Jump to content
Planeta.Ge

ორუაშვილი 25 მაისს 03:05 საათზე თბილისის აეროპორტში უნდა ყოფილიყო.


Recommended Posts

ეხლა რა ვქნათ?

რით გავერთოთ?

ოქრუაშვილი არ ჩამოვიდა და ნინოც გაფარჩაკდა :user:

რა გაუძლებს ამ მოწყენილობას? :cry: :cry:

 

 

რა გაუძლებს ნაცების ბლატაობას:)) კაი ზაფხული რომ მოდის გავეცლები იქ სადაც ამათ ხმას არ გავიგებ და რომ მორჩებიან ბლატაობას დავრუნდები:))

 

ისე კი მართლა მოწყენილობა რა.ჩამოსულიყო ეს კაციც რა მოუვიდოდა:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 57
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Gamdla

http://www.presage.tv/?m=politics&AID=4940

 

ეხლა ეს წაიკითხე :givi:

რაცხა შხამიანი სოკო ჭამეს მგონი ამათმა

სოზარ სუბარი: „2009 წლის აქციების დროს, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს საზღვართან ძალიან ახლოს იმყოფებოდა“

 

01:31 24.05.2011

 

[როზი ჯღამაია]

 

პრესაგე.ტვ-ის მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი უკვე თბილისშია, ინფორმაციის უტყუარობაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებთ და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეგნებულად ვრცელდება. ჩვენი მხრივ, შევეცადეთ, ოქრუაშვილთან დაკავშირებით ინფორმაცია „ქართული პარტიის“ თავმჯდომარესთან, სოზარ სუბართან გადაგვემოწმებინა, მაგრამ პასუხი ისევ ბუნდოვანია.

 

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სოზარ სუბართან ჩავწერეთ.

 

„სახალხო კრებამ“ მიხეილ სააკაშვილს ვადა 24 მაისამდე მისცა, თუმცა მას შემდეგ, რაც თქვენ გამოჩნდით მიტინგზე, აღმოჩნდა, რომ კრების გეგმები შეიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ნინო ბურჯანაძე და „სახალხო კრება“ „ქართულმა პარტიამ“ ჩაანაცვლა?

 

- მე არ ვიცი, რა გეგმები ჰქონდა „სახალხო კრებას“, ვიცი, რომ მათ რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ დამუშავებული, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ თუ ეს პროცესები წარუმატებელი იქნებოდა, მაშინ მისი გაცოცხლება დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც, ჩავთვალეთ, რომ რახან პროცესი დაწყებული იყო, იგი ჩვენი ჩართვით უნდა გაგვეგრძელებინა და გაგვეძლიერებინა.

 

ანუ, ფიქრობდით, რომ პროცესი მინავლებისკენ მიდიოდა და აუცილებელი გახდა თქვენი ჩართვა?

 

- არის სიტუაცია, როცა უნდა გადაწყვიტო - ან-ახლა, ან-არასოდეს.

 

თავიდანვე ხომ ცხადი იყო, რომ ერთი და იგივე ელექტორატზე მუშაობდით, რატომ დაუპირისპირდით ერთმანეთს?

 

- კარგად იცით, რა პრობლემებიც იყო აქამდე, ახლა მთავარია, რას გავაკეთებთ მომავალში. 25 მაისს თუ ერთად ვიქნებით, ეს იქნება დღე, როცა გადამწყვეტი სიტყვა უნდა ვთქვათ ყველამ ერთად, რის შემდეგაც, სააკაშვილი, ან აღარ იქნება, ან - იქნება დიდი ხნის განმავლობაში.

 

ამისთვის თქვენი გაუჭრელი კოზირი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უკვე საქართველოშია?

 

- თუ ყველაფერი შეთანხმებულად წავა, მაშინ ირაკლი 25 მაისს იქნება იქ, სადაც დგას ხალხი.

 

გეკითხებით, დღეს, 23 მაისს, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოშია თუ არა?

 

- რა მნიშვნელობა აქვს მაგას!

 

სწორედაც რომ დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ქვეყანაში ბუზიც კი ვერ შემოფრინდება მერაბიშვილის გარეშე, მაშინ, როდესაც ყველას და ყველაფერს უსმენენ, როგორ მოახერხა ოქრუაშვილმა ქვეყანაში ისე ჩამოსვლა, რომ ამის შესახებ მერაბიშვილმა არაფერი იცის? თუ, ყველამ ყველაფერი იცის და შემოიყვანეს ისე, როგორც თავის დროზე აქედან გაიყვენეს?

 

- ეგეთი ქვეყანა, სადაც ბუზი ვერ გადაკვეთდა საზღვარს, მე საბჭოთა კავშირი ვიცოდი და მაშინაც, კრემლის წინ ისე დასვა თვითმფრინავი მატიას რუსტმა, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ასე რომ, შეუძლებელი არაფერია. ერთი კი ვიცი, რომ ხელისუფლებაში სერიოზული პანიკაა - რაჭაში, საჩხერის რაიონში, შიდა ქართლში ამაგრებენ საზღვრებს, ქვიშის ტომრებისგან კედლებს აშენებენ, მაგრამ ერთი ადამიანის შემოსვლას ამდენი კედელი რად უნდა, არ ვიცი.

 

„ქართული პარტიის“ შექმნის დღიდანვე მუსირებდა აზრი, რომ თქვენ ზურგს რუსეთი გიმაგრებთ, რუსულ საფრთხეს ხომ არ ხედავს ხელისუფლება და ამიტომ ხომ არ არის ეს სამზადისი?

 

- შიშს დიდი თვალები აქვს და ეს კარგია. თუ ეშინიათ, ეს ცუდი არ არის. რაც შეეხება კითხვას, საიდან შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, გარწმუნებთ, ასეთი ბევრი ადგილია. 2009 წელს, როცა თბილისში აქციები მიმდინარეობდა, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს საზღვართან ძალიან ახლოს იმყოფებოდა და მზად იყო საქართველოში შემოსასვლელად, და, სხვათა შორის, არა ჩრდილოეთის მხრიდან. იგი ელოდებოდა აქციების ორგანიზატორების გადაწყვეტილებას, რომ საზღვარი გადმოელახა, მაგრამ მაშინ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მისი შემოსვლა არ იქნებოდა კარგი და ირაკლიც არ შემოვიდა.

 

იმის ილუზია, ალბათ, არც თქვენ გაქვთ, რომ ოქრუაშვილს მიტინგთან მიახლოების საშუალებას მისცემენ. ეროსი კიწმარიშვილმა თქვა, რომ ოქრუაშვილი საკუთარი სიცოცხლის ფასად შეებრძოლება ხელისუფლებას. ანუ, ეს იქნება მისი მხრიდან ვა-ბანკზე წასვლა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ, რადგან სხვაგვარად, საზოგადოება ქუჩაში არ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, მაინც რაზე ხართ წამსვლელები?

 

- ირაკლი ოქრუაშვილი ერთადერთი კოზირი არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ აქციების წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ვიღაცას ემუქრებოდეს პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება, ციხე, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილს ეს არ ელოდება - ირაკლი თუ შემოვა, ან უნდა გაიმარჯვოს, ან მას მოკლავენ. შუალედი აქ არ არსებობს, შესაბამისად, თუ ის საქართველოში შემოვა, ამით მთლიანად იჭრის უკანდასახევ გზას, ის მეორედ ვეღარავის მოსთხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს.

 

ოქრუაშვილის ასეთი თავგანწირვა არის თუ არა მიხეილ სააკაშვილზე შურისძიება იმის გამო, რაც მას ციხეში მოუწყვეს. ვგულისხმობ ე.წ. აღიარებას, რომელსაც იგი შესაძლოა, დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავსაც კი?

 

- შურისძიება რა შუაშია, მას შეეძლო ყოფილიყო ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი მმართველ ელიტაში, მაგრამ მან დატოვა თანამდებობა და დაუპირისპირდა სწორედ ამ ელიტას.

 

გადაგდა, რადგან „ჩამოალაბორანტეს“...

 

- ეს არ მოხდებოდა, მას რომ ეთამაშა იმ თამაშის წესებით, რასაც სთავაზობდნენ. ეს დაპირისპირება რომ არა, ირაკლი ქვეყანაში გავლენით ისევ პირველ სამეულში იქნებოდა. იგი დღეს ამბობს, რომ სააკაშვილის შემდეგ, არ აპირებს ქვეყანაში ჰქონდეს წამყვანი პოსტი - ვთქვათ პრეზიდენტის, პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში.

 

რამდენად გაქვთ გააზრებული, რომ თუ ეს მუხტი ჩაქრება, თქვენ ყველას, სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მოგიწევთ პოლიტიკასთან განშორება?

 

- რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსებობს. გააჩნია, როგორ განვითარდება პროცესი.

 

როგორ წარმოგიდგენიათ 25 მაისი, ოქრუაშვილი მიადგება ავლაბრის რეზიდენციას და სააკაშვილს, რომელიც დღეს საქართველოშიც კი არ იმყოფება, გამოაძევებს იქედან?

 

- დაველოდოთ 25 მაისს.

 

ლევან გაჩეჩილაძის და ნინო ბურჯანაძის საჯარო შერიგებაზე მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად გულწრფელად აღიქვა საზოგადოებამ ეს შირიგება და რამდენხანს გასტანს იგი?

 

- ის პიროვნული დაპირისპირება, რაც აქამდე გრძელდებოდა, ძალიან ცუდი იყო პოლიტიკური პროცესისთვის, მაგრამ ახლა ყველამ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ და პიროვნული დაპირისპირებები განზე უნდა გადაიდოს.

 

ეს არც ისე მარტივია, ბურჯანაძემ გაჩეჩილაძეს მძიმე ბრალი წაუყენა და ეს ქვეყნის ღალატის ტოლფასი იყო. სხვათა შორის, 2009 წლის აქციებმა გადაწყვიტა დღევანდელი აქციების ბედი და როგორც თქვენ ამბობთ, ეს ბრალდებები სულაც არ იყო გაჩეჩილაძის და ბურჯანაძის პირადი საქმე...

 

-ვფიქრობ, რომ ქვეყნის მომავლისთვის ბევრი რამის დავიწყება არის შესაძლებელი.

 

ჯარი, პოლიცია და იარაღი სააკაშვილის ხელთაა, თქვენ როგორ აპირებთ ამ რეჟიმს შიშველი ხელებით დაუპირისპირდეთ?

 

-ეგვიპტის არმია სიძლიერის მიხედვით მსოფლიო ხუთეულში შედის, მაგრამ მუბარაქი დღეს საკანში ზის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორუაშვილი 25 მაისს 03:05 საათზე თბილისის აეროპორტში უნდა ყოფილიყო.

 

 

თან თვითმფრინავით უნდა ჩამოსულიყო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორუაშვილი 25 მაისს 03:05 საათზე თბილისის აეროპორტში უნდა ყოფილიყო.

ბიჭო,ბიჭო,ბიჭოოო....... და მერე რამ შეუშალა ხელი..ვერ გადაეჩვიენ ამ პრასტიტუკობას..არა რა..ეს საქართველოა..!! უნიკალური ქვეყანაა..ამდენს რომ უძლებს.. :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიჭო,ბიჭო,ბიჭოოო....... და მერე რამ შეუშალა ხელი..ვერ გადაეჩვიენ ამ პრასტიტუკობას..არა რა..ეს საქართველოა..!! უნიკალური ქვეყანაა..ამდენს რომ უძლებს.. :) :)

 

ისლანდის ვულკანი უშლის ხელს ფრენას :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა უცებ გადავხედე თემას და ვერ გავიგე..ბილეთი იყიდა და რესზე დააგვიანდა..??
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიჭო,ბიჭო,ბიჭოოო....... და მერე რამ შეუშალა ხელი..ვერ გადაეჩვიენ ამ პრასტიტუკობას..არა რა..ეს საქართველოა..!! უნიკალური ქვეყანაა..ამდენს რომ უძლებს

 

 

 

ორივე მხარე მაგარი ქოსები არიან და მთავარი ის არის,რომ ამათი ტყუილების ბევრ ტვინგაყინულს სჯერა.ბილეთს აიღებდა და რა პრობლემაა არის ამაში,მაგრამ წამოსვლას რომ არ აპირებდა,ეგ უეჭველი.გაბაწრავდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა უცებ გადავხედე თემას და ვერ გავიგე..ბილეთი იყიდა და რესზე დააგვიანდა..??

 

სოჭში იყო ასე იძახიან. მოკლედ საზღვრის გადმოლახვა გაუჭირდაო. ეს ბილეთი მაშინ რა შუაშია ვერ გავიგე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ჯერ თვითონაც ვერ გაიგეს..:D :D

 

ვითომ კვალის აბნევის მიზნით ორი მიმართულებით ერთდროულად მოდიოდა? ან ორეული გამოიყენა :)

 

დააკვირდი, პარტია ბილეთს დებს საიტზე მოფრინავდაო და უარი ვათქმებინეთო. ოქრუაშვილი იძახის საზღვართან ვიყავიო.

მოკლედ ბაქოში რომ დროს აცხადებენ იმას ჰგავს ეს, "ბაქინსკოე ვრემია, ჰა, ჰა პოლპერვოგო".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართულ არხებს ვერ ვუყურებ და რა ხდება საბოლოოდ ვეღარ გავიგე

დაიშალა აქციები როგორც ბოლო დროს? :D ოქრუაშვილი არ ჩამოვიდა?:/

 

ეხლა მალე ვნახავთ გამოკითხვას სადაც ოპოზიციას ისევ ნდობის დიდი პროცენტი მოაკლდება =D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართულ არხებს ვერ ვუყურებ და რა ხდება საბოლოოდ ვეღარ გავიგე

დაიშალა აქციები როგორც ბოლო დროს? :D ოქრუაშვილი არ ჩამოვიდა?:/

 

ეხლა მალე ვნახავთ გამოკითხვას სადაც ოპოზიციას ისევ ნდობის დიდი პროცენტი მოაკლდება =D

უკვე ხალხის ლანძღვაზე გადავიდენ მარტოდ დარჩენილი ბურჯანაზეები ისევ.

სოროებიდან გამოზვერით ვირთხებო და ლაჩრებოო, კივიან გამწარებულები))

ოღონდ ეხლა მხოლოდ ალღუმის ჩაშლა უნდათ, გამარჯვებულ სააკაშვილს ნუ დაგვანახვებთო)))

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც მივხვდი აბსოლუტური ბედნიერებისათვის ოქრუაშვილის ფეხის შემოდგმაც საკმარისი ყოფილა საქართველოს მიწაზე

არასდროს გიფიქრიათ,იქნებ გაბედნიერებული გრანგები არ უშვებენ :yes:

ვავა

 

პ.ს რა აქ მოსატანია და ეგვიპტის მოსახლეობა კატეგორიულად ითხოვს მუბარაქის ოჯახის(შვილებთან ერთად) გასამართლებას,მიუხედავად იმისა,რომ სემეიკა(სამკამ უკვე ხელი მოაწერა 4მლნ ღირებულების ქონების სახელმწიფოზე გადაცემაზე)) მზადაა არსებული უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს დაუბრუნოს პასუხისმგებლობის მოხსნის საფასურად

მაგრამ არ გაგივა მაგ ნომერიო ამ უწიგნურმა და გლახაკმა არაბებმა

სამართლიანობა უნდა აღდგესო,თუ არა თქვენი ციხეში მოთავსება არ გვაინტერესებსო :yes:

ჩვენ ამოდენა მწიგნობარ და ზეინტელექტის მქონე პატრიოტ ქართველებს რა დაგვემართა კრწანისიდან დაწყებული მთაწმინდის პანთეონით დამთავრებული ნაბოზანდარალ-ნაჩათლახარ-ნაპიდარასტალ-ნაგანდონარ ცოცხალ-მკვდარ არსებათა ბუდედ რომ ვაქციეთ საქართველო

 

თუ კარგად მახსოვს სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარემოს გაუმჯობესების ძებნის მომენტის შესრულების უკიდურეს ვადის მიახლოების გარდატეხის ფაზაში ვართ :)

სასამართლოს დამოუკიდებლობის

სამართლიანი მედიას

და საერთოდ სამართლიანობის ძებნით ვართ დაკავებულები

ვეძებოთ ვეძებოთ

კტო იშეტ,ტოტ ვსეგდა ნაიდიოტ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...