Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სააკაშვილი - მე ვერ გავხდები პუტინი ბევრი მიზეზის გამო


Recommended Posts

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა უკრაინულ ტელეარხ - "1+1" .

მიხეილ სააკაშვილი საუბრობს საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე, პოლიციისადმი ნდობაზე, ახალ საპრეზიდენტო სასახლეზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა მესამე ვადით პრეზიდენტობაზე კენჭისყრას, სააკაშვილი პასუხობს, რომ ეს კონსტიტუციით შეუძლებელია.

"ეს რას ნიშნავს, რომ თქვენ, როგორც პუტინი, პრემიერ-მინისტრი გახდებით?",- კითხულობს ჟურნალისტი.

"არა, პირველი რიგში, მე ვერ გავხდები პუტინი ბევრი მიზეზის გამო, ეს სხვა ქვეყანა და სხვა ვითარებაა",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"როგორ, თქვენ ხომ შეგიძლიათ კენჭი იყაროთ პრემიერად?", - ჰკითხა ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს.

"არა. თეორიულად ამის შესაძლებლობა არის. ეს შესაძლებლობა სასარგებლოა ჩვენთვის. პირდაპირ გეტყვით რატომაც - ჩვენ ახლა ვატარებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმებს და მე რომ ვიყო პოლიტიკოსი პრესპექტივების გარეშე, ამ რეფორმებს შანსი არ ექნებოდა. ამიტომაც, რა თქმა უნდა, პერსპექტივაც რჩება.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაგვრჩა კიდევ სამი წელი, გვაქვს მნიშვნელოვანი წელი, რომ პარლამენტი გადავიტანოთ სხვა ქალაქში, განათლების რეფორმა გავატაროთ, მოვახდინოთ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მოდერნიზაცია და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და სრული დემოკრატიზაცია. ამისთვის საჭიროა ძლიერი პრეზიდენტი და რომ იყო ძლიერი პრეზიდენტი, ამისთვის უნდა დაიტოვო პერესპექტივა. ჩვენ ამ ქვეყანას შეცვლით ისე, რომ ვეღარავინ იცნოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა იქნება 6 თვის, ერთი წლის და ორი წლის შემდეგ, ვიდრე ის, თუ რა მოხდება სამწელიწადნახევარში", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახალი საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობა, დაახლოებით, 20 მილიონი ევრო დაჯდა.

"კანცელარია, ცეკა-ს შენობა, გასული ეპოქის სიმბოლო იყო. იქ ცუდი აურა იყო. ახალი სასახლის მშენებლობა, დაახლოებით, 20 მილიონი ევრო დაჯდა", - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

ჟურნალისტის კითხვაზე, "რამე რომ მოხდეს, პოლიცია ყოველთვის თქვენ დაგეხმარებათ?", მიხეილ სააკაშვილი პასუხობს - " დიახ, ჩვენ ერთი ჯაჭვის რგოლები ვართ. მათ იციან, რომ ჩვენ ვართ მიზანმიმართულები, მართლები და პატიოსნები",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

წყარო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა იქნება 6 თვის, ერთი წლის და ორი წლის შემდეგ, ვიდრე ის, თუ რა მოხდება სამწელიწადნახევარში", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ვითომ ეხლა ეს ჭკვიანური თქვა? :)

ჩემთვის და უბრალო ადამიანისთვის, კანეშნა, შეიზლება ეგრე ჯობდეს, მაგრამ პრეზიდენტი 3 წლის მერე რა მოხდება, სულ მკიდიაო რომ ამბობს, რაზვე ეტო ნარმალნა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ჟურნალისტის კითხვაზე, "რამე რომ მოხდეს, პოლიცია ყოველთვის თქვენ დაგეხმარებათ?", მიხეილ სააკაშვილი პასუხობს - " დიახ, ჩვენ ერთი ჯაჭვის რგოლები ვართ. მათ იციან, რომ ჩვენ ვართ მიზანმიმართულები, მართლები და პატიოსნები",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

წყარო

ეს არის პირდაპირ მნიშვნელობით პოლიციის გაპოლიტიზირების აღიარება. და სეთი ადამიანი დემოკრატიაზე საუბრობს. ეს სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

 

რაც ეხება მიშას მესამე ვადით პრემიერის სახით მოვლინებაზე. ამას პირადათ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი პრობლემა მიშა კი არაა, არამედ რეჟიმი. რეჟიმი თუ მოგვევლინა ისევ, ეს იქნება კატასტროფა და არა ის თუ რა ერქმევა რეჟიმს მიშა თუ გრიშა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

"არა. თეორიულად ამის შესაძლებლობა არის. ეს შესაძლებლობა სასარგებლოა ჩვენთვის

მაგარია.ჯერ არას იძახის და მერე ეს კარგია ჩვენთვისო.ეტყობა ქვეყნის ინტერესები გადაწონის. :givi: Saturn

ახალი საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობა, დაახლოებით, 20 მილიონი ევრო დაჯდა.

 

:))

გვაქვს მნიშვნელოვანი წელი, რომ პარლამენტი გადავიტანოთ სხვა ქალაქში, განათლების რეფორმა გავატაროთ,

პარლამენტის გადატანა უაღრესად მნიშვნელოვანია. :givi:

განათლების რეფორმა ხომ წარმატებით გავატარეთ,ეხლა თავიდან ვიწყებთ?მაშინ წინა მინისტრები დავიჭიროთ,ჩაუგდიათ ეს საქმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

babuagiorgi

ძუკუ

ე.ი. არ მოგიტანათ სულიერი სიმშვიდე ამ თემამ? :user: დავხურო?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ე.ი. არ მოგიტანათ სულიერი სიმშვიდე ამ თემამ? დავხურო?

როგორ გეკადრებათ სატურნ ბატონო,სხვა იუზერებიც დატკბნენ დიდი ბელადის ბრძნული აზრებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

babuagiorgi

ძუკუ

ე.ი. არ მოგიტანათ სულიერი სიმშვიდე ამ თემამ? :user: დავხურო?

 

რატომ? იყოს თემა. ჩემტვის აქ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პრეზიდენტმა აღიარა პოლიციის პოლიტიზირება. იმედია ამას სხვებიც ნახავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დაგვრჩა კიდევ სამი წელი, გვაქვს მნიშვნელოვანი წელი, რომ პარლამენტი გადავიტანოთ სხვა ქალაქში, განათლების რეფორმა გავატაროთ, მოვახდინოთ ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მოდერნიზაცია და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და სრული დემოკრატიზაცია. ამისთვის საჭიროა ძლიერი პრეზიდენტი და რომ იყო ძლიერი პრეზიდენტი, ამისთვის უნდა დაიტოვო პერესპექტივა. ჩვენ ამ ქვეყანას შეცვლით ისე, რომ ვეღარავინ იცნოს.

ბოლოდან იწყებს

 

მათ იციან, რომ ჩვენ ვართ მიზანმიმართულები, მართლები და პატიოსნები",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

:)

მამენტ საღოლ მიშას,მაგრამ უნგრეთშია თუ უკრაინაში

თუ იქაც და იქაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ჩემტვის აქ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პრეზიდენტმა აღიარა პოლიციის პოლიტიზირება. იმედია ამას სხვებიც ნახავენ.

ჩემდა სამწუხაროდ ამის წაკითხვისას ისეთი ამაღლებული გრძნობები დამეუფლა :givi: ,რომ ბოლო(მთავარ) წინადადებას ყურადღება ვერ მივაქციე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"იქ" შემოგდებული თემა განვიხილოთ:

 

როდის ტარდება საპრეზიდენტო არცევნები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

"როგორ, თქვენ ხომ შეგიძლიათ კენჭი იყაროთ პრემიერად?", - ჰკითხა ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს.

"არა. თეორიულად ამის შესაძლებლობა არის. ეს შესაძლებლობა სასარგებლოა ჩვენთვის. პირდაპირ გეტყვით რატომაც - ჩვენ ახლა ვატარებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმებს და მე რომ ვიყო პოლიტიკოსი პრესპექტივების გარეშე, ამ რეფორმებს შანსი არ ექნებოდა. ამიტომაც, რა თქმა უნდა, პერსპექტივაც რჩება.

ღიად ამბობს პრემიერი გავხდებიო...

 

:read:

 

:TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ოქტომბერში.

 

რაც არაკონსტიუციურია გახანგრძლივებული ვადის გამო. ერთმანეთის შეუსაბამო მუხლებია კონსტიტუიაში. უფრო სწორად ცვლილებაა შეუსაბამო, რომელიც არჩევნებს ოქტომბერში ნიშნავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...