DonCaredo Posted May 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 ისევ ალასანია და რესპუბლიკელები მირჩევნიაეგ რა თქვი კაცო? ვუუუიი ვუუუიი ვუუუიი (© პეტო "შუა ქალაქიდან" ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gamdla Posted May 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 http://wp.me/pySj7-hS war is coming! საქართველოს უკანასკნელი დიქტატორის უკანასკნელი ავანტიურა რაოდენ უცნაური და ალოგიკურიც არ უნდა იყოს, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მარიონეტი ე.წ. ოპოზიციური პარტიების მოწოდებას და თბილისის ქუჩებში, მორიგი მრავალდღიანი საპროტესტო აქციების მოსაწყობად გავიდა. 21 მაისი აქციების დაწყების თარიღია, დასასრულზე ჯერ ვერავინ ვერაფერს ამბობს, თუმცა ვარაუდები მრავლად ჩნდება ინტერნეტ სივრცეში და მეც შემოგთავაზებთ ჩემ ვერსიას იმისა თუ რა ამოძრავებს ფსევდო ოპოზიციას, რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს აქციები და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს, ქართული საზოგადოების მორიგი დაუფიქრებელი ნაბიჯი, როგორც ქვეყნისთვის, ასევე უშუალოდ მოსახლეობისთვის.. პირველ რიგში სრულიად გამოვრიცხავ ალბათობას იმისა, რომ ან ნინო ბურჯანაძე, ან ლევან გაჩეჩილაძე და ან რომელიმე სხვა ე.წ. ოპოზიციონერი “ლიდერი” დამოუკიდებლად მოქმედებს და სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმისგან ან ქვეყნის გარეთ მოქმედი ძალებისგან (პირველ რიგში აშშ-ის, რუსეთის, სომხეთის სპეც-სამსახურები) არ იღებს მითითებებს.. ვინაიდან ფსევდო ოპოზიციონერების მოქმედებებში სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის და ქვეყნის გარეთ არსებული დაინტერესებული ძალების ინტერესებს ვხედავ, შესაბამისად მოვლენების განვითარების ორ ძირითად სცენარს ვაძლევს მაქსიმალურ დაშვებას და თქვენის ნებართვით ორივე მათგანზე შევჩერდები.. 1. სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი, ფსევდო ოპოზიციის გამოყენებით მოსახლეობაში დაგროვილი საპროტესტო მუხტის ნეიტრალიზებას ცდილობს. ამ შემთხვევაში ე.წ. ოპოზიციის აქციები მხოლოდ რამდენიმე დღე, მაქსიმუმ კვირა გასტანს და მოსახლეობაში ნიჰილიზმის დონის მკვეთრი ზრდით დასრულდება. სააკაშვილი მიზანს მიაღწევს.. 2. სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი, მისი მუდმივი დამკვეთის, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ნეოკონსერვატორული ფრთის და ლენგლის მითითებებისამებრ მოქმედებს და ქვეყანაში ვითარების მკვეთრ დესტაბილიზაციას, საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, კონფლიქტის ზონების მიმართულებით მდგომარეობის გართულებას და საქართველო-რუსეთსა და საქართველო-სომხეთს შორის ომის პროვოცირებას შეეცდება.. ამ სცენარის რეალიზების შემთხვევაში საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური გახდება. პიარ ტექნოლოგიებისა და ფულის გამოყენებით ფსევდო ოპოზიციონერები მრავალათასიანი მიტინგების გამართვას შეძლებენ. საპროტესტო კერები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში. ძირითადად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. გახშირდება პროტესტანტებსა და ე.წ. სამართალდამცავებს შორის შეტაკებების რაოდენობა. რეჟიმი სპეც-ტექნიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაშლის რამდენიმე აქციას. განხორციელდება მასიური დაპატიმრებები. რამდენიმე წინასწარ შერჩეული და გაწვრთნილი საჯარისო დანაყოფი კრიმინალური რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს და ე.წ. ოპოზიციის მხარეს გადავა. იმავდროულად დაიწყება მოხალისეთა გასამხედროებული რაზმების ფორმირება. შესაძლოა აღნიშნულმა საჯარისო ფორმირებებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავონ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისი-ფოთი, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები გადაკეტონ. ხიდები დანაღმონ და ააფეთქონ. ე.წ. ოპოზიციის მხარეს გადასულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა და მოხალისეთა რაზმებმა აფხაზეთის მიმართულებითაც შეიძლება დაძაბონ ვითარება და აფხაზეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის მესაზღვრეების წინააღმდეგ დაიწყონ საბრძოლო მოქმედებები.. არც ის არის გამორიცხული, რომ აფხაზეთის მიმართულებით სარძოლო მოქმედებებს, კრიმინალური რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფები დაიწყებენ, რომელთაც დასავლეთ საქართველოში ე.წ. კონტროლიდან გამოსული საჯარისო დანაყოფებისა და შეიარაღებული მოხალისეთა რაზმების ნეიტრალიზების მიზნით გადაისვრიან. გართულდება ვითარება სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. პარალელურად გახშირდება ანტისომხური განცხადებები ე.წ. ოპოზიციის მხრიდან. ქართველი და სომეხი მოქალაქეების შორის ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის ფაქტებიც დაფიქსირდება, რაც რათქმაუნდა არ ჩაივლის სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყურადღების მიღმა. ოფიციალური ერევანი ულტიმატურ ფორმაში მოითხოვს ოფიციალური თბილისისგან სატრანსპორტო მაგისტრალების გახსნას და სომეხი ეროვნების მოქალაქეების უფლებების დაცვას. ოფიციალური მოსკოვი ასევე ულტიმატური ფორმით მოითხოვს საქართველოს შეიარაღებული ძალებისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით წარმოებული საბრძოლო/დივერსიული ოპერაციების შეჩერებას. საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შეწყვეტას. ამასობაში კი რუსეთის სპეც-დანიშნულების რაზმები მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელს აიღებენ იერიშით. სააკაშვილის ლიკვიდაციას განახორციელებენ და გზას გაუხსნიან რუსეთის არმიის ავანგარდს საქართველოს სრულმასშტაბიანი ან ნაწილობრივი ოკუპირებისთვის. პრინციპში სააკაშვილი წერტილოვანი სარაკეტო დარტყმითაც შეიძლება გაანადგურონ, თუმცა ჩემი აზრით, უფრო სავარაუდოა, რომ საქართველოს უკნასკნელი დიქტატორი, ავღანეთის ყოფილი ხელმძღვანელის, ხაფიზულა ამინის ანალოგიურად დაამთავრებს კარიერას და ე.წ. მაისის საპროტესტო აქციები მისი უკანასკნელი ავანტიურა იქნება.. რუსეთს არც სომხეთი ჩამორჩება და საქართველოში სომეხი მოქალაქეების უფლებების ხელყოფისა და სატრანსპორტო მაგისტრალების ბლოკირების გამო, “სიცოცხლის გზას” გაიყვანს სამცხე ჯავახეთისა და აჭარის ტერიტორიაზე, აღნიშნული ტერიტორიების ოკუპირების მეშვეობით.. თანამედროვე საქართველო, როგორც სახელმწიფო არსებობას შეწყვიტავს.. p.s. ამ ეტაპზე რთულია იმის განსაზღვრა თუ წარმოდგენილი ორი სცენარიდან, რომლის მიხედვით განვითარდება მოვლენები, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალური რეჟიმი და მარიონეტი ე.წ. ოპოზიცია, ბრმა იარაღად იყენებს მოსახლეობას და ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებს. ეს არის და ეს მეგობრებო. იფიქრეთ...................ესეც თქვენ. კიდევ ერთი სტრაშილკა ჩემგან : ))) გინდა გაითვალისწინეთ ჩემი მოსაზრება, გინდა არა, მაგრამ თუ მეორე ვერსია გამართლდა, ბრალი საქ მოსახლეობის და ბრალი საქართველოს.. ჯერ პატარას ვიხუმრებ ამ პოსტზეეს მაგონებს "მოდელირებულ ქრონიკას" ეხლა რაც შეეხება სერიოზულ კომენტარს,პოსტი მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას,აი თუ არ დაიშლებით ასე მოხდება.ისევ მიშას დამქაშების შეთითხნილი ისტორია,ანალოგიური როგორიც იყო "მოდელირებული ქრონიკა",ის ქრონიკა წინასაარჩევნოდ აჩვენეს და მაშინაც დააშინეს ხალხი აი თუ არ მისცემთ ხმას ნაცებს ქვეყანა თავზე დაგვემხობაო. მოკლედ მე თუ მკითხავთ ასეთი პოსტების წაკითხვა და შემდეგ მისი სერიოზულად აღქმა არ ღირს.აქ უბრალოდ იმდენი სისულელე იყო დაწერილი ჰოლივუდრ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს უფრო გავდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 ეგ რა თქვი კაცო? ვუუუიი ვუუუიი ვუუუიი (© პეტო "შუა ქალაქიდან" ) ეხლა ბურჯიკას და ხილბოსტნეულიშვილს ალასანია და კამპანია თუ არ ჯობდეს გინდა ინტელექტუალური, გინდა ადამიანური და გინდა იდეოლოგიური თვალსაზრისით მარჯვენას მოვიჭრი! : )) სხვა საქმეა, რომ ამ შემთხვევაში უარესსა და უარესს შორის არჩევანზეა საუბარი.. ჯერ პატარას ვიხუმრებ ამ პოსტზეეს მაგონებს "მოდელირებულ ქრონიკას" ეხლა რაც შეეხება სერიოზულ კომენტარს,პოსტი მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას,აი თუ არ დაიშლებით ასე მოხდება.ისევ მიშას დამქაშების შეთითხნილი ისტორია,ანალოგიური როგორიც იყო "მოდელირებული ქრონიკა",ის ქრონიკა წინასაარჩევნოდ აჩვენეს და მაშინაც დააშინეს ხალხი აი თუ არ მისცემთ ხმას ნაცებს ქვეყანა თავზე დაგვემხობაო. მოკლედ მე თუ მკითხავთ ასეთი პოსტების წაკითხვა და შემდეგ მისი სერიოზულად აღქმა არ ღირს.აქ უბრალოდ იმდენი სისულელე იყო დაწერილი ჰოლივუდრ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს უფრო გავდადა მერე რამდენჯერ შესრულდა საქართველოში ჰოლივუდის შესაშური სცენარები არა? : )) და კიდევ რამდენჯერ შესრულდება?.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 (edited) ეხლა ბურჯიკას და ხილბოსტნეულიშვილს ალასანია და კამპანია თუ არ ჯობდეს გინდა ინტელექტუალური, გინდა ადამიანური და გინდა იდეოლოგიური თვალსაზრისით:გულშილახვარისსმაილიკი: ალასანიასი და უსუფაშვილ-ხიდაშელისასის ინტელექტი არ გაიშვას და ადამიანურობა ზემოდან კიდე Edited May 23, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 :გულშილახვარისსმაილიკი: ალასანიასი და უსუფაშვილ-ხიდაშელისასის ინტელექტი არ გაიშვას და ადამიანურობა ზემოდან კიდეკიდევ კარგი ალასანიას და რესპების მხარდამჭერი არ ვარ თუარა ჩაქოლვა არ ამცდებოდა : ))) შე კაცო სააკიანცთან და ნაცბოზბანდასთან მტრობას ხალხს და ქვეყანას ხომ არ გადავაყოლებთ მართლა? იქნებ მოახერხოს ქართულმა საზოგადოებამ და საკუთარ რიგებში მართლა ღირსეული ადამიანები ამოიცნოს, ამ ადამიანებს მისცეს ლიდერობის შესაძლებლობა და იმ ჭაობიდანაც ამოვიდეს რადაც თანამედროვე საქართველო იქცა? რევოლუციის იდეის აგიტაცია პროპაგანდას წლებია ვეწევი ეს ოხერი და საქმე საქმეზე რომ მიდგეს კრიმინალურ რეჟიმთან იარაღით ხელში ბრძოლაზეც იასნია არ ვიტყოდი უარს, მაგრამ რევოლუციის, ნამდვილი რევოლუციის შემთხვევაში.. არაფრისმომცემი "ბანალური" სახელმწიფო გადატრიალებები და ხალხის ხარჯზე ისევ და ისევ მედროვე ნაბოზრების მიერ სხვა მედროვე ნაბოზრების ჩანაცვლებას არც არასდროს ვუჭერდი მხარს და არც არასდროს დავუჭერ. მით უმეტეს რომ დღევანდელ ხელოვნურ სახელმწიფო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებაც კი ხელოვნური ("ვარდების რევოლუციის" დაახლოვებითი ანალოგი) იქნება, თუ აქამდე საერთოდ მიდგა საქმე.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 იქნებ მოახერხოს ქართულმა საზოგადოებამ და საკუთარ რიგებში მართლა ღირსეული ადამიანები ამოიცნოს, ამ ადამიანებს მისცეს ლიდერობის შესაძლებლობაეგეთი ადამიანი ვერანაირად ვერ იქნება ვერცერთ მოქმედ პოლიტიკური პარტიებში, განსაკუთრებით კი რესპუბლიკელებში და ალასანიასთან (ალასანიას პარტია ხო იგივე ნაცმოძრაობაა, რესპუბლიკელები კი ნაცების სატელიტია. ერთადერთი, ვინც მომწონს მაგათში, ლევანაა ბერძენიშვილი, მარა როგორც კი გამოჩნდებიან უსუფა, კაბიანი ბოკერია, ლევანას ძმა, ყველაფერი იასნი ხდება). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 ეგეთი ადამიანი ვერანაირად ვერ იქნება ვერცერთ მოქმედ პოლიტიკური პარტიებში, განსაკუთრებით კი რესპუბლიკელებში და ალასანიასთან (ალასანიას პარტია ხო იგივე ნაცმოძრაობაა, რესპუბლიკელები კი ნაცების სატელიტია. ერთადერთი, ვინც მომწონს მაგათში, ლევანაა ბერძენიშვილი, მარა როგორც კი გამოჩნდებიან უსუფა, კაბიანი ბოკერია, ლევანას ძმა, ყველაფერი იასნი ხდება).ხოდა მაგ პარტიებს უნდა გაანებოს ხალხმა თავი და საკუთარ რიგებში, რიგით მოქალაქეებში ეძიოს ღირსეულთა შორის ღირსეული.. სხვაგვარად მუდამ მედროვე ნაძირლების ხელში იქნება საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა.. .............................................მამენტ საინტერესოა - არ შეშინდეთ! ............................................. არ ვიცი სანდოა თუ არა ინფორმაცია, მაგრამ თუ ოქრუაშვილი რეალურად სოჭშია, ესეიგი ვაშინგტონმა და მოსკოვმა თანამედროვე საქართველოს უკანასკნელ გზაზე გაცილება დაიწყო.. http://epn.ge/?p=63134სოჭში ირაკლი ოქრუაშვილი შენიშნეს სოჭში მცხოვრებმა ქართველებმა “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს საღამოს ქალაქის ცენტრში შენიშნეს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” სოჭში მცხოვრებმა ქართველებმა აცნობეს. სააგენტოს კითხვაზე, იყო თუ არა აღნიშნული პირი ირაკლი ოქრუაშვილი, ქართველებმა შემდეგი განმარტეს. “საღამოს სოჭში “რივიერას” პარკში ვსეირნობდით, იქედან რომ გამოვედით, გამოსულებს გაგარინის პროსპექტზე ირაკლი ოქრუაშვილი სამ თანმხლებ პირთან ერთად შეგვეჩეხა. თავიდან დავიბენით, გვეგონა, რომ ეს ადამიანი ოქრუაშვილს გავდა, შემდეგ ჩვენმა მეზობელმა ქართულად დაუძახა – ბატონო ირაკლი თქვენთან ფოტოს გადავიღებთო. ოქროაშვილმა უარის ნიშნად ხელი დაგვიქნია და თანმხლებ პირებთან ერთად მანქანაში ჩაჯდა”,- აცხადებენ სოჭში მცხოვრები ქართველები. “ექსპრესნიუსი” სამივე ქართველს ესაუბრა და სამივე ნანახის ერთი და იგივე ვერსიას ჰყვება. ინფორმაციის მიღების შემდეგ, “ექსპრესნიუსმა” გაარკვია, რომ ფრანგული მობილური ოპერატორების ერთ ნაწილს რუსეთში როუმინგული მომსახურება აქვს. ამის მიუხედავად, სააგენტომ ოქრუაშვილის ფრანგულ ნომერზე დაკავშირება ვერ მოახერხა. “ექსპრესნიუსი” ცდილობდა დაკავშირებოდა “ქართული პარტიის” რამდენიმე ლიდერს ამ ინფორმაციის კომენტირებისთვის, თუმცა, ჩვენი ვარაუდით, გვიანი ღამის გამო, მათ ტელეფონებს არ უპასუხეს. “ექსპრესნიუსი” უფლებას იტოვებს არ გაამჟღავნოს იმ ქართველების სახელი და გვარები, რომლებიც სოჭში ცხოვრობენ, თუმცა სააგენტო ადასტურებს რომ ინფორმატორები ნამდვილად სოჭში ცხოვრობენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2011 http://wp.me/pySj7-hZ მიხეილ სააკაშვილი – უბრალოდ იდიოტი თუ ორმაგი აგენტი? რა საინტერესოა.. პრაქტიკულად დასრულებულ საპროტესტო აქციას კრიმინალური რეჟიმი ახალ ენერგიას მატებს და ნინო ბურჯანაძეს საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერით მთელი ქვეყნის მასშტაბში აგიტაცია პროპაგანდის შესაძლებლობას ანიჭებს.. რატომ?რატომ დღეს და არა გუშინ ან ხვალ?რატომ ოქრუაშვილის გახმაურებული განცხადების (საქართველოში ჩასვლა არ ჩასვლა და ასე შემდეგ..) კვალდაკვალ? ფართომასშტაბიანი პროვოკაცია ხომ არ აქვს კრიმინალურ რეჟიმს და მარიონეტ ფსევდო ოპოზიციას ჩაფიქრებული და ეს საპროტესტო აქციებიც ამ პროვოკაციის განსახორციელებლად ხომ არ დაიგეგმა? თუ კი, რა ტიპის შეიძლება იყოს პროვოკაცია? რომელიმე ე.წ. პოლიტიკური-საზოგადო ფიგურის მკვლელობა და ამ გზით საპროტესტო მუხტის აწევა და ვითარების უკიდურესი ესკალაცია? საპროტესტო აქციაზე შეიარაღებული პროტესტანტების გამოჩენა და მომიტინგეებსა და ე.წ. სამართალდამცავებს შორის შეირაღებული დაპირისპირების პროვოცირება? თუ ეს არა, მაშინ რა? ვითარების ესკალაცია და შემდეგ ყველა არასასურველი ელემენტის რკინის ხელითა და ბოლშევიკური მეთოდებით ნეიტრალიზება რათქმაუნდა შეიძლება იყოს სააკაშვილის გარემოცვის მიზანი, მაგრამ ვგონებ რომ ამჟამად თბილისში-საქართველოში მიმდინარე პროცესების ძირითადი ამოცანა არა იმდენად კრიმინალური რეჟიმის პოზიციების გამყარებაა, რამდენადაც საქართველოს სრულმასშტაბიანი დესტაბილიზირება, კონფლიქტის ზონებში ვითარების ხელოვნური გამწვავება და რუსეთთან და სავარაუდოდ სომხეთთან საომარი მოქმედებების პროვოცირებაა.. სააკაშვილი და მისი გარემოცვა შესაძლოა ვერც აცნობიერებდეს საფრთხეს და ბურჯანაძისთვის პირდაპირი ეთერის დათმობაც მაგალითად აშშ-ის საელჩოს მოთხოვნა ყოფილიყო, ანუ შესაძლოა პროცესები რეჟიმისგან დამოუკიდებლად იმართებოდეს და თავად რეჟიმიც მოცემულობების მძევალი იყოს, თუმცა ეს ყოველივე ზემოთთქმულს არ აბათილებს და მით უფრო არ გამორიცხავს საქართველოს მართვად, უარეს შემთხვევაში კი უმართავ ქაოსში ჩაშვებას.. მე პირადად არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ხელისუფლება, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოვესი გარემოცვა უცხო ქვეყნის (სომხეთის) სპეც-სამსახურების მითითებებით ხელმძღვანელობდეს და მიზნად საქართველოს დეზინტეგრაციას და საქართველოს ტერიტორიების, სამცხე ჯავახეთისა და აჭარის სომხეთის კონტროლ ქვეშ გადასვლას გეგმავდეს.. საქართველოს თანამედროვე ისტორიის გადამკიდე საერთოდ ძნელია რამის გამორიცხვა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2011 მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოვესი გარემოცვა უცხო ქვეყნის (სომხეთის) სპეც-სამსახურების მითითებებითეგ შენთვისაა უცხო ქვეყანა, მაგათთვის ეგ სამშობლოა (რავი ეგრე ამბობენ, სომეხიაო და) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gamdla Posted May 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2011 ეხლა ბურჯიკას და ხილბოსტნეულიშვილს ალასანია და კამპანია თუ არ ჯობდეს გინდა ინტელექტუალური, გინდა ადამიანური და გინდა იდეოლოგიური თვალსაზრისით მარჯვენას მოვიჭრი! : )) სხვა საქმეა, რომ ამ შემთხვევაში უარესსა და უარესს შორის არჩევანზეა საუბარი.. და მერე რამდენჯერ შესრულდა საქართველოში ჰოლივუდის შესაშური სცენარები არა? : )) და კიდევ რამდენჯერ შესრულდება?.. როდის შესრულდა ასეთი????????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2011 თოთქოს საუკუნე გავიდა რაც ეს პოსტი დავწერე, და საუკუნეა ერთ ადგილს ვტკეპნით.. განა გავიზარდეთ 90-იანი წლების შემდეგ? http://wp.me/pySj7-6Jხელოვნური სახელმწიფო – საქართველო ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართულ საზოგადოებაში წლების მანძილზე დომინირებს მოსაზრება, რომ საქართველო მშვიდობიან განვითარებასა და წინსვლას მხოლოდ და მხოლოდ ცუდი ხელისუფლებისა და საგარეო მტრების გამო ვერ ახერხებს. მე კი პირიქით, ვფიქრობ რომ სწორედ ქართული საზოგადოებაა საკუთარი თავისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არაერთადერთი, მაგრამ ერთ ერთი ძირითადი პრობლემა. ამ თემით შევეცდები ჩემი მოსაზრების შინაარსი და რაობა განვმარტო და ვინძლო მასზედ დაფიქრება გადაწყვიტოთ ვიმედოვნებ, რომ არგუმენტირებულ ოპონირებას გამიწევთ და ემოციების “შადრევანიზაციას” არ ექნება ადგილი. ფოლოსოფიურ დისკუსში რომ არ გადავარდეთ, ერთ ვგონებ რომ მარტივ ჭეშმარიტებას ვიტყვი. როცა ვამბობ საზოგადოება ყველაფერზე ან თითქმის ყველაფერზეა პასუხისმგებელი, ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოებას, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს მართვა დაეკისრა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც მინიმუმ პასუხისმგებლობის ადეკვატური აღქმის უნარი უნდა ქონოდა და ემოციებით არ უნდა ეხელმძღვანელა ამა თუ იმ პოლიტიკური და სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღებისას. არადა სულ სხვაგვარად იქცეოდა. ანუ საზოგადოება არ უნდა აყოლოდა ზვიად გამსახურდიას (აგრეთვე მისი გარემოცვის), როგორც უდაოდ ავტორიტეტული დისიდენტისა და განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ ერთი ლიდერის, ხშირ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ გაუწონასწორებელ განცხადებებს-პოლიტიკურ ხედვას-(პოლიტიკურ) ნაბიჯებს. რას ვგულისხმობ ალბათ მიმიხვდით, მაგრამ დავაკონკრეტებ, რომ პირველ რიგში ასეთ გაუწონასწორებელ ნაბიჯად პრეზიდენტ გამსახურდიას და მისი გარემოცვის ულტრანაციონალისტურ იდეოლოგიას მივიჩნევ, რომელსაც დაუფიქრებლად აყვა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი-უმრავლესობა. რატომ? დააძალა ვინმემ? მე კი მესმის, რომ მართვისა და მენეჯმენტის გამოცდილების არ მქონე გამსახურდიას და მის უახლოვეს გარემოცვას, სახელმწიფოს მართვის სხვა რესურსი და შესაბამისად იდეოლოგია, თუ არა რადიკალური ნაციონალიზმი არ გააჩნდა, მაგრამ რატომ არ ესმოდა და დღემდე არ ესმის ეს ქართულ საზოგადოებას? ან რატომ არ ესმოდა და არ ესმის ქართულ საზოგადოებას ის თუ რა საფრთხეებს შეიცავდა და შეიცავს რადიკალური ნაციონალიზმი ისეთი მულტიეთნიკური ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა? თქვენ თავად ბრძანეთ, დაუშვა თუ არა ქართულმა საზოგადოებამ შეცდომა, როცა მართვის გამოცდილების არ მქონე და ულტრა ნაციონალისტ ზვიად გამსახურდიას პრაქტიკულად 100% დაუჭირა მხარი? თუ კი, მაშინ ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართული საზოგადოება პასუხისმგებელია ყველა იმ ნეგატიურ პროცესებზე, რაც გამსახურდიას მმართველობის დროს განვითარდა. ვგულისხმობ კი იმას რომ… 1. სწორედ საზოგადოების მიერ ზვიად გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად გაძლიერებული ულტრანაციონალიზმი, ქვეყნიდან ეთნიკურად არაქართველი-რუსულენოვანი მოსახლეობის, (როგორც წესი პროფესიონალი კადრების) მასიური გადინების მიზეზი გახდა. 2. სწორედ საზოგადოების მიერ გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად მკვეთრად დაიძაბა ურთიერთობები საქართველოს ეთნიკურად ქართველი, ოსი და აფხაზი ეროვნების მოქალაქეებს შორის. რაც თავის მხრივ ქართლისა და რიგი სხვა რეგიონების ტერიტორიაზე მცხოვრები ოსი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქეების მასიურ დევნა შევიწროვებაში გადაიზარდა. 3. სწორედ საზოგადოების მიერ გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად ახალმა ხელისუფლებამ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეფერენდუმის გამართვისა და დამოუკიდებლობის დე-იურე გამოცხადების გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ავტონომიურ სუბიექტებთან შეუთანხმებლად მიიღო, ქვეყანა კი აწ უკვე 20 წლიანი სამოქალაქო ომისთვისა და დეზინტეგრაციისთვის გაწირა. 4. სწორედ საზოგადოების მიერ გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად თეზისი “საქართველო ქართველებისთვის” დღემდე გამსახურდიას მმართველობის და “პატრიოტიზმის” სინონიმად რჩება. 5. სწორედ საზოგადოების მიერ გამსახურდიას, ვიმეორებ ფაქტიურად 100%-ით მხარდაჭერა გახლავთ დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, პირველი ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომა, რომლის შედეგად ძალაუფლებას დაეუფლა სრულიად გამოუცდელი და ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელი ხელისუფლება, რომელმაც არაადეკვატური საგარეო პოლიტიკით ქვეყანა ფაქტობრივ იზოლირებაში მოაქცია, გაუთვლელი საშინაო პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგად კი სახელმწიფოს მართვის სადავეები დაკარგა და სახელმწიფო გადატრიალებას შეუწყო ხელი. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლისა და სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, საქართველომ მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა ფაქტობრივად დაკარგა და დაკარგა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია იყო “სუსტი” პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ ქართულმა საზოგადოებამ ფუნდამენტალური მნიშვნელობის შეცდომები დაუშვა. რომ არა საზოგადოების დაუფიქრებელი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი ვერ და არ გახედებოდა და შესაბამისად დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორი ათწლეულის შემდეგ, საქართველოს უახლესი ისტორია ერთი ტრაგიკული ფურცელი არ იქნებოდა. შეეძლო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და უშუალოდ დამოუკიდებლობის პირველ წლებში ქართულ საზოგადოებას უკეთესი გადაწყვეილებების მიღება, ვიდრე მიიღო? რათქმაუნდა შეეძლო, სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები რომ ჰქონოდა. მაგრამ არ ქონდა და შესაბამისად სწორედ ისე მოიქცა, როგორც მხოლოდ მას შეეძლო მოქცეულიყო და მხოლოდ ის – ქართული საზოგადოებაა დამნაშავე იმაში, რომ: ზვიად გამსახურდიამ შესაძლებლად ჩათვალა ქვეყნის ლიდერობა.ზვიად გამსახურდია ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდა.ულტრარადიკალური ნაციონალიზმი დომინანტ იდეოლოგიად იქცა.ჩამოიშალა ქვეყნის ეკონომიკა და სოციალური სფერო.გართულდა და სამოქალაქო ომში გადაიზარდა საქართველოს მკვიდრ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობები.შესაძლებელი გახდა სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფო მართვის ბერკეტების გარე ძალებზე გადაცემით ქვეყნის დესუვერენიზაცია. ასე და ამგვარად პირადად ჩემთვის ცხადია, რომ სწორედ ქართულ საზოგადოებას ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებულ ნეგატიურ პროცესებზე. თუმცა ვითარება არც 90-იანი წლების შუა პერიოდში იცვლება. ვგულისხმობ კი იმას რომ … სწორედ ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი ის რომ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სახელმწფოს მეთაურის პოსტი ედუარდ შევარდნაძემ დაიკავა და საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობა დე ფაქტო დასრულა. სწორედ ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი ის რომ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში უპრობლემოდ ჩამოყალიბდა და გაძლიერდა აშშ-ის ინტერესების ლობირებაზე ორიენტირებული კორუმპირებული პოლიტიკური სისტემა და აღნიშნული სისტემის მომსახურეობაზე გათვლილი ახალი-კორუმპირებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა. სწორედ ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად გახდა შესაძლებელი ის რომ მრავალწლიანი ანტისახელმწიფოებრივი მმართველობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილმა ჩაანაცვლა და სწორედ ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ვაშინგტონის მიერ ფაქტიურად ღია მხარდაჭერის მიუხედავად სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ფაქტიურად 100%-იანი მხარდაჭერა მიიღო. ახალი პრეზიდენტის არაადეკვატური გადაწყვეტილებებისა და მმართველობის 6-7 წლიანი მონაკვეთის შედეგად რომ ქვეყანა დე იურე დესუვერენიზაციისა და დე ფაქტო ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე დადგა, აგრეთვე საზოგადოების არაადეკვატური გადაწყვეტილებისა და დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგია. შეეძლო ქართულ საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინა და პოლიტიკური და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით უკეთესი გადაწყვეტილებები მიეღო ვიდრე მიიღო? რათქმაუნდა არა. არ შეეძლო, რადგან სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები ქართულ საზოგადოებას არ ქონდა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, არ აქვს დღეს და დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ არც უახლოეს მომავალში ექნება… ძირითადი პრობლემაც შესაბამისად საზოგადოებაშია და არა შიდა, გარე და სხვა პლანეტელ მტრებში. ასეა ეს და ასე რომ არის ერთ ფრიად სავალალო დასკვნამდე მივდივარ. დასკვნა კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ საზოგადოებას, სათანადო განათლების, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპებისა და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებების არ ქონის გამო, არ ხელეწიფება ქვეყნის დამოუკიდებლად მართვა. ეს კი თავის მხრივ, არც მეტი არც ნაკლები ნიშნავს ზუსტად იმას, რომ თუ არა გარე ძალების მიერ (პირობითად აშშ-ი, ევროკავშირი, რუსეთი) საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს, როგორც დე იურე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მხარდაჭერა და სახელმწიფოებრიობის ხარისხის ხელოვნური შენარჩუნება, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არსებობას შეწყვიტავს. ანუ თანამედროვე საქართველო, უკვე დღეს, ხელოვნური სახელმწიფოა. ეხლა თუ ვინმე კიდევ იტყვით, რომ ქართულ საზოგადოებას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და თუ ვინმე კიდევ იტყვით, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს უკეთესს ვიდრე აქვს, ეს მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ სათანადო განათლება, მაღალი მორალური და ზნეობრივი პრინციპები და თანამედროვე-ცივილიზებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ჰუმანიტარული ღირებულებები ქართულ საზოგადოებას არც თვალსაწიერ მომავალში ექნება. არ ექნება არც სახელმწიფო შესაბამისად. P.s. არჩევანის საშუალება თანამედროვე ისტორიის ყველა ეტაპზე ქონდა საზოგადოებას და ყოველთვის არასწორი-ადვილი გზა აირჩია. შედეგიც მხოლოდ ისეთი მიიღო როგორიც ადვილად გამოვიდა.. არა და ცხოვრება ადვილიაო არავის უთქვამს ბრძენთაგან ვგოენებ .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2011 როდის შესრულდა ასეთი?????????1 ქვეყნის გარდან ინსპირირებული სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება და გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა. 2. ქვეყნის გარდან ინსპირირებული "ხავერდოვანი" სახელმწიფო გადატრიალება და შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა. 3. ქვეყნის გარედან ინსპირირებული აგვისტოს ომი. 4. ის რაც დღეს ხდება საქართველოში. გავაგრძელო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2011 ეგ შენთვისაა უცხო ქვეყანა, მაგათთვის ეგ სამშობლოა (რავი ეგრე ამბობენ, სომეხიაო და) ფაქტია ეგ ნაგიჟარი მიზანმიმართულად ანადგურებს ქვეყანას და დასმული კითხვაც სავსებით ლოგიკურია ვგონებ.. 110% დარწმუნებული ვარ რომ უფსკრულში გადაჩეხავს საქართველოსაც და საქართველოს მოსახლეობასაც.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2011 ეხლა თემის წამკითხავი არ ვარ და სოხთეთთან ომის დაწყების თარიღი თუ გაირკვა,მეც მითხარით.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gamdla Posted May 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2011 1 ქვეყნის გარდან ინსპირირებული სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება და გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა. 2. ქვეყნის გარდან ინსპირირებული "ხავერდოვანი" სახელმწიფო გადატრიალება და შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა. 3. ქვეყნის გარედან ინსპირირებული აგვისტოს ომი. 4. ის რაც დღეს ხდება საქართველოში. გავაგრძელო? სამწუხაროდ ხალხი არ დგას თავის სიმაღლეზე.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.