტინგებზე სრული ვაკხანალია, არ ხდება მომხრეების მობილიზირება, არავინ უზრუნველყოფს მონაწილეების დაცვას სხვადასხვა ჯურის მოძალადეებისგან, ათეულობით ადამიანი არის დაპატიმრებული და ოპოზიცია ისიც კი ვერ მოახერხა, საკუთარი მომხრეებზე ინფორმაცია მასმედიისთვის მიეწოდებინა.

 

ზემოთჩამოთვლილი ფუნდამენტური და სხვა პატარა მიზეზების გამო ვერც ეს და ვერც სხვა მსგავსი ტიპის მიტინგები ვერ შეცვლის საქართველოში ხელისუფლებას, ერთხელ 2007 წელს მათ შეეძლოთ შეეცვალათ, მაგრამ მაშინ გულუბრყვილობის ზეიმმა შეუშალათ ხელი , რატომღაც ოპოზოციამ მიიჩნია რომ ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმი, იდეალური მეთოდია მის შესაცვლელად. დღეს მართალია ოპოზიციის "რადიკალური" ნაწილი აღარ დაფრინავს ილუზიებში გვიანია. არამარტო ხელისუფლებასთან დიალოგი არის ღრუბლებში ნავარდი არამედ ეს "მიტინგებიც".

 

მიუხედავად ჩემი წერილის პესიმისტური შინაარსისა, მე მაინც ვრჩები ოპტიმისტად, დროა არამარტო ხელისუფლების შეცვლაზე ვიფიქროთ არამედ შევცვალოთ მთლიანად ქართული პოლიტიკა, მივმართოთ რა ის კონკრეტული საქართველოს მოქალაქის ინტერესებზე ნაცვლად მმართველი კლასის ინტერესებისა , ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, თუ არ დაიცავს ის საკუთარ ინტერსებს, მის ინტერესებს ხელისუფლება, ბურჟუაზიის თუ ხელისუფლებისგან გამოგდებული წევრები ვერ და არ დაიცავენ.

 

ჩემს წერილს ირაკლი კაკაბაძის უკანასკნელი წერილის დევიზით დავასრულებ :

 

"რევოლუცია უნდა იყოს სოციალური!

 

ხალხმა უნდა აიძულოს პოლიტიკოსები რომ რევოლუცია მთლიანად სოციალური გახდეს. თუ არ იქნება სოციალური, ყველას გთხოვთ რომ ვჭამოთ მარწყვი!"

 

http://european.ge/?id=179

 

პ.ს. სრულიად ვეთანხმები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წერილის პათოსს ვიზიარებ, თუმცა მეტი კონკრეტიკის ჰამბავში დავამატებდი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია ფიზიკურად არ არსებობს. ამდენად ვერანაირი ოპოზიცია მოსახლეობის ინტერესებს, მათ შორის სოციალურ ინტერესებს ვერ დაიცავს.

 

რაც ე.წ. პოლიტიკური ოპოზიციის სახელით არსებობს, კორუმპირებული საზოგდოებრივ პოლიტიკური ელიტის, კორუმპირებული პოლიტიკური სისტემისა და კრიმინალური რეჟიმის განუყოფელი ნაწილი და განშტოებაა და მისგან არაფერს სხვას, გარდა ექსკლუზიურად საკუთარი და მაშასადამე ე.წ. საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის-ნაბოზვარი ბურჟუაზიის ინტერესების დაცვას, ადეკვატური ადამიანი არ უნდა ელოდეს..

 

შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის და კორუმპირებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი, ისევე, როგორც კორუმპირებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ნეიტრალიზება და ახალი ელიტების ფორმირება, მხოლოდ შეიარაღებული ამბოხების/სოციალური რევოლუციის მეშვეობით არის შესაძლებელი!

 

არაფერი სხვა გარდა ძალისა!

 

ხელს ვაწერ:

მე :givi:

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

პ.ს. სრულიად ვეთანხმები

 

ზეციდან ჩამოსვლაა საჭირო და ნელ-ნელა პოლიტიკის დემოკრატიულ სამყაროში მიღებულ პოლიტიკურ ლიანდაგებზე გადაყვანა :)

 

ორი გზა გვაქვს, ვაგინოთ, ვიწუწუნოთ, ან კიდევ ოდნავ ინციატივა ავიღოთ ხელში და რამე გავაკეთოთ.

 

ისევ ვუბრუნდები დღეს ვირტუალურ სამყაროში არსებუ "სოციალ-ლიბერალურ" პარტიას.

http://www.georgian-style.net/social-liberal/

 

ჩემი აზრით ნელ-ნელა შეგვიძლია საღი აზროვნების ხალხის გაერთიანება და საქმის გაკეთება.

ხომ ხედავთ ფულიანების, ამერიკული-რუსული ლობისტების პარტიები ვერ ქაჩავენ.

ფარას ბევრი შეუძლია, მაგრამ არაა ეს ასპექტი ყოველთვის გადამწყვეტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"რევოლუცია უნდა იყოს სოციალური!

 

2003 წლის სპექტაკლშიც თავიდან ცოტა ხალხი იყო, მერე მიშამ გამოაცხადა: ედიკას კორუმპირებული ხალხის ანგარიშებს დავაყადაღებ და მილიარდობით დოლარი თქვენიც იქნებაო. აი მაშინ კი დაიძრა ხალხის მასები.

ხალხს დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ნაკლებად აღელვებს, როდესაც ოჯახი მშიერი ჰყავს.

მიმდინარე აქციის მთავარი შედეგი არის ერთი: დაიჭირეს ასეულობით აქტივისტი. იგივე ხდებოდა ყოველი აქციის დროს. ისევ ხელისუფლებამ იხეირა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ვინ არის, ვინ არიან ამ პარტიის ან დამფუძნებელი ან ლიდერები? იდეოლოგია დაიდოს თორე მხოლოდ სახელით ქართულ პარტიებს ვერაფერს გაუგებ : )))

 

..................

 

 

..................

 

პატივცემულო ფორუმელებო!

 

საქართველოს არაფერი ჭირდება უფრო მეტად, ვიდრე რევოლუციური გვარდიის შექმნა და ჭეშმარიტი რევოლუცია!

 

ლაი ლაის გადაყვა ხალხიც და ქვეყანაც..

 

არადა დიდი ხანია ბრძოლის დროა!

 

რკინები დაიდოს ბიჭოოოოოოოოოოო! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ვინ არის, ვინ არიან ამ პარტიის ან დამფუძნებელი ან ლიდერები? იდეოლოგია დაიდოს თორე მხოლოდ სახელით ქართულ პარტიებს ვერაფერს გაუგებ : )))

 

 

შენ ამრტო სენი საიტის კითხვა იცი :)

 

http://www.georgian-style.net/social-liberal/?p=18

 

http://www.georgian-style.net/social-liberal/?page_id=2

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ ამრტო სენი საიტის კითხვა იცი :)

 

http://www.georgian-style.net/social-liberal/?p=18

 

http://www.georgian-style.net/social-liberal/?page_id=2

ვახ, წეხან შევედი ლინკზე და კითხვებზე პასუხი რომ ვერ ვნახე იმიტომაც გამაგეხმაურე.. ტიტუ! :givi:

 

ეხლა კი ეს ვნახე აგერ

 

პარტია სცნობს მხოლოდ დემოკრატიულ სამყაროში მიღებულ ცივილიზირებულ ბრძოლის მეთოდებს.

და სრაზუ მივხვთი რომა საჩემო ადგილი მაქანე არ უნდა იყოს. :givi:

 

არც მეპატიჟებიან იასნია, მარა მაინც : ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ, წეხან შევედი ლინკზე და კითხვებზე პასუხი რომ ვერ ვნახე იმიტომაც გამაგეხმაურე.. ტიტუ! :givi:

 

ეხლა კი ეს ვნახე აგერ

 

 

და სრაზუ მივხვთი რომა საჩემო ადგილი მაქანე არ უნდა იყოს. :givi:

 

არც მეპატიჟებიან იასნია, მარა მაინც : ))

რევოლუციონერებს და დოვნანა პოლიტიკის მიმდევრებს არ ვპატიჟებთ. რომ გამოსწორდები შეგვატყობინე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

მიუხედავად ჩემი წერილის პესიმისტური შინაარსისა, მე მაინც ვრჩები ოპტიმისტად, დროა არამარტო ხელისუფლების შეცვლაზე ვიფიქროთ არამედ შევცვალოთ მთლიანად ქართული პოლიტიკა, მივმართოთ რა ის კონკრეტული საქართველოს მოქალაქის ინტერესებზე ნაცვლად მმართველი კლასის ინტერესებისა , ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, თუ არ დაიცავს ის საკუთარ ინტერსებს, მის ინტერესებს ხელისუფლება, ბურჟუაზიის თუ ხელისუფლებისგან გამოგდებული წევრები ვერ და არ დაიცავენ.

 

ხალხმა უნდა აიძულოს პოლიტიკოსები რომ რევოლუცია მთლიანად სოციალური გახდეს. თუ არ იქნება სოციალური, ყველას გთხოვთ რომ ვჭამოთ მარწყვი!"

 

აი ეს ნაწილი განსაკუთრებით მომწონს და ხალხმა კი არა, პოლიტოკოსებმა გაიგონ ეს პირველ რიგში და ამით ხელისუფლებაში ყოფნის დროს ან მის გარეთ, შეიქმნან თავისთვის მაინც უსაფრთხო გარემო, რომ ამ ხალხთან ერთად ცხოვრება შესძლონ.

თორემ ისე წარმავალია ყველაფერი...

კადაფის ეგერ 3 შვილიშვილი და შვილი მოუკლეს. რომელი ჩვენი პოლიტიკოსია ამისგან დაზღვეული, რომ ამერიკული რაკეტა თუ არა და რუსული, ისევ საკუთარი ხალხის მიერნატყორცნი ხელყუმბარა არ მოუღებს მათ ბოლოს 1, 10, 20 ან 50 წლის მერე?

ამაზე დაფიქრდენ და ხალხზე იფიქრონ და ამით შეიქმნან თავისთვისაც უსაფრთხო გარემო პოზიციამაც და ოპოზიციამაც.

ერთმ,ანეთს კი იმაში ეჯიბრონ ვინ მეტს გააკეთებს და კარგს ისტორიაში დასარჩენად.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ხალხს დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება ნაკლებად აღელვებს, როდესაც ოჯახი მშიერი ჰყავს.

ზუსტად :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზემოთჩამოთვლილი ფუნდამენტური და სხვა პატარა მიზეზების გამო ვერც ეს და ვერც სხვა მსგავსი ტიპის მიტინგები ვერ შეცვლის საქართველოში ხელისუფლებას

სრულიად ვეთანხმები

2007 წლის მერე ამას გეუბნები და თუ ეთანხმებოდი გეთქვა შე კაცო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ რუსეთს არ დაიხმარებენ იავნად, ჯარით, მანამდე ეგრე იქნებიან. მე მაგათ ადგილას პირდაპირ მოვუწოდებდი რუს ხალხს, რომ აიძულონ თავიანთი ხელისუფლება, დაეხმაროს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. იმენა რუს ხალხს უნდა მიმართონ, და რუსმა ხალხმა უნდა მოთხოვოს მერე საკუთარ ხელისუფლებას, რომ დაამყაროს დემოკრატია საქართველოში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...